ბიო კლავს! – ამ მესიჯს ცოტა ხნის წინ ყველგან მოისმენდით. ტელევიზორით, სადაც თვალების შეგნებულად დამპრუწველი ნარკოლოგები, თითქოს მზერით ჩვენში შემოდიოდნენ და გვიხსნიდნენ, თუ როგორ მოგვიწოდებს უჩინარი კაცი ფანჯრიდან გადახტომისკენ. ნახავდით ქალაქის ქუჩებში, სადაც „ნონკონფორმისტი“ მხატვრების მთელმა არმიამ, ანტიბიონარკოტიკებისთვის მიძღვნილი გრაფიტები შექმნეს, რომელიც განა იმიტომ ვერ გაიგო ხალხმა, რომ არტია, უფრო იმიტომ რომ უნამუსობაა. უნამუსობაა, აბა რა ჯანდაბა როცა ხატავ ჯიმ მორისონს და გვერდით უწერ, „Don’t be high“-ს.
ძალიან ბევრი საშუალება სცადა სახელმწიფომ, რომ „ბიო კლავს“ ჩაებეჭდა ჩვენს ტვინებში. ჭიკაიძემ სკოლებში სიარულიც კი დაიწყო მოზარდებისთვის მკვლელი ბიოს შესახებ რომ ემცნო. (ისე ამდენი თავის დროზე რომ ევლო სკოლაში, ვინ იცის, შეიძლება ამ პოსტის დაწერაც არ გამხდარიყო საჭირო)
ბიო კლავს, ამაზე შევთანხმდით, მივიღეთ ეს როგორც აქსიომა. გვიყვებიან ნარკოლოგები თუ რას იწვევს ე.წ. ბიოს მოხმარება. (კომპულსიურ ლტოლვას, ნერვულ აშლილობას, ფსიქოზს, იმპოტენციას და ა.შ.) მაგრამ, აქ არის ერთი მაგრამ, არც მოჭუტულთვალებიანი ნარკოლოგები, არც ნონკონფორმისტი მხატვრები და არც სკოლაში მოსიარულე ჭიკაიძე არ გვეუბნება, თუ რატომ კლავს ბიო. იმაში, რომ ბიო კლავს, უფრო მეტი სოციალური ასპექტია, ვიდრე ქიმიური. საზოგადოება, დღიდან წელში გამართვისა, ყოველთვის მოიხმარდა ნარკოტიკს და ამას ვერანაირი ჭიკაიძე წინ ვერ აღუდგება, სულ რომ სკოლიდან ფეხი არ გამოადგას და მხატვრებმაც მთლიანად რომ მოხატონ ქალაქი. ან როგორ გინდა არ მოწიო, როცა ღარიბაშვილი გყავს პრემიერი, ჭიკაიძე შს მინისტრი და ბესელია პარლამენტარი.
ახლა კი ძალიან ბანალურ ჭეშმარიტებას ვიტყვი, სინამდვილეში ბიო კლავს იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მკაცრი ნარკოპოლიტიკა და მარიხუანა არ არის დეკრიმინალიზებული. ადამიანს, ურჩევნია მიიღოს რაღაც გაურკვეველი ბიოლოგიური ნივთიერება და გარისკო ჯანმრთელობა, ვიდრე მოწიოს მარიხუანა და გარისკოს ციხეში 7-11 წლით ჯდომა. ვერ შეედვები, სწორი არჩევანია. მარიხუანის მოწევა არის კრიმინალი, ბიოს მოწევა კი არა, და ვერც ვერასდროს გახდება. და მანამ, სანამ სახელმწიფო მარიხუანას მომხმარებლებს კრიმინალებს უწოდებს და ციხეში ამწყვდევს, ყველანაირი ანტიბიონარკოტიკული კამპანია არის ფარისევლობა, სიყალბე! სინამდვილეში ბიო კი არა, მკაცრი ნარკოპოლიტიკა კლავს, რომელსაც სახელმწიფო ატარებს. კლავს სახელმწიფო, რომელსაც თითოეულ ბიოთი გარდაცვალების ფაქტზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ნარკოდილერს, რომელმაც ბიო მიყიდა ცხონებულს. საქმე იმაშია რომ სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ან არ იაზრებს. ჰო, თქვენ უმრავლესობის თუ უმცირესობის წევრებო, ძალოვანო სტრუქტურებო, მინისტრთა კაბინეტო თავისი პრემიერიანად და შენც სოლოლაკში მომჯდარო რუხო კარდინალო, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ბიოთი გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე! თქვენც მოჭუტულთვალებიანო ნარკოლოგებო, ვინც მხარს უჭერთ მკაცრ ნარკოპოლიტიკას (გელა ლეჟავასთან ვარ ალავერდი) თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა! სინამდვილეში ბიო კი არა თქვენ ხართ მკვლელები და იქნებით, მანამ სანამ ამბობთ რომ მარიხუანას მომხმარებელი ბექა წიქარიშვილი არის კრიმინალი!
ამ შემთხვევაში ბექა, არ არის ერთი კონკრეტული ადამიანი, ბექა გახდა კრებითი სახელი მკაცრი ნარკოპოლიტიკის მსხვეპრლებისა!
ბექა არ იქნება კრიმინალი, ბიო არ მოკლავს! ბექა იქნება კრიმინალი, ბიო განაგრძობს თავის საქმიანობას მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად. ისევე როგორც თქვენ ძვირფასო ჩინოვნიკებო, რომლებიც წინასაარჩევნოდ გვიპრდებოდით კანონის ლიბერალიზაციას, ახლა კი ხელმომთბრები სხედხართ კაბინეტებში და წინასაარჩევნო დაპირებები სულ მაღალ პრემიებზე გკიდიათ და ფიქრობთ რომ ევროპაში მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებითაც შევალთ.
ბექა არ არის კრიმინალი! მოდით შაბათს 15:00 საათზე უნივერსიტეტის ეზოში და ორ ივნისს 18:00 საათზე კანცელარიასთან! ჩვენ შეგვიძლია რომ ბიომ არ მოკლას!
პ.ს. ჯანმრთელობისთვის, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის მოსმენა უფრო საზიანოა თუ მარიხუანას მოწევა, ამაზე რა აზრის არიან ჩვენი მოჭუტულთვალებიანი ნარკოლოგები ხომ არ იცით?
მოდი ნათელი მხარეებით დავიწყოთ, ჰეფი ენდი არ მიყვარს.
Bright Side Of The BeerFest
1. ორგანიზება
აკი ვამბობდი საორგანიზაციო კუთხით ყველაფერი მშვენივრად არის მეთქი, მაგრამ მაინც არ მიჯერებდა ხალხი. თომებს რა გამოლევს ქვეყანასა ზედა.
არაუშავს, თქვენი თვალით ხომ ნახეთ რომ არანაირი დეფექტი არ ქონია ფესტივალს ორგანიზების მხრივ? დილით პრესკონფერენცია რედისონში, ლოკაციის მოწესრიგება, ნივთების მიტანა–დაბინავება მოედანზე და ა.შ.
4 საათზე ყველაფერი მზად იყო ფესტივალის გასახსნელად, გაიხსნა კიდეც.
2. ლუდი
მე იმასაც ვამბობდი აღარ იქნება ცარიელი ქაფი, თბილი ლუდი და გრძელი რიგებითქო, ეგრე აგიხდეთ ყველაფერი კარგი. დიდი მადლობა ნატახტარს ამისთვის. ლუდის ტემპერატურა მთელი დღე შენარჩუნებული იყო.
ცოტა ქაფი, მეტი ლუდი! ეს შეიძლება იყოს წლევანდელი ფესტივლის ლოზუნგი.
3. საკვები
ნორმალური ფასები, არავითარი ლოდინი საჭმელზე. მწვადის ფასტ–ფუდში მეგონა თავი. ყველაზე მთავარი რაც არის, გემრიელი იყო. ერთი ღორის ნეკნი რაღაც საეჭვეოდ გამოიყურებოდა, ვიზუალურად ბოტულიზმის კონტეინერი გეგონებოდათ, მაგრამ რომ გავძიძგნე მივხვდი, სწორედ ეს იყო ციური მანანა, რომელიც ღმერთმა უხვად დააყარა მშიერ ებრაელებს. იმის მერე წმინდა ცხოველად მიიჩნიეს და სწორედ ესაა მიზეზი რის გამოც აღარ ჭამენ ღრუტუნა არსებას.
4. მუზიკა
ეს ნათელი მხარე იყო თუ ბნელი ვერაფრით გადავწყვიტე, ან კი როგორ უნდა გადამეწყვიტა, ყველაზე კარგი ქართული ჯგუფი, ზურგიც უკრავდა (ჩემი აზრით რა საკვირველია) და მგზავრებიც.
პაბების ბენდებმა (ნალი, ზარები) კარგად გაახურეს ხალხი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ქავერებს უფრო იტაცებს ღია ცის ქვეშ შეკრებული საზოგადოება, ვიდრე ქართული ჯგუფების სიმღერებს.
რაც შეეხება “ზვუკს” , დიდი ყრუ ვინმე ვარ მე, მურვანს არაფრით ჩამოვუვარდები, მაგრამ მაინც ვიტყვი ორ სიტყვას, არა უშავდა. შესრულების ბრალი იყო, ხმის ოპერატორის თუ აპარატურის ვერ გევიგე.
Dark Side Of The BeerFest
1. წამყვანები
ეს იყო სრული ჩავარდნა, ძალიან ბნელი მხარე. განსაკუთრებით ბნელი მეორე წამყვანი იყო, ვის ვინაობაც არცერთმა დამსწრემ არ იცოდა და თითქმის ყველამ მკითხა. არც მე ვიცი. ყიფშიძეს არა უშავდა, იმდენად არ ატინგიცობდა, მაგრამ აი ისაა… ოოო ის იყო რაც იყო. არა, მარტო მე რო არ მომწონებოდა კლიანუს მაწერრი, შეიძლება კრინტიც არ დამეძრა და ჩემ თავში დამეწყო პრობლემების ძებნა, მაგრამ არა, თითქმის ყველა უკმაყოფილო იყო მისი გადატყლარწული წამყვანობით. ეს იყო თინეიჯერ გოგოებზე დამიზნებული, ზროსლი ბიჭის ტიპობა და არა ფესტივალის წამყვანობა. მიაღწია თუ არა მიზანს, მაგდენი უკვე აღარ ვიცი.
2. ნაროდეეეე
ლუდი ყველას ერთნაირად უყვარს: მდიდარსაც და მაშვრალსაც, ჰიპსტერსაც და ქუჩის ბიჭსაც, პანკსაც და პარლამენტარსაც, ხელოვანსაც და პოლიციელსაც, მეც და შენც, მღვდელსაც და მღვდლის ცოლსაც. ამიტომაც ლუდის ფესტივალი სახალხო დღესასწაულია. აქ შერეული საზოგადოება ტრიალებს და ამიტომაც აპასნია, ძალიან აპასნია. აპასნი იმიტომაა, რომ საზოგადოების ამ ფჯგუფებს შორის ძალიან დიდი კედელია, ან უფსკრული, როგორც გენებოთ. ზურგის მსმენელი, ისე განსხვავდება მგზავრების მსმენელისგან, როგორც საქართველო დემოკრატიული ქვეყნებისაგან. სადმე გინახავთ სხვადასხვა ცხოველები ერთ გალიაში შეეშვათ? აქ შეუშვეს და კაი ჩიტიც დაიჭირეს.
თქვენ შეგეძლოთ გეხილათ ისეთი უნიკალური ექსპონანტები, როგორებიც არიან: შავებში ჩაცმულნი, შავი სათვალით, წვერითა და კრიალოსანით შემოკობილი ახალგაზრდები; საღამოს კაბაში გამოწყობილი, 15 სანტიმეტრიანზე შემდგარი (ქუსლზეა საუბარი) და საქმროს ძიებაში დამაშვრალი მდედრები და სხვადასხვა წითელ თუ შავ წიგნში შეტანილი პრიმატები.
ვერ ძოვს ერთად ეს ხალხი, რაც კიდევ ერთხელ დამტკიცდა წლევანდელ ფესტივალზე, როდესაც ერთმანეთს გადაუარეს, დედის ტრაკები აგინეს და გრძელთმიანებს სულ პიდარასტები ეძახეს. განწყობას აფუჭებს ასეთი ინციდენტები, თან ძალიან მაგრად აფუჭებს. მთვრალებთან ცოტა ბღლარძუნი მეც მომიწია და ერთი–ორი ბაკალით მეტი რომ დამელია, შეიძლება კაპეზეზეც გამეთენებინა, მაგრამ რა კაპეზე, დაცვა ისეთი უსუსური იყო, საქართველოს ნაკრების დაცვა მეგონა.
3. დაცვა
მოგახსენეთ უკვე მისი უსუსურობის ამბავი, ერთ ამბავსაც მოგიყვებით. ან არ მოგიყვებით, აგერ უკვე მოყვა ერთმა ადამიანმა და ბარემ დედანში წაიკითხეთ.
ეს დაცვის საჩკაობის ბრალია, თუ ორგანიზების ვერ გეტყვით. რაოდენობრივად ნამდვილად არ იყვნენ ცოტანი, მაგრამ ერთად აბირჟავებდნენ და შეიძლება სვამდნენ კიდეც, სანამ მაგათ ყურამდე მიაღწია ჩხუბის ხმამ, ერთმა კაცმა გონება დაკარგა.
დასრულების მერე კარგად გადაცვეთილი და ტრაკში პერო ფრაზა მიტრიალებდა “ქართველები არაფრის ღირსები არ ვართ” – მეთქი, მაგრამ ეგ ცხელ გულზე იყო, მერე დავფიქრდი და მივხვდი, რომ ოდესმე უნდა გავიზარდოთ, არა ფიზიკურად, არამედ მენტალურად. (რა პათეთიკური ვარ ღმერთმანი) ლუდის ფესტივალი ალბათ რამეს შეცვლის ამ მხრივ, ნუ მგზავრების ფანები ცოტა ნორმალურ მუსიკასაც მოისმენდნენ და გურჯები ნახავდნენ ფერადთმიან და საყურიან ტიპებს ცოცხლად. მაგრამ ეს ერთგვარი რისკი იყო, რამდენად გამართლებული, ამას უკვე მომავალი გვიჩვენებს.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ ორგანიზატორები ითვალისწინებ ხალხის უკუკავშირს ე.წ. ფიდბექს, რაც მაძლევს იმის საფუძვლიან იმედს, რომ მომდევნო ფესტივალი გაცილებით უკეთესი იქნება.
აღარ გადაიდება, გამორიცხულია. არ გჯერა? მოდი ხვალ რესპუბლიკის მოედანზე 4 საათიდან და საკუთარი თვალით იხილე. აღარ გადაიდება, იმიტომ, რომ წარღვნა აღარ არის მოსალოდნელი. (ნუ ცოტა ჟუჟუნას არა უშავს, განწყობას გააუმჯობესებს) მავანნი უბნობდნენ, თითქოს და ორგანიზების ბრალი ყოფილიყოს გადადება, მაგრამ წეღან ხო არ დამიჯერე, ეხლა მაინც მენდე სიტყვაზე. გადადებით ორგანიზატორებს, მხოლოდ და მხოლოდ საქმე დაემატათ და ნეირონები გამოაკლდათ. წარმოიდგინე შენი თავი, ორი თვე ემზადები, ყველაფერი წამი–წამში გაქვს გათვლილი და ბრახ… გეუბნებიან, რომ ფესტივალი გადაიდო. იმ ყველაფერის წარმოდგენა, რაც BetterFly-ში ხდებოდა გაგიჭერდებათ. ზარი ყველა მონაწილესთან. დროს უთანხმებ თავიდან, ზოგი შეიძლება დაგეჯღანოს, ზოგმა საერთოდ უარი გითხრას, ზოგიც შეიძლება დაგთანხმდეს, მაგრამ წაიბუზღუნოს… ეგ არაფერი, მონაწილეებს და მომსახურე პერსონალს კი გააგებინებ როგორმე, მაგრამ ყველაზე რთული მისია ხალხამდე ინფორმაციის მიიტანა, ამისათვის საჭიროა:
1. ზარები ტელევიზიებთან და სხვადასხვა მედიასაშუალებებთან, რათა გაავრცელონ ინფორმაციო ლუდის ფესტივალის გადადებასთან დაკავშირებით, არაერთხელ, პრაიმტაიმში.
2. აგრესიული კამპანია სოციალურ ქსელებში.
3. ხმების დაყრა ქალაქში, მეგობრებში, სანათესაოში, სამეზობლოში, სამძახლოში და რავიცი კიდე ათასგან.
4. სპონსორების გაფრთხილება
და მილიონი თავშისახლელი არგათვალისწინებული საქმე.
და ამ ყველაფრის გააზრების შემდეგაც, თუ ორგანიზებას დააბრალებ გადადებას აფერუმ შენს ვაჟკაცობას ვიზიტორო!
ხალხის გაფრთხილებაც არის და ხალხი გაფრთხილებაც, უნდა გაფრთხილო ისე, რომ გულმოსულები(რა მაგარი სიტყვაა “გულმოსული” 🙂 ) არ დარჩნენ. ამისათვის საჭიროა: ყველას უღიმო, სიცილ–ხორხოცში გაატარო ყველაფერი ცოტა ხალხიც ახალისო და ა.შ. ხალხის მზრუნველობით შეპყრობილმა ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს წვიმაში გამოსადეგი ნივთები და წვიმა დაემატებინათ ლუდის ფესტივალის აპლიკაციაში, სადაც შენ საკუთარ ფესტივალს ხსნი და ვინც ყველაზე მეტ სტუმარს მოიწვევს მოიგეეებს უახალთახალესს და ზეციურ აიპადსსს.
Oops… კიდევ ერთი პრობლემა, გათამაშება უნდა გაგრძელდეს კიდევ ერთი კვირით, ვინაიდნ ფესტივალიც გადაიდო. ისმის კითხვა: რა ვუყოთ ამ შაბათს გამარჯვებულ ადამიანებს, როგორ მოხდეს ისე, რომ გული არავის მოუვიდეს? აქაც გამოაჩინეს ხალხზე მზრუნველობის სქილები ძვირფასმა ორგანიზატორებმა და ყველა გამარჯვებულს გადაეცა 50 ბოთლი ლუდი უფასოდ, სახლში მიტანით! ალილუია! იხარე ერო, მოკვდი მტერო!
მოვრჩეთ გადადებებზე და უსიამოვნო თემებზე საუბარს და გადავიდეეეთ მის აღმატებულება Tbilisi Beer Festival 2012-ზე.
ამ ჩაქუჩით და ამ კეგით, მოდი კასრის გახსნას გაუმარჯოს. ეს უბრალო ჩაქუჩი არ გეგონოთ, მიდგარდიდან არის ჩამოტანილი ჯადოსნურია, ამ ჩაქუჩით გახსნილი კასრიდან ჩამოსხმული ლუდი უფასო ხდება. განა ცოტაა ჯადოსნობა ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ხის ჩაქუჩისთვის ლუდის უფასოდ გადქცევა?
ნატახტარს ასეთი ტრადიციაც ჰქონია, ყოველ წელს ლუდის ფესტივალს ხსნის ვინმე გამორჩეული, წლის ადამინი ან წლის ვიღაცა. წარმატებული და ა.შ.
ამჯერად, ფესტივალის გახსნის ბედნიერება საქართველოს რაგბის ნაკრებს ერგო, ჩაქუჩს მოიმარჯვებს და ხეს გაარღვევს…. ჯაააბაააააა ბრეგვაძეეეეეეეე (იკითხება ბოქსის გამომცხადებლის ხმით, რა ქვია მაგას დამავიწყდა)
ეს ხდება 16:00 საათზე, ხოლო ექვსიდან იწყება არ დავიწყება, გათამაშებებისა და სიხალვათის მთელი კასკადი. აქ მართლა ბევრი დარჩება უკმაყოფილო ვისაც არ მოუწევს სცენაზე ასვლა და გათამაშებებში მონაწილეობის მიღება, გაუტყდება, (თან ისეთი საკაიფო პრიზებია) მაგრამ იმდენი გათამაშებაა, რომ პოტენციურ განაწყენებულთა რაოდენობა მინიმუმადეა დაყვანილი.
ერთი გათამაშება ცალკე ტარდება ბლოგერებისთვის, რომლებიც დღეს შეიკრიბნენ ბეთერფლაის ოფისში, წესებშ გერკვივნე და ცოტა წაივარჯიშეს კიდეც. აქ უკვე ვხედავ ხუმრობით მაგრამ მაინც ბოღმით კომენტარებს: “ბლოგერები ვისზე მეტნი არიან?” “მაგათ ლიჟბი დაალევინე და ყველას ტრაკს აძლევენ” “არაბლოგერების დისკრიმინაციას აქვს ადგილი” “ეგ ბლოგერები რა კრიტერიუმებით აირჩა? ” და ა.შ.
განაგდე ბოროტი ძალა მეგობარო, ნუ იფიქრებ ასე. არავინ არ განვსხვავდებით ერთმანეთისგან, უბრალოდ ჩვენდაუნებურად ვიყოფით რაღაც ჯგუფებად, ჩვენი საქმიანობისა და უსაქმურობის მიხედვით.
ერთადერთი ცვლილება არის ლაინაფში, ანუ მუზიკაში. მგზავრები, ნაცვლად კვირისა იმღერებენ ორშაბათს, ხოლო თავისმხრივ კორკოტა იმღერებს კვირას, ნაცვლად შაბათისა.
რა მნიშვნელობა აქვს, შესაკრებთა გადნაცვლებით ჯამი ხო არ იცვლება? (აქ ვინმე ხუმარას ენამოსწრებული კომენტარი უნდა: “ჯამი არა თეფში იცვლება,” თუ ვინმე ხართ ეგეთი დატოვეთ მაგ შინაარსის კომენტარი)
ძალა დათრობაშია მეგობარნო! გავძლიერდეთ და განვსხივოსნდეთ, ვითარცა სითჰარტა იგი გაუტამა! გფარავდეთ ლუდის ღმერთი!
დიოგენე უტვინო კი არ იყო კასრში რო იჯდა
To beer, or not to beer, that is the question! (c) William Shakesbeer
არ ვარგოდა შარშანდელი ლუდის ფესტივალი, რაღაიდა ყველა ასე ამბობს, მეც დავიჯერებ. რომ დავსწრებულიყავი ჩემ აზრს მოგახსენებდით , მაგრამ არ ვყოფილვარ სამწუხაროდ ან საბედრიეროდ. (თუ ხალხის რისხვას გაავითვლისწინებთ, საბედნიეროდ) და აბა როგორ გითხრათ? ძირითადი ჩივილები ლუდის უხარისხობაზე ისმოდა, ჭირსაც წაუღია ლუდი მკითხველო. არა, ეხლა არ დამიწყო აბა რატო ქვია ლუდის ფესტივალი თუ ჭირსაც წაუღიაო მაგრამ მოთმინება იქონიე, აგიხსნი ყველაფერს.
წარმოიდგინე: რესპუბლიკის მოედანი, ბარები, სკამები, ქოლგები, ხალხმრავლობა, ლუდის დალევამდევე ლამაზი პრომო და მიმტანი გოგონები (ზოგი რო დალევ მერე ლამაზდება) ცოცხალი მუსიკა, მეგობრები, ათასი ნაცნობი, რომელსაც მხოლოდ ასეთ სიტუაციაში თუ გადაეყრები, სხვადასხვა გათამაშებები, პერფორმანსები, დოლები, ბარაბნები, ჯამბაზები, ილუზიონისტები, პანტომიმა. ყველა კუთხეში რაღაც ხდება, რაღაც კარგი და სასიამოვნო. (წარმოდგენა თუ გიჭირს იხ. ვიძიუ)
ჰოდა აბა დაფიქრდი, სულ რო არ დალიო ლუდი ხო მაინც მაგარია? აბა მაგას დაფიქრება რად უნდა? მაგარია მა რა არი მა!
ზოგი ჩივის, რა პონტია მარტო ერთი სახეობის ლუდი იქნება და ეგეთი ფესტის თავზეც გავიარეო. მოდი იქიდან დავიწყოთ, რომ სამი სახის ლუდი იქნება: მთიელი, ეფესი, ნატახტარი. ვინმე თუ იტყვის ნატახტარი რა ლუდია, არაფრად არ ვარგაო, იქნება მის სიტყვებში სიმართლის მარცვალი, არც მე ვწყალობ დიდად, მაგრამ მთიელს და ეფესს არაფერს ვერჩი. (ამ უკანასკნელს განსაკუთრებით არ ვერჩი) ლუდის პრობლემაც მოგვარდა 🙂
მიუხედევად იმისა, რომ კრიტიკა მათ შორის უსაფუძვლოც, (რაც ხშირად ტროლინგში გადადის) მიყვარს. დღეს პირობა დავდე, რომ უსაფუძვლოდ და პატარა დეტალების გამო აღარცერთ ივენთს არ გავაკრიტიკებ. ჩავიხედე რა საორგანიზიო საკითხებში, დავაფასე ორგანიზატორების გაწეული ჭაპანი და ჯიგარი დამეთუთქა. წარმოვიდგინე ჩემი თავი მათ ადგილას, დილიდან ღამემდე, ან დილიდან დილამდე, თვეობით, მუშაობ იმისათვის რომ ყველაფერი კარგად იყოს და ვიღაც გამოდის და გლანძღავს იმის გამო, რომ ვინმე ისნელ სვაბოდას ცუდი სიმთვრალე აქვს, ან ტუალეტში ვიღაცამ ააცილა. მორალი: სანამ გააკრიტიკებთ, წარმოიდგინეთ რა შრომაა გაწეული მის ჩასატარებლად.
მთელი დღე BetterFly-ში გავატარე. ეს არის კომპანია, რომელიც ლუდის ფესტივალს აკეთებს, აქსესუარებიდან დაწყებული ფეისბუქის აპლიკაციით დამთავრებული, ყველაფერს მაგენი აგვარებენ. ერთი სიამოვნებაა ამ ყველაფრის შორიდან ყურება. ხმა რო გავარდა კვირას წვიმას აპირებსო, მათ სახეებს რომ შევხედე მაშინ მივხვდი, თუ რამხელა ჯაფას აქსოვენ იმისთვის, რომ ფესტივალი წარმატებით ჩატარდეს.
რა ხდება BetterFly-ში
“ეს ასე ხო არ ჯობია?”
“პლან ბე უნდა შევიმუშავოთ”
“ამ პლაკატის ფერი, ხო არ შეგვეცვალა?”
“ჭკვიანური იდეაა”
“–ალო გამაჯრობა, ბეთერფლაიდან გირეკავთ ლუდის ფესტივალის თაობაზე…”
“–ალო გამაჯრობა, ბეთერფლაიდან გირეკავთ ლუდის ფესტივალის თაობაზე…”
“–ალო გამაჯრობა, ბეთერფლაიდან გირეკავთ ლუდის ფესტივალის თაობაზე…”
“–ალო გამაჯრობა, ბეთერფლაიდან გირეკავთ ლუდის ფესტივალის თაობაზე …”
“საწყობშია გასული” “დავსხდეთ ბრეინსტორმინგზე”
“იმაზე დარეკე?”
“შეიძლება ის არ მოვიდეს და რამე მოვიფიქროთ”
“მოდი ასე გავაკეთოთ, ხალხს უფრო გაუსწორდება”
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ არაფერს არ იშურებენ რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით ჩატარდეს, წამი–წამიში, წუთი–წუთში.
იმედია განგება დააფასებს გაწეულ შრომას და არ მოავლენს წარღვნას საკვირველს.
ლოცვა გავაძლიეროთ მეგობრებო, ლოცვა გავაძლიეროთ!
Brace yourselvs, Tbilisi Beer Festival is coming!!!
ესეც ფესტივალის მაკეტი 🙂
„ამ პოსტის მიზანია მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას მკითხველს“
მთავრობის წევრების ნოდარ მელაძეობის ლუსტრაციის პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს(რა დიდი ლუსტრაცია მაგას უნდა, მაგრამ მაინც). ამჟამად კიდევ ერთი ნოდარ მელაძე, განათლების მინისტრის მოადგილე, კოკა სეფერთელაძე გამოვიდა დღის შუქზე, თუმცა როგორც sjanashia-ს (დიდი ალბათობით სვიმონ ჯანაშია) ყოუტუბე ჩენელიდან ჩანს, ადრეც ნოდარ მელაძეობდა ბატონი კოკა, მაგრამ ისე, ჩუმად, მხოლოდ ჩასაფრებული ვეფხვები ამჩნევდნენ.
დ.შ. “ბავშვობიდან მიტაცებდნენ რობოტები, ახლაც არ ვკარგავ მათ მიმართ ინტერესს, ვცდილობ სამსახური და რობოტიკა ერთმანეთს შევუთავსო”
ჟურნალი “ვაკრუგ სვეტა” 2010.
არა, მამენტ რას ვერჩით კოკა სეფერთელაძეს. კაცმა დაისახა ამოცანა, ნუ ამოხსნა თუ ვერა ეგ მეორე საკითხია, მაგრამ ხო დაისახა არა? თუ ჯერ ვერ ამოხსნა მივცეთ კიდევ საფიქრალი დრო, მართალია საგამოცდო ცენტრის დამკვირვებლები 1 წუთსაც არ გვაცლიდნენ ბედკრულ სტუდენტებს და აბიტურიენტებს (დღემდე მწარედ მახსოვს მისაღებ გამოცდებზე ქართულის თემაში დასკვნა არ დამაწერინეს) მაგრამ მოდი ჩვენ უფრო შემწყნარებლები ვიყოთ. თან კოკას უფრო რთული ამოცანები აქვს ამოსახსნელი, ვიდრე სტუდენტებს ან აბიტურიენტებს. ეხუმრები კაცო მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებას, ისე რომ მაქსიმალურად მეტი (მომიტევეთ ფარული ტავტოლოგიისთვის) კომფორტი შეუქმნა?
კაცმა რა ქნას მეტი? ააშენა მასწავლებლების სახლი სადაც 24 საათის განმავლობაში (ისე რა არი ბლიად ელ–დეპოა თუ მასწავლებლების სახლი?) ზრუნავს პედაგოგების კომფორტზე, ვინაიდან მათი ამოცანაა, მაქსიმალური კომფორტი შეუქმნან მასწავლებლებს და ჩააბარონ გამოცდები კომფორტულად, ოღონდ ეს კომფორტულად ჩაბარება რბილ სავარძლებს ნიშნავს თუ იოლ ტესტებს ეგ არ ვიცით, ალბათ ორივეს, რადგან მაქსიმალურად მეტი კომფორტის მიღწევა მხოლოდ ამ გზით შეიძლება.
სამი რამ დაგვრჩა ქართველებს: ენა, მამული, კომფორტი და თუ მაგასაც არ მოვუფრთხილდით მაშ რანი ვყოფილვართ ქართველები?!
თითოეული ქართველის ვალია დაეხმაროს ბატონ კოკას ამოცანის ამოხსნაში, არ შეიძლება ამ დიდ პრობლემასთან მისი მარტო დატოვება, ემანდ რამე არაკომფორტული არ ჩაიდინოს.
მე მოვიხდი ჩემს მოქალაქეობრივ ვალს და პატარა კონსპექტს დაგიწერ კოკუნ, ამოიწერე. (არამგონია ქოფი ფეისთი იცოდე)
ამოცანა გვეკითხება: როგორ შევუქმნათ მასწავლებლებს მაქსიმალურად მეტი კომფორტი?
ამოხსნა:
1. არ დავითხოვოთ პედაგოგები სამსახურიდან პოლიტიკური ნიშნით, მითუმეტეს სერტიფიცირებულები.
2. არ მივცეთ დირექტორს ათასი სლეობის გაკეთების უფლება სკოლაში.
3. არ გავაბლატავოთ მანდატურები ზომაზე მეტად, ან ვაბშე გავაჯმევინოთ.
4. არ ვაიძულოთ მასწავლებლებს იარონ პრეზიდენტთან შეხვედრებზე, სარკოზობაზე თუ სხვა სახელისუფლებო ღონისძიებებზე.
5. არ დავემუქროთ სკოლიდან გაგდებით, იმის გამო რომ გლობალ ტივის ანტენას აყენებენ.
6. შევაფასოთ პედაგოგები თავისი პროფესიონალიზმის და არა ნაცმოს ერთგულების მიხედვით.
სულ ესაა კოკა, 6 პუნქტი. დაიმახსოვრე და პირობას გაძლევ შენი ამოცანა უმთქუესვე ამოიხსნება, არანაირი სახლების აშენება არაა საჭირო.
ეეე… ბლიად, თუ გინდა ამოცანის ამოხსნა ამოიწერე მე შენ გელაპრაკები, თუ არადა რას გვაბოლებ? ამოიწერე, ამოიწერე–მეთქი!
ამოიწერე? არა ხო? ოროსანი ხარ რა, ვერ ამოხსნი ამოცანას და ჩაიჭრები.
კარგი გავარგძელოთ.
ისე მამენტ სადაც სახლი ააშენე, ბარემ ერთი ხეც დარგე, ბიჭიც გააკეთე და მერე ამაყად გადადექი დაკავებული თანამდებობიდან. იცხოვრებ ლაღად და კომფორტულად. კომფორტი შეიქმნს სიყვარულსა… ვაჰ კომფორტო ძალსა შენსა…
ისე, იყო რაღაც გარდამავალი წამი როდესაც შემეცოდა ბატონი მოადგილე. განსაკუთრებით ვიდეოს 1:17 წუთზე, როგორი უმწეო და უსუსურია, მოგიკვდეს ჩემი თავი L. პროჟექტორ მინათებულ კურდღელს გავს და პამპერსშიგამოწყობილ დიუს ბიგალოს.
ასეა ჩემო ბატონო, როცა სიმართლე ზურგს არ გიმაგრებს გენძრევა და ჩაჩანაკი ხდები სამანიშვილის ცხენივით (თუ გინდა მაგდანას ლურჯა იყოს, არაა პრობლემა). თან თუ მეორე მხარეს ბასრკბილა პაიჭაძე ზის ხო ვაბშეეე, როგორც ჩვენი მოძმე ერი იტყოდა „ფიოლნი ფიზდეც.“
„კოკასა შიგან რაცა დგას იგივე გადმოდინდების“
თუ დავუკვირდებით იმას, რაც კოკასგან გადმოედინება, ადვილად მივხვდებით რაც კოკას შიგანაა.
ბრძენი ხალხი ცხოვრობდა ადრე, გადასარევ ანდაზებს იგონებდნენ.
ჰო კაი მათე გეყო, კოკასი რა ბრალია? ეგ უბრალო ჩინოვნიკია რასაც ავალებენ იმას აკეთებს. შაშკინი, ჰო აი სწორედ შაშკინია ყველანაირი ბოროტების ფუძემდებელი და ცერბერის ერთ–ერთი თავი, მაგრამ კი დაერხა ეხლა, მარაზმი დაეწყო, ჰოდა დავანებოთ თავი.
ამ ამბების მერე შაშკინს და სეფერთელას რო ვუყურებდი ერთი სცენა მახსენდებოდა ჩემი ბავშვობიდან. სცენა რა, ქათამი უფრო, ქათმებს დაემსგავსა ბატონი შაშკინიც და მისი მოადგილეც, ოღონდ აი იმ ქათამს, სოფელში ჩასვლისას ერთი წლის უნახავი ბებიაჩემი შვილიშვილებისთვის რო იჭერდა, მერე მორზე თავს რო ადებინებდა და ნაჯახს ურტყამდა კეფაში. აი სწორედ მაგ ქათამსა ჰგვანან, ოღონდ უკვე უთავოს. საცოდავად რო ფართხალებს, იცის დარხეული რო აქვს და ვერაფერს ვერ აკეთებს, მაგრამ მაინც ფართხალებს.
გექნებათ ალბათ ნანახი, ჰოდაა ეგაა შაშკინიც, კოკაც და ვაბშე მთელი მთავრობა კაკო ბობოხიძის გარდა, მაგას ჯვარი სწერია დიდ ხანს გვიცოცხლოს ღმერთმა, კაკოს რო რამე დაემართოს ვინ დაგვიცავს მოღალატე მამრაძეებისგან?! ტფუი… ტფუი… ტფუი… :ხეზეკაკუნი:
ისე აკაკი, კაკო, კაკი, კოკა, აკოები მაგრები გვყვავს რა, ისეთ ხალხს ქვია ტეხავს შვილს რო დაარქვა და ალბათ გადაშენდება ეგ სახელი.
ხო მართლა კინაღამ დამავიწყდა ერთი მაწიბალი (გ)ამოცანა: საგამოცდო ცენტრში მუშაობდა 150 თანამშრომელი, შაშკინმა მოხსნა ერთი, რამდენი დარჩა?
პას: იმდენი რამდენსაც მიიყვენს დეკანოიძე
ისე ალბათ მაია მიმინოშვილმაც რამე დააშავა, თორე ძიმა ისე არ მოხსნიდა.
ატალახდა მთელი ეზო. მოდის და მოდის ონკანიდან წყალი.
ონკანი დიდია, თანაც დღენიადაგ მოშვებული. წყალი დასალევად არ ვარგა, ცუდი რაღაცები მოყვება და მომწამვლელია.
ეზოში ცალკე კიდევ დგას სამი ონკანი, იქიდან ყოველთვის ერთი და იგივე გადმოდის. ხალხი ამ სამებას მედიას უწოდებს, მითიური მედეას საპატივსაცემოდ, ვინაიდან თავდაპირველად ამ ონკანს სამკურნალო თვისებები გააჩნდა. აქ მოდიოდნენ სასოწარკვეთილი ადამიანები, ჭრილობაზე წყალს ისხამდნენ და ახალი სასო ამოსდიოდათ. მედიამ ერთ დროს დიდი როლი ითამაშა ეზოს დაჭაობებისგან გადარჩენაში და მას გამარჯვებული ხალხის ონკანი უწოდეს. მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა, როგორც ამბობენ მედიას ბოროტი ბაყბაყდევი დაეპატრონა და ხალხს წამლავს.
მედიის ონკანიდან გამოსული წყალი განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის და არა მარტო. აქედან გამოსული წყალი ყველაზე ადვილად შედის მიწასთან კონტაქტში და მის მიერ წარმოქმნილი ტალახი უფრო დიდ ხანს ძლებს. ეზოს მაცხოვრებლების უმრაველოსობა მოიწამლა მედიიდან წყლის დალევის შედეგად. მოწამვლის სიმპტომებია: კრიტიკული აზროვნების დაკარგვა, ილუზიურ სამყაროში ცხოვრება, ჰალუცინაციები და ფანატიზმი. ეს უკანასკნელი ვლინდება ხშირი მიღების შემთხვევაში. მოწამვლას ასევე ახასიათებს მიჩვევა, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იგრძნობა საწამლავის გემო და წყალიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივად ეჩვენებათ.
მეცნიერთა დაკვირვების შედეგად, ზოგიერთ დაინფიცირებულს დაუდგინდა მიდრეკილება სახოტბო ლექსების წერისკენ, რომლის ობიექტიც ვინმე წმინდა მიქაელია.
როგორც ამ ეზოს მკვიდრნი აცხადებენ, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მოწამლულებთან ურთიერთობა. მათ უჭირთ განსხვავებული აზრის მოსმენა და მყისვე ეწყებათ ჰალუცინაციები. ჭაღარა მოხუცი კაცი ელანდებათ, რომელსაც ბრეტელებიანი მაიკა აცვია და დაბრუნებით იმუქრება. არსებობს მეორე სახის ჰალუცინაცია, ერთი დაბალი, ნახევარად მელოტი მკაცრი გამომეტყველების მამაკაცის სახით, რომელიც მეზობელი ეზოს გამგეა და ატალახებული ეზოს მიერთების სურვილი კლავს. თუმცა ძირითადად საავადმყოფოები, გზები, ახალი ქალაქები, სამართალი, სამუშაო ადგილები, მდგრადი ეკონომიკა, ახალი ფაბრიკა–ქარხნები, ინვესტორები და 2 მილიონი ტურისტი ელანდებათ.
ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს წყალი მოედინება მდინარე განგიდან და მომწავლავ ნივთიერებას პროპანს შეიცავს. ამიტომ ამ სამ ონკანს „პროპან–განგი“–ს სახელითაც მოიხსენიებდნენ, სიტყვამ დროთა განმავლობაში ასიმილაცია განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც “პროპაგანდა.” მოწამლულები უარყოფენ წყალში მომწავლავი ნივთიერების შემცველობას. ვინც ჭკუა ისწავლა თავს არიდებს წყლის დალევას, თუმცა მათი რიცხვი მცირდება, ვინაიდან უჭირთ მოწამლულებთან ურთიერთობა და ირიყებიან საზოგადოებისგან.
საკვირველია და ეზოს მცხოვრებთა ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს ონკანების გადაკეტვას. მათ არ სურთ ატალახებულ ეზოში ცხოვრება, მაგრამ როგორც მოაგახსენეთ ყველა ონკანი დიდია და შესაბამისად მის დაკეტვასაც დიდი ძალა სჭირდება, რომელიც ამ მცირე ნაწილს არ გააჩნია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დრო და დრო მცირდება ონკანის გადაკეტვის მსურველთა რიცხვი, და შესაბამისად მცირდება ტალახის ამოშრობის შანსი. ამის მიზეზი შიშია, ონკანებიდან მოვარდნილი წყლის შიში. ბევრი ადამიანი, ვინც სცადა ონკანის გადაკეტვა, წყალმა წაიღო და ტალახში ჩაეფლო, საიდანაც დღემდე ვერ ამოსულან. შეიძლება ითქვას თავისუფლება შეეზღუდათ და ტალახის პატიმრობაში იმყოფებიან. თუმცა დარჩა მცირე ნაწილი, რომელიც დღემდე უშედეგოდ ცდილობს ეზოს გადარჩენას დაჭაობებისგან.
ეზოში კიდევ ერთი კატეგორიის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც არ აინტერესებთ არც ეზო, არც ონკანი, არც წყალი. ცხოვრობენ თავისი ცხოვრებით, ერთობიან, სწავლობენ, მუშაობენ. თუმცა ისინი ყველაფერს ხედავენ. ხედავენ როგორ უტალახდებათ ეზო და უჭაობდებათ მათი საყვარელი მინდორი და არაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, რადგან ტალახს ჯერ მათი პირადი ეზოსთვის არ მიუღწევია. ისინი არაფერს არ აშავებენ, აივლიან–ჩაივლიან, მაგრამ უმოქმედობით მაინც სჩადიან დანაშაულს, რა არა? ისევე როგორც ვინმე გია და რეზო, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება უმოქმედობაში გამოიხატებოდა და ამის შესახებ ეზოს მცხოვრებლებმა ღრმა ბავშვობაში გაიგეს, თუმცა ვერ გაიაზრეს.
ვინც პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებეს, ხელს უწყობს ისედაც ატალახებული ეზოს კიდევ უფრო ატალახებას.
ეზოს მცხოვრებთა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ბოლო რამდენიმე ასეული წელია ტალახში და ჭაობში ცხოვრობენ. იბადებიან ბავშვები ჭაობში და ამაში მათ მშობლებს ადანაშაულებენ, რატო არ დააშრეთ ჭაობი თავის დროზეო. თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თუ თვითონ არ ცდიან ონკანის გადაკეტვას მათი შვილებიც ისეთივე უკმაყოფილონი იქნებიან საკუთარი მშობლებით, როგორც თვითონ.
მოდის წყალი და თან მოჰყვება, ნაწამები გვამები, დენის და ნაგვის ქვითარი ერთად, რაღაცა ყვითელი, რომელსაც აწერია 80 თ. უმუშევრად დარჩენილი ხალხი და ა.შ.
მოჭრილი ხეები და გამჭირვალე შენობებიც მოყვება წყალს, რომლის კიბეებიდანაც ხალხი ცვივა.
ცოტა ხნის წინ უცნაური კანონ–პროექტი მოყვა, რომელმაც მთლიანად მოიცვა მინდორი და ეზოს მაცხოვრებლებს ისედაც შევიწროვებული მოქმედების არეალი კიდევ უფრო შეუვიწროვა.
დღემდე გრძელდება ატალახების პროცესი და იქამდე გაგრძელდება სანამ არ იქნება ონკანების გადაკეტვის ერთიანი სურვილი, სანამ ხალხი არ იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ ეზოზე და არ იქნებიან უმოქმედოები, ისევე როგორც არიან ვინმე გია და რეზო, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება უმოქმედობაში გამოიხატებოდა და ამის შესახებ ეზოს მცხოვრებლებმა ღრმა ბავშვობაში გაიგეს, თუმცა ვერ გაიაზრეს.
არადა წყლის სისტემა უეჭველად შესაცვლელია.
ექსპერტი არის პიროვნება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც გარკვეულ სფეროში ცოდნის, ტექნიკისა თუ უნარ-ჩვევის სანდო წყარო, და რომლის არგუმენტაცია ავტორიტეტითა და სტატუსით სარგებლობს საზოგადოებისა თუ ინდუსტრიის შესაბამის წრეებში. ექსპერტებს აქვთ ხანგრძლივი და ინტენსიური გამოცდილება მოცემულ სფეროში პრაქტიკისა და/ან შესაბამისი განათლების წყალობით.
სპეციფიურ სფეროებში ექსპერტის მცნება ზედმიწევნით არის განსაზღვრული კონსენსუსით და შესაბამისად, პიროვნების ექპერტად აღიარებისთვის ამ სფეროში პროფესიული ან საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ქონა აუცილებელი კრიტერიუმი არ არის. ამ განსაზღვრებით, მწყემსი, რომელიც ფარას 50 წელი მწყემსავდა საყოველთაოდ ჩაითვლება მეცხვარე მწევრების გაწვრთნისა და ცხვრის მოვლის ექსპერტად.
ტერმინი ხშირად გამოიყენება არაფორმალურ დებატებშიც, სადაც ადამიანებს ექსპერტის ტიტულს ანიჭებენ მათი მოსაზრების მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, მაშინ როცა რაიმე ობიექტური კრიტერიუმი ამ ადამიანთა ექპერტობისა არ განსაზღვრულა. ამგვარად აკადემიური ელიტიზმი წარმოიქმნება, როცა “ექსპერტები” თვითდარწმუნებული ხდებიან იმაში, რომ საკუთარი შესწავლის საგანი მხოლოდ თავად ესმით.
„ქართველი ექსპერტი“ – ეს ცნება საზოგადოებაში უკვე იწვევს, არაპროფესიონალიზმის, ზედმეტად თავდაჯერებულობის, ძალით დაყენებული „ვაჟნი როჟის,“ ან უბრალოდ მუცლით მეზღაპრის ასოციაციას.
თუმცა, ეს ძირითადად იმ გაურკვეველი მიმდინარეობის ექსპერტებს ეხებათ, რომლებიც წლიდანწლამდე რუსეთში–რევოლუციას და საქართველოში ევოლუციას წინასწარმეტყველებენ. რა ქნან აბა? ოჯახი ხრამია, ბავშვებს ლუკმა–პური უნდათ, მე ვაფასებ მათ როგორც კარგ მშობლებს, ვინაიდან აცნობიერებენ რა, რამხელა სიყალბეს სჩადიან, მაგრამ საკუთარი შვილების დასაპურებლად უკან არაფერზე არ იხევენ. :ცრემლი: დასაფასებელი, მაგრამ ამავდოულად ცხოველური ინსტიქტია.
ის ამბავი, რომელსაც მე გიამბობთ არ ეხება იმ ექსპერტებს, ვინებიც ტოტალიზატორში ოცდაოთხ საათ მჯდომ საშუალო ასაკის გაზეთებსა და პროგრამაში თავჩაქინდრულ მამაკაცებს გვანან, რომლებიც ბოლომდე დარწმუნებულები უეჭველ ორ კუშს გეუბნებიან და იქვე დასძენენ, რომ გუშინ ერთმა გაუსხა და დღეს ასტონ ვილის მაგრად სჯერა. ტოტალიზატორის და ტელევიზორის ექსპერტებს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ტოტალიზატორის ლომებს მართლა სჯერათ ასტონ ვილის. აი „ექსპერტებს“ კი ადვილად შეატყობთ სიყალბეს, რომელსაც უნიჭოდ ნიღბავენ დამაჯერებელი მიმიკებითა და მეტყველებით. ხოლო მსმენელების უმრავლესობა მათ ნათქვამს აინუნშის მაგივრად ბანზე აგდებს.
არც თუ ისე შორეულ წარსულში, დაახ. 5–6 წლის წინ ზაფხულის ძალიან წვიმიან ღამეს უბანში ვაბირჟავებდით. (გადახურულში რა თქმა უნდა) გავყურებდით წყალწაღებულ ქუჩას, ველოდებოდით წვიმის გადაღებას რათა სახლამდე მეტნაკლებად მშრალებს მიგვეღწია. გორში ერთი კაცი ცხოვრობს ან ცხოვრობდა(ცოცხალია თუ არა არ ვიცი) რომელსაც არცერთი ფეხი არ ქონდა, რაღაც ბორბლებიან ფიცარზე იჯდა და ხელში მომარჯვებული აგურების მეშვეობით გადაადგილდებოდა. სწორედ ამ კაცმა ჩამოიარა. ქუჩაზე გადასვლას ლამობდა, როდესაც მოულოდნელად თეთრი ოცდაოთხის წინა ბამპერი ზუსტად თავში დაეჯახა. რა თქმა უნდა მთელი ბირჟა უმალ გავცვივდით დასახმარებლად. გონება დაკარგული ეგდო საცოდავი კაცი, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქვდა. 5–7 წუთში პატრულიც მოვიდა თავისით. მაშინ ახალი შექმნილი იყო ეს ინსტიტუტი და ხალხი მათ სუპერგმირებად აღიქვამდა, მაგიური გადაცემის „პატრულის“ გადამკიდე. ყველანი შევციცინებდით პატრულის ფორმაში გადაცმულ სუპერ გმირებს, მაგრამ იმედი მაშინ გაგვიცრუვდა როდესაც სასწრაფოს ნაცვლად, პირველ რიგში ტელეკამერები გამოძახეს, თუმცა გასაგებია, მათაც სურდათ საკუთარი საგმირო საქმეები ფართო აუდიტორიისთვის ემცნოთ და კამერასთან წარმოეთქვათ საკრალური ფრაზა „ვმოძრაობდი ჩემ კვადრატში.“ (თუმცა ყველა სუპერგმირი ხომ პოპულისტია, მიუხედავად მათი ანონიმურობისა) მოვიდა გადამღები ჯგუფი და სუპერგმირებმაც აიხდინეს წადილი. დაახლოებით 20 წუთში სასწრაფოც გამოჩნდა, გაუსინჯეს პულსი და გადაიყვანეს რეანომობილში. გვეგონა რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ჰოი საოცრებავ! აქ უკვე ახალი სუპერგმირი გამოჩნდა ასპარეზზე, სამოქალაქო მანქანიდან გადმოსული ჩემოდნიანი ქალბატონის სახით. ქალბატონის მოსვლა და პატრულის მიერ დაყვირება „ექსპერტი გაატარეთ ხალხო“ ერთი იყო, უცბად თვალწინ წარმომიდგა სცენა, ჰოლუვიდურ ფილმებში ნანახი, როდესაც ხელთათმანებით, პინცეტებითა და პატარა ცელოფანებით აღჭურვილი CIA-ს ან FBI-ს ექსპერტები დანაშაულის ადგილს იკვლევენ. გამიხარდა ასეთი ექსპერტის პირადად ნახვის საშუალება რომ მომეცა.
გამოვარდა ზემოთხსენებული ქალბატონი, გახსნა ჩემოდანი, დიდხნიანი ქექვის შემდეგ კვლავ დახურა, მეგონა ხელთათმანს, პინცეტს და ცელოფანს ეძებდა, მაგრამ ხელცარიელი დაბრუნდა. ალბათ ვერაფერი გამოსადეგი ვერ ჰპოვა. ამ ჩემმა სანატრელმა ექსპერტმაც მალევე გამიცრუვა იმედი, მეც და სხვა დანარჩენებსაც როდესაც მობრუნდა ხალხისკენ, ხელები აღმართა და იყვირა „ხალხოოო, ხალხოოო ცარცი არა გაქვთ ხალხოოოო?“
ალბათ ეგონა ხალხი დაფაცურდებოდა, ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადალახავდნენ რათა როგორმე ცარცი მოეპოვებინათ ყოვლისშემძლე ექსპერტისთვის, მაგრამ ხალხის თვალებში კითხვაზე კითხვითივე პასუხი: „შენ ქალო შიგ ხომ არა გაქვს“ იკითხებოდა.
რაღა დაგიმალოთ და ეგ კითხვა მეც დამებადა, კი ვიცი, რომ ცარცი საჭიროა შემთხვევის ადგილას. ფილმებში მაქვს ნანახი მკვდარ კაცს გარშემო ცარცით რომ ხაზავენ, მაგრამ მეეჭვება ამერიკელი ექსპერტები თავსხმა წვიმაში აკეთებდნენ ამას, თან მაშინ როდესაც მხვერპლი ადგილზე აღარ იმყოფება და რეანომობილში წევს.
ერთმა ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა „ექსპერტის“ უტიფრობა და მიაჭრა პირდაპირ, ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ექსპერტი ხარ და ცარცი შენ უნდა გქონდესო, მეორეც კიდე კაცი უკვე წაყვანილია და სად ჩემ ფეხებზე უნდა შემოატარო ეგ ცარციო და მესამე კიდე გაახილე თვალები წყალს მიაქვს მთელი ქალაქი და პულივიზატორი თუ გიშველის ახლა მარტო შენო.
რა თქმა უნდა „ექსპერტმა“ ვერ მოითმინა დილეტანტის ჩარევა ესოდენ პროფოსიონალურ საკითხებში და მყისვე განრისხდა, რამდენს ბედავ შე ლაწირაკო ჩემი საქმის მე ვიცი და გირჩევნია სადმე ცარცი მიშოვოო. ამასობაში პატრულის ფორმაში გადაცმული სუპერ გმირიც გამოხტა თავისი მეგობარი სუპერგმირის დასაცავად, აი როგორც დისი კომიქსებშია, ბეტმენი გასაჭირში როა და უცბად რობინი რომ გამოჩნდება ზუსტად ისე. ოღონდ პატრულის ფორმიანმა უფრო უხეშ მეთოდებს მიმართა პარაზიტების თავიდან მოსაცილებლად, ყვირილი ატეხა და ქეჩოთი გაათრია ჩემი დილეტანტი და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი მეგობარი. ჩვენც დავშოშმინდით, ჯანდაბამდე გზაც გქონიათო ჩავიბურდღუნეთ და გავცილდით, აღარ დაველოდეთ წვიმის გადაღებას და სახლებში წავედით თავიდან ბოლომდე გალუმპულები.
ცოტა გატეხილში ვიყავი, გამიტყდა ჩემს ქალაქში მოქმედმა სუპერგმირებმა იმედი რომ გამიცრუვეს, მას შემდეგ აღარ მჯერა მათი და აგენტ სმეკერის დარ პროფესიონალებს ვნატრულობ, თუმცა იმას კი ვხვდები, რომ ასეთები მხოლოდ ფილმებში გხვდებიან.
– მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.
– ლევანი მქვია, მეგობრები კასტროს მეძახიან, ვარ 21 წლის. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, მეოთხე კურსზე ვარ. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ვატარებ, ხანდახან ფილმებსაც ვუყურებ და თქვენ წარმოიდგინეთ ვკითხულობ კიდეც.
– მე გითხარი მოგვიყევით თქვენი საქმიანობის და არა შენი საქმიანობის შესახებ – მეთქი!!!
– დაწყნარდი სამართალდამცავო, რა გაყვირებს? მეგონა ზრდილობიანი იყავით თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით და თქვენობით მესაუბრებოდით. ჩვენი საქმიანობის შესახებაც მოგიყვები. კარგ ამინდში ვსეირნობთ, ცუდ ამინდში ბარში ვსვამთ, მუსიკას ვუსმენთ ან კინოში დავდივართ, თუ სახლში მარტო ყოფნა მომიწია ან მე ან იმას, შიგადაშიგ სექსითაც ვკავდებით, სულ ესაა რა, ჩვენი სიყვარული საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ქართულს ვერა.
– ნერვებზე ნუ მეთამაშები შე ნაბიჭვარო!!! იყვირა პოლიციელმა – უკვე საკმარისად გამაბრაზეს შენმა მეგობრებმა და მთლიან ჯავრს შენზე ვიყრი იცოდე.
– კარგი რა, დამშვიდდი. რა საჭიროა ამხელა ვაივიშის ატეხა, ხომ ხედავ ზედმეტი წონა გაწუხებს და შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, გულზე რამე არ დაგემართოს. ჩემი მეგობრები უკვე ყველაფერს მოგიყვებოდნენ, არავისთან დასამალი არაფერი არ გვაქვს, უკანონოს არაფერს ვაკეთებთ, რით ვეღარ შევიდა თქვენ ტვინში?
– რამდენს ბედავ წვერებიანო ლაწირაკო? – უფრო ღმამაღლა იყვირა სახეაწითლებულმა მსუქანმა პოლიციელმა და ორივე მუჭი მაგიდაზე დააბრახუნა. მომიყევი ყველაფერი, თორე სექსი საერთოდ ვეღარ გექნება მაგას რო მოგაჭრი!!!
– არა უშავს, ირმას მაინც ვეყვარები, თან კუნილინგუსიც არსებობს, ალბათ არ გსმენია მაგრამ არსებობს. შენ რა, გგონია ჩემში პენისი უყვარს? მაგ ლოგიკით შენ ცოლი სათოფეზე არ უნდა გეკარებოდეს, გამიგია მსუქნებს პატარა ბალაყან..
კასტროს წინადადების დამთავრება არ აცადა პოლიციელმა და დუბინკა შემოარტყა. ლევანი ცოტა შეიშმუშნა და ლაპარაკი განაგრძო. – ხო გითხარი ყველაფერს მოგიყვები დასამალი არაფერი მაქვს–მეთქი და შენ მაინც მირტყამ, თუ ეგრე გააგრძელებ საერთოდ არაფერს არ გეტყვი.
– კარგი ხო, მაპატიე მწყობრიდან გამოვედი, მომიყევი, მამა–შვილურად გთხოვ, მომიყევი.
– აი მასე არ ჯობს? ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, ჩვეულებრივი ძმაკაცობა გვქონდა სანამ ერთმა მიზანმა არ გაგვაერთიანა.
– რა მიზანმა?
– ერთ ჩვეულებრივ დღეს გაირკვა, რომ ხუთივენი ლექტორის გაჟიმვაზე ვოცნებობდით, გადავწყვიტეთ ოცნება აგვეხდინა და სამოქმედო გეგმა დავწერეთ. გეგმა ძალიან მარტივი იყო, ლექცია არ უნდა გაგვეცდინა, კარგად უნდა გვესწავლა და ლექტორებთან ახლო ურთიერთობა დაგვემყარებინა. მერე ჯგუფის სახელით ქეიფს მოვაწყობდით, იქ დავპატიჟებდით ჩვენთვის სასურველ ლექტორებს, დავათრობდით და გავჟიმავდით, სულ ეს იყო. წარმოიდგინეთ რა მაგარია, 17 წლის ღლაპი პროფესორს რო უბერავ.
– მერე რა გამოვიდა მანდედან, გაჟიმეთ ვინმე?
– ვერა, მარტო ერთმა შეძლო ამის გაკეთება და იმასაც შეუყვარდა, ეხლა ერთად ცხოვრობენ აბასთუმანში, ჭლექი აღმოაჩნდა საცოდავს. თუმცა ჯერ ფარ–ხმალი არ დაგვიყრია, ისევ კარგად ვსწავლობთ, ლექციებს არ ვაცდენთ.
– „ფანჯრის საძმო“ რატომ დაირქვით, მგონი არანაირი კავშირი არა აქვს თქვენს მიზნებთან?
– ეგ სახელი ჩვენ არ დაგვირქმევია, ჯგუფელებმა დაგვარქვეს. მარტო მაშინ ვაბირჟავებთ უნივერსიტეტთან როდესაც ლექცია არ არის და მაგიტომ, უფრო სწორად უნივერსიტეტის უკან ვაბირჟავებთ.
– უკან რატომ?
– უფრო მოხერხებული ადგილია. შემოდგომის სემესტრის ფანჯრებში ვეწევით, გაზაფხულის სემესტრის ფანჯრებში – ვსვამთ, ეხლა გაზაფხულის სემესტრია და ჩემ ფეხებს ამომიგდებს თქვენი ნარკოტესტი. უკვე ყველაფერი მოგიყევით და თუ შეიძლება გამიშვით, ლექციაზე მაგვიანდება, ეს ჩემი უკანასკნელი შანსია და უნდა გამოვიყენო.
– ეგრე ადვილად ვერ გაგიშვებ, ჯერ მითხარი რატომ სცემე პირველკურსელი ზაზა მაღლაფერიძე.
– ვცემე? ღმერთო ჩემო რა სისულელეა. ერთი შემოვატყი მარტო, მგონი დიდი ტკივილი არ უნდა გამოეწვია და ისეთი დარტყმა რომელიც ტკივილს არ იწვევს ცემა არ არი, ყოველშემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსი ასე ამბობს.
– კარგი, მაშინ რატომ დაარტყი?
– რაღა რატომ, მოვიდა ჩემთან და ესე მითხრა გამაწევრიანე შენს „ფანჩრის საძმოშიო“ ფანჩარი კიდე, მოგეხსენებათ სალანძღავი სიტყვაა, მე ეს ვერ მოვითმინე.
– კი მაგრამ ზაზა, ხომ ენაბლუა?
– ხო ეგ მერე გავიგე, ბავშვებმა მითხრეს, არ ვიცოდი თორემ არ დავარტყამდი. აქედან რო გავალ ლექციის მერე ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ საძმოში მაინც არ მივიღებ.
– რატომ?
– ამას მარტივი მიზეზი აქვს, მგზავრებს უსმენს და გიგი დედალამაზიშვილს ბაძავს. მოწევა შეიძლება?
პოლიციელმა სიგარეტი გაუწოდა და ორივემ ერთდროულად გააბოლა.
– ეგ გოიმობად ითვლება? ჩემი შვილი სულ მაგას უსმენს, დავუშალო?
– არ მომწონს სიტყვა „გოიმობა,“ დაკავებისას დისკი რომ მქონდა ის წაუღე შენ შვილს, მოეწონება, დაშლით კიდე არაფერი დაუშალო, ის აკეთოს რაც უნდა.
– დიდი მადლობა ლევან, ჩემი ვანიკო რო მოეწყობა ყურადღებას ხო მიაქცევ?
– კარგი რა სამართალდამცავო, არ გინდა ეგ სენტიმენტები. გამიშვი, ბოლო შანსი უნდა გამოვიყენო.
– გაგიშვებ, ოღონდ ჯერ ხელწერილი დამიწერე, რომ ზაზას ბოდიშს მოუხდი.
– ხოო მოვუხდი აბა რას ვიზამ, ეს ღირსების საკითხია, ღირსება კიდე ხელწერილებით არ საბუთდება.
– რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, მაპატიე თუ რამე გაწყენინე, წადი ეხლა თავისუფალი ხარ, ოღონდ ჯერ მითხარი კუნილინგუსი რა არის, ჩემი ცოლი მართლა არ მეკარება, იქნებ მაგან მიშველოს.
– კუნილინგუსი, ერთგვარი ფსიქოლოგის სახეობაა, ცოლ–ქმრის და ზოგადად წყვილის პრობლემებს ტკბილი ენით ჭრის. თუ ცოლი მაგის მერეც არ მოგეკარება სხვა მოიყვანე, ან საერთოდ დაიკიდე, არ ყოფლა ეგ შენი ღირსი.
– კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თან ჭლექი აქვს ჩემს ცოლს, 3 წელია არ მინახავს, აბასთუმანში ცხოვრობს. ხო მართლა, ბოლო თხოვნაც, შეგიძლია შენ მეგობარს თხოვო ჩემი ცოლის ამბავი გაიკითხოს?
– თუ შესაძლებელია რატომაც არა, გაიკითხავს. კარგად იყავი, თორემ მართლა დამაგვიანდა ლექციაზე, სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი, დონატებზე დაგპატიჟებ.
– კარგად კასტრო, წარმატებები ლექტორთან და არა მარტო.
მარტო დარჩენილმა პოლიციელმა ცოლის სურათი ამოიღო, ცრემლები წასკდა. კუნილინგუსის ნომრის ძიებას შეუდგა და აბასთუმანში წასვლა გადაწყვიტა.
პ.ს. პოსტი დაწერილი დავალების ფარგლებში, ყოველგვარი მუზისა და ზეციური კარნახის გარეშე.
წინა პოსტში მოგიყევით რიგითი უსამართლობის ამბავი, ხოლო ამ პოსტში სამართლებრივ უსამართლობებზე გესაუბრებით, იმ უსამართლობებზე, რომელებსაც კანონის სახელით ჩადიან და უძლური ხარ კანონითვე შეებრძოლო.
იურიდიულ ფაკულტეტზე 4,5 წლიანი სწავლებიდან, ერთადერთი ალბათ ის დამრჩა თავში, რომ კანონი შესასრულებლად სავალდებულოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლიანია. ნორმა შეიძლება იყოს უსამართლო. სწორედ ასეთი უსამართლო ნორმატიული აქტებით გვზღუდავენ: დენს + ნაგავი, გონივრული ეჭვის ნიადაგზე, რეზინის ტყვიები, მანიფესტაციების შეზღუდვა, ახალი კონსტიტუცია, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებები (იმ ქვეყანას რა ვუთხარი სადაც ხაბაზები პურის ცხოვის ნაცვლად კანონპროექტებს წერენ) და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი.
შევარდნაძის ეპოქისგან, დენის, გაზის, ტრასების და შეღებილი ფასადების გარდა, ეს მთავრობა იმითაც განსხვავდება, რომ უსამართლობას აკანონებს. იმ დროს, ავად თუ კარგად, კანონთან მაინც იყავი მართალი და თავს მაგით დაიმშვიდებდი, ეხლა კი მხოლოდ საკუთარ თავთან და საზოგადოების იმ ნაწილთა თუ იქნები „პრავი,“ რომელიც სამთავრობო პროპაგანდის მსხვერპლი ჯერ კიდევ არ გამხდარა და რომელთაც კრიტიკული აზროვნება კვლავ შემორჩათ ამ ზომბირებულ ქვეყანაში.
უსამართლო სამართლებრივ აქტებს მიაქვს ქართული საკანონმდებლო სისტემა, ამ პოსტში ერთ მაგალითს განვიხილავ, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენი „არჩეული“ მთავრობის მიერ კანონმდებლობის მორგებას პროცესს საკუთარ ტანზე.
საქმე ეხება სერტიფიცირებული მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას.
2008 წელს, სერტიფიცირებული მასწავლებლები სხვა დასაქმებულებთან შედარებით უკეთეს დღეში იყვნენ, ვინაიდან, მათი გათავისუფლება ყოველგვარი მიზეზისა და პრეტენზიის გარეშე შეუძლებელი იყო, ამას განსაზღვრავდა 2007 წლის მინისტრის 979–ე ბრძანება, რომელის მეათე მუხლშიც ნათქვამია:
მუხლი 10. შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების
შეწყვეტა
1. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.
2. სკოლის დირექტორი ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, საკითხის ირგვლივ გამოიკვლიოს ყველა გარემოება, და მხოლოდ ამ მუხლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშკრულების მოშლის თაობაზე. (8.04.2008 N 313)
3. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს და ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს ამ დანართის მე–7 მუხლით განსაზღვრული შვებულება. (14.01.2008 N37)
4. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. სკოლის დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, განახორციელოს შემდეგი ქმედებები: (8.04.2008 N 313)
ა) მასწავლებელს გააცნოს წერილობითი მოტივირებული პრეტენზია, სადაც მითითებულ უნდა იქნას მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზი და სკოლის დირექტორის პრეტენზია.
ბ) მასწავლებელს მისცეს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი წერილობითი მოსაზრება/დასაბუთება სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით,
გ) შეხვდეს და გაესაუბროს მასწავლებელს მის მიმართ არსებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით.
6. შეხვედრაზე უნდა დაიგეგმოს მასწავლებლის მიმართ არსებული პრეტენზიისა და ხარვეზის გამოსწორების გზები და განისაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შეხვედრის თაობაზე უნდა შედგეს შეხვედრის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი, სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. თუ რომელიმე პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. (8.04.2008 N 313)
7. თუ დამატებით გონივრულ ვადაში მასწავლებლის მიერ არ ან ვერ იქნება გამოსწორებული ხარვეზი, მაშინ სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რომელიც უნდა იყოს დეტალურად დასაბუთებული და რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. (8.04.2008 N 313)
8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემდეგ დირექტორის მიერ წერილობით იქნება დასაბუთებული, რომ მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია და მას არ ექნება დადებითი ეფექტი სკოლის ინტერესებზე, დირექტორი უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, არ განსაზღვროს ხარვეზის გამოსწორების გზები და დამატებითი გონივრული ვადა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სკოლის დირექტორმა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება მოშალოს დამატებითი ვადისა და ხარვეზის გამოსწორების გზების განსაზღვრის გარეშე, რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.
თუ ბრძანების წაკითხვა დაგეზარათ, მოკლედ გეტყვით, რომ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე დირექტორი ვალდებულია გამოიკვლიოს საკითხის ყველა გარემოება. მასწავლებელს გააცნოს წერილობითი პრეტენზია და საშუალება მისცეს გამოთქვას წერილობითი მოსაზრება. მასწავლებელს უნდა მიეცეს ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ იგი ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის, ან სკოლის დირექტორი და სამეურვე საბჭო გადაწყვეტს, რომ მათი აღმოფხვრა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და სამსახურიდან დაითხოვოს მასწავლებელი.
ალბათ დამეთანხმებით მშვენიერი ბრძანებაა, ვერაფერს დაუწუნებ. დასაქმებულის ინტერესები ნამდვილად გათვალისწინებულია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ კარგი ამბავი დიდ ხანს არ გრძელდებაო, როგორც იტყვიან და ბრძანებამ 2010 წელს ცვლილება განიცადა, კერძოდ, ბატონმა შაშკინმა ბრძანა, რომ:
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ Ш, 19.10.2007 წ., №146, მუხ.1643) საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-10 მუხლის მე-2; მე-5; მე-6; მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.“
და გილოცავთ! ბრძანება შეცვლილია! შაშკინის ბრძანება – გაათავისუფლე მასწავლებელი ახლა უკვე ერთი ხელის მოსმით!
კანონის შეცვლის შემდეგ, სამუშაო ადგილი ათეულობით პედაგოგმა დაკარგა.
ისმის კითხვა, რატომ შეიცვალა ბრძანება? ამაზე პასუხი მარტივია: იმიტომ რომ, სამსახურიდან გააგდონ ან გაგდებით დაემუქრონ ყველას, ვინც არ წავა „სარკოზობაზე,“ ვინც არ იყვირებს მიშა, მიშას! ვინც არ შემოხაზავს ხუთიანს, ვინც იქნება „ოპოზიციური განწყობის“ (ეს მაგარი ტერმინი მოიფიქრეს) ყველას, ვინც იტყვის, რომ მიშა არც თუ ისე მაგარია, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, მაგრამ მისი რომელიმე ოჯახის წევრია „ოპოზიციური განწყობის,“(არა, მაინც რა მაგარი ტერმინი მოიფიქრეს, ჰა?) ყველას ვისაც არ მოსწონს ნოდარიკო მელაძე, შერონ სტოუნი, ტოტო კუტუნიო, იგლესიასების გენიალოგიური ხე, ვისაც არა აქვს სილქნეტი და ვისი ტელევიზორიც იჭერს მაესტროს და ა.შ.
რისთვის არსებობს კანონი? იმისათვის, რომ მან დაარეგულიროს საზოგადოებრივი ურთიერთობები და დაიცვას ხალხი, მაგრამ დღევანდელი ნორმატიული აქტები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი ნათესავების უსაფრთხოება– კეთილდღეობას უზრუნველყობს.
ქართული კანონმდებლობის წარამარა ცვლილება და ერთეულებზე მორგება ძალიან ჰგავს ანიმალიზმის შვიდ მცნებას, ცხოველების ფერმიდან, რომელიც დაიწერა ცხოველების მიერ მოწყობილი რევოლუციის შემდეგ და მოდიფიკაცია განიცადა ღორების გაბატონების და ერთპიროვნული მმართველობის დამყარებისას. როდესაც ღორებმა ადამიანური თვისებები აიღეს, ალკოჰოლის დალევა, საწოლში ძილი და ა.შ. მყისვე შეცვალეს კანონი, ისე, რომ დანარჩენი ცხოველები ვერც კი ამჩნევდნენ. ზოგი ამჩნევდა, მაგრამ ხმის ამოღების ეშინოდათ, ან კი რა უნდა ექნათ? კანონის წინაშე უძლურები იყვნენ.
“ანიმალიზმის” შვიდი მცნება:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში, თეთრეულით.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს დიდი რაოდენობით
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს უმიზეზოდ
VII. ყველა ცხოველი თანასწორია, ზოგი ცხოველი უფრო თანასწორი.
(გაბოლდებული ნაწილი მცნებებში შეტანილი ჩასწორებებია)
და მაშინ, როდესაც ღორებიც ადამიანებს დაემსგავსნენ და ორ ფეხზე სიარული დაიწყეს, გაჩნდა ლოზუნგი, „ოთხი ფეხი კარგია – ორი უკეთესი“
ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება „ცხოველების ფერმასა“ და საქართველოს შორის. ცხოველთა ლიდერი, ნაპოლეონი, წარამარა ახსენებს ცხოველებს იმ საშინელ ყოფას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ და საიდანაც მან იხსნა. აშინებს წარსულის დაბრუნებით. ყავს ზონდერ ბრიგადები ძაღლების სახით, რომელნიც უსწორდებიან ყველას ვინც ბელადის წინააღმდეგ წავა და ა.შ.
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ორუელისეულ ცხოველების ფერმაში, სსრკ იგულისხმება, მაგრამ დიდი დაკვირვება არ სჭირდება მკითხველს რათა მასში საქართველოც ამოიცნოს.
საქართველო ცხოველების ფერმაა. ქათმები ბიზნესმენები არიან, რომლის დადებულ კვერცხებსაც ღორები ეპატრონებიან. ცხვრების კატეგორიას ის დაბალი ფენა განეკუთვნება, რომელის წარმომადგენლებისც ყველაფერს იჯერებენ და პროტესტის გრძნობა არა აქვთ, ძაღლები – პოლიციელები, ცხენები კი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, ხოლო საქართველოს მთავრობა კოლტია – ღორების ჯოგი, თუმცა ამის შესამჩნევად „ცხოველების ფერმის“ წაკითხვა არაა აუცილებელი, ისედაც დღესავით ნათელია.
ალბათ გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა, “რა ვქნათ, როგორ ვებრძოლოთ დაკანონებულ უსამართლობას?”
ამისათვის ერთადერთი კანონიერი გზა დარჩა, გამოვიდეთ და მოვითხოვოთ მათი შეცვლა, გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები სანამ გვაქვს.
ერთი უსამართლობის ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომლის მსგავსი ამბებიც ჩვენს გარშემო, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქალაქში თუ დაბაში ხდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ან პირიქით, ვამჩნევთ და არ ვიმჩნევთ. სხვისი პრობლემების მიმართ ინდეფერენტულობა ქართველების მოგონილი თუ არა წარმატებით ათვისებული მაინც არის, ამაზე ერთი კარგი ანდაზაც გვაქვს „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი.“
როგორც სურათიდან მიხვდით, საქმე ეხება ქ. გორის მეცხრე საჯაროს სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგის, ია ბჟალავას, იგივე დედაჩემის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტს, რომლის ოფიციალური მიზეზიც უცნობია, ხოლო არაოფიციალურ, მაგრამ რეალურ მიზეზებზე მე ვისაუბრებ.
ია ბჟალავას სკოლიდან გათავისუფლების პირველი მცდელობა 2011 წლის ზაფხულში იყო, მაგრამ იმჟამინდელი დირექტორი, ქალბატონი მარინე მახარაშვილი არ დაემორჩილა „ზემოდან“ გაცემულ ბრძანებებს და სკოლიდან არ დაითხოვა „ზევით დაწუნებული“ კადრები.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, იმისათვის, რომ შეინარჩუნა ღირსება და არ მოაწერა ხელი უსამართლობას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დღევანდელ საქართველოში ღირსეული ადამიანები არავის ჭირდება. ქალბატონი მარინესაც ღირსების დაცვა და უსამართლობის არჩადენა თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მოულოდნელად „გენ–ინსპექციამ“ ფინანსური ხარვეზები „აღმოაჩინა“ სკოლის ბიუჯეტში, რასაც დირექტორის გადაყენება მოყვა (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ) შემდეგ მოვიდა სხვა დირექტორი, ქალბატონი ელენე ხაჩიძე, რომელმაც პირნათლად შეასრულა პარტიული დავალება და სამსახურიდან დაითხოვა ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული პედაგოგი, რომელიც სერტიფიცირებული მასწავლებლების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება (ასეთი პედაგოგების რაოდენობა მეცხრე სკოლაში სულ ექვსია)
ყველაფერი ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა პოლიტიკურია.
მიზეზი პირველი:
ბოლო არჩევნებზე ია ბჟალავა ერთ–ერთ უბანზე საარჩევნო კომისიაში იყო. მან მხარი არ დაუჭირა, მეტიც, წინააღმდეგობა გაუწია ნოღაიდელის პარტიის მიერ მიღებული ხმების გაბათილების იდეას (მიუხედავად იმისა, რომ ანტიპათიით არის განწყობილი ხსენებული პარტიის მიმართ, რასაც ინტერვიუშიც აღნიშნავს)
მიზეზი მეორე:
მისი მეუღლე, იგივე მამაჩემი და იგივე თამაზ მაყაშვილი, არის პოლიტიკური ორგანიზაციის, „თავისუფალი დემოკრატები“–ს წევრი, რომელიც 2009 წლის 8 აპრილს სრულიად უსამართლოდ იქნა დაკავებული და მიესაჯა 10 დღით თავისუფლების აღკვეთა (შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს იმართებოდა ოპოზიციური პარტიების აქცია)
ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ადამიანის უფლებების დარღვევა მოხშირდა. ყველაფრის საწყისი კი იმაშია, რომ ჩვენში ცოტა მარინე მახარაშვილი და ბევრი ელენე ხაჩიძეა.
ბავშვს ჰკთხეს რა გატირებსო? გამდის და ვტირიო, ამ ბავშვს მაგონებს ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერი გასდის იმიტომ, რომ ჩუმად ვართ!
არა, მე მარტო ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ.
მე ვადანაშაულებ ყველა ელენე ხაჩიძეს!
მე ვადანაშაულებ ყველა არა მარინე მახარაშვილს!
მე ვადანაშაულებ ყველას, ვინც უსამართლობას ჩადის!
მე ვადანაშაულებ ყველას, ვინს უსამართლობაზე თვალს ხუჭავს!
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ფრაზას თითქმის ყოველი მეორე ხმარობს სტატიაში და ცოტა გაცვდა კიდეც, არ დაუკარგავს აქტუალობა, უფრო მეტიც გაეზარდა კიდეც.
„თავდაპირველად ისინი გასანადგურებლად მიადგნენ კომუნისტებს და მე ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ! არც მაშინ ავიმაღლე ხმა, რადგან პროფკავშირში არ ვიყავი. მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ ვიყვირე, რადგან არც ებრაელი ვიყავი. ბოლოს კი მე მომდგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად.“