რიგითი უსამართლობის ისტორია
ერთი უსამართლობის ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომლის მსგავსი ამბებიც ჩვენს გარშემო, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქალაქში თუ დაბაში ხდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ან პირიქით, ვამჩნევთ და არ ვიმჩნევთ. სხვისი პრობლემების მიმართ ინდეფერენტულობა ქართველების მოგონილი თუ არა წარმატებით ათვისებული მაინც არის, ამაზე ერთი კარგი ანდაზაც გვაქვს „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი.“
როგორც სურათიდან მიხვდით, საქმე ეხება ქ. გორის მეცხრე საჯაროს სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგის, ია ბჟალავას, იგივე დედაჩემის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტს, რომლის ოფიციალური მიზეზიც უცნობია, ხოლო არაოფიციალურ, მაგრამ რეალურ მიზეზებზე მე ვისაუბრებ.
ია ბჟალავას სკოლიდან გათავისუფლების პირველი მცდელობა 2011 წლის ზაფხულში იყო, მაგრამ იმჟამინდელი დირექტორი, ქალბატონი მარინე მახარაშვილი არ დაემორჩილა „ზემოდან“ გაცემულ ბრძანებებს და სკოლიდან არ დაითხოვა „ზევით დაწუნებული“ კადრები.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, იმისათვის, რომ შეინარჩუნა ღირსება და არ მოაწერა ხელი უსამართლობას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დღევანდელ საქართველოში ღირსეული ადამიანები არავის ჭირდება. ქალბატონი მარინესაც ღირსების დაცვა და უსამართლობის არჩადენა თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მოულოდნელად „გენ–ინსპექციამ“ ფინანსური ხარვეზები „აღმოაჩინა“ სკოლის ბიუჯეტში, რასაც დირექტორის გადაყენება მოყვა (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ) შემდეგ მოვიდა სხვა დირექტორი, ქალბატონი ელენე ხაჩიძე, რომელმაც პირნათლად შეასრულა პარტიული დავალება და სამსახურიდან დაითხოვა ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული პედაგოგი, რომელიც სერტიფიცირებული მასწავლებლების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება (ასეთი პედაგოგების რაოდენობა მეცხრე სკოლაში სულ ექვსია)
ყველაფერი ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა პოლიტიკურია.
მიზეზი პირველი:
ბოლო არჩევნებზე ია ბჟალავა ერთ–ერთ უბანზე საარჩევნო კომისიაში იყო. მან მხარი არ დაუჭირა, მეტიც, წინააღმდეგობა გაუწია ნოღაიდელის პარტიის მიერ მიღებული ხმების გაბათილების იდეას (მიუხედავად იმისა, რომ ანტიპათიით არის განწყობილი ხსენებული პარტიის მიმართ, რასაც ინტერვიუშიც აღნიშნავს)
მიზეზი მეორე:
მისი მეუღლე, იგივე მამაჩემი და იგივე თამაზ მაყაშვილი, არის პოლიტიკური ორგანიზაციის, „თავისუფალი დემოკრატები“–ს წევრი, რომელიც 2009 წლის 8 აპრილს სრულიად უსამართლოდ იქნა დაკავებული და მიესაჯა 10 დღით თავისუფლების აღკვეთა (შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს იმართებოდა ოპოზიციური პარტიების აქცია)
ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ადამიანის უფლებების დარღვევა მოხშირდა. ყველაფრის საწყისი კი იმაშია, რომ ჩვენში ცოტა მარინე მახარაშვილი და ბევრი ელენე ხაჩიძეა.
ბავშვს ჰკთხეს რა გატირებსო? გამდის და ვტირიო, ამ ბავშვს მაგონებს ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერი გასდის იმიტომ, რომ ჩუმად ვართ!
არა, მე მარტო ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ.
მე ვადანაშაულებ ყველა ელენე ხაჩიძეს!
მე ვადანაშაულებ ყველა არა მარინე მახარაშვილს!
მე ვადანაშაულებ ყველას, ვინც უსამართლობას ჩადის!
მე ვადანაშაულებ ყველას, ვინს უსამართლობაზე თვალს ხუჭავს!
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ფრაზას თითქმის ყოველი მეორე ხმარობს სტატიაში და ცოტა გაცვდა კიდეც, არ დაუკარგავს აქტუალობა, უფრო მეტიც გაეზარდა კიდეც.
„თავდაპირველად ისინი გასანადგურებლად მიადგნენ კომუნისტებს და მე ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ! არც მაშინ ავიმაღლე ხმა, რადგან პროფკავშირში არ ვიყავი. მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ ვიყვირე, რადგან არც ებრაელი ვიყავი. ბოლოს კი მე მომდგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად.“
Trackbacks & Pingbacks
- ქართული კანონმდებლობა, როგორც ანიმალიზმის შვიდი მცნება (ანუ როგორ ირგებს ხელისუფლება კანონებს
- ქართული კანონმდებლობა, როგორც ანიმალიზმის შვიდი მცნება (ანუ როგორ ირგებს ხელისუფლება კანონებს
- შრომის კოდექსი კლავს! _ დაიცავი შენი შრომა ხვალ 3-ზე რუსთაველის ძეგლთან | პინგვინთა კუნძული
- შენი დრეიფუსი « ბლოგი
მოიცა შრომითი კანონმდებლობა არ აიძულებს დამქირავებელს აუხსნას მიზეზები სამუშაოდან გაშვების შესახებ დაქირავებულს?! მესმის მაინც წმინდა წყლის ფორმალობაა მაგრამ ამასაც ახტებიან? :ს
შრომითი ხელშეკრულება არ ავალდებულებს დამსაქმებელს არანაირი მიზეზის ახსნას, არც რაიმე ვადის დაცვას და წინასწარ გაფრთხილებას, შეუძლია ნებისმიერ დროს მოშალოს ხელშეკრულება.
კაი მათე რა ხომ იცი შენც და ვილაპარაკეთ კიდეც აზრი არ აქვს, არაფერს ვის მოსთხოვ პასუხს სახელმწიფოს? თუ რამენაირად მიაღწიე შედეგი აი ავდგები პარტიას ჩამოგაყალიბებინებ და შენს შისტიორკად ვირბენ 😀
ხო ისე ტექსტი მომეწონა კარგად შეგიძლია ადამიანს დაანახო მთლიანი სურათი იმისა რაც რეალურადაა.
:ს საშინელებაა მათე, არ ვიცოდი : ( ფუ რა : ( ზოგჯერ მგონია რომ ვეღარ გავუძლებ აქაურობას.
თბილისში რაც ხდება კიდევ იგებს ხალხი ასე თუ ისე, მაგრამ რეგიონებში საერთოდ.. ან თუნდაც გაიგოს, იცვლება რამე? :ს ჰმ..
ახვრები!
მოდი და ნუ შეიგინებ!
შრომის კოდექსი არ ავალდებულებს დამსაქმებელს მიზეზის ახსნას და ამ კოდექსის პირობებში ვერაფრით დაამტკიცებ რომ პოლიტიკური ნიშნით დისკრიმინაციის გამო გაგანთავისუფლეს. საერთოდ, დისკრიმინაციის ფაქტს ვერ დაამტკიცებ.
მე კოდექსის გაპროტესტების ფორმატს გთავაზობთ
ძმა თავს უფრთხილდი ტორემ შენი პროტესტიან, მოტესტიან , კოდექსიანად ციხეში ამოგვაყოფიებეთ თავს ყველას როგორც დაგიბარებია ისე 😀
და მაგ შიშით ვიყოთ მიყუჟულები კუთხეში, ხმა არ ამოვიღოთ და რას დაგვიპირებენ ყველაფრისგაკეთების უფლება მივცეთ?
კაი შენ იყავი მასე თუ გინდა :))
უკვე მერამდენე ფაქტი. დედაჩემიც მასწავლებელია და ვიცი რა და როგორ ხდება. სრულიად გეთანხმები! საშინელებაა! 😦
ქალთა ციხე გარემონტებულია როგორც ვიცი და თან ემანდ მაინც ეგებ ჩავუჯდე ინგლისურს :დ
ჩვენ ვაბშე არ გვაქვს შრომითი კანონმდებლობა, წესიერი და ნორმალური, როგორიც ევროპის ქვეყნებს აქვს,.. არ გვაქვს იმიტომ რომ ასე აწყობს ჩვენს ხელისუფლებას…
დავაშეარებ ჩემს გვერდზე : )
დეი შენ გენაცვალე მე ***
kanonshi erti sheaqvt da meores amtkiceben… ra azri akvs mashin kanons tu aravin yuradgebas ar aqcevs? tavis sasiketod rom gadaaketeben xolme…fuff…. mezizgebian! eseti rame mgoni mxolod saqartveloshi tu moxdeba… posti kargi iyo rac mtavaria realuri 🙂
xom ar shemomivlidi ? http://xinvisiblex.wordpress.com
და რამდენი ისტორიაა კიდევ ასეთი…
ძალიან ბევრი და კარგი იქნება თუ სააშკარაოზე გამოვიტანთ.
რა საშინელებაა
აბსოლუტური განუკითახობაა
ყველაზე ცუდი ისაა, რომ შენი ხმა რჩება “ხმად მღაღადებლისა უდაბნოსა შინა”…
უდაბნოშიც არიან მსმენელები, მთავარია მღაღადებელი რას ღაღადებს.
მარაზმია რა.
მარა ნუ ჰა. მარტო პროტესტიც არ შველის.
რისი თქმა შეიძლება ამაზე? საშინელებაა
dzalian mtkivneulia am yvelapris mosmena da danaxva,magram asetia realoba samwuxarod…
კიდევ ერთი დიდი უსამართლობა, სამწუხაროა, თუმცა მწარე რეალობა. გამოფხიზლდით ხალხო, სანამ ყველას სათითად მოგადგებიან!
გვიან წავიკითხე და ამისათვის ბოდიში. როცა ის პატიოსანი დირექტორი გაანთავისუფლეს სკოლიდან დედათქვენსაც მაშინ უნდა ამოეღო ხმა და გაეპროტესტებინა.იქნებ მაშინ იყო “ღობეს ჩხირი”?
თავად დირექტორს არ ქონდა პროტესტის სურვილი.
“,ოღონდ ქართულად ილაპარაკეთ…..”,სკოლაში მაინც ხომ არიან ქართულის მცოდნენი(?!),ხელშეკრულების პირობების დარღვევაა,შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტაა,მაგრამ ეს”მოშლა”რა კონტეკსტში ჯდება?…….და ასე ვასწავლით სკოლაში?…….
“ხელშეკრულების მოშლა” არსებობს ასეთი სამართლებრივი ტერმინი, იურიდიულზე 4,5 წლიანი სწავლის შემდეგ, ეგ მაინც დამამახსოვრდა 🙂