ჭაობი
ატალახდა მთელი ეზო. მოდის და მოდის ონკანიდან წყალი.
ონკანი დიდია, თანაც დღენიადაგ მოშვებული. წყალი დასალევად არ ვარგა, ცუდი რაღაცები მოყვება და მომწამვლელია.
ეზოში ცალკე კიდევ დგას სამი ონკანი, იქიდან ყოველთვის ერთი და იგივე გადმოდის. ხალხი ამ სამებას მედიას უწოდებს, მითიური მედეას საპატივსაცემოდ, ვინაიდან თავდაპირველად ამ ონკანს სამკურნალო თვისებები გააჩნდა. აქ მოდიოდნენ სასოწარკვეთილი ადამიანები, ჭრილობაზე წყალს ისხამდნენ და ახალი სასო ამოსდიოდათ. მედიამ ერთ დროს დიდი როლი ითამაშა ეზოს დაჭაობებისგან გადარჩენაში და მას გამარჯვებული ხალხის ონკანი უწოდეს. მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა, როგორც ამბობენ მედიას ბოროტი ბაყბაყდევი დაეპატრონა და ხალხს წამლავს.
მედიის ონკანიდან გამოსული წყალი განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის და არა მარტო. აქედან გამოსული წყალი ყველაზე ადვილად შედის მიწასთან კონტაქტში და მის მიერ წარმოქმნილი ტალახი უფრო დიდ ხანს ძლებს. ეზოს მაცხოვრებლების უმრაველოსობა მოიწამლა მედიიდან წყლის დალევის შედეგად. მოწამვლის სიმპტომებია: კრიტიკული აზროვნების დაკარგვა, ილუზიურ სამყაროში ცხოვრება, ჰალუცინაციები და ფანატიზმი. ეს უკანასკნელი ვლინდება ხშირი მიღების შემთხვევაში. მოწამვლას ასევე ახასიათებს მიჩვევა, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იგრძნობა საწამლავის გემო და წყალიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივად ეჩვენებათ.
მეცნიერთა დაკვირვების შედეგად, ზოგიერთ დაინფიცირებულს დაუდგინდა მიდრეკილება სახოტბო ლექსების წერისკენ, რომლის ობიექტიც ვინმე წმინდა მიქაელია.
როგორც ამ ეზოს მკვიდრნი აცხადებენ, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მოწამლულებთან ურთიერთობა. მათ უჭირთ განსხვავებული აზრის მოსმენა და მყისვე ეწყებათ ჰალუცინაციები. ჭაღარა მოხუცი კაცი ელანდებათ, რომელსაც ბრეტელებიანი მაიკა აცვია და დაბრუნებით იმუქრება. არსებობს მეორე სახის ჰალუცინაცია, ერთი დაბალი, ნახევარად მელოტი მკაცრი გამომეტყველების მამაკაცის სახით, რომელიც მეზობელი ეზოს გამგეა და ატალახებული ეზოს მიერთების სურვილი კლავს. თუმცა ძირითადად საავადმყოფოები, გზები, ახალი ქალაქები, სამართალი, სამუშაო ადგილები, მდგრადი ეკონომიკა, ახალი ფაბრიკა–ქარხნები, ინვესტორები და 2 მილიონი ტურისტი ელანდებათ.
ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს წყალი მოედინება მდინარე განგიდან და მომწავლავ ნივთიერებას პროპანს შეიცავს. ამიტომ ამ სამ ონკანს „პროპან–განგი“–ს სახელითაც მოიხსენიებდნენ, სიტყვამ დროთა განმავლობაში ასიმილაცია განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც “პროპაგანდა.” მოწამლულები უარყოფენ წყალში მომწავლავი ნივთიერების შემცველობას. ვინც ჭკუა ისწავლა თავს არიდებს წყლის დალევას, თუმცა მათი რიცხვი მცირდება, ვინაიდან უჭირთ მოწამლულებთან ურთიერთობა და ირიყებიან საზოგადოებისგან.
საკვირველია და ეზოს მცხოვრებთა ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს ონკანების გადაკეტვას. მათ არ სურთ ატალახებულ ეზოში ცხოვრება, მაგრამ როგორც მოაგახსენეთ ყველა ონკანი დიდია და შესაბამისად მის დაკეტვასაც დიდი ძალა სჭირდება, რომელიც ამ მცირე ნაწილს არ გააჩნია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დრო და დრო მცირდება ონკანის გადაკეტვის მსურველთა რიცხვი, და შესაბამისად მცირდება ტალახის ამოშრობის შანსი. ამის მიზეზი შიშია, ონკანებიდან მოვარდნილი წყლის შიში. ბევრი ადამიანი, ვინც სცადა ონკანის გადაკეტვა, წყალმა წაიღო და ტალახში ჩაეფლო, საიდანაც დღემდე ვერ ამოსულან. შეიძლება ითქვას თავისუფლება შეეზღუდათ და ტალახის პატიმრობაში იმყოფებიან. თუმცა დარჩა მცირე ნაწილი, რომელიც დღემდე უშედეგოდ ცდილობს ეზოს გადარჩენას დაჭაობებისგან.
ეზოში კიდევ ერთი კატეგორიის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც არ აინტერესებთ არც ეზო, არც ონკანი, არც წყალი. ცხოვრობენ თავისი ცხოვრებით, ერთობიან, სწავლობენ, მუშაობენ. თუმცა ისინი ყველაფერს ხედავენ. ხედავენ როგორ უტალახდებათ ეზო და უჭაობდებათ მათი საყვარელი მინდორი და არაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, რადგან ტალახს ჯერ მათი პირადი ეზოსთვის არ მიუღწევია. ისინი არაფერს არ აშავებენ, აივლიან–ჩაივლიან, მაგრამ უმოქმედობით მაინც სჩადიან დანაშაულს, რა არა? ისევე როგორც ვინმე გია და რეზო, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება უმოქმედობაში გამოიხატებოდა და ამის შესახებ ეზოს მცხოვრებლებმა ღრმა ბავშვობაში გაიგეს, თუმცა ვერ გაიაზრეს.
ვინც პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებეს, ხელს უწყობს ისედაც ატალახებული ეზოს კიდევ უფრო ატალახებას.
ეზოს მცხოვრებთა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ბოლო რამდენიმე ასეული წელია ტალახში და ჭაობში ცხოვრობენ. იბადებიან ბავშვები ჭაობში და ამაში მათ მშობლებს ადანაშაულებენ, რატო არ დააშრეთ ჭაობი თავის დროზეო. თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თუ თვითონ არ ცდიან ონკანის გადაკეტვას მათი შვილებიც ისეთივე უკმაყოფილონი იქნებიან საკუთარი მშობლებით, როგორც თვითონ.
მოდის წყალი და თან მოჰყვება, ნაწამები გვამები, დენის და ნაგვის ქვითარი ერთად, რაღაცა ყვითელი, რომელსაც აწერია 80 თ. უმუშევრად დარჩენილი ხალხი და ა.შ.
მოჭრილი ხეები და გამჭირვალე შენობებიც მოყვება წყალს, რომლის კიბეებიდანაც ხალხი ცვივა.
ცოტა ხნის წინ უცნაური კანონ–პროექტი მოყვა, რომელმაც მთლიანად მოიცვა მინდორი და ეზოს მაცხოვრებლებს ისედაც შევიწროვებული მოქმედების არეალი კიდევ უფრო შეუვიწროვა.
დღემდე გრძელდება ატალახების პროცესი და იქამდე გაგრძელდება სანამ არ იქნება ონკანების გადაკეტვის ერთიანი სურვილი, სანამ ხალხი არ იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ ეზოზე და არ იქნებიან უმოქმედოები, ისევე როგორც არიან ვინმე გია და რეზო, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება უმოქმედობაში გამოიხატებოდა და ამის შესახებ ეზოს მცხოვრებლებმა ღრმა ბავშვობაში გაიგეს, თუმცა ვერ გაიაზრეს.
არადა წყლის სისტემა უეჭველად შესაცვლელია.
მშვენიერი პოსტია, აფერუმ მათე!
მადლობა ნიკსოლოგ 🙂
არ გაიხაროს სააკაშვილმა და მაგის დამქაშებმა!!!!
ჭაობის თაობა
ვიფიქრე, “იმ წიგნზე” დაწერდა რამეს-მეთქი!
მე ვიფიქრე რო აუცილებლად იფიქრებდა ეგრე ვინმე :)))
до свиданья, мой любимый город.
Я почти попал
მაწიბალი რაა?
რუსული ჟარგონია, წიპა motherfucker.
sg sg mate
:bow:
კარგი ხარ ჩუვაკ
sehr gut!! 🙂
(მათ უჭირთ განსხვავებული აზრის მოსმენა და მყისვე ეწყებათ ჰალუცინაციები.)