შიგთავსზე გადასვლა

About

აგერ უკვე ერთი თვე მიიწურა, რაც სექტანტების მრავალრიცხოვან არმიას შევუერთდი და არაფერი დამიწერია. მკითხველის მოლოდინი, ხომ უსაზღვროდ დიდია.  ალბათ, ზოგიერთ თქვენთაგანს კითხვები გაუჩნდა ბლოგის სათაურთან და მისამართთან დაკავშირებით, ვიქნები კეთილი და დავაკმაყოფილებ თქვენ ცნობისმოყვარეობას, ბლოგერი ხომ მკითხველისთვის უნდა წერდეს!

მისამართი: endeblogi.wordpress.com მისამართი მეტყველებს იმაზე, რომ თქვენ ჭეშმარიტ და ხარისხიან ბლოგზე მოხვდით,  აი ნამდვილი ბლოგი, აი ბლოგი, ენდე ბლოგი, ენდებლოგი, endeblogi.

სათაური: “მაწიბალი ბლოგი,”  მისამართისაგან განსხვავებით, აქ უკვე რუსული ჟარგონი ვიხმარე, რაღაც mother fucker-ის მსგავსი, სათაურიც ბლოგის “სიძლიერეს” უსვამს ხაზს.

ორივე, სათაურიც და მისამართიც გამართლდება (თუ უკვე არ გამართლდა)

როგორც დაგპირდით, ძირითადად დედა ბუნებაზე დაიწერება, თუმცა არა მარტო, ასევე გაგაცნობთ ჩემ სულიერ ძმას, მირზას, იმოგზაურებთ ნაბოზვართა კუნძულზე, დაბრუნდებით ბნელ თუმცა არც თუ ისე ბნელ 90-იანებში და მიხვდებით, რომ სიბნელეს ხანდახან სიკეთის მოტანაც შეუძლია, მოუსმენთ ხარისხიან პაპსას, , თუ გაგიმართლათ ლიტერატურულ პოსტებსაც იხილავთ, აბა მოვრჩეთ მაიმუნობას და საქმეზე გადავიდეთ!

ამ პოსტის დასრულებისთანავე გადავდივართ, პირველ სერიოზულ წერილზე!

6 Comments
  1. ჰმმ, რაღაც ორიგინალურად ღაღადებენ ბაგენი თქვენი 🙂
    გამატებ საკითხავ ბლოგებში:)

  2. mshvenieri blogia… : ))

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: