შიგთავსზე გადასვლა

ციკლიდან “ზაფხულის ფრაგმენტები” ანუ როგორ იქმნებოდა მითოლოგია

სექტემბერი 13, 2011

დაუვიწყარი მოგზაურობა შატილი–ომალო, დღე მეექვსე.

მოქმედი პირები:

ლაშა–თუშეთში არაერთგზის ნამყოფი და მასზე შეყვარებული, ერთგვარი გიდი, თუშეთში არავინ არ არის ნამყოფი მის გარდა.

ქილი–დამწყები მოლაშქრე, მოინათლა ამ მარშუტზე.

ჩუპა–აგრეთვე დამწყები მოლაშქრე, მოინათლა ერთი წლის წინ, ზარმაცი.

მათეუშ–პოლონელი სტუდენტი

პიოტრ–პოლონელი სტუდენტი

მთხრობელი–თქვენი მონა მორჩილი, შედარებით გამოცდილი მოლაშქრე.

მეექვსე დილა ომალოსთან ახლოს გათენდა, იმისათვის რათა კარგად აღიქვათ მეექვსე დღის მოვლენები, საჭიროა ოდნავ გადავავლოთ თვალი განვლილ დღეებს.

ლაშას, როგორც თუშეთის მცოდნეს აურაცხელ კითხვებს ვუსმევდით, გვესაუბრებოდა თუშურ მითოლოგიასა და თებჟორიკებზე, თურმე თებჟორიკა ყოფილა ერთგვარი ჭინკა, რომელიც სავსემკერდიანი ნაშის სახით გამოგეხადება და თუ აყევი ცდუნებას კაი ჩიტსაც დაიჭერ, უფრო სწორედ საერთოდ ვერ დაიჭერ. თუშეთის მისტიურობაზე საუბრისას ლაშამ ახსენა სახლი, სადაც მოჩვენებები ბინადრობენ, რომელიც ომალოში მდებარეობს და კაი ხანია არავინ ეკარება, ადრე აუშენებიათ იდეააში სკოლა–ინტერნატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით სამხედრო ყაზარმად გადაკეთდა, საიდანაც ყოველდღიურად გარბოდნენ ჯარისკაცები, ზოგი “ფსიხუშკაში,” ზოგიც დეზერტირობის გამო ციხეში. ჯარის უმფროსებმა გადაწყვიტეს, ამ ჯარისკაცებს შიგნეულობა ხო არ აწუხებთ, წამო ერთი ჩვენ დავრჩეთ მაგ ყაზარმაშიო. შევიდნენ, მოკალათდნენ, თავი უსაფრთხოდ რო იგრძნეს დაიწყეს ქეიფი, მთელს სოფელს ესმოდა თურმე მათი თაშ–ფანდურის ხმა, მაგრამ 10 წუთში ტაშ–ფანდურა ავტომატის ჯერის და ადამიანის წიოკის ხმამ ჩაანაცვლა, თურმე ორმეტრიანი გოლიათი, თეთრი სამოსითა და შავი წვერით, რომელსაც დიდი კომბალი აქვს გადებული მხარზე, დაჟინებით მოითხოვს, რომ თითოეულმა მათგანმა მის სახლი დაუყოვნებლივ დატოვოს, ხალხი იმასაც ამბობდა გვესმოდა ვიღაც გამწარებით ყვიროდა აიწიეთ პადუსკები და გააჯვით ჩემი სახლიდანო. არც მეტი არც ნაკლები, ეს არცთუისე სტუმართმოყვარე ადამიანი წმინდა გიორგი გამოდგა,. იმ მთის წვერზე, რომლის ძირშიც  ეს შენობაა გაშენებული წმინდა გიორგის სალოცავი მდებარეობს და ადგილობრივების რწმენით, სწორედ ამიტომ განრისხდა სნეულთა მკურნალი და მეფეთა უძლეველი დიდიმოწამე გიორგი.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ, ომალოში რო ჩავიდოდით ერთი ღამე გაგვეთია ე.წ. Ghost House-ში, როგორც მას ჩვენმა სტუმრებმა უწოდეს.

და აი დადგა ნანატრი მეექვსე დღე, მანამდე ათასი ჭირ–ვარამი და 3500 მეტრიანი უღელტეხილი გამოვიარეთ, გვათოვდა, გვაწვიმდა, “გვასეტყვდა,” და როგორც კი მივადექით ომალოს ყველანი მოჩვენებების სახლზე ავლაპარაკდით, მანამდე თუ ყველას დიდი გული ქონდა, რომელიც იმ სახლისკენ ექაჩებოდა, ეხლა ცოტა ორჭოფობა და შიშნარევი ლაპარაკი დასჩემდათ.

გეგმა იყო შემდეგი: ჩავდივართ ომალოში, ვნახულობთ კესელოებს(თუშური კოშკები) ბარგს ვტოვებთ ლაშას მეგობრის სახლში, გადავდივართ შენაქოსა და დიკლოში, ვბრუნდებით უკან და იმ ღამეს ვათენებთ მოჩვენებების სახლში, მაგრამ როგორც ყოველთვის გეგმა რისი გეგმაა თუ არ შეიცვალა, დიტომ და ლაშამ სახლში დარჩენა გადაწყვიტეს, დიტოს ეზარებოდა, ლაშას ტრანსპორტი უნდა მოეძებნა, თან შენაქოც და დიკლოც დაზეპირებული ქონდა. შუადღის სამ საათზე დავტოვეთ ომალო, მე, ქილიმ და პოლონელებმა, როგორც მცოდნე ხალხი გვეუბნებოდა თუ ჩქარა ვივლიდით დაღამებამდე წესით უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ როგორ გინდა ჩქარა იარო კაი საკაიფო აღმართი გვაქვს ტყეში ასავლელი, პატარა პერევალუკა.

ჩავედით შენაქოში და ძალიან გამიხარდა, რომ მეც არ დავრჩი ომალოში, ძალიან ლამაზი სოფელი გამოდგა, ულამაზესი ეკლესიით, შენაქოელებმა გვითხრეს, რომ აუცილებლად დაგვაღამდებოდა და თუ რამე ჩემთან მოდით და აქ დარჩითო, რაღაც სახელი მითხრა, ის იკითხეთ ყველა მოგასწავლითო, კაი ჯიგარი კაცი იყო.

შენაქოდან უკვე დიკლოს მიმართულებით დავებერეთ, ყოველგვარი აღმართ–დაღმართის გარეშე, გზად მეცხვარეები გვხვდებოდნენ თავისი უზარმაზარი ნაგაზებითურთ, ყველა დაბრკოლება წარმატე ბით გადავლახეთ, მივადექით დიკლოს, მაგრამ აი მანდ დაგვენძრა, გზა გადაკვიკეთა ერთ–ერთმა ნაგაზმა და გამწარებული გვიყეფდა, ჩვენც ვიდექით და ადგილიდან არ ვინძრეოდით, მეცხვარე სადღაც ას მეტრში წამოწოლიყო და ჩვენზე კაიფობდა.

მთხრობელი: კაი იქნებოდა პილპილი რო გვქონდეს (საუბრები მიდის ინგლისურად)

მათეუშ: მე მაქვს. და ჯიბიდან ამოიღო რაღაც იმდაგვარი, ჰოლივუდურ ფილმებში ქალები მძრცველებს რო თვალებში ასხამენ.

ამასობაში უკინიდან მოგვიახლოვდა ორი ინგლისელი ტურისტი თავისი გიდითურთ, გიდი მეტად კაი მოსაუბრე იყო, რა იყო ბიჭებო ძაღლებმა ხო არ შეგაშინათო და ამაყად ჩაგვიარა, ჩვენც მას გავყევით, ეს დაბრკოლებაც წარმატებით გადაილახა, “იარაღის” გამოყენების გარეშე, როგორც იქნა შევაღწიეთ დიკლოში, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო გვენახა ძველი დიკლო, რომელიც დაახ. 30 წუთის სავალზეა დიკლოდან. დიკლოში შევისვენეთ, სიგარეტი მოვწიეთ, ტურისტებმა გზა განაგრძე, მოვიდა ადგილობრივი და პოლონელებისთვის გადამათარგმნინა, რომ გიჟდება პოლონეთზე და პოლონელ ხალხს და მზად არის ყოველთვის ჩაეხუტოს და დახმარების ხელი გაუწოდეს ჩვენ მოძმე ერს.
პიოტრი აღშფოთებული ამბობდა ooh it`s a perfect, ooh ისე ვნებიანად ამბობდა და თან თავს აქიცინებდა დვარნიაშკის კუდივით, ამაზე კარგად ვერთობოდით, მაზინიც დავდეთ, ვინც ყველაზე მეტჯერ ათქმევინებდა ის იყო მოგებული.

ეს ქულა მე არ ჩამეთვალა.

მივადექით ძველ დიკლოს, მე წინ მივდივარ დანარჩენები დაახ. 200 მეტრში მომყვებიან, წინ კიდევ ერთი დიდი ნაგაზი გადმომხტა, რომელიც მარტო ყეფას არ დასჯერდა, მოვარდა და კბენას ცდილობდა, მაგრამ რატომღაც გადაიფქრა და მედგრად იცავდა თავის ცხვრებს, რამდენჯერ ვუთხარი და ავუხსენი, არ ვაპირებ ცხვრების მოტაცებას უბრალოდ გავივლი, შენც არ მომიკვდე ყურიც არ შეიფერთხა და ისევ ბოლო ხმაზე ყეფდა და იღრინებოდა. ვიდექი და ველოდებოდი პილპილიანებს. ამ ძაღლის ყეფაზე კიდევ ორი ნაგაზი დაქანდა ფერდობზე, ამ დროს გამოჩნდნენ ჩემებიც, რომლენიც იმ ორი ძაღლის ალყაში იყვნენ , ათიოდ მეტრი გვაშორებდა ერთმანეთს, მათეუში პილპილ მომარჯვებული იდგა, პიოტრი ქილის უკან იმალებოდა, მე ვიდექი გაუნძრევლად.

დაახლოებით 20 წუთში ვეკითხები მათეუშს:

-პილპილი არ მოქმედებს?

-არ ვიცი ჯერ არ მიცდია.

გულში ერთი გემრიელად შევაგინე და ვუთხარი დროზე მიესხა, ასეც მოიქცა, პირველმა ძაღლმა კვნესა-კვნესით უკან დაიხია და ჩამოჯდა, მეორეც გვერდით მიუცუცქდა, აი მესამესთვის შესხმა აღარ გახდა საჭირო, სამ დათვლაში სამივევ ისე მოხია თვალის გაყოლებაც ვერ მოვასწარით, აღფრთოვანდნენ პოლონელები, აღვფრთოვანდი მეც.

-ვაუ, რა კარგი რამე ყოფილა, ეხლა უკვე აღარაფრის აღარ მეშინია, დაჟე პოლონელი ხულიგნების-ო დამაჯერებელი ტონით წარმოთქვა მათეუშმა. მოვინახულეთ ძველი დიკლო, მეტად შთამბეჭდავი და ლამაზი გამოდგა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადე საკუთარ თავს, რათა არ შევუშინდი დაღამების საშიშროებას და ომალოში არ დავრჩი.
შენაქოში რო დავბრუნდით უკვე ღამე იყო, წვიმასაც იწყებდა.
ჩავრთეთ მეშახტის ფანრები და ამაყად გავაგრძელეთ გზა, ჩვენ ხომ პილპილი გვქონდა!
შევედით ტყეში და ლაშამაც დარეკა, დროზე მოდით ნუ მანერვიულებთ, დღეს მოჩვენებების სახლში ვრჩებით არ დაგავიწყდეთო.
მოჩვენებების გაგონებაზე ცოტა შეცბნენ ჩვენი სტუმრები, პილპილი კი გვქონდა მარა ეტყობა არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ სულებზე და მოჩვენებებზეც იმოქმედებდა. გავაგრძელეთ გზა უღრან  ტყეში, ყველა დავარდნილი ფოთოლი დათვი გვგონია, და ყველა მოჩხრიალე ნაკადული მკვდარ ბავშვს დაწაფებული ვამპირი, მოსაწევად გავჩერდით, ფანრები გამოვრთეთ გვეშინოდა არ დამჯდარიყო, ფანრების გამორთვა და ქვევიდან რაღაც ცხოველის ხმების გაგონება ერთი იყო დავიძაბეთ, მათეუშმა იშიშვლა პერეცი და ჩამუხლული ელოდებოდა მსხვერპლს, მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა, როცა ცხენზე ამხედრებული ომალოდან მომავალი მამაკაცი შევნიშნეთ. სალმები გავცვალეთ და გზა განაგრძო, ცოტა ხანში მანქანის ხმაც შემოგვესმა, სამწუხაროდ ომალოდან მოდიოდა, თეთრი ნივა იყო, რო მოგვიახლოვდა შეანელა სვლა, ისე გამოგვხედა რომ ჩვენ მძღოლი ვერ შევამჩნიეთ და გზა განაგრძო.

პიოტრ:

– ოოჰ, რა დასანანია, რომ საპირისპირო მხარეს მიდიოდა

ქილი:

-ნუ განიცდი პიოტრ, ეს ჩვეულებრივი მანქანა არ არის, კიდევ კარგი, რომ შენაქოში მიდიოდა. აქ ადრე ერთი ხევისბერი ცხოვრობდა, რომელსაც კეთილი საქმის მეტი არაფერი უკეთებია, მთელ თუშეთს უყვარდა, თურმე ეშმაკმა რა გზით არ სცადა მისი შეცდენა, მაგრამ ვერაფერი გააწყო, ერთ მშვენიერ დღეს, ხევისბერი ომალოდან შენაქოში მიდიოდა, 19 აგვისტო იყო, ფერისცვალება, თურმე ეშმაკები გამოეცხადნენ და საჭე აურიეს, მანქანა გადაიჩეხა, მეორე დღეს მკვდარი იპოვეს ხევისბერი, მაგრამ მანქანა ვერ აღმოაჩინეს, იმის მერე ზუსტად ის მანქანა რითიც ხევისბერი მოძრაობდა, ყოველ 19 აგვისტოს ამ გზაზე დადის, თუ ვინმე გადაეყარა პირდაპირ ეჯახება, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა გაჩერებულები რო ვიყავით, რამოდენიმე ადამიანი უკვე შეიწირა პირველად ეს გერმანელმა ტურისტებმა დააფიქსირეს და Ghost Niva შეარქვეს.

-oooh, ghost niva come here, take us to Omalo. ღიმილით, ძალდატანებით და შიშნარევი ხმით აღმოხდა პიოტრს, მაგრამ ქილის ეს ქულა არ ჩაეთვალა, It`s a perfect ვერ ათქმევინა.
როგორც იქნა დიდი ვაივიშით მივაღწიეთ ომალოს. ლაშას მეგობრის სახლში, სადაც ამ მეგობრის დედამ  ძალიან თბილად გვიმასპინძლა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობას გადავუხდი, დავლიეთ  ძალიან გემრიელი  ბექ ქონდარას ნაყენი, გამოვიკვებეთ გემრიელად, ზედ სიგარეტიც დავაყოლეთ და დადგა დრო ჩვენი მოჩვენებების სახლში წასვლისა.

დიტო:

-აუ მაგრად მეზარება, კარგად ვჭამე დავისვენე, მე დავრჩები თქვენ წადით.
დიტოს უფრო სიზარმაცე ალაპარაკებდა ვიდრე შიში.

ყველაზე მეტად ლაშა და ქილი იწევდნენ მოჩვენებების სახლისკენ, მეც ყაბულს ვიყავი, იმისათვის რომ გაგვეგო ხმათა უმრავლესობა რომელ მხარეს იხრებოდა საჭირო იყო პოლონელების აზრის გაგება, რომლებიც მთელი 6 დღე იმისთვის მოდიოდნენ, რომ მაგ სახლში ღამე გაეთიათ.

ბოლოს ვკითხე, სად გირჩევნიათ დარჩენა აქ თუ იქ მეთქი, 3 წუთი მოითათბირეს, (საერთოდ ეგეთი ჩვევა ქონდათ, რამეს რო კითხავდი მოითათბირებდნენ და მერე ერთიან პასუხს გვაძლევდა პიოტრი, როგორც ასაკით უმფროსი)
-მათე, მე ვფიქობ, ეს ძალიან კარგი ადგილია ღამის გასათევად, რა საჭიროა მოჩვენებების სახლში წასვლა? ჩვენ აქ უფრო მოგვწონს, თუ არ გეწყინება აქ დავრჩეთ.

თან მეწყინა, თან არ მეწყინა, ძნელია დააძალო მოჩვენება ნივით დაშინებულ ტურისტს მოჩვენებების სახლში ღამის გათენება.

9 Comments
  1. ალექსი სიჳკაევი permalink

    განგებ წერ ასეთი დამახინჯებული ქართულით, თუ..?

    მორფოლოგიის, სინტაქსისა და ორთოგრაფიის ღმერთებს ნუ აბრაზებ…
    შინაარსი ძალიან თავშესაქცევი, საინტერესო და ყურადსაღებია. მომეწონა. 🙂

    • უმფროსს ძალით ვწერ მევასება ეგ სიტყვა, აბა უფროსი რა სიტყვაა? წერტილ მძიმე და დანარჩენი მავიწყდება ან ზედმეტი მესმევა და როგორც წესი ნაწერს არ ვარედაქტირებ, ზარმაცი ბლოგერი ვარ :დ

  2. ალექსი სიჳკაევი permalink

    არა.. ”უმფროსი” არ მიგულისხმია, ეგ სტილის ნაწილია.
    წინადადებების სტრუქტურა გაქვს სიურრეალისტურ-ფუტურისტული. 😀

    ხო, ზარმაცი, არასკურპულოზური, მაგრამ კარგი ბლოგერი ხარ.

  3. მანგარია 😀
    იმ მოჩვენებას ლიპოტე დავარქვით კაი ტიპი ჩანს 🙂
    ის ტიპი, შენაქოში ვისი სახლიც ლაშამ გითხრა, ყემეა, უმაგრესი კაცი!
    ჰო დიკლოში ტრიპაჩააა არც ის ჩამოუვარდება ყემეს. ლაშას ძმაკაცის ბიძაა.

    იმ მოჩვენებას მაინც ვერ ნახავდით, გული არ დაგწყდეთ ერთად ვიყავით საქეიფოდ მაგ დღეს 🙂 მომავალ წელს ამოდით თუშეთში და გაგაცნობთ უკანა კბილებში კოცნით

  4. anna permalink

    ჰო კარგად წერ შენ ^^
    და ისა, შემდეგ ზაფხულს ქალი არ ვიყო თუ არ წავიდე სადმე :დ

  5. გუთ 🙂
    კიდევ დაწერე რაღაცეები – შენ საინტერესო ზაფხულები გაქვს 🙂
    ოღონდ ფოტოაპარატის ნაკლებობას განიცდი მგონი :)))

  6. ani permalink

    მთხრობელისგან პირადად მოსმენილი მაინც სულ სხვაა, ექშენი მეტია :დ:დ:დ
    კიდევ ერთხელ დამწყდა გული რო არ ვიყავი 😦

  7. me kide iq rom viyavi sul imas vnanobdi aq ra jandaba minda metqi momkles mixmares damcves, magram saboloo jamshi kargi iyo

  8. მე მოჩვენებების სახლში დარჩენის შანსს არ გავუშვებდი ხელიდან 😀

    p.s როდის მოვა ზაფხული : (( წავალ და ვიბოდიალებ მთა-მთა ^_^

    ხო და კიდე, დღეს ვიპოვე და მომწონს შენი ბლოგი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: