Skip to content

Botlaw

ივლისი 16, 2011

 კვარიათში არის ერთი მყუდრო და ლამაზი სასტუმრო მართინი, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი ბლოგერებისთვის და არც მთლად ბლოგერებისთვის, კონკურსის დედა აზრი მდგომარეობდა შემდგომში, ზღვის პირას იპოვე ბოთლი, რომელში იყო წერილი, ან შენ აგზავნი ბოთლით წერილს, რა წერია წერილში?

პოსტის მაქსიმალური მოცულობა უნდა ყოფილი 500 სიტყვა, პირველი ტურის შედეგად აარჩიეს 11 ავტორი, ფინალი გაიმართა კვარიათში სადაც ახალი დავალება მივიღეთ, ამაზე მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი გთავაზობთ ჩემს საპირველტურო  ნაღვაწს, გინდ პოსტი დაარქვით, გინდ მოთხრობა და გინდა ნაკვესი.

Botlaw

კრედიტორებმა უკანასკნელი გროშიც რო წამართვეს, ავდექი და დავგაზე. სად დავგაზავდი თუ არა ზღვაზე. მარნიდან ავიღე ასევე უკანასკნელი 2 ლიტრი ღვინო  და ამოვიდე იღლიაში.

ცოტ–ცოტას ვწრუპავდი, გაგონილი მქონდა თუ გინდა რო დათვრე პატარ–პატარა ყლუპებით უნდა სვაო, მე კიდე დათრობა მინდოდა, აბა თავი ფხიზელზე ჩემმა მტერმა მოიკლას. ორი სადღეგრძელო მქონდა ამოჩემებული: სააღსრულებო ბიუროსა და ჩემი ცოლის დედების. ერთმა ვალები დამადებინა, მეორემ ეს ვალები ამოიღო, მოკლედ ორივეს თანაბარი წვლილი მიუძღვის ჩემს გაღატაკებაში. ეხლა უკვე შსს–ც მეძებს, როცა ბაბუაჩემის მიერ დატოვებული საგვარეულო ქამარ–ხანჯალი წაიღო აღმასრულებელმა, მანდ მიმტყუნა ნერვებმა და დასალევად მომარჯვებული არყის ბოთლი თავში ვუთავაზე ჩემ ცოლს, მაგიტომ ვარ  გამოქცეული თორე თქვენ რა გგონიათ ზღვა მიყვარს? ზღვა რო მიყვარდეს ამ მივარდნილ და ნაგვიან პლიაჟზე არ მივიდოდი.

ღვინის ბოთლს გავხედე სავსე მთვარის შუქზე, უკანასკნელად წარმოვთქვი სააღსრულებო ბიუროს დედის სადღეგრძელო და ის ის იყო ზღვისკენ გაქცევა დავაპირე, თალღებმა რაღაც უსაშველოდ  დიდი გამოირიყა. შემეშინდა. იქნებოდა ასე სიგრძეში 30 დან 40 მეტრამდე, დიდი ხანი ვათვალიერე, ბოლოს დავასკვენი, რომ ეს იყო გიგანტური ბოთლი.

წარწერა იმ ადგილას სადაც თავსახური უნდა ყოფილიყო: „თქვენი იმედები შესასვლელთან დატოვეთ.“ ნიუჟელი დანტეს ბოთლია ბლიად, გავიფიქრე და უიმედოდ შევაბიჯე გიგანტურ ბოთლში,  გრძელი დერეფანი იყო, აქეთ–იქიდან ოთახები, დერეფანს გავუყევი და 13–ე ოთახში შევედი, ჩვეულებრივი სამუშო ოთახი დამხვდა, გამოვედი და შემდეგში შევედი. აი აქ უკვე სრულად გამოვშტერდი, ყველა იმ ნივთს, რომელიც გაიძვერა აღმასრულებლებმა ამახიეს ამ ოთახში მოეყარა თავი, ტოსტერიდან დაწყებული, არყის სახდელი ქვაბით დამთავრებული. გიჟივით მივვარდი და წამოღება დავაპირე,  ზედ განცხადება იყო მიკრული შიგნით ეწერა:

აღმასრულებელ, ირაკლი წიკლაურის მიერ დაყადაღებულ ქონებაზე, რომელიც ეკუთვნოდა ქ. ლანჩხუთიში, ზეინაბ თავართქილაძის #13–ში მცხოვრებ, გვადი ბიგვავას, საკუთრების უფლება გადაეცეს სახელმწიფოს, ხალხის დაჩმორების შესახებ კანონის პირველი მუხლის  საფუძველზე. კრედიტორი ალიონა ივანიშვილი, დაბადებული ქ. პეტერბურგში დაკმაყოფილდეს ვალის 1/5 რომელსაც აუნაზღაურებს სახელმწიფო, განცხადების გამოქვეყნებიდან მეორედ მოსვლამდე, ხოლო აღმასრულებელი ირაკლი წიკლაური სამუშაოს უბადლო შესრულებისათვის წარდგენილ იქნას “ოქროს ბოთლის” პრემიაზე. მოვალე გვადი ბიგვავას მიესაჯოს უვადო პატიმრობა რომელიც უნდა მოიხადოს ბუტირკის იზოლატორში. დღეში 15 საათის განმავლობაში უსმინოს ჯგუფ ბუტირკას, ხოლო დანარჩენი 9 საათის განმავლობაში ბეროს ბოთლები, შიგნით ჩააწყოს მსჯავრდებულების წერილები და ჩაყაროს კანალიზაციის მილში, რათა ყველა კონკურსანტმა, რომელიც სასტუმრო მარტინის კონკურსში იღებს მონაწილეობას ეს ბოთლები იპოვოს, ხოლო მანმადე, დასუფთავების სამსახურს დაევალოს ზღვის გაწმენდა ყველა დანარჩენი ბოთლისაგან. პროექტის მიზანია, პატიმრებმა შეიქმნან ილუზიური სამყარო და მოწყდნენ რეალობას, რათა შემცირდეს ბუნტები და პატიმრებიც უფრო დამყოლები გახდნენ, თუ ეს პროექტი წარმატებით განხორციელდა, სახელმწიფოს უზენაესი კანონის “ხალხის დაჩმორების შესახებ” აღსრულება ერთი-ორად გაადვილდება, ამასთანავე, პროექტს სხვა კეთილი მიზნებიც ამოძრავებს, 9 პატიმრის წერილი ბედნიერებას და სიხარულს მოუტანს მათ მპოვნელს, გამარჯვებული წერილის ავტორებს შეუმსუბუქდებათ სასჯელი და ბუტირკას ნაცვლად მოუსმენენ ჯასტინ ბიბერს.

საქართველოს ბოთლთუხუცესი ტარას მინაშვილი.

ბათუმი, ხიმშიაშვილის ქუჩა.

უზენაესი ბოთლის ტაძარი.

30/06/2010 “

განცხადებას ბეჭედი ამშვენებდა, ზედ თვალებახვეული თემიდა იყო გამოსახული, რომელსაც ხელში მხოლოდ ხმალი ეჭირა.

 

Advertisements
8 Comments
  1. მათე, martini.com ჯერ არაა ჩვენი 😉

  2. უი მე მაპატიეთ უნებლიე და მექანიკური შეცდომა, უკვე ჩასწორებულია :))

  3. დამავიწყდა მეთქვა, ეს შენი “Botlaw” მაგ ბოთლიდან დაბრუნებულმა წავიკითხე იმ დღეს და შინაარსიც ძალიან ახლოს იყო 😉 ოღონდ მე 13-ე სართულზე ვიყავი 🙂

  4. ჰეჰეეეეეე 🙂
    სანამ არ დავაკლიკე, ვერ გავიგე. ისე, 16-სართულიანი შენობა 30-40 მ-ის იქნება?

    • ხუ ივო ზნაეტ, ვერ ვიტან ეგეთ დეტალებზე გამოკიდებას, დაისჯები!

      • ოძეკი permalink

        მეც ეგ მომხვდა თვალში პირველი 🙂 ოხ, ეს გუმანიტარები რა 🙂

  5. fmagellan permalink

    წლევანდელი მთის ამბები დაიდოს!

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: