Skip to content

გილოცავ გალა!

ნოემბერი 17, 2011

გამარჯობა გალა! გილოცავ, მრავალს დაესწარი! ალბათ სვამთ ბიჭები და თავს არ შეგაწყენ, უბრალოდ მინდა მოგილოცო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პოსტს წაიკითხავ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა, გულს მაინც მოვიფხან. ცოცხალი რო იყო ვოლზე დაგიპოსტავდი “ჰბ გალაქშენ–”მეთქი, მარა მოკვდი და მიწევს წერილის მოწერა. დღეს ისე აღარ ხარ მოდაში როგორც უწინ. პოსტმოდერნმა გადაგვიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი საზოგადოდ აღიარებული უნდა უარყო, თუ გინდა რომ დამკვიდრდე საზოგადოებაში. არაუშავს,დრო იცვლება და პირდაპირ გეტყვი, ნუ იქნები ისევ ისეთი ქედმაღალი და ამპარტავანი. მეფეები მომრავლდნენ, შენ კიდე მარტო სკოლის სახელმძღვანელოებში დარჩი, თანაც ძალიან ცუდად. ბავშვებს სულ ძალით ატენიან თავში, თითქოს შენ მერიზე ანძრევდი და ის ლექსიც ვითომ მაგას მიუძღვენი, არადა მე ხო ვიცი რო ეს ასე არაა. იცოდე, დარჩა მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ხანდახან მაინც ესმის შენი და ვისიც ყოველთვის გესმის შენ. ამ ბოლო დროს ცოტა დაგივიწყე, შენ ლექსებს აღარ ვკითხულობ, მაგრამ მაინც მახსოვხარ, ალბათ გავიზარდე და მაგის ბრალია, აღარ მეფიქრიანება იმ ქვეყანაზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე, ღმერთზე. უფრო მეტიც, მკიდია, მაგრამ მაინც მახსოვხარ, ან კი როგორ არ უნდა მახსოვდე? მთელი ორი წელი ერთად გავატარეთ, ზუსტად იმ მომენტში გამოჩნდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი და როცა ყველაზე მეტად მინდოდა შენი დახმარება. არა, განა შენს შესახებ ბავშვობიდან არ ვიცოდი? ვიცოდი. შენი ლექსებიც ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი მათ გასაგებად, ცოტა რო წამოვიზარდე, მაშინ დაგამუღამე. კაცურად თქვი, რომ იგ ლექსები ბავშვებისთვის არ დაგიწერია, გადმოდექი და თქვი, სულ ტყუილად აძულებენ ბავშვებს შენ თავს, როდესაც აიძულებენ დაიზეპირონ თოვლი, მე და ღამე და ა.შ. ისინიც საცოდავად იზეპირებენ და მაინც არ ესმით შენი, მათთვის ლურჯა ცხენები უბრალოდ ლურჯა ცხენებია და დროშებიც–წითელი.

ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არც იწვის და არც დნება, სახლში ვზივარ და საშინლად ცივა. შენ ალბათ თბილად ხარ. გამიგია ჯოჯოხეთში სითბო იცისო. წესით კარგად უნდა იყო, აღარ შეგეკითხები. წარმომიდგენია როგორ დადიხართ შენ და შარლი ღვინით გაჟღენთილები და არღვევთ საზოგადოებრივ წესრიგს ჯოჯოხეთის ქუჩებში, მანდ ხო სულ თრობის საათია?! “ვით სამოთხიდან ალიგიერი, შენც ჯოჯოხეთი ხარ დაფარული.”

იმედია მანდ მაინც გაქვს ნორმალური უერთიერთობა შენი ბიძაშვილის ძმაკაცებთან, არ არიან ცუდი ბიჭები და ძალიან მწყის, რომ არ ძმაკაცობთ, თუმცა გასაგებია, სისტემის გეშინია. ზუსტად მაგ შიშით ვცხოვრობთ ეხლაც, ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ბელადები და ისევ რეპრესიები.

ერთი შეკითხვა მაქვს მხოლოდ: ბიძინა ივანიშვილი შენც ხო არ გეხმარებოდა? აუ თუ გეხმარებოდა ეხლა უარი არ თქვა რა, ტეხავს. ვიცი, დაგაძალებენ, დაგაშანტაჟებენ, მაგრამ შენ ხო ძლიერი პიროვნება ხარ, სადაც ამდენს გაუძელი, ეხლაც გაუძლებ. ბოლობოლო სიკვდილს ზავი დაუდე და სული თეთრ აკლდამაზე შესვი, შენ ერთადერთი ხარ ვინც ჯვარს ეცვა და ამაში შვება ჰპოვა, ეხლაც მოიფიქრებ რამეს. თავს გაუფრთხილდი, ხუმრობა აღარა 120 წელი. ისე, ერთ მოგობრულ რჩევას მოგცემ, რო შეგეკითხებიან გალა, გალა რამდენის გახდიო 119 უპასუხე, 120–ს ცუდად გაგირითმავენ, თან ვიცი ის ჩემის წერეთელიც მანდ იქნება და მაგას უყვარს უშნო და უკბილო ხუმრობები. კი, ვიცი, შენც საკადრის პასუხს გასცემ, მარა მაინც თავიდან აირიდე უსიამოვნება. გამოუშვი დემონი, მანდ გამოგადგება.

წავედი ეხლა, ცოტას დავლევ, ვიცი გიყვარდა და მოგაგებოს, მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობები ერთი საყვედური არ გითხრა, ის სირი მესაფლავე სად ნახე? მაგარი აფერისტი გამოდგა, მაგისი თეორია ყველა მიცვალებულის დავიწყებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია შენ მაგალითზე გავაბათილოთ, ასე რომ ყველას ბრმად ნუ ენდობი. აბა ჰე! მომავალ შეხვედრამდე, ჯოჯოხეთში!

პატივისცემით მათე მაყაშვილი.

Advertisements
21 Comments
  1. მათე ძალიან კარგი ხარ : )
    ძალიან მიყვარს როცა შენ თავს ასე გამოხატავ ხოლმე : *

  2. შენ არ იცი როგორ მახარებს შენი სითბოთი სავსე კომენტარები :*

  3. lomski permalink

    ძმა ხარ მათეუს, ძმა :*

  4. vinFroyde permalink

    vaaax

  5. BRAVO! ძალიან მომეწონა ❤ 😉

  6. gio_hyena permalink

    კაი ხარ კაი,იხვეწები ნელ-ნელა.ბოლოს გალაქტიონს თუ ვერა გაგარინს და დეისაძეს ნაღდად აჯობებ :*

  7. აუ, მათე, ძალიან კარგი იყო და, რაც მთავარია, გულწრფელი.. 🙂

  8. რა უნდა გელაპარაკო, გიჟი ხარ!

  9. კარგი ხარ

  10. ოხ, იცი ყველაზე ცუდი რა არის ”გალა”სთან ძმაკაცობაში ? : )
    ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებ და მიხვდები რომ ჩათლახურად გატყუებდა მთელი ეს პერიოდი : )
    გული დაგწყდება, არა კიდევ გეყვარება, მაგრამ რამდენიც გადაიკითხავ იმ მუღამს აღარ დაგიტოვებს .

    პ.ს. ჯოჯოხეთში არ მოიწყენ , ყველა მანდ დაგხვდება : )

  11. ზე პოსტია, შენი გულწრფელი დამოკიდებულება მაოცებს! ❤

  12. შენი მეგობარი :* permalink

    😉
    ახლა როცა…

  13. ერთხელ, 2006-ში მგონი, გალიკოს დაბ. დღეზე მთაწმინდაზე ავედით და სანახაობა: სკოლის ბაჭანჭყალები ყვებიან ლექსებს, მასწავლებლები თვალებით ანიშნებენ, არ შეგეშალოსო და სადღაც კუნჭულში შეყუჟული მშობლები იჭყიტებიან, ახლა რომლის გენიოსი ასხამს ხოტბას გალაკტიონს.
    ყველაზე მაგარი მაინც ის იყო, რომ ჩამოთვლილი ხალხიდან ნახევარი გალიკოს საფლავზე იდგა და ისე უკითხავდა ლექსებს 🙂

    • ყლეობაა რა, მაგარი ყლეობა. ლაიქი შენ კომენტარს კარგი მაგალითი იყო.

  14. კარგი იყო ძალიან, ეს ლექსი გამახსენდა : ))

    I make a pact with you, Walt Whitman –
    I have detested you long enough.
    I come to you as a grown child
    Who has had a pig-headed father;
    I am old enough now to make friends.
    It was you that broke the new wood,
    Now is a time for carving.
    We have one sap and one root –
    Let there be commerce between us.

    Ezra Pound

    მეც მიყვარდა და მიყვარს თავისებურად ისევ, მახსოვს, ყვავილებს ვდებდი გალას წიგნში.

    “იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ…
    იმგვარადვე მდევ… იმგვარადვე მკლავ.”

    ამას წინათ, ერთმა გოგომ გამაგიჟა, ზურა სალუქვაძისა და გალაკტიონის პოეზიას ადარებდა ერთმანეთს და გალას აკნინებდა, რითმა არ აქვსო 😀

    • ძალიან კარგია, მომეწონა ეზრა. დიდი მადლობა სალომე.
      და მაგისთანა ხალხს რა დალევს, პოეზია რო მარტო რიტმა და რითმი გონიათ 😐

  15. salime permalink

    მომეწონა ბლოგი
    რაც დაწერილია ყველაფერი საინტერესოდ იკითხება, კარგად ჩანს ავტორის ხასიათი
    ეს წერილიც კარგი იყო, შინაურულად გემრიელად წასაკითხი
    good job! ეგრე გააგრძელე ავტორო

  16. ყოველ 17 ნოემბერს დააშეარე ხოლმე ეს პოსტი ^^

  17. ჩადით ხოლმე 17 ნოემბერს,როცა შეძლებთ, გალაქტიონის მშობლიურ სახლში_ვანის რაიონში,სადაც ყოველ წელს აღნიშნავენ მის იუბილეს,იქ აუცილებლად შეხვდებით აკაკი თევზაძეს,რომელიც ათას საინტერესო რამეს მოგიყვებათ გალაქტიონზე ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: