შიგთავსზე გადასვლა

ფანჯრის საძმო (მოთხრობა)

იანვარი 23, 2012

–        მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.

–        ლევანი მქვია, მეგობრები კასტროს მეძახიან, ვარ 21 წლის. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, მეოთხე კურსზე ვარ. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ვატარებ, ხანდახან ფილმებსაც ვუყურებ და თქვენ წარმოიდგინეთ ვკითხულობ კიდეც.

–        მე გითხარი მოგვიყევით თქვენი საქმიანობის და არა შენი საქმიანობის შესახებ – მეთქი!!!

–        დაწყნარდი სამართალდამცავო, რა გაყვირებს? მეგონა ზრდილობიანი იყავით თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით და თქვენობით მესაუბრებოდით. ჩვენი საქმიანობის შესახებაც მოგიყვები. კარგ ამინდში ვსეირნობთ, ცუდ ამინდში ბარში ვსვამთ, მუსიკას ვუსმენთ ან კინოში დავდივართ,  თუ სახლში მარტო ყოფნა მომიწია  ან მე ან იმას, შიგადაშიგ სექსითაც ვკავდებით, სულ ესაა რა, ჩვენი სიყვარული საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ქართულს ვერა.

–        ნერვებზე ნუ მეთამაშები შე ნაბიჭვარო!!! იყვირა პოლიციელმა – უკვე საკმარისად გამაბრაზეს შენმა მეგობრებმა და მთლიან ჯავრს შენზე ვიყრი იცოდე.

–        კარგი რა, დამშვიდდი. რა საჭიროა ამხელა ვაივიშის ატეხა, ხომ ხედავ ზედმეტი წონა გაწუხებს და შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, გულზე რამე არ დაგემართოს. ჩემი მეგობრები უკვე ყველაფერს მოგიყვებოდნენ, არავისთან დასამალი არაფერი არ გვაქვს, უკანონოს არაფერს ვაკეთებთ, რით ვეღარ შევიდა თქვენ ტვინში?

–        რამდენს ბედავ წვერებიანო ლაწირაკო? – უფრო ღმამაღლა იყვირა სახეაწითლებულმა მსუქანმა პოლიციელმა და ორივე მუჭი მაგიდაზე დააბრახუნა. მომიყევი ყველაფერი, თორე  სექსი საერთოდ ვეღარ გექნება მაგას რო მოგაჭრი!!!

–        არა უშავს, ირმას მაინც ვეყვარები, თან კუნილინგუსიც არსებობს, ალბათ არ გსმენია მაგრამ არსებობს. შენ რა, გგონია ჩემში პენისი უყვარს? მაგ ლოგიკით შენ ცოლი სათოფეზე არ უნდა გეკარებოდეს, გამიგია მსუქნებს პატარა ბალაყან..

კასტროს წინადადების დამთავრება არ აცადა პოლიციელმა და დუბინკა შემოარტყა. ლევანი ცოტა შეიშმუშნა და ლაპარაკი განაგრძო. – ხო გითხარი ყველაფერს მოგიყვები დასამალი არაფერი მაქვს–მეთქი და შენ მაინც მირტყამ, თუ ეგრე გააგრძელებ საერთოდ არაფერს არ გეტყვი.

–         კარგი ხო, მაპატიე მწყობრიდან გამოვედი, მომიყევი, მამა–შვილურად გთხოვ, მომიყევი.

–        აი მასე არ ჯობს? ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, ჩვეულებრივი ძმაკაცობა გვქონდა სანამ ერთმა მიზანმა არ გაგვაერთიანა.

–        რა მიზანმა?

–        ერთ ჩვეულებრივ დღეს გაირკვა, რომ ხუთივენი ლექტორის გაჟიმვაზე ვოცნებობდით, გადავწყვიტეთ ოცნება აგვეხდინა და სამოქმედო გეგმა დავწერეთ. გეგმა ძალიან მარტივი იყო, ლექცია არ უნდა გაგვეცდინა, კარგად უნდა გვესწავლა და ლექტორებთან ახლო ურთიერთობა დაგვემყარებინა. მერე ჯგუფის სახელით ქეიფს მოვაწყობდით, იქ დავპატიჟებდით ჩვენთვის სასურველ ლექტორებს, დავათრობდით და გავჟიმავდით, სულ ეს იყო. წარმოიდგინეთ რა მაგარია, 17 წლის ღლაპი პროფესორს რო უბერავ.

–        მერე რა გამოვიდა მანდედან, გაჟიმეთ ვინმე?

–        ვერა, მარტო ერთმა შეძლო ამის გაკეთება და იმასაც  შეუყვარდა, ეხლა ერთად ცხოვრობენ აბასთუმანში, ჭლექი აღმოაჩნდა საცოდავს. თუმცა ჯერ ფარ–ხმალი არ დაგვიყრია, ისევ კარგად ვსწავლობთ, ლექციებს არ ვაცდენთ.

–        „ფანჯრის საძმო“ რატომ დაირქვით, მგონი არანაირი კავშირი არა აქვს თქვენს მიზნებთან?

–        ეგ სახელი ჩვენ არ დაგვირქმევია, ჯგუფელებმა დაგვარქვეს. მარტო მაშინ ვაბირჟავებთ უნივერსიტეტთან როდესაც ლექცია არ არის და მაგიტომ, უფრო სწორად უნივერსიტეტის უკან ვაბირჟავებთ.

–         უკან რატომ?

–        უფრო მოხერხებული ადგილია. შემოდგომის სემესტრის ფანჯრებში ვეწევით, გაზაფხულის სემესტრის ფანჯრებში – ვსვამთ, ეხლა გაზაფხულის სემესტრია და ჩემ ფეხებს ამომიგდებს თქვენი ნარკოტესტი. უკვე ყველაფერი მოგიყევით და თუ შეიძლება გამიშვით, ლექციაზე მაგვიანდება, ეს ჩემი უკანასკნელი შანსია და უნდა გამოვიყენო.

–        ეგრე ადვილად ვერ გაგიშვებ, ჯერ მითხარი რატომ სცემე პირველკურსელი ზაზა მაღლაფერიძე.

–        ვცემე? ღმერთო ჩემო რა სისულელეა. ერთი შემოვატყი მარტო, მგონი დიდი ტკივილი არ უნდა გამოეწვია და ისეთი დარტყმა რომელიც ტკივილს არ იწვევს ცემა არ არი, ყოველშემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსი ასე ამბობს.

–        კარგი, მაშინ რატომ დაარტყი?

–        რაღა რატომ, მოვიდა ჩემთან და ესე მითხრა გამაწევრიანე შენს „ფანჩრის საძმოშიო“ ფანჩარი კიდე, მოგეხსენებათ სალანძღავი სიტყვაა, მე ეს ვერ მოვითმინე.

–        კი მაგრამ ზაზა, ხომ ენაბლუა?

–        ხო ეგ მერე გავიგე, ბავშვებმა მითხრეს, არ ვიცოდი თორემ არ დავარტყამდი. აქედან რო გავალ ლექციის მერე ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ საძმოში მაინც არ მივიღებ.

–        რატომ?

–        ამას მარტივი მიზეზი აქვს, მგზავრებს უსმენს და გიგი დედალამაზიშვილს ბაძავს. მოწევა შეიძლება?

პოლიციელმა სიგარეტი გაუწოდა და ორივემ ერთდროულად გააბოლა.

–        ეგ გოიმობად ითვლება? ჩემი შვილი სულ მაგას უსმენს, დავუშალო?

–        არ მომწონს  სიტყვა „გოიმობა,“  დაკავებისას დისკი რომ მქონდა  ის წაუღე შენ შვილს, მოეწონება, დაშლით კიდე არაფერი დაუშალო, ის აკეთოს რაც უნდა.

–        დიდი მადლობა ლევან, ჩემი ვანიკო რო მოეწყობა ყურადღებას ხო მიაქცევ?

–        კარგი რა სამართალდამცავო, არ გინდა ეგ სენტიმენტები. გამიშვი, ბოლო შანსი უნდა გამოვიყენო.

–        გაგიშვებ, ოღონდ ჯერ ხელწერილი დამიწერე, რომ ზაზას ბოდიშს მოუხდი.

–        ხოო მოვუხდი აბა რას ვიზამ, ეს ღირსების საკითხია, ღირსება კიდე ხელწერილებით არ საბუთდება.

–        რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, მაპატიე თუ რამე გაწყენინე, წადი ეხლა თავისუფალი ხარ, ოღონდ ჯერ მითხარი კუნილინგუსი რა არის, ჩემი ცოლი მართლა არ მეკარება,  იქნებ მაგან მიშველოს.

–        კუნილინგუსი, ერთგვარი ფსიქოლოგის სახეობაა, ცოლ–ქმრის და ზოგადად წყვილის პრობლემებს ტკბილი ენით ჭრის. თუ ცოლი  მაგის მერეც არ მოგეკარება სხვა მოიყვანე, ან საერთოდ დაიკიდე, არ ყოფლა ეგ შენი ღირსი.

–         კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თან ჭლექი აქვს ჩემს ცოლს, 3 წელია არ მინახავს, აბასთუმანში ცხოვრობს. ხო მართლა, ბოლო თხოვნაც, შეგიძლია შენ მეგობარს თხოვო ჩემი ცოლის ამბავი გაიკითხოს?

–        თუ შესაძლებელია რატომაც არა, გაიკითხავს. კარგად იყავი, თორემ მართლა დამაგვიანდა ლექციაზე, სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი, დონატებზე დაგპატიჟებ.

–        კარგად კასტრო, წარმატებები ლექტორთან და არა მარტო.

მარტო დარჩენილმა პოლიციელმა ცოლის სურათი ამოიღო, ცრემლები წასკდა. კუნილინგუსის ნომრის ძიებას შეუდგა და აბასთუმანში წასვლა გადაწყვიტა.

პ.ს. პოსტი დაწერილი დავალების ფარგლებში, ყოველგვარი მუზისა და ზეციური კარნახის გარეშე.

8 Comments
  1. ძალიან მომეწონა,
    რა კარგად ვიცინე ))))

  2. შეკვეთით? ჰმ. ყოჩაღ შენ.
    შეფარული ფლეისმენთი უნდა ვეძებო? წავედი მეორედ წავიკითხო :დ

    • ნუ შეკვეთით არა, დავალებით უფრო რო დავაზუსტოთ უნივერსიტეტის დავალებით.
      ნურაფერს ნუ მოძებნი :დ

  3. კეთილი ხარ გულის სიღრმეშიც და ისეც : ))) : *

  4. mzime) permalink

    კარგი იყო ნამეტნავად:)))

  5. salime permalink

    :)))))))))))) ყოჩაღ ავტორო, მითუმეტეს ეს თუ დავალებით დაწერილია……. სამსახურსჰი რომ არ ვყოფილიყავი გულიანადაც ვიცინებდი

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: