შიგთავსზე გადასვლა

სანამ პირში სული მიდგას…

მარტი 11, 2011

თურმე, ბლოგერ საზოგადოებაში ყოფილა რაღაც თეგ-თამაშები, მიგთაგავენ რაღაც პოსტზე და მერე შენც იგივე სათაურის პოსტი უნდა დაწერო, ასე აღმოვჩნდი მითაგული მოხეტიალის ბლოგზე და აღმოჩნდა, რომ რამოდენიმე სურვილი საერთო გვაქვს, კერძოდ, ქრისტიანია და მაჩუ პიქჩუ. მაშ ასე, დავიწყებ სპორტული ივენთებით: სანამ ცოცხალი  ვარ დავესწრები:

  1. NBA, All Star სასურველია სტეპლზ ცენტრში, წინა რიგში ჯეკ ნიკოლსონის გვერდით, ჩვენს გვერდით ჯასტინ ბიბერი იქნებოდა და მე და ჯეკი ჯიგრულად ვიღადავებდი ჯასტინზე, წარმოიდგინეთ ჯეკს ყურში რაღაცას ვეუბნები და ის თავისი ჩვეული ჯოკერული ღიმილით გადახედავს თინეიჯერების კერპს და მაგრად დასცინის :დ
  2. Old Trafford aka ოცნებების თეატრი, აქ აუცილებლად უნდა მოვხვდე, ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა ვიფიქრე გადავწყვიტე გიგზის გაცილებას დავსწრებოდი.
  3. ზაფხულის ოლიმპიადას, სადაც არ უნდა იყოს, სასურველია ჩეპიონის რანგში, კვარცხბეკზე, ოქროს მედლითურთ, დისციპლინა-ცურვა.
  4. რომელიმე თვის ბაშოს, სასურველია მარტში, ოსაკაში, საკურსაც დაემთხვეოდა, მერე იქვე ფუძიამაზე ავირბენდი საკეთი გაჟღენთილი და იმ ხალხის გინებას დავიწყებდი ვინც მაგ სილამაზის შემყურე თავს იკლავს.

უნდა დავიპყრო ყველა რვაათასიანი მწვერვალი, თუ ყველა არა ანაპურნა და K2 მაინც, ვიმოგზაურო დიდი ბარიერული რიფის წყალქვეშა სამყაროში, პარაშუტით უნდა  გადმოვხტე ანხელიდან, ვიცოცო იოსემიტის კლდეებზე, ბეჭდების მბრძანებელს თუ კიდე გადაიღებენ გადაღებებს უნდა დავესწრო, დავიკარგო კოსტა-რიკის ნიასლიან ტყეში. მოვინახულო 911-ვე იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის  სიაში შეტანილი ექსპონანტები (909 დამრჩა სნახავი, გელათი, ბაგრატი და მცხეთა ნანახი მაქვს :დ) აუცილებლად უნდა ჩავიდე ბრიუგეში და ცენტრალურ მოედანზე მდგარი კოშკიდან ხურდები უნდა გადმოვყარო. სიამოვნებით მოვიგებდი ბევრ ფულს ლას ვეგასის რომელიმე კაზინოში, მერე რა თქმა უნდა სასმელში დავხარჯავდი. უნდა გამოვცადო ყველა ექსტრემი რაც ამ ლინკზეა, განსაკუთრებით მეორე და მესამე. და აი ეს აუცილებლად იქნება ჩემს ცხოვრებაში და ეს არ არის ოცნება, ეს მიზანია, მექსიკა იუკატანის მიწის ქვეშა წყლის რეზერვუარი. მინდა ნეიშენალ ჯეოგრაფიკის ტოპ 10 ჰაიქინგ ტურიდან, თუ ყველა არა, რამოდენიმე მაინც. კიდე მინდა ვნახე უამრავი ჩანჩქერი, ტბა და ა.შ. მაგრამ ჩამოთვლას აზრი არა აქვს, ვერ მოვრჩები წერას. ბარემ კოსმოსშიც გავფრინდები. სანამ ცოცხალი ვარ, მინდა ეფბიაი და აშშ პოლიცია შევარიგო, რა აჩხუბებთ მაინც ვერ გამიგია, მთავარია საქმე დაიხუროს და დამნაშავე დაისაჯოს, ამას ვინ გააკეთეს რა მნიშვნელობა აქვს? და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მინდა ეთხელ მაინც ვნახო კლერ ფორლანი ჩემს წინ დაჩოქილი და რაც შეიძლება მალე. კიდევ ბევრი რამე მინდა, მაგრამ ეხლა არ მახსენდება.

(ეს პუნქტი დაგვიანებით ემატება, როდესაც გადავყწვიტე ეს პოსტი დამეწერა მაშინვე ვთქვი, რომ ამას აუცილებლად დავწერდი მაგრამ დამავიწყდა)

კუ და აქილევსი უნდა შევაჯიბრო!

სიბრძნით დაითაგენით! ტერაბიტია მარიეფილე ენდრიუ

20 Comments
  1. anushka permalink

    ველდან.

  2. lomski permalink

    ბაკურიძეს რო მოუგო სვაიაკში არ გინდა? 😛

  3. ჩიჩერიტო permalink

    shen aravis tagav?

  4. ანი permalink

    umetesoba mogzaurobas ukavshirdeba, imitomac vambob mogzaurobis gareshe cxovrebas azri ar aqvstqo :p imedia agixdeba

  5. FBI და CIA მაგარი იყო :))))

    მეც წამიყვანე რა მაგეებზე, კადვა შეიძლება ცოტა გამიჭირდეს, მარა ანაპურნაზე წამოვალ აუცილებლად
    და კიდე ის მექსიკის ლაგუნა მინდა. 127 საათში როა, ეგ ადგილია?

    • რა ბაზარია ძმაო წაგიყვან :))) არა 127 ში იუტაა, ისე ეგეც ძალიან მაგარი ადგილია:)
      ვაბშემც დაგთაგავ თუ გინდა მე შენ ამ რაღაცა თამაშში და შენც დაწერე :)))

  6. სიამოვნებით, დევიწყებ ეხლა

  7. იაპონიაშიც ვემთხვევით:)))

    გელათი, ბაგრატი და მცხეთა მაქვს კიდევ ნანახი 🙂

    • კი ვემთხვევით, მაგრამ ბოლომდე ვერა :დ
      შენ სუმო არ გეწერა 😛

  8. ორი ახალი ბლოგერი აღმოვაჩინე კიდევ შენთან. ნუ ჩემთვის ახალი 🙂

  9. ძალიან ძალიან მაგარია 🙂
    რაში ვხარჯავ დროს, რამდენი რამ მაქვს მოსასწრები 😦

  10. vai 😦 ramagaria

  11. მე გამომრჩა საკურას ყვავილობა 😦

  12. მაჩუ–პიქჩუ მეც მაქვს ასახდენელ სურვილებში 🙂
    საკურას ყვავილობა კი დამავიწყდა :–|
    მე–4 ძააააალიან მაგარი სურვილი გქონია სხვა დანარცენებთან ერთად, რომლებიც მოგზაურობას ეხება:))

    პ.ს. იუკატანის მიწისქვეშა წყლის რეზერვუარზე კი არაფერი ვიცოდი და ეს აღმოჩენა გამიხარდა, სურათიც მაგარია 😉

  13. რომ იცოდე, რამდენ რამეში გეთანხმები! ლერ ფორლანი რამ გაგაგხსენა? ვგიჟჟჟჟჟდები მაგის თვალებზე! ჩანჩქერები, მთები, მღვიმეები… უჰჰჰ!

    მაააგრამ მთავარი და მთავარი: ღვინის ბოთლი უნდა გამოიგდო პირიდან, რომ იმდენ ხანს იცოცხლო, ამათი მეათედი მაინც აიხდინო – რასაც გულით გისურვებ ;დ

    • ღვინის ბოთლი არ არი ეგ, არყის არი :დ
      შორს ხელ(ებ)ი კლერისგან!!!

  14. “მერე იქვე ფუძიამაზე ავირბენდი საკეთი გაჟღენთილი და იმ ხალხის გინებას დავიწყებდი ვინც მაგ სილამაზის შემყურე თავს იკლავს”
    აი ❤

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: