შიგთავსზე გადასვლა

      რატომ კლავს ბიო და რატომ არ არის ბექა კრიმინალი  

მაისი 29, 2014

 

ბიო კლავს! – ამ მესიჯს ცოტა ხნის წინ ყველგან მოისმენდით. ტელევიზორით, სადაც თვალების შეგნებულად დამპრუწველი ნარკოლოგები, თითქოს მზერით ჩვენში შემოდიოდნენ და გვიხსნიდნენ, თუ როგორ მოგვიწოდებს უჩინარი კაცი ფანჯრიდან გადახტომისკენ.  ნახავდით ქალაქის ქუჩებში, სადაც „ნონკონფორმისტი“ მხატვრების მთელმა არმიამ, ანტიბიონარკოტიკებისთვის მიძღვნილი გრაფიტები შექმნეს, რომელიც განა იმიტომ ვერ გაიგო ხალხმა, რომ არტია, უფრო იმიტომ რომ უნამუსობაა. უნამუსობაა, აბა რა ჯანდაბა როცა ხატავ ჯიმ მორისონს და გვერდით უწერ, „Don’t be high“-ს.

ძალიან ბევრი საშუალება სცადა სახელმწიფომ, რომ  „ბიო კლავს“ ჩაებეჭდა ჩვენს ტვინებში. ჭიკაიძემ სკოლებში სიარულიც კი დაიწყო მოზარდებისთვის მკვლელი ბიოს შესახებ რომ ემცნო. (ისე ამდენი თავის დროზე რომ ევლო სკოლაში, ვინ იცის, შეიძლება ამ პოსტის დაწერაც არ გამხდარიყო საჭირო)
ბიო კლავს, ამაზე შევთანხმდით, მივიღეთ ეს როგორც აქსიომა. გვიყვებიან ნარკოლოგები თუ რას იწვევს ე.წ. ბიოს მოხმარება. (კომპულსიურ ლტოლვას, ნერვულ აშლილობას, ფსიქოზს, იმპოტენციას და ა.შ.) მაგრამ, აქ არის ერთი მაგრამ, არც მოჭუტულთვალებიანი ნარკოლოგები, არც ნონკონფორმისტი მხატვრები და არც სკოლაში მოსიარულე ჭიკაიძე არ გვეუბნება, თუ რატომ კლავს ბიო.  იმაში, რომ ბიო კლავს, უფრო მეტი სოციალური ასპექტია, ვიდრე ქიმიური. საზოგადოება, დღიდან წელში გამართვისა, ყოველთვის მოიხმარდა ნარკოტიკს და ამას ვერანაირი ჭიკაიძე წინ ვერ აღუდგება, სულ რომ სკოლიდან ფეხი არ გამოადგას და მხატვრებმაც მთლიანად რომ მოხატონ ქალაქი. ან როგორ გინდა არ მოწიო, როცა ღარიბაშვილი გყავს პრემიერი, ჭიკაიძე შს მინისტრი და ბესელია პარლამენტარი.

ახლა კი ძალიან ბანალურ ჭეშმარიტებას ვიტყვი, სინამდვილეში ბიო კლავს იმიტომ, რომ ქვეყანაში არის მკაცრი ნარკოპოლიტიკა და მარიხუანა არ არის დეკრიმინალიზებული. ადამიანს, ურჩევნია მიიღოს რაღაც გაურკვეველი ბიოლოგიური ნივთიერება და გარისკო ჯანმრთელობა, ვიდრე მოწიოს მარიხუანა და გარისკოს ციხეში 7-11 წლით ჯდომა. ვერ შეედვები, სწორი არჩევანია. მარიხუანის მოწევა არის კრიმინალი, ბიოს მოწევა კი არა, და ვერც ვერასდროს გახდება. და მანამ, სანამ სახელმწიფო მარიხუანას მომხმარებლებს კრიმინალებს უწოდებს და ციხეში ამწყვდევს, ყველანაირი ანტიბიონარკოტიკული კამპანია არის  ფარისევლობა, სიყალბე! სინამდვილეში ბიო კი არა, მკაცრი ნარკოპოლიტიკა კლავს, რომელსაც სახელმწიფო ატარებს. კლავს სახელმწიფო, რომელსაც თითოეულ ბიოთი გარდაცვალების ფაქტზე უფრო მეტი პასუხისმგებლობა ეკისრება, ვიდრე ნარკოდილერს, რომელმაც ბიო მიყიდა ცხონებულს. საქმე იმაშია რომ სახელმწიფო ამ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს, ან არ იაზრებს. ჰო, თქვენ უმრავლესობის თუ უმცირესობის წევრებო, ძალოვანო სტრუქტურებო, მინისტრთა კაბინეტო თავისი პრემიერიანად და შენც სოლოლაკში მომჯდარო რუხო კარდინალო, თქვენ გეკისრებათ პასუხისმგებლობა ბიოთი გარდაცვალების თითოეულ ფაქტზე! თქვენც მოჭუტულთვალებიანო ნარკოლოგებო, ვინც მხარს უჭერთ მკაცრ ნარკოპოლიტიკას (გელა ლეჟავასთან ვარ ალავერდი) თქვენც გეკისრებათ პასუხისმგებლობა! სინამდვილეში ბიო კი არა თქვენ ხართ მკვლელები და იქნებით, მანამ სანამ ამბობთ რომ მარიხუანას მომხმარებელი ბექა წიქარიშვილი არის კრიმინალი!
ამ შემთხვევაში ბექა, არ არის ერთი კონკრეტული ადამიანი, ბექა გახდა კრებითი სახელი მკაცრი ნარკოპოლიტიკის მსხვეპრლებისა!

ბექა არ იქნება კრიმინალი, ბიო არ მოკლავს! ბექა იქნება  კრიმინალი, ბიო განაგრძობს თავის საქმიანობას მშვიდად, წყნარად და აუღელვებლად. ისევე როგორც თქვენ ძვირფასო ჩინოვნიკებო, რომლებიც წინასაარჩევნოდ გვიპრდებოდით კანონის ლიბერალიზაციას, ახლა კი ხელმომთბრები სხედხართ კაბინეტებში და წინასაარჩევნო დაპირებები სულ მაღალ პრემიებზე გკიდიათ და ფიქრობთ რომ ევროპაში მხოლოდ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებითაც შევალთ.

 

ბექა არ არის კრიმინალი! მოდით შაბათს 15:00 საათზე უნივერსიტეტის ეზოში და ორ ივნისს 18:00 საათზე კანცელარიასთან! ჩვენ შეგვიძლია რომ ბიომ არ მოკლას!

პ.ს. ჯანმრთელობისთვის, ეკა ბესელიას და მანანა კობახიძის მოსმენა უფრო საზიანოა თუ მარიხუანას მოწევა, ამაზე რა აზრის არიან ჩვენი მოჭუტულთვალებიანი ნარკოლოგები ხომ არ იცით?

10 Comments
  1. B612 permalink

    ყველაფერს ვეთანხმები, მარა არ მომწონს მიშისტური პოზიციიდან რომაა დაწერილი და იმაზე არაფერს ამბობთ თუ ვინ მიიღო ასეთი მკაცრი კანონი!

    პ.ს. წინა მთავრობის დედაც მოვტყან, ახლანდელისიც და ვინც აწი მოვა იმისიც კიდე (ც) კასპელი ჯიგარი

    • თუ კარგად დააკვირდები უმცირესობაზეც იგივეს ვამბობ. მიშისტური პოზიციიდან არ დამიწერია, ვინ ვინც და მიშისტი არასდროს ვყოფილვარ, ჯვარი მწერია 🙂
      მაგრამ პასუხისმგებლობა ახლანდელ, მდგომარეობაზე ეკისრება ახლანდელ ხელისუფლებას. წარსული უკვე ჩავლილია.

  2. I have read so many articles regarding the
    blogger lovers except this post is in fact a good paragraph,
    keep it up.

  3. I was recommended this website through my cousin. I’m not positive
    whether or not this put up is written through him as no one else recognise such specified approximately my problem.

    You’re amazing! Thank you!

  4. Hey I know this is off topic but I was wondering if
    you knew of any widgets I could add to my blog that automatically tweet my newest
    twitter updates. I’ve been looking for a plug-in like
    this for quite some time and was hoping maybe you would have some experience with something like this.
    Please let me know if you run into anything. I truly enjoy reading your blog and I look forward to your new
    updates.

  5. nike permalink

    vetanxmebi titoeul sityvas!martalia chven shegvidzlia,rom biom agar moklas da mastan ertad beqasnairi bevri msxverpli vixnsat uazrod mkacri narkopolitikis marwuxebisgan, tu andiskriminaciul kanons vigebt radgan es evro kavshiris standartia ,mashin msubuqi narkotikebis dekrimanilzebac unda motxovon mtavrobas!!!po boloshoum vano mkvlel merabishvils 5weli da marixuanas momxmarebels 11i bitch please !!!

  6. Among the many numerous funny objects are “interactive” humorous objects, such ashand buzzers, whoopie cushions, and flower squirters.

  7. I seldom leave responses, however I looked at some of the comments on this page       რატომ კლავს ბიო და
    რატომ არ არის ბექა კრიმინალი   | მაწიბალი
    ბლოგი. I do have 2 questions for you if it’s allright.
    Could it be just me or does it look like like
    a few of these responses appear like they are left
    by brain dead visitors? 😛 And, if you are writing on additional sites, I would like to follow everything fresh you have to post.
    Could you post a list of the complete urls of all your
    social community sites like your linkedin profile, Facebook page or twitter feed?

  8. lia permalink

    და ისე საერთოდ რომ არ გაეკაროთ ამ საძაგლობას,არა?რა მნიშვნელობა აქვს რომელ ნარკოტიკს მოიხმარ,ნაგავი–ნაგავია

  9. Attractive portion of content. I just stumbled upon your site and
    in accession capital to say that I acquire
    actually enjoyed account your blog posts. Anyway I’ll be subscribing in your feeds or even I success you get right of entry to persistently rapidly.

Leave a reply to jak powinno trenowac sie na silowni კომენტარის გაუქმება