შიგთავსზე გადასვლა

Tbilisi BeerFest – დარჩა რამოდენიმე საათი

ივლისი 20, 2012

აღარ გადაიდება, გამორიცხულია. არ გჯერა? მოდი ხვალ რესპუბლიკის მოედანზე 4 საათიდან და საკუთარი თვალით იხილე. აღარ გადაიდება, იმიტომ, რომ წარღვნა აღარ არის მოსალოდნელი. (ნუ ცოტა ჟუჟუნას არა უშავს, განწყობას გააუმჯობესებს) მავანნი უბნობდნენ, თითქოს და ორგანიზების ბრალი ყოფილიყოს გადადება, მაგრამ წეღან ხო არ დამიჯერე, ეხლა მაინც მენდე სიტყვაზე. გადადებით ორგანიზატორებს, მხოლოდ და მხოლოდ საქმე დაემატათ და  ნეირონები გამოაკლდათ. წარმოიდგინე შენი თავი, ორი თვე ემზადები, ყველაფერი წამი–წამში გაქვს  გათვლილი და ბრახ… გეუბნებიან, რომ ფესტივალი გადაიდო. იმ ყველაფერის წარმოდგენა, რაც BetterFly-ში ხდებოდა გაგიჭერდებათ. ზარი ყველა მონაწილესთან. დროს უთანხმებ თავიდან, ზოგი შეიძლება დაგეჯღანოს, ზოგმა საერთოდ უარი გითხრას, ზოგიც შეიძლება დაგთანხმდეს, მაგრამ წაიბუზღუნოს… ეგ არაფერი, მონაწილეებს და მომსახურე პერსონალს კი გააგებინებ როგორმე, მაგრამ ყველაზე რთული მისია ხალხამდე ინფორმაციის მიიტანა, ამისათვის საჭიროა:
1. ზარები ტელევიზიებთან და სხვადასხვა მედიასაშუალებებთან, რათა გაავრცელონ ინფორმაციო ლუდის ფესტივალის გადადებასთან დაკავშირებით,  არაერთხელ, პრაიმტაიმში.

2. აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელებში.

3. ხმების დაყრა ქალაქში, მეგობრებში, სანათესაოში, სამეზობლოში, სამძახლოში და რავიცი კიდე ათასგან.

4. სპონსორების გაფრთხილება

და მილიონი თავშისახლელი არგათვალისწინებული  საქმე.

და ამ ყველაფრის გააზრების შემდეგაც, თუ ორგანიზებას დააბრალებ გადადებას აფერუმ შენს ვაჟკაცობას ვიზიტორო!

ხალხის გაფრთხილებაც არის და ხალხი გაფრთხილებაც, უნდა გაფრთხილო ისე, რომ გულმოსულები(რა მაგარი სიტყვაა “გულმოსული” 🙂 ) არ დარჩნენ. ამისათვის საჭიროა: ყველას უღიმო, სიცილ–ხორხოცში გაატარო ყველაფერი ცოტა ხალხიც ახალისო და ა.შ. ხალხის მზრუნველობით შეპყრობილმა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს წვიმაში გამოსადეგი ნივთები და წვიმა დაემატებინათ ლუდის ფესტივალის აპლიკაციაში, სადაც შენ საკუთარ ფესტივალს ხსნი და ვინც ყველაზე მეტ სტუმარს მოიწვევს მოიგეეებს უახალთახალესს და ზეციურ აიპადსსს.
Oops… კიდევ ერთი პრობლემა, გათამაშება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი კვირით, ვინაიდნ ფესტივალიც გადაიდო. ისმის კითხვა: რა ვუყოთ ამ შაბათს გამარჯვებულ ადამიანებს, როგორ მოხდეს ისე, რომ გული არავის მოუვიდეს? აქაც გამოაჩინეს ხალხზე მზრუნველობის სქილები ძვირფასმა ორგანიზატორებმა და ყველა გამარჯვებულს გადაეცა 50 ბოთლი ლუდი უფასოდ, სახლში მიტანით! ალილუია! იხარე ერო, მოკვდი მტერო!
მოვრჩეთ გადადებებზე და უსიამოვნო თემებზე საუბარს და გადავიდეეეთ მის აღმატებულება Tbilisi Beer Festival 2012-ზე.

ამ ჩაქუჩით და ამ კეგით, მოდი კასრის გახსნას გაუმარჯოს. ეს უბრალო ჩაქუჩი არ გეგონოთ, მიდგარდიდან არის ჩამოტანილი ჯადოსნურია, ამ ჩაქუჩით გახსნილი კასრიდან ჩამოსხმული ლუდი უფასო ხდება. განა ცოტაა ჯადოსნობა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხის ჩაქუჩისთვის ლუდის უფასოდ გადქცევა?

ნატახტარს ასეთი ტრადიციაც ჰქონია, ყოველ წელს ლუდის ფესტივალს ხსნის ვინმე გამორჩეული, წლის ადამინი ან წლის ვიღაცა.  წარმატებული და ა.შ.
ამჯერად, ფესტივალის გახსნის ბედნიერება საქართველოს რაგბის ნაკრებს ერგო, ჩაქუჩს მოიმარჯვებს და ხეს გაარღვევს…. ჯაააბაააააა ბრეგვაძეეეეეეეე (იკითხება ბოქსის გამომცხადებლის ხმით, რა ქვია მაგას დამავიწყდა)

ეს ხდება 16:00 საათზე, ხოლო ექვსიდან იწყება არ დავიწყება, გათამაშებებისა და სიხალვათის მთელი კასკადი. აქ მართლა ბევრი დარჩება უკმაყოფილო ვისაც არ მოუწევს სცენაზე ასვლა და გათამაშებებში მონაწილეობის მიღება, გაუტყდება, (თან ისეთი საკაიფო პრიზებია) მაგრამ იმდენი გათამაშებაა, რომ პოტენციურ განაწყენებულთა რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი.

ერთი გათამაშება ცალკე ტარდება ბლოგერებისთვის, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ ბეთერფლაის ოფისში, წესებშ გერკვივნე და ცოტა წაივარჯიშეს კიდეც. აქ უკვე ვხედავ ხუმრობით მაგრამ მაინც ბოღმით კომენტარებს: “ბლოგერები ვისზე მეტნი არიან?” “მაგათ ლიჟბი დაალევინე და ყველას ტრაკს აძლევენ” “არაბლოგერების დისკრიმინაციას აქვს ადგილი” “ეგ ბლოგერები რა კრიტერიუმებით აირჩა? ” და ა.შ.
განაგდე ბოროტი ძალა მეგობარო, ნუ იფიქრებ ასე. არავინ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უბრალოდ ჩვენდაუნებურად ვიყოფით რაღაც ჯგუფებად, ჩვენი საქმიანობისა და უსაქმურობის მიხედვით.

ერთადერთი ცვლილება არის ლაინაფში, ანუ მუზიკაში. მგზავრები, ნაცვლად კვირისა იმღერებენ ორშაბათს, ხოლო თავისმხრივ კორკოტა იმღერებს კვირას, ნაცვლად შაბათისა.

რა მნიშვნელობა აქვს, შესაკრებთა გადნაცვლებით ჯამი ხო არ იცვლება? (აქ ვინმე ხუმარას ენამოსწრებული კომენტარი უნდა: “ჯამი არა თეფში იცვლება,” თუ ვინმე ხართ ეგეთი დატოვეთ მაგ შინაარსის კომენტარი)

ძალა დათრობაშია მეგობარნო! გავძლიერდეთ და განვსხივოსნდეთ, ვითარცა სითჰარტა იგი გაუტამა!  გფარავდეთ ლუდის ღმერთი!

დიოგენე უტვინო კი არ იყო კასრში რო იჯდა

6 Comments
  1. სწორია რამდენიმე საათი :* 😉 :* წარმატებები მათე :)))

  2. BaGho permalink

    ჯამი არა თეფში იცვლება
    <<Txovna iyo 😀 magari statiaa damevasa sainteresod ikiTxeba

  3. Gio permalink

    შარშან იყო ერთი ქერა ქართველი გოგონა, ვერცერთი გერმანელი ვერ ჯობდა ვერც ტანადობით, ვერც ეშხით და ვერც ვერაფრით 🙂

  4. დიოგენე უტვინო კი არ იყო კასრში რო იჯდა
    <<<<<<< დავიხოცე :დ

  5. “ეგ ბლოგერები რა კრიტერიუმებით აირჩა? ” ;D

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: