შიგთავსზე გადასვლა

ექსპერტის ექსპერიმენტი

თებერვალი 4, 2012

ექსპერტი არის პიროვნება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც გარკვეულ სფეროში ცოდნის, ტექნიკისა თუ უნარ-ჩვევის სანდო წყარო, და რომლის არგუმენტაცია ავტორიტეტითა და სტატუსით სარგებლობს საზოგადოებისა თუ ინდუსტრიის შესაბამის წრეებში. ექსპერტებს აქვთ ხანგრძლივი და ინტენსიური გამოცდილება მოცემულ სფეროში პრაქტიკისა და/ან შესაბამისი განათლების წყალობით.

სპეციფიურ სფეროებში ექსპერტის მცნება ზედმიწევნით არის განსაზღვრული კონსენსუსით და შესაბამისად, პიროვნების ექპერტად აღიარებისთვის ამ სფეროში პროფესიული ან საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ქონა აუცილებელი კრიტერიუმი არ არის. ამ განსაზღვრებით, მწყემსი, რომელიც ფარას 50 წელი მწყემსავდა საყოველთაოდ ჩაითვლება მეცხვარე მწევრების გაწვრთნისა და ცხვრის მოვლის ექსპერტად.

ტერმინი ხშირად გამოიყენება არაფორმალურ დებატებშიც, სადაც ადამიანებს ექსპერტის ტიტულს ანიჭებენ მათი მოსაზრების მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, მაშინ როცა რაიმე ობიექტური კრიტერიუმი ამ ადამიანთა ექპერტობისა არ განსაზღვრულა. ამგვარად აკადემიური ელიტიზმი წარმოიქმნება, როცა “ექსპერტები” თვითდარწმუნებული ხდებიან იმაში, რომ საკუთარი შესწავლის საგანი მხოლოდ თავად ესმით.

ka.wikipedia.org

„ქართველი ექსპერტი“ –  ეს ცნება საზოგადოებაში უკვე იწვევს, არაპროფესიონალიზმის, ზედმეტად თავდაჯერებულობის, ძალით დაყენებული „ვაჟნი როჟის,“  ან უბრალოდ მუცლით მეზღაპრის ასოციაციას.

თუმცა, ეს ძირითადად იმ გაურკვეველი მიმდინარეობის ექსპერტებს ეხებათ, რომლებიც წლიდანწლამდე რუსეთში–რევოლუციას და საქართველოში ევოლუციას წინასწარმეტყველებენ. რა ქნან აბა? ოჯახი ხრამია, ბავშვებს ლუკმა–პური უნდათ, მე ვაფასებ მათ როგორც კარგ მშობლებს, ვინაიდან აცნობიერებენ რა, რამხელა სიყალბეს სჩადიან, მაგრამ საკუთარი შვილების დასაპურებლად უკან არაფერზე არ იხევენ. :ცრემლი:  დასაფასებელი, მაგრამ ამავდოულად ცხოველური ინსტიქტია.

ის ამბავი, რომელსაც მე გიამბობთ არ ეხება იმ ექსპერტებს, ვინებიც ტოტალიზატორში ოცდაოთხ საათ მჯდომ საშუალო ასაკის გაზეთებსა და პროგრამაში თავჩაქინდრულ მამაკაცებს გვანან, რომლებიც ბოლომდე დარწმუნებულები უეჭველ ორ კუშს გეუბნებიან და იქვე დასძენენ, რომ გუშინ ერთმა გაუსხა და დღეს ასტონ ვილის მაგრად სჯერა. ტოტალიზატორის და ტელევიზორის ექსპერტებს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ტოტალიზატორის ლომებს მართლა სჯერათ ასტონ ვილის. აი „ექსპერტებს“ კი ადვილად შეატყობთ სიყალბეს, რომელსაც უნიჭოდ ნიღბავენ დამაჯერებელი მიმიკებითა და მეტყველებით. ხოლო მსმენელების უმრავლესობა მათ ნათქვამს აინუნშის მაგივრად ბანზე აგდებს.

არც თუ ისე შორეულ წარსულში, დაახ. 5–6 წლის წინ ზაფხულის ძალიან წვიმიან ღამეს უბანში ვაბირჟავებდით. (გადახურულში რა თქმა უნდა) გავყურებდით წყალწაღებულ ქუჩას, ველოდებოდით წვიმის გადაღებას რათა სახლამდე მეტნაკლებად მშრალებს მიგვეღწია.  გორში ერთი კაცი ცხოვრობს ან ცხოვრობდა(ცოცხალია თუ არა არ ვიცი) რომელსაც არცერთი ფეხი არ ქონდა, რაღაც ბორბლებიან ფიცარზე იჯდა და ხელში მომარჯვებული აგურების მეშვეობით გადაადგილდებოდა. სწორედ ამ კაცმა ჩამოიარა. ქუჩაზე გადასვლას ლამობდა, როდესაც მოულოდნელად თეთრი ოცდაოთხის წინა ბამპერი ზუსტად თავში დაეჯახა. რა თქმა უნდა მთელი ბირჟა უმალ გავცვივდით დასახმარებლად. გონება დაკარგული ეგდო საცოდავი კაცი, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქვდა. 5–7 წუთში პატრულიც მოვიდა თავისით. მაშინ ახალი შექმნილი იყო ეს ინსტიტუტი და ხალხი მათ სუპერგმირებად აღიქვამდა, მაგიური გადაცემის „პატრულის“ გადამკიდე. ყველანი შევციცინებდით პატრულის ფორმაში გადაცმულ სუპერ გმირებს, მაგრამ იმედი მაშინ გაგვიცრუვდა როდესაც სასწრაფოს ნაცვლად, პირველ რიგში ტელეკამერები გამოძახეს, თუმცა გასაგებია, მათაც სურდათ საკუთარი საგმირო საქმეები ფართო აუდიტორიისთვის ემცნოთ და კამერასთან წარმოეთქვათ საკრალური ფრაზა „ვმოძრაობდი ჩემ კვადრატში.“ (თუმცა ყველა სუპერგმირი ხომ პოპულისტია, მიუხედავად მათი ანონიმურობისა) მოვიდა გადამღები ჯგუფი და სუპერგმირებმაც აიხდინეს წადილი. დაახლოებით 20 წუთში სასწრაფოც გამოჩნდა, გაუსინჯეს პულსი და გადაიყვანეს რეანომობილში. გვეგონა რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ჰოი საოცრებავ! აქ უკვე ახალი სუპერგმირი გამოჩნდა ასპარეზზე, სამოქალაქო მანქანიდან გადმოსული ჩემოდნიანი ქალბატონის სახით. ქალბატონის მოსვლა და პატრულის მიერ დაყვირება „ექსპერტი გაატარეთ ხალხო“ ერთი იყო, უცბად თვალწინ წარმომიდგა სცენა, ჰოლუვიდურ ფილმებში ნანახი, როდესაც ხელთათმანებით,  პინცეტებითა და პატარა ცელოფანებით აღჭურვილი CIA-ს ან FBI-ს ექსპერტები დანაშაულის ადგილს იკვლევენ. გამიხარდა ასეთი ექსპერტის პირადად ნახვის საშუალება რომ მომეცა.
გამოვარდა ზემოთხსენებული ქალბატონი, გახსნა ჩემოდანი, დიდხნიანი ქექვის შემდეგ კვლავ დახურა, მეგონა ხელთათმანს, პინცეტს და ცელოფანს ეძებდა, მაგრამ ხელცარიელი დაბრუნდა. ალბათ ვერაფერი გამოსადეგი ვერ ჰპოვა. ამ ჩემმა სანატრელმა ექსპერტმაც მალევე გამიცრუვა იმედი, მეც და სხვა დანარჩენებსაც როდესაც მობრუნდა ხალხისკენ, ხელები აღმართა და  იყვირა „ხალხოოო, ხალხოოო ცარცი არა გაქვთ ხალხოოოო?“
ალბათ ეგონა ხალხი დაფაცურდებოდა, ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადალახავდნენ რათა როგორმე ცარცი მოეპოვებინათ ყოვლისშემძლე ექსპერტისთვის, მაგრამ ხალხის თვალებში კითხვაზე კითხვითივე პასუხი: „შენ ქალო შიგ ხომ არა გაქვს“ იკითხებოდა.

რაღა დაგიმალოთ და ეგ კითხვა მეც დამებადა, კი ვიცი, რომ ცარცი საჭიროა შემთხვევის ადგილას. ფილმებში მაქვს ნანახი მკვდარ კაცს გარშემო ცარცით რომ ხაზავენ, მაგრამ მეეჭვება ამერიკელი ექსპერტები თავსხმა წვიმაში აკეთებდნენ ამას, თან მაშინ როდესაც მხვერპლი ადგილზე აღარ იმყოფება და რეანომობილში წევს.
ერთმა ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა „ექსპერტის“ უტიფრობა და მიაჭრა პირდაპირ, ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ექსპერტი ხარ და ცარცი შენ უნდა გქონდესო, მეორეც კიდე კაცი უკვე წაყვანილია და სად ჩემ ფეხებზე უნდა შემოატარო ეგ ცარციო და მესამე კიდე გაახილე თვალები წყალს მიაქვს მთელი ქალაქი და პულივიზატორი თუ გიშველის ახლა მარტო შენო.
რა თქმა უნდა „ექსპერტმა“ ვერ მოითმინა დილეტანტის ჩარევა ესოდენ პროფოსიონალურ საკითხებში და მყისვე განრისხდა, რამდენს ბედავ შე ლაწირაკო ჩემი საქმის მე ვიცი და გირჩევნია სადმე ცარცი მიშოვოო. ამასობაში პატრულის ფორმაში გადაცმული სუპერ გმირიც გამოხტა თავისი მეგობარი სუპერგმირის დასაცავად, აი როგორც დისი კომიქსებშია, ბეტმენი გასაჭირში როა და უცბად რობინი რომ გამოჩნდება ზუსტად ისე. ოღონდ პატრულის ფორმიანმა უფრო უხეშ მეთოდებს მიმართა პარაზიტების თავიდან მოსაცილებლად, ყვირილი ატეხა და ქეჩოთი გაათრია ჩემი დილეტანტი და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი მეგობარი. ჩვენც დავშოშმინდით, ჯანდაბამდე გზაც გქონიათო ჩავიბურდღუნეთ და გავცილდით,  აღარ დაველოდეთ წვიმის გადაღებას და სახლებში წავედით თავიდან ბოლომდე გალუმპულები.
ცოტა გატეხილში ვიყავი, გამიტყდა ჩემს ქალაქში მოქმედმა სუპერგმირებმა იმედი რომ გამიცრუვეს, მას შემდეგ აღარ მჯერა მათი და აგენტ სმეკერის დარ პროფესიონალებს ვნატრულობ, თუმცა იმას კი ვხვდები, რომ ასეთები მხოლოდ ფილმებში გხვდებიან.

 

7 Comments
  1. ძალიან გამაღიზიანებელია ყოველი მეორე სინქრონის ტიტრი რომ “ექსპერტია”. უკვე მგონია, რომ ცალკე კასტად ჩამოყალიბდნენ.

    p.s. პოსტის ბოლოს იფ, იფ, იფ – ასეთი ვიდეოა )))

  2. ცარცის ამბავი შთამბეჭდავი იყო:))

  3. იდიოტობა, თემაც და პოსტიც, ჩემი აზრია კომენტარების გარეშე….

  4. ვაჰ მაგრად გამისწორა პოსტმა
    ის ქალი ალბათ დეტექტივი იყო? გალსტუკიანი მედიაში გაჩითული ექსპერტები უფრო პრობლემაა, დეტექტივს კიდევ რა უჭირს

    • მადლობა 🙂
      გეთანხმები, მედიაში გაჩითულ “ექსპერტებს” ეხებოდა მეტნაკლებად ეს პოსტი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: