შიგთავსზე გადასვლა

ელექტრიკი ტაქსისტის ამბავი

პოსტი იწერება ამბის მოხდენიდან ერთი თვის შემდეგ, თუ რატომ ამას პოსტშივე შეიტყობთ.

4 დეკემბრის მთელი ღამე  მე და ჩემმა მეგობრებმა მუშაობაში გავათენეთ. კონკურსს “სპილო ოთახში” ვიღებდით მონაწილეობას  და ჩვენი გუნდის აქცია 5 დეკემბერს უწევდა. მუშაობას არ წინა დღეებში გავურბოდით და ღამეში სულ რაღაც 4-5 საათი მეძინა მე პირადად.
აი ბოლო ღამე კი რაღაც განსაკუთრებული გამოდგა, ვაკეში შევიკრიბეთ და დავამზადეთ ყველა საჭირო მასალა აქციისთვის. ძალიან დავიღალეთ, გვშიოდა, გვციოდა, გვეძინებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან სასიამოვნოდ დამღლელი პროცესი გამოდგა გუნდური მუშაობა. უკვე იმ კონდიციამდე მივაღწიეთ, უძილობისგან ტვინი რო გეთიშება და ყველაფერზე უაზროდ, რომ იცინი.
ღამის 3-4 საათზე დავასრულეთ  ყველანაირი სამუშოა და დადგა ნანატრი ჟამი შინ წასვლის და გამოძინებისა. სამნი ვიყავით, მე, მარიამი და კახა, მარიამი ვაჟას ძეგლთან მიდიოდა, კახა დიდ დიღომში, მე გლდანში.
გავაჩერეთ პირველივე ტაქსი და ვაჟას ძეგლამდე 4 ლარად შევუთანხმდი, ჩაჯდომისთანავე ვკითხე რამდენის დამატება მოგვიწევდა დიდ დიღომში და გლდანშიც რო გაგვევლო. არ ვიციო მიპასუხა მძღოლმა,  სულ 10 ლარს მოგცემთ-მეთქი, ვიცი რო 10 ლარი ამ მარშუტისთვის არაადეკვატური თანხაა, მაგრამ თუ თავიდან ცოტა არ უთხარი, მერე უსაშველოდ დიდ “კუშს” ითხოვენ ხოლმე, ჰოდა დაველოდე მძღოლის ჩაღიმებას და თავისი “სტავკის” დასახელებას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად :თუ ეგრე ღირს იყოს ათი ლარი, ჩემი რა მიდისო”, თქვა მძღოლმა და სიარული განაგრძო, გამიკვირდა.
ჭავჭავაძეზე საახალწლო განათებები ახალი დაყენებული იყო, რუსთაველის ნაპროსპექტალ ჭაღებს მიქონდა იქაურობა. რა გიჟია ეს ჩემისა როგორ გაანთა აქაურობაო იძახის მძღოლი და ისტერიული სიცილი უვარდება, ვაიმე რა გიჟია რა გიჟიო, სიცილ-სიცილით იმეორებს. არც ჩვენ ვაკლებთ გაღიმებას, ხო გითხარით ისე ვიყავით ყველაფერზე გვეცინებოდა. ამ სიცილ-სიცილში წითელზეც გაიარა, გულწრფელად რო გითხრათ გამიხარდა, უფრო მალე მივიდოდი, მაგრამ ის აღარ გამხარებია მწვანეზე რომ გააჩერა. ჩემი მოკრძალებული შენიშვნის მერე “მწვანე ბრატ წავიდეთ” ვაი ვაი იზვინიო და წავიდა და ისე აგრძელებდა იმ “გიჟის” დაცინვას ვინც ჭავჭავაძე გაანათა.

აუ რა გიჟია, კაროჩე შარშან ვმუშაობდი რუსთაველის განათებაზე, ელექტრიკოსი ვარო, ჰოდა მოვიდა და გვეუბნება, მე უნდა გავანათო ყველაფერი, ერთი “კნოპკა” მომეცით, რომელსაც დავაჭერ და მთელი რუსთაველი აინთებაო,ამას ყვება და  თან ძალიან გულიანად იცინის, მე უკვე ყველაფერს მივხვდი, რას გამომაპარებდა ბევრი მინახავს მაგ დღეში.
ჰოდა რა გვექნა ბიჯო მაგრად დავიძაბეთ, მოდი და ნუ გაუკეთებ დაგვერხეოდა ყველასო, გავუკეთეთ ერთი ვიკლუჩაწელი, რომეზეც ნათურა იყო შეერთებული და პადვალში ინთებოდაო, ამ ნათურასთან ერთი მუშა დავაყენეთ, რომელსაც “რუბელნკები” უნდა აეწია, ამის გარდა კიდე ყველა ჩამრთველთან გადავნაწილდით, პირველი ჭაღი რო აინთებოდა ჩვენც უნდა აგვეწია “რუბელნიკები” და ასე ვიყავით ჩამწკრივებულები ყველა სტოლბასთანო, ამ დროს მოვიდა დაცვა და მეუბნება აქ დგომა არ შეიძლება პრეზიდენტმა უნდა გამოიაროსო (ისევ ისტერიულად იცინის) მე ვუთხარი აქ რო არ ვიდგე შენც დაგერხევა და მეც მაგრა გამტისკავენ, წადი თავი დამანებე მეთქი და რო ავუხსენი რაშიც იყო საქმე გამშორდაო.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ ოთხივენი შევთანხმდით, რომ “გამნათებელი” მართლა გიჟია.
ამასობაში მძღოლმა უკვე მეორედ გააჩერა მწვანეზე და კიდევ ერთხელ მომიწია იმის შეხსენება, რომ მწვანეზე გაჩერება არ შეიძლება. ამ დროს უკვე “ვინუჟდენი” გახდა გამომტყდომოდა და ჩუმად გადმომჩურჩულა უკან მსხდომების არგასაგონად, აუ იზვინი ბრატ მაგარი დაბოლილი ვარო.

არ გამკვირვებია, ამას მანამდეც მივხვდი, აბა ფხიზელი კაცი 10 ლარად წაგვიყვანდა?

ამასობაში ვაჟაზეც გავედით, აქ ეტყობა ჯერ არ გამოუვლია იმ გიჟს განათება არ აყენიაო, თქვა მძღოლმა და ისევ აუტყდა სიცილი. დაიწყო ახალი ამბის მოყოლა:

“ამს შენობის განათებაც ჩვენი გაკეთებულიაო და ხელს იშვერს მოდულისკენ,  სამუშაოდ რო შევდიოდით ყველაფერი ჩამოგვართვეს: პლოსკო, რეზაკი, კლუჩები, იარაღის შეტანა არ შეიძლებაო, მე ვუთხარი გიჟები ხო არა ხართ კაბელი როგორ გადავჭრა-მეთქი? კბილებითო. მე ვუთხარი ელექტრიკი ვარ ვირთხა კი არა-მეთქი(ამ დროს იცინის ყველაზე ხმამაღლა და ჩაბჟირებით, თავს აქანავებს წინ და უკან)

თან გვეუბნებიან სამ დღეში უნდა გააკეთოთო, როგორ უნდა გავაკეთოთ სამ დღეში ამხელა შენობის განათება გიჟები ხო არა ხართ-მეთქი, არა კაროჩე ფეხებზე გვკიდია უნდა გააკეთოთო. რა გვექნა? ავდექით და გავაკეთეთ. გამოვიდა უხარისხო, ოთხი ბოლტის მაგივრად ერთით ვამაგრებდით ნათურებს.

გლდანის გამგეობის შენობას რო ვაკეთებდით ზუსტად იგივე პონტი იყო, ერთი ბოლტით დავამაგრეთ ოთხის მაგივრად, ჰოდა ეხლა რამდენჯერაც არ უნდა გაიარო ის ნათურები აყლისთავებული დგას (სტილი დაცულია) წარამარა გვიძახებენ და გვასწორებინებენ, იმას კი ვერ მოიფიქრებენ სამი დირკაც რო დავამატოთ და კარგად დავამაგროთ, ფეხებზე კიდიათ, ყველაფერს ერთი კაცისთვის აკეთებენ, ისიც რა გიჟია (ამ სიტყვის წარმოთქმაზე ისევ ისტერიული სიცილი უვარდება) როგორ ვერ ხვდებაო.

ამასობაში მარიც ჩამოვსვით და კახაც. დიდი დიღომი-გლდანის გზაზე ვიდექით. მოვრჩით იმ “გიჟზე” ლაპარაკს და ეხლა უკვე მოსაწევზე მებაზრებოდა, ლეგალიზაციას აწვებოდა, კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ჩვენი აზრები.
გზაში რამდენჯერმე დაიჩივლა, აუ 6 საათამდე რა გაძლებსო. თავიდან უზრდელობად მივიჩნიე ჩავძიებოდი, მაგრამ კიდევ რო გაიმეორა მივხვდი, რომ უნდოდა მეკითხა რა გინდა 6მდე შენი ნება არ არი წადი დაიძინე მეთქი, ჰოდა მეც არ გავუტეხე და ვკითხე, აი როგორ ვკითხე:
-შენი ნება არ არი? წადი და დაიძინე.

-“ის გოგო” 6ზე ამთავრებს და უნდა გავუარო.

-კლიენტია?

-არა რა კლიენტი, სტრიპტიზიორია. შენ რა გგონია მე ტაქსისტი ვარ? პროსტა საღამოს რო გამოვდივარ მიმყავს სამსახურში, გზაში მაგრად ვჟიმავ და გამოსვლის მერე კიდე მე მირეკავს, მოდი გამჟიმეო. ეს ტაქსის ზნაკი კიდე ცოლის პონტში დავადე, რო მეკითხება ღამე სად მიდიხარო, ვტაქსაობ მეთქი ვეუბნები, ისიც ბედნიერია და მეც.

ეს ბოლო ამბავი ცოტა არ მესიამოვნა.

ამასობაში გლდანშიც მივედით, მივეცი კუთვნილი ათი ლარი, ესეც შაურმის ფულიო, ჩამომსვა და იქვე საშაურმესთან მიაყენა.

საბოლოოდ კარგი სიცილ-კისკისიანი მგზავრობა გამოგვივიდა, მაგრამ მერე რო დავფიქრდი სულაც არ იყო სასაცილო არცერთი ისტორია.

იმედია ეს პოსტი არ დაანგრევს ელექტრიკი-ტაქსისტის ოჯახს და არც ნარკოლოგიურში ამოყოფს თავს ჩემი პოსტის გამო, მაგრამ თავი მაინც დავიზღვიე და გვიან გამოვაქვეყნე, ეხლა უკვე გასული იქნება შარდიდან მარიხუანა. (თუ კიდე არ დაამატა რა თქმა უნდა)

იმედია არც ზემოდან შეაწუხებენ და საერთოდ ვერ გაიგებენ ვისზეა საუბარი.
უბრალოდ ძალიან საინტერესო ამბები მომიყვა და ჩვენც ხო უნდა ვიცოდეთ რა და როგორ კეთდება საქართველოში? მერე რო აღარ გაგვიკვირდეს რა მალე ფუჭდება ყველაფერი. ახალგარემონტებული  “პლეხანოვს” ე.წ. პარიზს რატო დაერხა, ლეგოს სათამაშოსავით წარამარა რატო იწყობა და იშლება ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდი და ა.შ.  ჩვენ ხომ ყველანი სოფლელები ვართ, პოწიომკინის სოფლელები.

გილოცავ გალა!

გამარჯობა გალა! გილოცავ, მრავალს დაესწარი! ალბათ სვამთ ბიჭები და თავს არ შეგაწყენ, უბრალოდ მინდა მოგილოცო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პოსტს წაიკითხავ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა, გულს მაინც მოვიფხან. ცოცხალი რო იყო ვოლზე დაგიპოსტავდი “ჰბ გალაქშენ–”მეთქი, მარა მოკვდი და მიწევს წერილის მოწერა. დღეს ისე აღარ ხარ მოდაში როგორც უწინ. პოსტმოდერნმა გადაგვიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი საზოგადოდ აღიარებული უნდა უარყო, თუ გინდა რომ დამკვიდრდე საზოგადოებაში. არაუშავს,დრო იცვლება და პირდაპირ გეტყვი, ნუ იქნები ისევ ისეთი ქედმაღალი და ამპარტავანი. მეფეები მომრავლდნენ, შენ კიდე მარტო სკოლის სახელმძღვანელოებში დარჩი, თანაც ძალიან ცუდად. ბავშვებს სულ ძალით ატენიან თავში, თითქოს შენ მერიზე ანძრევდი და ის ლექსიც ვითომ მაგას მიუძღვენი, არადა მე ხო ვიცი რო ეს ასე არაა. იცოდე, დარჩა მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ხანდახან მაინც ესმის შენი და ვისიც ყოველთვის გესმის შენ. ამ ბოლო დროს ცოტა დაგივიწყე, შენ ლექსებს აღარ ვკითხულობ, მაგრამ მაინც მახსოვხარ, ალბათ გავიზარდე და მაგის ბრალია, აღარ მეფიქრიანება იმ ქვეყანაზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე, ღმერთზე. უფრო მეტიც, მკიდია, მაგრამ მაინც მახსოვხარ, ან კი როგორ არ უნდა მახსოვდე? მთელი ორი წელი ერთად გავატარეთ, ზუსტად იმ მომენტში გამოჩნდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი და როცა ყველაზე მეტად მინდოდა შენი დახმარება. არა, განა შენს შესახებ ბავშვობიდან არ ვიცოდი? ვიცოდი. შენი ლექსებიც ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი მათ გასაგებად, ცოტა რო წამოვიზარდე, მაშინ დაგამუღამე. კაცურად თქვი, რომ იგ ლექსები ბავშვებისთვის არ დაგიწერია, გადმოდექი და თქვი, სულ ტყუილად აძულებენ ბავშვებს შენ თავს, როდესაც აიძულებენ დაიზეპირონ თოვლი, მე და ღამე და ა.შ. ისინიც საცოდავად იზეპირებენ და მაინც არ ესმით შენი, მათთვის ლურჯა ცხენები უბრალოდ ლურჯა ცხენებია და დროშებიც–წითელი.

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არც იწვის და არც დნება, სახლში ვზივარ და საშინლად ცივა. შენ ალბათ თბილად ხარ. გამიგია ჯოჯოხეთში სითბო იცისო. წესით კარგად უნდა იყო, აღარ შეგეკითხები. წარმომიდგენია როგორ დადიხართ შენ და შარლი ღვინით გაჟღენთილები და არღვევთ საზოგადოებრივ წესრიგს ჯოჯოხეთის ქუჩებში, მანდ ხო სულ თრობის საათია?! “ვით სამოთხიდან ალიგიერი, შენც ჯოჯოხეთი ხარ დაფარული.”

იმედია მანდ მაინც გაქვს ნორმალური უერთიერთობა შენი ბიძაშვილის ძმაკაცებთან, არ არიან ცუდი ბიჭები და ძალიან მწყის, რომ არ ძმაკაცობთ, თუმცა გასაგებია, სისტემის გეშინია. ზუსტად მაგ შიშით ვცხოვრობთ ეხლაც, ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ბელადები და ისევ რეპრესიები.

ერთი შეკითხვა მაქვს მხოლოდ: ბიძინა ივანიშვილი შენც ხო არ გეხმარებოდა? აუ თუ გეხმარებოდა ეხლა უარი არ თქვა რა, ტეხავს. ვიცი, დაგაძალებენ, დაგაშანტაჟებენ, მაგრამ შენ ხო ძლიერი პიროვნება ხარ, სადაც ამდენს გაუძელი, ეხლაც გაუძლებ. ბოლობოლო სიკვდილს ზავი დაუდე და სული თეთრ აკლდამაზე შესვი, შენ ერთადერთი ხარ ვინც ჯვარს ეცვა და ამაში შვება ჰპოვა, ეხლაც მოიფიქრებ რამეს. თავს გაუფრთხილდი, ხუმრობა აღარა 120 წელი. ისე, ერთ მოგობრულ რჩევას მოგცემ, რო შეგეკითხებიან გალა, გალა რამდენის გახდიო 119 უპასუხე, 120–ს ცუდად გაგირითმავენ, თან ვიცი ის ჩემის წერეთელიც მანდ იქნება და მაგას უყვარს უშნო და უკბილო ხუმრობები. კი, ვიცი, შენც საკადრის პასუხს გასცემ, მარა მაინც თავიდან აირიდე უსიამოვნება. გამოუშვი დემონი, მანდ გამოგადგება.

წავედი ეხლა, ცოტას დავლევ, ვიცი გიყვარდა და მოგაგებოს, მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობები ერთი საყვედური არ გითხრა, ის სირი მესაფლავე სად ნახე? მაგარი აფერისტი გამოდგა, მაგისი თეორია ყველა მიცვალებულის დავიწყებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია შენ მაგალითზე გავაბათილოთ, ასე რომ ყველას ბრმად ნუ ენდობი. აბა ჰე! მომავალ შეხვედრამდე, ჯოჯოხეთში!

პატივისცემით მათე მაყაშვილი.

ფიქრები მარშუტკაში

–        როცა მეჩქარება ყოველთვის მაშინ რატო უწევს „სვეტაფორზე“ წითელი! ტფუუ ბლიად!

ეს მძღოლიც სპეციალურად უმიზნებს წითლებს, ხედავ რო მალე ჩაქრება მწვანე, მოუმატე რა სიჩქარეს, შე ნაბიჭვარო!!! ეხლა ხო ვიცი ყოველ 20 მეტრში გააჩერებს. ეს ვიღაა? ბლინ თუ მარშუტკაიში ამოსვლა გინდა მოიწიე და ამოდი როცა გაჩერებულია, რა წესია 5 მეტრში თავიდან რო აჩერებინებ,  შენი დედაც მოვტყან!!!

ან რას გავს ეს ჩემისა გასიებული ღორი, ჩაგიფსი მაგ ლილოს პარკში. რამხელა ხმაზე ლაპარაკობს ეს ბეჰემოტი, ეხლა უნდა მიხვიდე, წამოარტყა და უთხრა „ოეეე ქალოოო ხალხია მარშუტკაში და ტვინს ნუ ტყნავთ, თქვენი პროვინციული დიალოგის მაღალ ხმაზე მოსმენა ყველას ყლეს უსუქებს!“

ეს სირი ვიღაა? იყიდე რა ნაუშნიკები შეე სიროოოო! „კარენოი“ არ დაიდარდო არ მეყოფა, ეხლა კიდე ამის მობილურის ფლეი ლისტი უნდა დავიზეპირო „ულიტაიწე ვორანიი, ნა ჩიტირი სტორანიი“ შენ შეგცა შუპუტისნკიმ ყოველ დილა–საღამოს ჭამის მერე, ეხლა ამას თავი მაგარი როჟა გონია, შავები აცვია, მპ3–იანი ტელეფონი ახალი დათრეული აქვს და სამყარო თავისად მიაჩნია, შენა ხარ და ისევ შენ. რაღაც ამრეზად მიყურებს, ეტყობა ჩემი ვარდისფერი მაისური არ დაევასა, უეჭველი პიდარასტი ვგონივარ.

ეს კიდე ჩემს გვერდით რო ზის, ძალით მორწმუნე გოგჩო, დაუჭერია კონსპექტები და ვითომ მეცადინეობს. მე რო არ გადამეწერა პირჯვარი ნეტა თვითონ გაახსენდებოდა რო ეკლესიასთან ჩავლისას პირჯვარი უნდა გადაიწეროს?

ეს ქალი რაღას დამადგა თავზე? ბოზისსს შვილი ვიყო თუ დაგითმო ადგილი!

არა რა, ქართველების საშველი არ არის, რაის ევროპეიზაცია და მოდერნიზაცია! ყელამდე ნეხვში ვართ! ნეტა დროზე გავგაზო აქედან!

ვაი მარი ამოვიდა, „ნივიჟუს“ დროა, სად მაქვს ზედმეტი 80 თეთრი, ეხლა იძულებული ვარ თავი ჩავრგო ან ფანჯარაში ვიყურო, ხო შეიძლება როდისმე ქართველებმა ვისწავლოთ, ის, რომ თუ ადამიანი ადრე ჩადის არაა ვლადებული თავის ნაცნობებს ყველას გადაუხადოს მგზავრობის ფული? აი ესაა გურჯისტან, ამის გამო ეხლა ადამიანს ვერ უნდა დაველაპარაკო, დედაც მოვატყან!

–        ჯანდაბა, საერთოდ აღარ მესმის ყურში, თან ეს ტელეფონიც გაფუჭებულია. ვაიმე დედა  ჩანთაც რამხელაა, ჩემი დაპალი ქმარი ხო ტრაკს არ გაანძრევს, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია, დაქირავებული ვირი ვარ, ვის გამაყოლეს, ჩემებს მაინც არ ქონდათ თავში ტვინი? ეს ბიჭი რაღას წამოკოტრიალებულა, ხო ხედავ ამხელა ჩანთას მოვათრევ ამხელა ქალი, ხო შეიძლება მომეხმარო, სად გაიზარდე შე უბედურო! კევს აღლაჭუნებს და ისე იყურება, თითქოს ყველას მაგის ვალი ქონდეს, დედის ტოლა ქალი თავზე ადგას და ადგილსაც კი არ უთმობს, პირჯვარს კი იწერს დიდის ამბით, სად იზრდება დღევანდელი თაობა კომპიუტერის მეტი არაფერი არ აინტერესებთ, წიგნს ესენი არ კითხულობენ, ოჯახში მაინც ისწავლეთ ზრდილობა,  ჩემმა შვილმა ასეთი რამე რო გააკეთოს ხო მოვკლავ კიდევაც, ესენი არიან აფხაზეთის დაბრუნებლები?!

ეხ.. ნეტა დღესაც გუშინდელივით ცუდი ვაჭრობა იქნება?!

დამემთავრებინა უნივერსიტეტი რას ვთხოვდებოდი? ხო ვიმუშავებდი ეხლა ნორმალურ ადგილას?

–                    ეს პიდარასტი ვიღაა? მოვიდა ამათი პრეზიდენტი, ეხლა ასეთი ხალხი დრო დადგა, ვაიმე უბედურო საქართველო, ვინები ბლატაობენ? არა უშავს მოვა ჩვენი დროც. ზის წამოპლაკული, რა ხალხი ცხოვრობს ვაკეში?  ძველ დროს ესენი ასე გაივლიდნენ ქუჩაში? ეხლა ამას ეს მუსიკებიც ნერვებს უშლის, პირჯვარს რა ნამუსით იწერს? რამხელა კევს ღეჭავს, ფუუ შენი უზრდელი დედა ვატირე სად აკრობ მაგ კევს? ამას გონია ვერავინ ვერ ხედავს. ფურცლის ნაგლეჯიც ისე მოისროლა ფანჯრიდან გეგონება ვალოდას ორღობეში მიდიოდეს. მძღოლმა კიდე გამორთოს ეს არ დაიდარდო!

არა რა, საღოლ ბიძა მაგარი კაცი ხარ, საკაიფო ტელეფონი დამითრია, ამის გარეშე აქ როგორ გავძლებდი?!

–        ეხ… როგორ მინდა ვუთხრა რევმატიზმი მაქვს შვილო ადგილი დამითმე–მეთქი, მაგრამ რათ გინდა? თვინთონ ვერ უნდა ხვდებოდეს? ასე ზრდიან ახალ თაობას, ესაა შენი ევროპა.

–        ვაიმე გიორგი, უხერხულია ეხლა რო გამოველაპარაკო, იქნებ არ ქონდეს ზედმეტი ფული და ვერ გადამიხადოს, ან იქნებ ჩემზე გვიან ჩადის და მეც არ მაქვს ზედმეტი 80 თეთრი. უმჯობესია ფეხზე ვიდგე აქვე მძღოლთან და ვერ დამინახავს, არადა რატო არ შეიძლება ეხლა რო გამოველაპარაკო, მერე მე ჩემი გადავიხადო იმან თავისი და გზა გავაგრძელოთ? მაგრამ ამას ქართული მენტალიტეტის უშლის ხელს.

როდემდე უნდა ვიყოთ ასეთდღეში?

–        უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი და დამეხმარე გამოცდაზე.

 

 

(c) skiron

“იქვე ვიღაც წვერებიანი:
– ამთთვის თავის აფეთქება ტეხავს. ნეტა ჩანთა რომ დავტოვო და გავიქცე, მოვასწრებ მოფარებას?!…

ღმერთის სახელს ამოფარებული უსამართლობა

ალბათ უმრავლესობა თქვენთაგანმა უკვე იცის საქართველოს ბანკის სტიპენდიების კონკურსი, სადაც უგრანტო სტუდენტები “ყველა საშუალებით” ცდილობენ მოიპოვონ დაფინანსება, ზოგი ეკლესიით და სარწმუნოებით მანიპულირებს, ზოგიც გაჭირებული ცხოვრებით “იქადნება.”

გადავწყვიტე მეც მიმეღო კონკურში მონაწილეობა, ვინაიდან სწავლა ჩემთვის მნიშვნელოვანია და სამწუხაროდ მაგისტრატურაზე დაფინანსების გარეშე ვარ. ვიდეოს შინაარსზე ბევრი არ მიფიქრია გადავწყვიტე გულწრფელობა და გადავიღე შემდეგი ვიდეო

ვიდეოს გადაღებამდე, კარგად გავეცანი  კონკურსის პირობებს, გადავწყვიტე, რომ არ ვარღვევდი არცერთ მათგანს და ვიდეოც ავტვირთე. მთელი ღამე ველოდებოდი ვიდეოს დადებას და ყოველ წუთში ერთხელ ვარეფრეშებდი საიტს, მაგრამ ამაოდ. მეორე დღეს მომდის ელ-ფოსტა, სადაც საქ.ბანკი მაუწყებს, რომ სამწუხაროდ ჩემმა ვიდეო მოდერაცია ვერ გაიარა.  სიმართლე რო გითხრათ ძალიან გამიკვირდა, ვინაიდან არ დამირღვევია არანაირი ეთიკის ნორმა, როგორც ეს კონკურსის პირობებშია მოთხოვნილი და არც კონკურსის სხვა ტექნიკური პირობები.
რატომ დაიბლოკა ვიდეო?

1. ალბათ ყველაზე ნორმალური არგუმენტი არის ის, რომ ვიდეოში გაჟღერებულია სიტყვა “ბოზი”  და შეიძლება ეს სიტყვა მიიჩნიეს არაეთიკურად.

2. ვიდეოში ვსაუბრობ მარიხუანის ლეგალიზაციაზე, შეიძლება კონკურსის მესვეურებმა გადაწყვიტეს, რომ ამ ვიდეოს ატვირთვა ხალხის მიერ აღქმული იქნებოდა, როგორც ბანკის მიერ მარიხუანის ლეგალიზაციის მხარდაჭერა, რაც აბსოლუტური სისულელეა, თუ ასეა, მაშინ რატო უჭერს ბანკი მხარს ეკლესიით მანიპულირებას? ნუ ეს გასაკვირი არც არის, საქართველოს ბანკი ხო ღმერთის სახელს არის ამოფარებული(თუ არ გჯერათ ეწვიეთ მის ვებ-გვერდს)

როგორც უვკე ავღნიშნე არ ვარღვევ არანაირ ნორმას, არც ეთიკურს, არც მორალურს, არც საკანონმდებლო, არც პრეზიდენტის დეკრეტს ან საერთაშორისო ხელშეკრულებას ან კონვენციას, პირიქით, მე ფეხი ავაყოლე იმ ტენდენციებს, რა ტენდენციებიც შეინიშნებოდა მანამდე ატვირთულ ვიდეოებში.
1. ცნობილი პიროვნების, ცნობილი გამონათქვამი. 

სხვები თუ გოეთეს, შექსპირის, დავით გურამიშვილის ან სენეკას ფრაზებს იშველიებენ, მე ამისათვის ამათზე არანაკლებ პოპულარულ ადამიანს(საქართველოს მაშტაბით) ბედინას ფრაზა გამოვიყენე, “ერთადერთი რაც გვიშველის პლანის ლეგაზილაცია.”

2. “პათხალიმი & ვაზელინი vol.1 “

ეს ეტყობა ვერ შენიშნეს ძვირფასმა ჟიურის წევრებმა, სხვა მონაწილეები თუ ყლინჯის ე.წ. ჰალსტუხის ფერის საშუალებით უძვრებოდნენ “ღმერთს,” მე უფრო ფარული კოდი ჩავდე ვიდეოში განათების სახით, ალბათ ვერავინ ვერ მიხვდა, მაგრამ შემთხვევითი არ იყო “არანჟევიი” შუქი.

3. “პათხალიმი & ვაზელინი vol.2″

უყურადღებოდ არ დარჩებოდა ჩემი ნათქვამი საქართველოს პარლამენტის შესახებ, სადაც ხაზს ვუსვამ ე.წ. “ბრეინ კონტროლს,” რომელიც პარლამენტში სუფევს, ალბათ ეს უფრო, ან სარკასტულად ან ცინიკურად მიიჩნიეს, ნუ მართლებიც არიან.

4. დაპირება

როგორც ყველა მონაწილე, მეც სამშობლოს გაბრწყინებაზე ვზრუნავ და ვიძლევი დაპირებას, რომ თუ მე სწავლას დამიფინანსებენ საქართველო გაბრწყინდება, რა საკვირველია ამ ყველაფერს არ ვამბობ პირდაპირ, მაგრამ მესიჯი ეგ არის.

5. ვიდეოს შინაარსი

ეს ყველაზე მთავარი პუნქტი, ვიდეოში ძალიან კონკრეტული არგუმენტი მომყავს იმის დასამტკიცებლად თუ რაში მარგია სწავლა, არ ვსაუბრობ ბლა-ბლა-ბლა თვითრეალიზაცია-კონკურენტუნარიანობა-კარიერაზე და მსგავსკვერცხობებზე, მსურს მივიღო განათლება რათა გადავდგა კონკრეტული ნაბიჯი.

სავსებით შესაძლებელია, რომ ბანკი მხარს არ უჭერდეს მარიხუანის ლეგალიზაციას, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველანაირი ნორმის დაცვით გადაღებული ვიდეო დაბლოკონ.

ყველაფერს ამდენს იმიტომ ვწერ, რომ თვალი ავუხილო საქართველოს ბანკის კონკურსებით გაბრუებულ ფეისბუქის მომხმარებლებს!

საქართველოს ბანკი ებრძვის სიტყვის თავისუფლებას!

საქართველოს ბანკი არღვევს მომხმარებლის უფლებებს!

ძირს ღმერთის სახელით ჩადენილი უსამართლობა!

მარა რათ გინდა?! გლეხი კაცითვინ არავინ არ არი.

LEGALIZE MARIJUANA!!!

ციკლიდან “ზაფხულის ფრაგმენტები” ანუ როგორ იქმნებოდა მითოლოგია

დაუვიწყარი მოგზაურობა შატილი–ომალო, დღე მეექვსე.

მოქმედი პირები:

ლაშა–თუშეთში არაერთგზის ნამყოფი და მასზე შეყვარებული, ერთგვარი გიდი, თუშეთში არავინ არ არის ნამყოფი მის გარდა.

ქილი–დამწყები მოლაშქრე, მოინათლა ამ მარშუტზე.

ჩუპა–აგრეთვე დამწყები მოლაშქრე, მოინათლა ერთი წლის წინ, ზარმაცი.

მათეუშ–პოლონელი სტუდენტი

პიოტრ–პოლონელი სტუდენტი

მთხრობელი–თქვენი მონა მორჩილი, შედარებით გამოცდილი მოლაშქრე.

მეექვსე დილა ომალოსთან ახლოს გათენდა, იმისათვის რათა კარგად აღიქვათ მეექვსე დღის მოვლენები, საჭიროა ოდნავ გადავავლოთ თვალი განვლილ დღეებს.

ლაშას, როგორც თუშეთის მცოდნეს აურაცხელ კითხვებს ვუსმევდით, გვესაუბრებოდა თუშურ მითოლოგიასა და თებჟორიკებზე, თურმე თებჟორიკა ყოფილა ერთგვარი ჭინკა, რომელიც სავსემკერდიანი ნაშის სახით გამოგეხადება და თუ აყევი ცდუნებას კაი ჩიტსაც დაიჭერ, უფრო სწორედ საერთოდ ვერ დაიჭერ. თუშეთის მისტიურობაზე საუბრისას ლაშამ ახსენა სახლი, სადაც მოჩვენებები ბინადრობენ, რომელიც ომალოში მდებარეობს და კაი ხანია არავინ ეკარება, ადრე აუშენებიათ იდეააში სკოლა–ინტერნატი უნდა ყოფილიყო, მაგრამ მოგვიანებით სამხედრო ყაზარმად გადაკეთდა, საიდანაც ყოველდღიურად გარბოდნენ ჯარისკაცები, ზოგი “ფსიხუშკაში,” ზოგიც დეზერტირობის გამო ციხეში. ჯარის უმფროსებმა გადაწყვიტეს, ამ ჯარისკაცებს შიგნეულობა ხო არ აწუხებთ, წამო ერთი ჩვენ დავრჩეთ მაგ ყაზარმაშიო. შევიდნენ, მოკალათდნენ, თავი უსაფრთხოდ რო იგრძნეს დაიწყეს ქეიფი, მთელს სოფელს ესმოდა თურმე მათი თაშ–ფანდურის ხმა, მაგრამ 10 წუთში ტაშ–ფანდურა ავტომატის ჯერის და ადამიანის წიოკის ხმამ ჩაანაცვლა, თურმე ორმეტრიანი გოლიათი, თეთრი სამოსითა და შავი წვერით, რომელსაც დიდი კომბალი აქვს გადებული მხარზე, დაჟინებით მოითხოვს, რომ თითოეულმა მათგანმა მის სახლი დაუყოვნებლივ დატოვოს, ხალხი იმასაც ამბობდა გვესმოდა ვიღაც გამწარებით ყვიროდა აიწიეთ პადუსკები და გააჯვით ჩემი სახლიდანო. არც მეტი არც ნაკლები, ეს არცთუისე სტუმართმოყვარე ადამიანი წმინდა გიორგი გამოდგა,. იმ მთის წვერზე, რომლის ძირშიც  ეს შენობაა გაშენებული წმინდა გიორგის სალოცავი მდებარეობს და ადგილობრივების რწმენით, სწორედ ამიტომ განრისხდა სნეულთა მკურნალი და მეფეთა უძლეველი დიდიმოწამე გიორგი.

ამ ისტორიის მოსმენის შემდეგ, ყველამ ერთხმად გადავწყვიტეთ, ომალოში რო ჩავიდოდით ერთი ღამე გაგვეთია ე.წ. Ghost House-ში, როგორც მას ჩვენმა სტუმრებმა უწოდეს.

და აი დადგა ნანატრი მეექვსე დღე, მანამდე ათასი ჭირ–ვარამი და 3500 მეტრიანი უღელტეხილი გამოვიარეთ, გვათოვდა, გვაწვიმდა, “გვასეტყვდა,” და როგორც კი მივადექით ომალოს ყველანი მოჩვენებების სახლზე ავლაპარაკდით, მანამდე თუ ყველას დიდი გული ქონდა, რომელიც იმ სახლისკენ ექაჩებოდა, ეხლა ცოტა ორჭოფობა და შიშნარევი ლაპარაკი დასჩემდათ.

გეგმა იყო შემდეგი: ჩავდივართ ომალოში, ვნახულობთ კესელოებს(თუშური კოშკები) ბარგს ვტოვებთ ლაშას მეგობრის სახლში, გადავდივართ შენაქოსა და დიკლოში, ვბრუნდებით უკან და იმ ღამეს ვათენებთ მოჩვენებების სახლში, მაგრამ როგორც ყოველთვის გეგმა რისი გეგმაა თუ არ შეიცვალა, დიტომ და ლაშამ სახლში დარჩენა გადაწყვიტეს, დიტოს ეზარებოდა, ლაშას ტრანსპორტი უნდა მოეძებნა, თან შენაქოც და დიკლოც დაზეპირებული ქონდა. შუადღის სამ საათზე დავტოვეთ ომალო, მე, ქილიმ და პოლონელებმა, როგორც მცოდნე ხალხი გვეუბნებოდა თუ ჩქარა ვივლიდით დაღამებამდე წესით უნდა დავბრუნებულიყავით, მაგრამ როგორ გინდა ჩქარა იარო კაი საკაიფო აღმართი გვაქვს ტყეში ასავლელი, პატარა პერევალუკა.

ჩავედით შენაქოში და ძალიან გამიხარდა, რომ მეც არ დავრჩი ომალოში, ძალიან ლამაზი სოფელი გამოდგა, ულამაზესი ეკლესიით, შენაქოელებმა გვითხრეს, რომ აუცილებლად დაგვაღამდებოდა და თუ რამე ჩემთან მოდით და აქ დარჩითო, რაღაც სახელი მითხრა, ის იკითხეთ ყველა მოგასწავლითო, კაი ჯიგარი კაცი იყო.

შენაქოდან უკვე დიკლოს მიმართულებით დავებერეთ, ყოველგვარი აღმართ–დაღმართის გარეშე, გზად მეცხვარეები გვხვდებოდნენ თავისი უზარმაზარი ნაგაზებითურთ, ყველა დაბრკოლება წარმატე ბით გადავლახეთ, მივადექით დიკლოს, მაგრამ აი მანდ დაგვენძრა, გზა გადაკვიკეთა ერთ–ერთმა ნაგაზმა და გამწარებული გვიყეფდა, ჩვენც ვიდექით და ადგილიდან არ ვინძრეოდით, მეცხვარე სადღაც ას მეტრში წამოწოლიყო და ჩვენზე კაიფობდა.

მთხრობელი: კაი იქნებოდა პილპილი რო გვქონდეს (საუბრები მიდის ინგლისურად)

მათეუშ: მე მაქვს. და ჯიბიდან ამოიღო რაღაც იმდაგვარი, ჰოლივუდურ ფილმებში ქალები მძრცველებს რო თვალებში ასხამენ.

ამასობაში უკინიდან მოგვიახლოვდა ორი ინგლისელი ტურისტი თავისი გიდითურთ, გიდი მეტად კაი მოსაუბრე იყო, რა იყო ბიჭებო ძაღლებმა ხო არ შეგაშინათო და ამაყად ჩაგვიარა, ჩვენც მას გავყევით, ეს დაბრკოლებაც წარმატებით გადაილახა, “იარაღის” გამოყენების გარეშე, როგორც იქნა შევაღწიეთ დიკლოში, მაგრამ ჩვენი მიზანი იყო გვენახა ძველი დიკლო, რომელიც დაახ. 30 წუთის სავალზეა დიკლოდან. დიკლოში შევისვენეთ, სიგარეტი მოვწიეთ, ტურისტებმა გზა განაგრძე, მოვიდა ადგილობრივი და პოლონელებისთვის გადამათარგმნინა, რომ გიჟდება პოლონეთზე და პოლონელ ხალხს და მზად არის ყოველთვის ჩაეხუტოს და დახმარების ხელი გაუწოდეს ჩვენ მოძმე ერს.
პიოტრი აღშფოთებული ამბობდა ooh it`s a perfect, ooh ისე ვნებიანად ამბობდა და თან თავს აქიცინებდა დვარნიაშკის კუდივით, ამაზე კარგად ვერთობოდით, მაზინიც დავდეთ, ვინც ყველაზე მეტჯერ ათქმევინებდა ის იყო მოგებული.

ეს ქულა მე არ ჩამეთვალა.

მივადექით ძველ დიკლოს, მე წინ მივდივარ დანარჩენები დაახ. 200 მეტრში მომყვებიან, წინ კიდევ ერთი დიდი ნაგაზი გადმომხტა, რომელიც მარტო ყეფას არ დასჯერდა, მოვარდა და კბენას ცდილობდა, მაგრამ რატომღაც გადაიფქრა და მედგრად იცავდა თავის ცხვრებს, რამდენჯერ ვუთხარი და ავუხსენი, არ ვაპირებ ცხვრების მოტაცებას უბრალოდ გავივლი, შენც არ მომიკვდე ყურიც არ შეიფერთხა და ისევ ბოლო ხმაზე ყეფდა და იღრინებოდა. ვიდექი და ველოდებოდი პილპილიანებს. ამ ძაღლის ყეფაზე კიდევ ორი ნაგაზი დაქანდა ფერდობზე, ამ დროს გამოჩნდნენ ჩემებიც, რომლენიც იმ ორი ძაღლის ალყაში იყვნენ , ათიოდ მეტრი გვაშორებდა ერთმანეთს, მათეუში პილპილ მომარჯვებული იდგა, პიოტრი ქილის უკან იმალებოდა, მე ვიდექი გაუნძრევლად.

დაახლოებით 20 წუთში ვეკითხები მათეუშს:

-პილპილი არ მოქმედებს?

-არ ვიცი ჯერ არ მიცდია.

გულში ერთი გემრიელად შევაგინე და ვუთხარი დროზე მიესხა, ასეც მოიქცა, პირველმა ძაღლმა კვნესა-კვნესით უკან დაიხია და ჩამოჯდა, მეორეც გვერდით მიუცუცქდა, აი მესამესთვის შესხმა აღარ გახდა საჭირო, სამ დათვლაში სამივევ ისე მოხია თვალის გაყოლებაც ვერ მოვასწარით, აღფრთოვანდნენ პოლონელები, აღვფრთოვანდი მეც.

-ვაუ, რა კარგი რამე ყოფილა, ეხლა უკვე აღარაფრის აღარ მეშინია, დაჟე პოლონელი ხულიგნების-ო დამაჯერებელი ტონით წარმოთქვა მათეუშმა. მოვინახულეთ ძველი დიკლო, მეტად შთამბეჭდავი და ლამაზი გამოდგა და კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადე საკუთარ თავს, რათა არ შევუშინდი დაღამების საშიშროებას და ომალოში არ დავრჩი.
შენაქოში რო დავბრუნდით უკვე ღამე იყო, წვიმასაც იწყებდა.
ჩავრთეთ მეშახტის ფანრები და ამაყად გავაგრძელეთ გზა, ჩვენ ხომ პილპილი გვქონდა!
შევედით ტყეში და ლაშამაც დარეკა, დროზე მოდით ნუ მანერვიულებთ, დღეს მოჩვენებების სახლში ვრჩებით არ დაგავიწყდეთო.
მოჩვენებების გაგონებაზე ცოტა შეცბნენ ჩვენი სტუმრები, პილპილი კი გვქონდა მარა ეტყობა არ იყვნენ დარწმუნებულნი, რომ სულებზე და მოჩვენებებზეც იმოქმედებდა. გავაგრძელეთ გზა უღრან  ტყეში, ყველა დავარდნილი ფოთოლი დათვი გვგონია, და ყველა მოჩხრიალე ნაკადული მკვდარ ბავშვს დაწაფებული ვამპირი, მოსაწევად გავჩერდით, ფანრები გამოვრთეთ გვეშინოდა არ დამჯდარიყო, ფანრების გამორთვა და ქვევიდან რაღაც ცხოველის ხმების გაგონება ერთი იყო დავიძაბეთ, მათეუშმა იშიშვლა პერეცი და ჩამუხლული ელოდებოდა მსხვერპლს, მაგრამ იმედები გაგვიცრუვდა, როცა ცხენზე ამხედრებული ომალოდან მომავალი მამაკაცი შევნიშნეთ. სალმები გავცვალეთ და გზა განაგრძო, ცოტა ხანში მანქანის ხმაც შემოგვესმა, სამწუხაროდ ომალოდან მოდიოდა, თეთრი ნივა იყო, რო მოგვიახლოვდა შეანელა სვლა, ისე გამოგვხედა რომ ჩვენ მძღოლი ვერ შევამჩნიეთ და გზა განაგრძო.

პიოტრ:

– ოოჰ, რა დასანანია, რომ საპირისპირო მხარეს მიდიოდა

ქილი:

-ნუ განიცდი პიოტრ, ეს ჩვეულებრივი მანქანა არ არის, კიდევ კარგი, რომ შენაქოში მიდიოდა. აქ ადრე ერთი ხევისბერი ცხოვრობდა, რომელსაც კეთილი საქმის მეტი არაფერი უკეთებია, მთელ თუშეთს უყვარდა, თურმე ეშმაკმა რა გზით არ სცადა მისი შეცდენა, მაგრამ ვერაფერი გააწყო, ერთ მშვენიერ დღეს, ხევისბერი ომალოდან შენაქოში მიდიოდა, 19 აგვისტო იყო, ფერისცვალება, თურმე ეშმაკები გამოეცხადნენ და საჭე აურიეს, მანქანა გადაიჩეხა, მეორე დღეს მკვდარი იპოვეს ხევისბერი, მაგრამ მანქანა ვერ აღმოაჩინეს, იმის მერე ზუსტად ის მანქანა რითიც ხევისბერი მოძრაობდა, ყოველ 19 აგვისტოს ამ გზაზე დადის, თუ ვინმე გადაეყარა პირდაპირ ეჯახება, ჩვენ ძალიან გაგვიმართლა გაჩერებულები რო ვიყავით, რამოდენიმე ადამიანი უკვე შეიწირა პირველად ეს გერმანელმა ტურისტებმა დააფიქსირეს და Ghost Niva შეარქვეს.

-oooh, ghost niva come here, take us to Omalo. ღიმილით, ძალდატანებით და შიშნარევი ხმით აღმოხდა პიოტრს, მაგრამ ქილის ეს ქულა არ ჩაეთვალა, It`s a perfect ვერ ათქმევინა.
როგორც იქნა დიდი ვაივიშით მივაღწიეთ ომალოს. ლაშას მეგობრის სახლში, სადაც ამ მეგობრის დედამ  ძალიან თბილად გვიმასპინძლა, რისთვისაც კიდევ ერთხელ დიდი მადლობას გადავუხდი, დავლიეთ  ძალიან გემრიელი  ბექ ქონდარას ნაყენი, გამოვიკვებეთ გემრიელად, ზედ სიგარეტიც დავაყოლეთ და დადგა დრო ჩვენი მოჩვენებების სახლში წასვლისა.

დიტო:

-აუ მაგრად მეზარება, კარგად ვჭამე დავისვენე, მე დავრჩები თქვენ წადით.
დიტოს უფრო სიზარმაცე ალაპარაკებდა ვიდრე შიში.

ყველაზე მეტად ლაშა და ქილი იწევდნენ მოჩვენებების სახლისკენ, მეც ყაბულს ვიყავი, იმისათვის რომ გაგვეგო ხმათა უმრავლესობა რომელ მხარეს იხრებოდა საჭირო იყო პოლონელების აზრის გაგება, რომლებიც მთელი 6 დღე იმისთვის მოდიოდნენ, რომ მაგ სახლში ღამე გაეთიათ.

ბოლოს ვკითხე, სად გირჩევნიათ დარჩენა აქ თუ იქ მეთქი, 3 წუთი მოითათბირეს, (საერთოდ ეგეთი ჩვევა ქონდათ, რამეს რო კითხავდი მოითათბირებდნენ და მერე ერთიან პასუხს გვაძლევდა პიოტრი, როგორც ასაკით უმფროსი)
-მათე, მე ვფიქობ, ეს ძალიან კარგი ადგილია ღამის გასათევად, რა საჭიროა მოჩვენებების სახლში წასვლა? ჩვენ აქ უფრო მოგვწონს, თუ არ გეწყინება აქ დავრჩეთ.

თან მეწყინა, თან არ მეწყინა, ძნელია დააძალო მოჩვენება ნივით დაშინებულ ტურისტს მოჩვენებების სახლში ღამის გათენება.

Botlaw

 კვარიათში არის ერთი მყუდრო და ლამაზი სასტუმრო მართინი, რომელმაც გამოაცხადა კონკურსი ბლოგერებისთვის და არც მთლად ბლოგერებისთვის, კონკურსის დედა აზრი მდგომარეობდა შემდგომში, ზღვის პირას იპოვე ბოთლი, რომელში იყო წერილი, ან შენ აგზავნი ბოთლით წერილს, რა წერია წერილში?

პოსტის მაქსიმალური მოცულობა უნდა ყოფილი 500 სიტყვა, პირველი ტურის შედეგად აარჩიეს 11 ავტორი, ფინალი გაიმართა კვარიათში სადაც ახალი დავალება მივიღეთ, ამაზე მოგვიანებით გიამბობთ, მანამდე კი გთავაზობთ ჩემს საპირველტურო  ნაღვაწს, გინდ პოსტი დაარქვით, გინდ მოთხრობა და გინდა ნაკვესი. წაიკითხე მეტი…

სანამ პირში სული მიდგას…

თურმე, ბლოგერ საზოგადოებაში ყოფილა რაღაც თეგ-თამაშები, მიგთაგავენ რაღაც პოსტზე და მერე შენც იგივე სათაურის პოსტი უნდა დაწერო, ასე აღმოვჩნდი მითაგული მოხეტიალის ბლოგზე და აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე სურვილი საერთო გვაქვს, კერძოდ, ქრისტიანია და მაჩუ პიქჩუ. მაშ ასე, დავიწყებ სპორტული ივენთებით: სანამ ცოცხალი  ვარ დავესწრები:

  1. NBA, All Star სასურველია სტეპლზ ცენტრში, წინა რიგში ჯეკ ნიკოლსონის გვერდით, ჩვენს გვერდით ჯასტინ ბიბერი იქნებოდა და მე და ჯეკი ჯიგრულად ვიღადავებდი ჯასტინზე, წარმოიდგინეთ ჯეკს ყურში რაღაცას ვეუბნები და ის თავისი ჩვეული ჯოკერული ღიმილით გადახედავს თინეიჯერების კერპს და მაგრად დასცინის :დ
  2. Old Trafford aka ოცნებების თეატრი, აქ აუცილებლად უნდა მოვხვდე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე გიგზის გაცილებას დავსწრებოდი.
  3. ზაფხულის ოლიმპიადას, სადაც არ უნდა იყოს, სასურველია ჩეპიონის რანგში, კვარცხბეკზე, ოქროს მედლითურთ, დისციპლინა-ცურვა.
  4. რომელიმე თვის ბაშოს, სასურველია მარტში, ოსაკაში, საკურსაც დაემთხვეოდა, მერე იქვე ფუძიამაზე ავირბენდი საკეთი გაჟღენთილი და იმ ხალხის გინებას დავიწყებდი ვინც მაგ სილამაზის შემყურე თავს იკლავს.

უნდა დავიპყრო ყველა რვაათასიანი მწვერვალი, თუ ყველა არა ანაპურნა და K2 მაინც, ვიმოგზაურო დიდი ბარიერული რიფის წყალქვეშა სამყაროში, პარაშუტით უნდა  გადმოვხტე ანხელიდან, ვიცოცო იოსემიტის კლდეებზე, ბეჭდების მბრძანებელს თუ კიდე გადაიღებენ გადაღებებს უნდა დავესწრო, დავიკარგო კოსტა-რიკის ნიასლიან ტყეში. მოვინახულო 911-ვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  სიაში შეტანილი ექსპონანტები (909 დამრჩა სნახავი, გელათი, ბაგრატი და მცხეთა ნანახი მაქვს :დ) აუცილებლად უნდა ჩავიდე ბრიუგეში და ცენტრალურ მოედანზე მდგარი კოშკიდან ხურდები უნდა გადმოვყარო. სიამოვნებით მოვიგებდი ბევრ ფულს ლას ვეგასის რომელიმე კაზინოში, მერე რა თქმა უნდა სასმელში დავხარჯავდი. უნდა გამოვცადო ყველა ექსტრემი რაც ამ ლინკზეა, განსაკუთრებით მეორე და მესამე. და აი ეს აუცილებლად იქნება ჩემს ცხოვრებაში და ეს არ არის ოცნება, ეს მიზანია, მექსიკა იუკატანის მიწის ქვეშა წყლის რეზერვუარი. მინდა ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ტოპ 10 ჰაიქინგ ტურიდან, თუ ყველა არა, რამოდენიმე მაინც. კიდე მინდა ვნახე უამრავი ჩანჩქერი, ტბა და ა.შ. მაგრამ ჩამოთვლას აზრი არა აქვს, ვერ მოვრჩები წერას. ბარემ კოსმოსშიც გავფრინდები. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ეფბიაი და აშშ პოლიცია შევარიგო, რა აჩხუბებთ მაინც ვერ გამიგია, მთავარია საქმე დაიხუროს და დამნაშავე დაისაჯოს, ამას ვინ გააკეთეს რა მნიშვნელობა აქვს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა ეთხელ მაინც ვნახო კლერ ფორლანი ჩემს წინ დაჩოქილი და რაც შეიძლება მალე. კიდევ ბევრი რამე მინდა, მაგრამ ეხლა არ მახსენდება.

(ეს პუნქტი დაგვიანებით ემატება, როდესაც გადავყწვიტე ეს პოსტი დამეწერა მაშინვე ვთქვი, რომ ამას აუცილებლად დავწერდი მაგრამ დამავიწყდა)

კუ და აქილევსი უნდა შევაჯიბრო!

სიბრძნით დაითაგენით! ტერაბიტია მარიეფილე ენდრიუ

მცირე გაკვეთილი სასწავლებლად ჩამოსულ პროვინციელებს

თუ რომელიმე არათბილისელ აბიტუიენტს მიმართავ კითხვით „სად აბარებ?“ პასუხად რომელიმე უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტის ნაცვლად მიიღებთ „თბილისში,“ თან ისეთი სახით გეტყვის, დაეჭვდები თბილისი რამე უნივერსიტეტს ხო არ ქვიაო.

თბილისი, ოოო…. დიადი თბილისი ეს არი რაც არი, აქ გოგოები იძლევიან, მაგარი პონტებია, ღამის კლუბები, დალევა და რამე. ამ სტერეოტიპს უკვე გასტუდენტებული პროვინციელები აყალიბებენ, როდესაც ბრუნდებიან მშობლიურ მხარეში და ყვებიან თავის სადედაქალაქო საგმირო საქმეების შესახებ, როგორ გაჟიმა კურსელი გოგო და მერე როგორ ეტენებოდა, როგორ ესროლეს მას და მის ძმაკაცებს უნივერსიტეტის ეზოში და მერე ამათ აბაროტი რო აიღეს (რა თქმა უნდა იტყუებიან) უსმენენ გაბრწყინებული თვალებით მომავალი პინგვინები და ერთი სული აქვთ საკუთარ თავზე გამოსცადონ ყოველივე. ფიქრობენ, მთავარია ჩავაბარო და თბილისში ყველაფერი თავისით მოვა, თბილისი ხომ ოცნებების ქარხანაა. ისე ოცნებობენ თბილისზე, თითქოს სადღაც შორეული ქვეყნის ქალაქი იყოს. (საერთოდ, პროვინციელი აბიტურიენტებისა და სტუდენტების ფსიქოლოგია ცალკე კვლევის საგანია, ახლა არ მინდა თემას გადავუხვიო.)

ასე ვიყავი მეც, რიგითი პროვინციელი აბიტურიენტი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ისეთი ვარდისფერი არ არის როგორც აბიტურიენტობისას გეჩვენება, ჰო და მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო პროვინციელ აბიტურიენტებს, რათა ჩემნაირ „ჩეპეებში“ არ გაეხვნენ.

მაშ ასე, იწყება თხრობაი საკვირველი.

არაფერი განსაკუთრებული, „მოვეწყვე“ თბილისში და შევუდექი თბილისური ოცნების ასრულებას, ოცნების ასასრულებლად საჭირო იყო ფული და ხალხის გაცნობა. ფულს ათასი ტყუილის საშუალებით ვცანცლავდი საცოდავ მამაჩემს, ხან ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა, ხან ექსკურსიაზე მივდიოდი, ხან გასვენებაში და ა.შ. თანხა შეადგენდა ასე 20-30 ლარს, ამას ემატებოდა ჩემი ყოველკვირეული ბიუჯეტი ოცი ლარის ოდენობით და მეტი არც მინდოდა. ხანდახან იყო სიტუაცია როდესაც მარტო ამ ოცი ლარის იმედზე უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ტყუილს ვერ ვიტყოდი, „დავიწვებოდი.“

ერთი ასეთი უტყუილო კვირა დაიწყო, გორიდან აღგზენებული ჩამოვედი ოცი ლარითურთ. ჩემ  გორელ „ვზროსლ“ მეგობართან ერთად მივაშურე უნივერსიტეტს. სავარაუდოდ, შორიდან ისეთ ვიდზე ვარ როგორც ადნაკლასნიკებზე არიან, ოღონდ აწითლებული ლოყებისა და იარაღის გარეშე.

ჩემი „ვზროსლი“ მეგობარი ჯეოსტარელია, ასე თუ ისე იცნობს ხალხი და მაგასთან ერთად მოძრაობა ჩემს თბილისურ ოცნებას უფრო რეალურს ხდის. სასტავში დამკვიდრება არ მიჭირს, ნუ ეხლა უნდა ვაღიარო, მერე რა რომ სოფლელი ვარ და ლაპარაკი არ ვიცი, ზატო სიპათიური ვარ და გოგოები ეგრევე არ გარბიან ჩემთან ურთიერთობისას. ერთი გოგო უკვე გაცნობილი მყავს, იმას კარგად აქვს ფეხი მოკიდებული, როგორც ვატყობ, და „ჩერეზ“ მაგითი გავალ, თან კაი სვეცკია, საკაიფოდ წელავს ასოებს.

მივედი ვნახე ეს უკვეგაცნობილი გოგო, მარტო არ იყო როგორც ყოველთვის, შევთავაზე წამო რამე ვჭამოთ-მეთქი, (ნუ რა თქმა უნდა ჭამაში ნიკორას და მეორე კორპუსის წინს მდერაბარე სახაჭაპურეს ვგულისხმობდი.) შენი მეგობარიც წამოიყვანე-მეთქი, ამასობაში ერთი ჩემი კურსელი ბიჭიც შემოგვემატა და პირველი კორპუსის ეზოში უკვე ხუთნი  ვიყავით. დავიძარით, ეზოდან გამოვედით, წინ გოგოები მიდიან, უკან ჩვენ, რაღაცას ვღიღინებთ. ვჩერდებით პირველი კორპუსის შესასვლელთან და ვსვამ კითხვას „სად წავიდეთ?“ იმ იმედით, რომ პასუხად ან „ნიკორას“ მივიღებ ან „კოკა კოლას“ (იმ სახაჭაპურეს ეგრე ვეძახდით) ნიკორა უფრო მაწყობს, ჩაია უფასოა.  „წამო კოელიოში, აქვეა“ ამბობს ახალი გოგო, ახალი გოგო უნდა ითქვას, რომ ვიზუალურად არ მომწონს, მაგრამ თბილისელია და ეგ მხიბლავს.

ვა… კოელიო არ ვიცი, მე კიდე მგონია რო ყველა „საკიშკაო ზავეძენია“ მოვლილი მაქვს უნივერსიტეთან.

ავდივართ კეკელიძეზე, ჩვენ წინ მივდივართ, რაღაცას ვღიღინებთ, გოგოების ხმა გვსემის უკნიდან, სადღა მიდიხართ აქ არისო, ვბრუნდებით. ავდივართ კიბეებზე და  ვიღაც ჭაღარა  სანდომიანი მამაკაცი იმზირება, ვერ მივხვდი რა ხდება, თან მაგრად მაინტერესებს ეს კაცი ვინაა, მაგრამ მიტყდება კითხვა რო დავსვა.

მოვთავსდით, ძალიან მშია. მოვიდა მიმტანი და რას ინებებთო, კი ვეტყვი ერთი ლობიანი და ერთიც ფენოვანი თავისი კოკა-კოლით მეთქი მაგრამ, ვაი თუ დამცინონ. ეს რაღაც „ძერსკი“ ზავეძენია ჩანს-მეთქი ვფიქრობ, გადავწყვიტე, რომ კარტოფილი უეჭველი უნდა ჰქონოდათ, შევუკვეთეთ 2 ჩაი და 3 კარტოფილი „ფრი.“

შეკვეთა იგვიანებს, სალაპარაკოდ საკმაო დრო გვაქვს, გოგოები თავისთვის ლაპარაკობენ, ჩვენ ჩვენთვის ვიცინით, შიგადაშიგ ჩემს ჯეოსტარელ მეგობარს კითხვებს უსვამენ, „რა უნდა იმღერო შემდეგ ტურზე?“ და ა.შ.

ამასობაში ჩვენი შეკვეთაც მოვიდა: 2 ჩაი, 3 ფრი, კეჩუპი და პური.

„პური ვის უნდა?“ გაკვირვებისგან პირი დააღო და თვალები დააჭყიტა ახალმა გოგომ. „მე,“ მორცხვად ვუპასუხე და გავიღიმე. არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა, სახეზე ეწერა ეს გოიმი და სოფლელი ვინ არი, ამასთან ერთად რა მინდაო, აპრუწა ტუჩები და ჩანგალი ერთ საცოდავ კარტოფილს ჩაარჭო.

მიწა გამსკდომოდა მერჩივნა, არ ვიცოდი კარტოფილზე პურის შეტანება თუ გოიმობა იყო, ბებიაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა ბევრი პური ჭამე და მუსკულები გექნებაო.

რადგან ჩემი გოიმობის ლუსტრაცია უკვე მოხდა, გადავწყვიტე ცნობისმოყვარეობა მაინც დამეკმაყოფილებინა და მეკითხა ამ ჭაღარა კაცის ამბავი. საბედნიეროდ არ დამცალდა კითხვა და თვითონ ჩამოაგდეს საუბარი კოელიოზე, „იცი გოგო კოელიომ რა თქვა? ვინც მე არ წამიკითხავს ის გოიმიაო, არადა თავიდან ძალიან თავმდაბალი იყო, ეხა კიდე თავში აუვარდაო, მარა მაინც საყვარელია.“ ამ დიალოგის საფუძველზე დავასკვენი, რომ ეს ჭაღარა კაცი მწერალი უნდა იყოს, თან საკმაოდ პოპულარული, მაგის სახელობის კაფეც კი გახსნილა თბილისში. „მე არ მაქვს წაკითხული კოელიო-მეთქი“ რაღაც სითამამემ იმძლავრა ჩემში და ეს ფრაზა დასცდა ბაგესა ჩემსა, „უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცი რა აქვს დაწერილი, პირველად გავიგე მეთქი.“  მეორე მზერა, რომელიც ორივე გოგომ ერთად მესროლა, უფრო დამთრგუნველი და აბუჩადამგდები იყო, სავარაუდოდ ასეთ მზერას მივიღებდი მაშინ, თუ ხაშს მოვითხოვდი ამ დიადი მწერლის სახელობის კაფეში. ამასობაში ჩემს ტანჯვასაც ბოლო მოეღო და ანგარიში მოვიდა, გავიბრიქე და მე გამოვართვი, ნაზად გადავშალე და მგონი სახეზე მჭმუნვარება არ შევიმჩნიე ისე ჩავდე ჩემი ბედკრული და დედისერთა ოცლარიანი, ხურდას აღარ დაველოდე, ან კი 20 თეთრი რა გამოსართმევი იყო, ეჰჰ… გავმძღარიყავი მაინც.

მთელი კვირა რითი ვიცოცხლო-მეთქი, წავიშინე ხელები, აი ასე დავრჩი უგზისფულოდ. თავს ვიმშვიდებდი, ზატო კაი სვეცკი გოგოები გაიცანი მათე ეგ არაფერი მეთქი, მაგრამ მეორე მე ჩამძახოდა, მაგ გოგოებს მაგრად კიდიხარ, შენ ხო კარტოფილს და პურს ერთად ჭამ და არც კოელიო იცი ვინააო. ასეთი კვირები კიდე მრავალი იყო ჩემ პირველსემეტრულ კარიერაში, მერე ცოტა გავიქექე.

და ამ ავბედითი დღის მეორე დღეს, მივაშურე უნივერსიტეტს, გადავაგდე ავტობუსი(მაშინ ფული მძღოლისთვის უნდა მიგეცა) მეორე კორპუსის კიბეზე ის გოგო დავლანდე წინა დღეს რომ გავიცანი, მარტო იყო სიგარეტს ეწეოდა და მუსიკას უსმენდა.

წინ გადავუდექი, გამარჯობა როგორ ხარ მეთქი, გაოგნებული მზერა უკვე მესამედ მესროლა, „რომეეეელიიი ხაარ?“ ენა დაება. ნაუშნიკი მოიხსნა და ოდნავ უკან გადაიხარა, ცისფერი ლინზები გაუკეთებია, არ უხდებოდა.

ავიქნიე ხელი, ზურგი შევაქციე და წამოვედი.

იმის მერე გამოხდა ხანი, წიგნების კითხვასაც მოვუმატე, მაგრამ ამ სიმპათიური მამაკაცის არაფერი წამიკითხავს, მან ხო საცოდავი ოცი ლარი დამცინცლა.

Faithbook

თანამედროვე ღმერთის ჩივილი

 

1. მე ვარ სტატუსი, თქვენ კი არ მალაიქებთ.

2. მე ვარ ფოტო, თქვენ კი არ მიკომენტებთ.

3. მე ვარ ფერმა, თქვენ კი არ მაფხვიერებთ.

4. მე ვარ ივენთი, თქვენ კი არ მესწრებით.

5. მე ვარ ლინკი, თქვენ კი არ მიზიარებთ.

6. მე ვარ ტესტი, თქვენ კი არ მავსებთ.

7. მე ვარ ფეთი, თქვენ კი არ მაბანავებთ (არც საჭმელს მაჭმევთ)

8. მე ვარ მაფია ვორსი, თქვენ კი ენერგიას არ მიგზავნით.

9. და თუ ამოგშალე ფრენდებიდან ნუ დამადნაშაულებ მე!

რად დამაჰაიდე ადამიანო?!  😦

რად არ გახსენი ჩემი ლოვე ბარათი?!

რად დაულაიქე ლეო ნაფტას სტატუსი?! ;(

მოიგონე, რომ შენს პეთს ვეფერებოდი.

მოიგონე, რომ გიჯიკე.

მოიგონე, რომ ნაძვის ხის სურათზე ვარსკვლავად დაგთაგე.

მოიგონე, რომ შენთვის დავალაიქე “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი.”

მოიგონე, რომ შენთვის შევქმენ იუზერი იესო ქრისტე.

მოიგონე, რომ შენთვის გავწევრიანდი ჯგუფში “ჯააან ძერსკები და შაყვარლები.”

მოიგონე, რომ სიტყვა დისლაიქი, სპამი, არ ვიზიარებ, არ ვესწრები, იგნორი, ჰაიდი, ოფლაინი, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე.

მოიგონე, რომ შენთვის აკვარიუმი გავაუქმე.

-ოდნოკლასნიკიდან გადმოვედი, შენ რომ ამეყვანე აქ.

-კრედიტები გავიღე, რათა დაბადების დღე მომელოცა.

-დეკემბერში დაბადებულთა სურათზე თავი დავითაგე, ოცდამეხუთე უჯრაში. (ზოგთათვის იანვარის მეშვიდეში)

– შენ სპამზე თავი მე დავირეპორტე.

-შენ დერვიშებს აგინე და ბანი მე დავიდე.

– საქართველოს ბანკის კონკურსში შენი მეგობრების ძაღლები(იშვიათად კატები) ვალაიქე.

– ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

– ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

– ნუთუ უარყოფ ჩემს საჰაერო კოცნებს?!

-იუთუბის ნაცვლად მაივიდეოს დამიდებ?!

-ჩემს მაგივრად ანინას ბლოგს კითხულობ?

-ჩემს მაგიერ გიპასუხია კითხვაზე, „რა ზომა მკერდი აქვს შენს მეგობარს?“

-თეა თუთბერიძეს ეძებ? ენდე  ჩემს ფრენდებში დგა.

– ნიკო გომელაურის ვიდეოს ეძებ? ამ წუთას დავაშეარე.

– შენ ფოტოებს ეძებ? ახლავე დაგთაგავ.

– რატომ, რისთვის არ მიმატებს ფრენდებში?

– ნუთუ ვერ ბედავ ფრენდ რიქვესთის გამოგზავნას? თვით იუდა მოღალატე ისკარიოტელი-ც კი არ დამიიგნორებია.

-იქნებ სპამების სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი რისაიქალ ბინი გაცილებით დიდია.

„მოვედით ჩემდა ყოველნი ნეოლიბერალნი და მმკ-ს წევრნი  და მე დაგამატოთ თქუენ“.

სვიტოი ბორგეზი და მატვეი.

 

ორიგინალი ტექსტი, ავტორი ტიხონ ვორონეჟელი: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/voronejeli.htm

Moral VS. Zakon

როდესაც შევაღე ცოდნის ტაძრის იურიდიული ფაკულტეტის კარი, მეორე დღესვე უზენაეს სასამართლოში წაგვიყვანეს ექსკურსიაზე. იქ კოტე გველოდა ლექციის წასაკითხად. ისაუბრა რა სამართლის სამართლიანობაზე, ბოლოს კითხვების ჯერიც დადგა; მორცხვად ავიწიე ხელი, ხალხმა იფიქრა, რომ ვაპირებდი მეთქვა “ჩინჩლავს”, მაგრამ არაა,  ერთი ფრიად უაზრო შეკითხვა დავსვი (მეპატიება, მაშინ 16 წლის ბაღანა ვიყავი!). კოტეს ვკადრე შემდეგი სიტყვები, რა ხდება მაშინ, როდესაც მორალი და კანონი ერთმანეთთან შეუსბამობაში მოდის-მეთქი. ამაზე კოტემ ჩაიქირქილა და ლომურ მელოტს შეახო ბრჭყალი, ძირითადად კანონი მორალიდან გამომდინარეობსო და საზოგადოდ დამკვიდრებული ნორმებიდანო, თუმცა კი არის სიტუაციები, როცა ეჯახებიან ერთმანეთსო; მოსამართლე ცდილობს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს და შეიძლება კანონიც დაირღვესო. ამის დასადასტურებლად კოტემ ერთი მაგალითი მოიყვანა: ერთი მოხუცი დევნილი ცხოვრობდაო სადღაც, მერე ის შენობა ვიღაც შ.პ.ს-მ თუ ს.ს.-მ იყიდაო, ჰოდა მოსამართლემ დაავალა შპს-ს საცხოვრებელით უზრუნველყო ეს მოხუცი დევნილიო. აგაშენა ღმერთმა-მეთქი, ჩავილაპარაკე და ოდნავ უფრო ბედნიერი გამოვედი შენობიდან.

მაგრამ კოტემ არ იცოდა ტყუილის მოკლე ფეხების არსებობის შესახებ. რად მომატყუე კონსტანტინ? და თუ არ მომატყუე, აბა ის დევნილები რატომ არიან უსახლკაროდ? ააა, რომელი დევნილები? აი, ისინი, 4 თვის წინ რომ სახლიდან გამოყარეს და ახლა ღია ცის ქვეშ რო ათევენ ღამეს, აი ისინი სამშობლოსთვის რო იბრძოდნენ, თუმცა სულ დამავიწყდა თქვენ ხო სამშობლოსთვის მებრძოლები მაგრად გკიდია, სულ ახლახან არ დაარბიეთ ვეტერანების უშფოთველი აქცია? პრინციპში, შენ რა შუაში ხარ, აქ მთავარი ბოროტმოქმედი კობაა, რომელიც უსინდისოდ იძახის, მაგ დევნილებს სახლიც აქვთ და კოპენსაციაც აიღეს, ეხლა კიდევ “სვერხუ” ჩალიჩობენო. არა, კობა, გეშლება, ხალხში რომ მაგ დევნილების მიმართ უნდობლობა დანერგო, უნდა სთქვა, რომ ეგენი რუსეთის აგენტები არიან, სახლები მივეცი, გაყიდეს და მაყუთი ესპანეთის მთავრობას გაუმაზეს, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომ მხარი დაეჭირაო. კომპენსაციაც მივეცი და მაგით კიდე დიმა ბილანს უმესიჯებდნენ ევროვიზიაზეო, მაგრამ კარგი ტყუილის მოფიქრებაც არ შეგიძლია როგორცა სჩანს.

ნუ ეხლა, კობასაც რას ვერჩი, პრინციპში, მაგას სიკეთის კეთების მოტივაცია აღარა აქვს, უკვე “გაიპრავა” სამოთხე სტიქარის ტარებით, დაიბევა ფაფუკ ღრუბელზე ქნარი და რბილი “კრესლო.” მაგრამ, კობა, მისმინე ვაჟკაც, სანამ ღმერთთან მიხვიდოდე, ჯერ ხალხის სამსჯავრო უნდა გაიარო.

ხალხი კიდე მოგკლავს, მოგკლავს რა, შვილიშვილს ეგრე ეტყვი, დამხვრიტეს ბაბუო.

როდესაც კობას უსირცხვილო განცხადება გაჟღერდა, ამან, რა თქმა უნდა, დევნილების განრისხება გამოიწვია, მაგრამ დევნილებს კობამ უთხრა, მე ეგ არ მითქვამს, თუ გინდა შევიგინებიო. არა, კობა, არ შეიგინო, დაიგინე! მარა ალბათ ეგეც არ იცი, რომ დაგინებით საქმე არ წყდება. არ სწავლობდი, არ სწავლობდი, ქუჩაში მაინც დამდგარიყავი, იქ მაინც გაიგებდი რაღაცას.

ალბათ ისიც არ იცი, რომ მაგ ხალხს ბრძოლისუნარიანობას ვერ დააკარგვინებ. მათ მაშინ არ დაუხევიათ უკან, როდესაც შიმშილის და სიცივის მახეში იყვნენ მთების გადმოკვეთისას. ალბათ ისიც არ იცი, რომ მშობელი შვილის გამო ყველაფერზე წამსვლელია, მებრძოლებს ვერ შეაშინებ და ორჯერ ორი ოთხია.

ნეტა შენს გულში ჩამახედა, როდესაც სამინისტროში შედიხარ და კარებზე დაკიდებულ იმ ქალბატონის სურათს უყურებ, ვის სიკვდილშიც დამნაშავე ხარ. ხო, კობა, თავი იმიტომ დაიწვა ქალმა, რომ სახლი არ ჰქონდა, თვითმკვლელობამდე მიყვანა კიდე სისხლის სამართლის დანაშაულია (იხ. სსკ 115-ე მუხლი: “თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან  სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით,-ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”)

ბავშვობაში წმინდა ნინოს მედალიონი მქონდა, რომელსაც არასოდერ არ ვიხსნიდი. დედაჩემი მეუბნებოდა, ნათლობის დროიდან გიკეთიაო (3 თვის ასკში მოვინათლე). მედალიონს არ ვიხსნიდი არც ბანაობისას, არც მაშინ მომიხსნია, როდესაც დამემსხვრა თავსმოხვეული მითები ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე. მე უბრალოდ მიყვარდა, როგორც ნივთი, რომელსაც მთელი 15 წლის განმავლობაში ვუფრთხილდებოდი. ბოლოს როდის ვიტირე იცით? აი მაშინ, ეგ მედალაიონი რომ შთანთქა მდინარე აბაშამ და მთელი დღეები უშედეგოდ რომ ვეძებდი. დარწმუნებული ვარ, რაღაც ეგეთი ნივთი ყველას გექნებათ, რომელზეც მზე და მთვარე ამოგდით. ხოდა, წარმოიდგინეთ, რომ მოვიდეს კობა სუბელიანისნაირი ტიპი და იმას, რასაც ნახევარი ცხოვრება ელოლიავებოდი, გართმევს. დევნილებმა, ასე თუ ისე, მოიწყვეს ცხოვრება, საარსებო მინიმუმს შოულობენ, აქ ჰყავთ მეგობრები, ვისი იმედიც აქვთ გაჭირვების ჟამს. ზოგი მათგანი საერთოდ თბილისში გაიზარდა, აქ დაამთავრა სკოლა, აქ სწავლობს უნივერსიტეტში და ესენი კიდე ეუბნებიან ფოცხოეწერში წადითო, სადაც არც სკოლაა, არც საავადმყოფო, არსებობისთვის ზუგდიდში უნდა იაროს ყოველდღე კაცმა, ზუგდიდამდე მგზავრობა კიდე 4 ლარი ღირს. აბა, აქვთ ეხლა დევნილებს დღეში რვა ლარი? არა!
ალბათ არ იცის კობამ, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და სახელმწიფო უზრუნველყოფს ამას ფოცხოეწერში? ვერა!
თუმცა, თქვენ თქვენი კანონები გაქვთ, რისი მიხედვითაც დევნილები არაფრის ღირსები არიან და დიდი ძმა ყოველთვის მართალია.
მარაა კარგად დაიმახსოვრე ერთი კაი ფშაველის მიერ ნათქვამი:
ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცსა,
ზაკონ რა ჩემი **ე არი!

ნუ დარჩები გვერდით, შემოგვიერთდი!

http://www.facebook.com/home.php?sk=group_125390484196064&notif_t=group_activity