შიგთავსზე გადასვლა

ლუდის ფესტივალის ბნელი და ნათელი მხარეები

ივლისი 24, 2012

მოდი ნათელი მხარეებით დავიწყოთ, ჰეფი ენდი არ მიყვარს.

Bright Side Of The BeerFest

1. ორგანიზება

აკი ვამბობდი საორგანიზაციო კუთხით ყველაფერი მშვენივრად არის მეთქი, მაგრამ მაინც არ მიჯერებდა ხალხი. თომებს რა გამოლევს ქვეყანასა ზედა.
არაუშავს, თქვენი თვალით ხომ ნახეთ რომ არანაირი დეფექტი არ ქონია ფესტივალს ორგანიზების მხრივ? დილით პრესკონფერენცია რედისონში, ლოკაციის მოწესრიგება, ნივთების მიტანა–დაბინავება მოედანზე და ა.შ.
4 საათზე ყველაფერი მზად იყო ფესტივალის გასახსნელად, გაიხსნა კიდეც.


2. ლუდი

მე იმასაც ვამბობდი აღარ იქნება ცარიელი ქაფი, თბილი ლუდი და გრძელი რიგებითქო, ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. დიდი მადლობა ნატახტარს ამისთვის. ლუდის ტემპერატურა მთელი დღე შენარჩუნებული იყო.
ცოტა ქაფი, მეტი ლუდი! ეს შეიძლება იყოს წლევანდელი ფესტივლის ლოზუნგი.

3. საკვები

ნორმალური ფასები, არავითარი ლოდინი საჭმელზე. მწვადის ფასტ–ფუდში მეგონა თავი. ყველაზე მთავარი რაც არის, გემრიელი იყო. ერთი ღორის ნეკნი რაღაც საეჭვეოდ გამოიყურებოდა, ვიზუალურად ბოტულიზმის კონტეინერი გეგონებოდათ, მაგრამ რომ გავძიძგნე მივხვდი, სწორედ ეს იყო ციური მანანა, რომელიც ღმერთმა უხვად დააყარა მშიერ ებრაელებს. იმის მერე წმინდა ცხოველად მიიჩნიეს და სწორედ ესაა მიზეზი რის გამოც აღარ ჭამენ ღრუტუნა არსებას.

4. მუზიკა

ეს ნათელი მხარე იყო თუ ბნელი ვერაფრით გადავწყვიტე, ან კი როგორ უნდა გადამეწყვიტა, ყველაზე კარგი ქართული ჯგუფი, ზურგიც უკრავდა (ჩემი აზრით რა საკვირველია) და მგზავრებიც.

პაბების ბენდებმა (ნალი, ზარები) კარგად გაახურეს ხალხი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქავერებს უფრო იტაცებს ღია ცის ქვეშ შეკრებული საზოგადოება, ვიდრე ქართული ჯგუფების სიმღერებს.
რაც შეეხება “ზვუკს” , დიდი ყრუ ვინმე ვარ მე, მურვანს არაფრით ჩამოვუვარდები, მაგრამ მაინც ვიტყვი ორ სიტყვას, არა უშავდა. შესრულების ბრალი იყო, ხმის ოპერატორის თუ აპარატურის ვერ გევიგე.

Dark Side Of The BeerFest

1. წამყვანები

ეს იყო სრული ჩავარდნა, ძალიან ბნელი მხარე. განსაკუთრებით ბნელი მეორე წამყვანი იყო, ვის ვინაობაც არცერთმა დამსწრემ არ იცოდა და თითქმის ყველამ მკითხა. არც მე ვიცი. ყიფშიძეს არა უშავდა, იმდენად არ ატინგიცობდა, მაგრამ აი ისაა… ოოო ის იყო რაც იყო. არა, მარტო მე რო არ მომწონებოდა კლიანუს მაწერრი, შეიძლება კრინტიც არ დამეძრა და ჩემ თავში დამეწყო პრობლემების ძებნა, მაგრამ არა, თითქმის ყველა უკმაყოფილო იყო მისი გადატყლარწული წამყვანობით. ეს იყო თინეიჯერ გოგოებზე დამიზნებული, ზროსლი ბიჭის ტიპობა და არა ფესტივალის წამყვანობა. მიაღწია თუ არა მიზანს, მაგდენი უკვე აღარ ვიცი.

2. ნაროდეეეე

ლუდი ყველას ერთნაირად უყვარს: მდიდარსაც და მაშვრალსაც, ჰიპსტერსაც და ქუჩის ბიჭსაც, პანკსაც და პარლამენტარსაც, ხელოვანსაც და პოლიციელსაც, მეც და შენც, მღვდელსაც და მღვდლის ცოლსაც. ამიტომაც ლუდის ფესტივალი სახალხო დღესასწაულია. აქ შერეული საზოგადოება ტრიალებს და ამიტომაც აპასნია, ძალიან აპასნია. აპასნი იმიტომაა, რომ საზოგადოების ამ ფჯგუფებს შორის ძალიან დიდი კედელია, ან უფსკრული, როგორც გენებოთ. ზურგის მსმენელი, ისე განსხვავდება მგზავრების მსმენელისგან, როგორც საქართველო დემოკრატიული ქვეყნებისაგან. სადმე გინახავთ სხვადასხვა ცხოველები ერთ გალიაში შეეშვათ? აქ შეუშვეს და კაი ჩიტიც დაიჭირეს.
თქვენ  შეგეძლოთ გეხილათ ისეთი უნიკალური ექსპონანტები, როგორებიც არიან: შავებში ჩაცმულნი, შავი სათვალით, წვერითა და კრიალოსანით შემოკობილი ახალგაზრდები; საღამოს კაბაში გამოწყობილი, 15 სანტიმეტრიანზე  შემდგარი (ქუსლზეა საუბარი) და საქმროს ძიებაში დამაშვრალი მდედრები და სხვადასხვა წითელ თუ შავ წიგნში შეტანილი პრიმატები.

ვერ ძოვს ერთად ეს ხალხი, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა წლევანდელ ფესტივალზე, როდესაც ერთმანეთს გადაუარეს, დედის ტრაკები აგინეს და გრძელთმიანებს სულ პიდარასტები ეძახეს. განწყობას აფუჭებს ასეთი ინციდენტები, თან ძალიან მაგრად აფუჭებს. მთვრალებთან ცოტა ბღლარძუნი მეც მომიწია და ერთი–ორი ბაკალით მეტი რომ დამელია, შეიძლება კაპეზეზეც გამეთენებინა, მაგრამ რა კაპეზე, დაცვა ისეთი უსუსური იყო, საქართველოს ნაკრების დაცვა მეგონა.

3. დაცვა

მოგახსენეთ უკვე მისი უსუსურობის ამბავი, ერთ ამბავსაც მოგიყვებით. ან არ მოგიყვებით, აგერ უკვე მოყვა ერთმა ადამიანმა და ბარემ დედანში წაიკითხეთ.

ეს დაცვის საჩკაობის ბრალია, თუ ორგანიზების ვერ გეტყვით. რაოდენობრივად ნამდვილად არ იყვნენ ცოტანი, მაგრამ ერთად აბირჟავებდნენ და შეიძლება სვამდნენ კიდეც, სანამ მაგათ ყურამდე მიაღწია ჩხუბის ხმამ, ერთმა კაცმა გონება დაკარგა.

დასრულების მერე კარგად გადაცვეთილი და ტრაკში პერო ფრაზა მიტრიალებდა “ქართველები არაფრის ღირსები არ ვართ” – მეთქი, მაგრამ ეგ ცხელ გულზე იყო, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ოდესმე უნდა გავიზარდოთ, არა ფიზიკურად, არამედ მენტალურად. (რა პათეთიკური ვარ ღმერთმანი) ლუდის ფესტივალი ალბათ  რამეს შეცვლის ამ მხრივ, ნუ მგზავრების ფანები ცოტა ნორმალურ მუსიკასაც მოისმენდნენ და გურჯები ნახავდნენ ფერადთმიან და საყურიან ტიპებს ცოცხლად.  მაგრამ ეს ერთგვარი რისკი იყო, რამდენად გამართლებული, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.

ყველაზე მთავარი ის არის, რომ ორგანიზატორები ითვალისწინებ ხალხის უკუკავშირს ე.წ. ფიდბექს, რაც მაძლევს იმის საფუძვლიან იმედს, რომ მომდევნო ფესტივალი გაცილებით უკეთესი იქნება.

3 Comments
  1. სწრიხრ. :)))) გარდა იმისა, რომ მგზავრების მიუზიკი მშვენივრად მეფონა. ხალხის სხვადასხვაობაზეც ვიკაიფე მაგრა :))

  2. გეტანხმები.

    წამყვანი ვიღაცა ქაჯი იყო ჩორტ პაბერი :დ

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: