Skip to content

ელექტრიკი ტაქსისტის ამბავი

იანვარი 4, 2012

პოსტი იწერება ამბის მოხდენიდან ერთი თვის შემდეგ, თუ რატომ ამას პოსტშივე შეიტყობთ.

4 დეკემბრის მთელი ღამე  მე და ჩემმა მეგობრებმა მუშაობაში გავათენეთ. კონკურსს “სპილო ოთახში” ვიღებდით მონაწილეობას  და ჩვენი გუნდის აქცია 5 დეკემბერს უწევდა. მუშაობას არ წინა დღეებში გავურბოდით და ღამეში სულ რაღაც 4-5 საათი მეძინა მე პირადად.
აი ბოლო ღამე კი რაღაც განსაკუთრებული გამოდგა, ვაკეში შევიკრიბეთ და დავამზადეთ ყველა საჭირო მასალა აქციისთვის. ძალიან დავიღალეთ, გვშიოდა, გვციოდა, გვეძინებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან სასიამოვნოდ დამღლელი პროცესი გამოდგა გუნდური მუშაობა. უკვე იმ კონდიციამდე მივაღწიეთ, უძილობისგან ტვინი რო გეთიშება და ყველაფერზე უაზროდ, რომ იცინი.
ღამის 3-4 საათზე დავასრულეთ  ყველანაირი სამუშოა და დადგა ნანატრი ჟამი შინ წასვლის და გამოძინებისა. სამნი ვიყავით, მე, მარიამი და კახა, მარიამი ვაჟას ძეგლთან მიდიოდა, კახა დიდ დიღომში, მე გლდანში.
გავაჩერეთ პირველივე ტაქსი და ვაჟას ძეგლამდე 4 ლარად შევუთანხმდი, ჩაჯდომისთანავე ვკითხე რამდენის დამატება მოგვიწევდა დიდ დიღომში და გლდანშიც რო გაგვევლო. არ ვიციო მიპასუხა მძღოლმა,  სულ 10 ლარს მოგცემთ-მეთქი, ვიცი რო 10 ლარი ამ მარშუტისთვის არაადეკვატური თანხაა, მაგრამ თუ თავიდან ცოტა არ უთხარი, მერე უსაშველოდ დიდ “კუშს” ითხოვენ ხოლმე, ჰოდა დაველოდე მძღოლის ჩაღიმებას და თავისი “სტავკის” დასახელებას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად :თუ ეგრე ღირს იყოს ათი ლარი, ჩემი რა მიდისო”, თქვა მძღოლმა და სიარული განაგრძო, გამიკვირდა.
ჭავჭავაძეზე საახალწლო განათებები ახალი დაყენებული იყო, რუსთაველის ნაპროსპექტალ ჭაღებს მიქონდა იქაურობა. რა გიჟია ეს ჩემისა როგორ გაანთა აქაურობაო იძახის მძღოლი და ისტერიული სიცილი უვარდება, ვაიმე რა გიჟია რა გიჟიო, სიცილ-სიცილით იმეორებს. არც ჩვენ ვაკლებთ გაღიმებას, ხო გითხარით ისე ვიყავით ყველაფერზე გვეცინებოდა. ამ სიცილ-სიცილში წითელზეც გაიარა, გულწრფელად რო გითხრათ გამიხარდა, უფრო მალე მივიდოდი, მაგრამ ის აღარ გამხარებია მწვანეზე რომ გააჩერა. ჩემი მოკრძალებული შენიშვნის მერე “მწვანე ბრატ წავიდეთ” ვაი ვაი იზვინიო და წავიდა და ისე აგრძელებდა იმ “გიჟის” დაცინვას ვინც ჭავჭავაძე გაანათა.

აუ რა გიჟია, კაროჩე შარშან ვმუშაობდი რუსთაველის განათებაზე, ელექტრიკოსი ვარო, ჰოდა მოვიდა და გვეუბნება, მე უნდა გავანათო ყველაფერი, ერთი “კნოპკა” მომეცით, რომელსაც დავაჭერ და მთელი რუსთაველი აინთებაო,ამას ყვება და  თან ძალიან გულიანად იცინის, მე უკვე ყველაფერს მივხვდი, რას გამომაპარებდა ბევრი მინახავს მაგ დღეში.
ჰოდა რა გვექნა ბიჯო მაგრად დავიძაბეთ, მოდი და ნუ გაუკეთებ დაგვერხეოდა ყველასო, გავუკეთეთ ერთი ვიკლუჩაწელი, რომეზეც ნათურა იყო შეერთებული და პადვალში ინთებოდაო, ამ ნათურასთან ერთი მუშა დავაყენეთ, რომელსაც “რუბელნკები” უნდა აეწია, ამის გარდა კიდე ყველა ჩამრთველთან გადავნაწილდით, პირველი ჭაღი რო აინთებოდა ჩვენც უნდა აგვეწია “რუბელნიკები” და ასე ვიყავით ჩამწკრივებულები ყველა სტოლბასთანო, ამ დროს მოვიდა დაცვა და მეუბნება აქ დგომა არ შეიძლება პრეზიდენტმა უნდა გამოიაროსო (ისევ ისტერიულად იცინის) მე ვუთხარი აქ რო არ ვიდგე შენც დაგერხევა და მეც მაგრა გამტისკავენ, წადი თავი დამანებე მეთქი და რო ავუხსენი რაშიც იყო საქმე გამშორდაო.

ამ ამბის მოსმენის შემდეგ ოთხივენი შევთანხმდით, რომ “გამნათებელი” მართლა გიჟია.
ამასობაში მძღოლმა უკვე მეორედ გააჩერა მწვანეზე და კიდევ ერთხელ მომიწია იმის შეხსენება, რომ მწვანეზე გაჩერება არ შეიძლება. ამ დროს უკვე “ვინუჟდენი” გახდა გამომტყდომოდა და ჩუმად გადმომჩურჩულა უკან მსხდომების არგასაგონად, აუ იზვინი ბრატ მაგარი დაბოლილი ვარო.

არ გამკვირვებია, ამას მანამდეც მივხვდი, აბა ფხიზელი კაცი 10 ლარად წაგვიყვანდა?

ამასობაში ვაჟაზეც გავედით, აქ ეტყობა ჯერ არ გამოუვლია იმ გიჟს განათება არ აყენიაო, თქვა მძღოლმა და ისევ აუტყდა სიცილი. დაიწყო ახალი ამბის მოყოლა:

“ამს შენობის განათებაც ჩვენი გაკეთებულიაო და ხელს იშვერს მოდულისკენ,  სამუშაოდ რო შევდიოდით ყველაფერი ჩამოგვართვეს: პლოსკო, რეზაკი, კლუჩები, იარაღის შეტანა არ შეიძლებაო, მე ვუთხარი გიჟები ხო არა ხართ კაბელი როგორ გადავჭრა-მეთქი? კბილებითო. მე ვუთხარი ელექტრიკი ვარ ვირთხა კი არა-მეთქი(ამ დროს იცინის ყველაზე ხმამაღლა და ჩაბჟირებით, თავს აქანავებს წინ და უკან)

თან გვეუბნებიან სამ დღეში უნდა გააკეთოთო, როგორ უნდა გავაკეთოთ სამ დღეში ამხელა შენობის განათება გიჟები ხო არა ხართ-მეთქი, არა კაროჩე ფეხებზე გვკიდია უნდა გააკეთოთო. რა გვექნა? ავდექით და გავაკეთეთ. გამოვიდა უხარისხო, ოთხი ბოლტის მაგივრად ერთით ვამაგრებდით ნათურებს.

გლდანის გამგეობის შენობას რო ვაკეთებდით ზუსტად იგივე პონტი იყო, ერთი ბოლტით დავამაგრეთ ოთხის მაგივრად, ჰოდა ეხლა რამდენჯერაც არ უნდა გაიარო ის ნათურები აყლისთავებული დგას (სტილი დაცულია) წარამარა გვიძახებენ და გვასწორებინებენ, იმას კი ვერ მოიფიქრებენ სამი დირკაც რო დავამატოთ და კარგად დავამაგროთ, ფეხებზე კიდიათ, ყველაფერს ერთი კაცისთვის აკეთებენ, ისიც რა გიჟია (ამ სიტყვის წარმოთქმაზე ისევ ისტერიული სიცილი უვარდება) როგორ ვერ ხვდებაო.

ამასობაში მარიც ჩამოვსვით და კახაც. დიდი დიღომი-გლდანის გზაზე ვიდექით. მოვრჩით იმ “გიჟზე” ლაპარაკს და ეხლა უკვე მოსაწევზე მებაზრებოდა, ლეგალიზაციას აწვებოდა, კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ჩვენი აზრები.
გზაში რამდენჯერმე დაიჩივლა, აუ 6 საათამდე რა გაძლებსო. თავიდან უზრდელობად მივიჩნიე ჩავძიებოდი, მაგრამ კიდევ რო გაიმეორა მივხვდი, რომ უნდოდა მეკითხა რა გინდა 6მდე შენი ნება არ არი წადი დაიძინე მეთქი, ჰოდა მეც არ გავუტეხე და ვკითხე, აი როგორ ვკითხე:
-შენი ნება არ არი? წადი და დაიძინე.

-“ის გოგო” 6ზე ამთავრებს და უნდა გავუარო.

-კლიენტია?

-არა რა კლიენტი, სტრიპტიზიორია. შენ რა გგონია მე ტაქსისტი ვარ? პროსტა საღამოს რო გამოვდივარ მიმყავს სამსახურში, გზაში მაგრად ვჟიმავ და გამოსვლის მერე კიდე მე მირეკავს, მოდი გამჟიმეო. ეს ტაქსის ზნაკი კიდე ცოლის პონტში დავადე, რო მეკითხება ღამე სად მიდიხარო, ვტაქსაობ მეთქი ვეუბნები, ისიც ბედნიერია და მეც.

ეს ბოლო ამბავი ცოტა არ მესიამოვნა.

ამასობაში გლდანშიც მივედით, მივეცი კუთვნილი ათი ლარი, ესეც შაურმის ფულიო, ჩამომსვა და იქვე საშაურმესთან მიაყენა.

საბოლოოდ კარგი სიცილ-კისკისიანი მგზავრობა გამოგვივიდა, მაგრამ მერე რო დავფიქრდი სულაც არ იყო სასაცილო არცერთი ისტორია.

იმედია ეს პოსტი არ დაანგრევს ელექტრიკი-ტაქსისტის ოჯახს და არც ნარკოლოგიურში ამოყოფს თავს ჩემი პოსტის გამო, მაგრამ თავი მაინც დავიზღვიე და გვიან გამოვაქვეყნე, ეხლა უკვე გასული იქნება შარდიდან მარიხუანა. (თუ კიდე არ დაამატა რა თქმა უნდა)

იმედია არც ზემოდან შეაწუხებენ და საერთოდ ვერ გაიგებენ ვისზეა საუბარი.
უბრალოდ ძალიან საინტერესო ამბები მომიყვა და ჩვენც ხო უნდა ვიცოდეთ რა და როგორ კეთდება საქართველოში? მერე რო აღარ გაგვიკვირდეს რა მალე ფუჭდება ყველაფერი. ახალგარემონტებული  “პლეხანოვს” ე.წ. პარიზს რატო დაერხა, ლეგოს სათამაშოსავით წარამარა რატო იწყობა და იშლება ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდი და ა.შ.  ჩვენ ხომ ყველანი სოფლელები ვართ, პოწიომკინის სოფლელები.

Advertisements
7 Comments
  1. natali chakhvadze permalink

    “ერთი კნოპკის” ამბავი სადღაც მოვისმენია, მგონი ტაქსიში 😀

  2. natali chakhvadze permalink

    ენდე ესაა ჩვენი ქვეყანა 🙂

  3. აუ, ბიჯო, რაღაცნაირად კარგი ბლოგერი დადექი შენ, ხო იცი :დ
    მთავარია, თამასა არ დააგდო და ოლიმპიელივით ირბინო :პ

    ყურადღებას ნუ მომაქცევ ასე გიჟივით რომ მოგვარდი, მორიგეობიდან ახალი მოსული ვარ და ჯერ კიდევ ბრძანებებით ვაზროვნებ :დ

  4. mzime) permalink

    Zalian kargia.(posti ragatqma unda).da ra da rogor ketdeba tu detalebi ar vicit gaketebulis xarisxit ki mainc vxvdebit,magram isem pexqvesh egebian mag dartymuls:(

  5. salime permalink

    ხშირად წერე ხოლმე რა, მაგრად ვიხალისე 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: