Skip to content

მცირე გაკვეთილი სასწავლებლად ჩამოსულ პროვინციელებს

მარტი 5, 2011

თუ რომელიმე არათბილისელ აბიტუიენტს მიმართავ კითხვით „სად აბარებ?“ პასუხად რომელიმე უნივერსიტეტის რომელიმე ფაკულტეტის ნაცვლად მიიღებთ „თბილისში,“ თან ისეთი სახით გეტყვის, დაეჭვდები თბილისი რამე უნივერსიტეტს ხო არ ქვიაო.

თბილისი, ოოო…. დიადი თბილისი ეს არი რაც არი, აქ გოგოები იძლევიან, მაგარი პონტებია, ღამის კლუბები, დალევა და რამე. ამ სტერეოტიპს უკვე გასტუდენტებული პროვინციელები აყალიბებენ, როდესაც ბრუნდებიან მშობლიურ მხარეში და ყვებიან თავის სადედაქალაქო საგმირო საქმეების შესახებ, როგორ გაჟიმა კურსელი გოგო და მერე როგორ ეტენებოდა, როგორ ესროლეს მას და მის ძმაკაცებს უნივერსიტეტის ეზოში და მერე ამათ აბაროტი რო აიღეს (რა თქმა უნდა იტყუებიან) უსმენენ გაბრწყინებული თვალებით მომავალი პინგვინები და ერთი სული აქვთ საკუთარ თავზე გამოსცადონ ყოველივე. ფიქრობენ, მთავარია ჩავაბარო და თბილისში ყველაფერი თავისით მოვა, თბილისი ხომ ოცნებების ქარხანაა. ისე ოცნებობენ თბილისზე, თითქოს სადღაც შორეული ქვეყნის ქალაქი იყოს. (საერთოდ, პროვინციელი აბიტურიენტებისა და სტუდენტების ფსიქოლოგია ცალკე კვლევის საგანია, ახლა არ მინდა თემას გადავუხვიო.)

ასე ვიყავი მეც, რიგითი პროვინციელი აბიტურიენტი, მაგრამ მერე აღმოვაჩინე, რომ ყველაფერი ისეთი ვარდისფერი არ არის როგორც აბიტურიენტობისას გეჩვენება, ჰო და მინდა ჩემი ცოდნა გავუზიარო პროვინციელ აბიტურიენტებს, რათა ჩემნაირ „ჩეპეებში“ არ გაეხვნენ.

მაშ ასე, იწყება თხრობაი საკვირველი.

არაფერი განსაკუთრებული, „მოვეწყვე“ თბილისში და შევუდექი თბილისური ოცნების ასრულებას, ოცნების ასასრულებლად საჭირო იყო ფული და ხალხის გაცნობა. ფულს ათასი ტყუილის საშუალებით ვცანცლავდი საცოდავ მამაჩემს, ხან ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა, ხან ექსკურსიაზე მივდიოდი, ხან გასვენებაში და ა.შ. თანხა შეადგენდა ასე 20-30 ლარს, ამას ემატებოდა ჩემი ყოველკვირეული ბიუჯეტი ოცი ლარის ოდენობით და მეტი არც მინდოდა. ხანდახან იყო სიტუაცია როდესაც მარტო ამ ოცი ლარის იმედზე უნდა ვყოფილიყავი, ყოველთვის ტყუილს ვერ ვიტყოდი, „დავიწვებოდი.“

ერთი ასეთი უტყუილო კვირა დაიწყო, გორიდან აღგზენებული ჩამოვედი ოცი ლარითურთ. ჩემ  გორელ „ვზროსლ“ მეგობართან ერთად მივაშურე უნივერსიტეტს. სავარაუდოდ, შორიდან ისეთ ვიდზე ვარ როგორც ადნაკლასნიკებზე არიან, ოღონდ აწითლებული ლოყებისა და იარაღის გარეშე.

ჩემი „ვზროსლი“ მეგობარი ჯეოსტარელია, ასე თუ ისე იცნობს ხალხი და მაგასთან ერთად მოძრაობა ჩემს თბილისურ ოცნებას უფრო რეალურს ხდის. სასტავში დამკვიდრება არ მიჭირს, ნუ ეხლა უნდა ვაღიარო, მერე რა რომ სოფლელი ვარ და ლაპარაკი არ ვიცი, ზატო სიპათიური ვარ და გოგოები ეგრევე არ გარბიან ჩემთან ურთიერთობისას. ერთი გოგო უკვე გაცნობილი მყავს, იმას კარგად აქვს ფეხი მოკიდებული, როგორც ვატყობ, და „ჩერეზ“ მაგითი გავალ, თან კაი სვეცკია, საკაიფოდ წელავს ასოებს.

მივედი ვნახე ეს უკვეგაცნობილი გოგო, მარტო არ იყო როგორც ყოველთვის, შევთავაზე წამო რამე ვჭამოთ-მეთქი, (ნუ რა თქმა უნდა ჭამაში ნიკორას და მეორე კორპუსის წინს მდერაბარე სახაჭაპურეს ვგულისხმობდი.) შენი მეგობარიც წამოიყვანე-მეთქი, ამასობაში ერთი ჩემი კურსელი ბიჭიც შემოგვემატა და პირველი კორპუსის ეზოში უკვე ხუთნი  ვიყავით. დავიძარით, ეზოდან გამოვედით, წინ გოგოები მიდიან, უკან ჩვენ, რაღაცას ვღიღინებთ. ვჩერდებით პირველი კორპუსის შესასვლელთან და ვსვამ კითხვას „სად წავიდეთ?“ იმ იმედით, რომ პასუხად ან „ნიკორას“ მივიღებ ან „კოკა კოლას“ (იმ სახაჭაპურეს ეგრე ვეძახდით) ნიკორა უფრო მაწყობს, ჩაია უფასოა.  „წამო კოელიოში, აქვეა“ ამბობს ახალი გოგო, ახალი გოგო უნდა ითქვას, რომ ვიზუალურად არ მომწონს, მაგრამ თბილისელია და ეგ მხიბლავს.

ვა… კოელიო არ ვიცი, მე კიდე მგონია რო ყველა „საკიშკაო ზავეძენია“ მოვლილი მაქვს უნივერსიტეთან.

ავდივართ კეკელიძეზე, ჩვენ წინ მივდივართ, რაღაცას ვღიღინებთ, გოგოების ხმა გვსემის უკნიდან, სადღა მიდიხართ აქ არისო, ვბრუნდებით. ავდივართ კიბეებზე და  ვიღაც ჭაღარა  სანდომიანი მამაკაცი იმზირება, ვერ მივხვდი რა ხდება, თან მაგრად მაინტერესებს ეს კაცი ვინაა, მაგრამ მიტყდება კითხვა რო დავსვა.

მოვთავსდით, ძალიან მშია. მოვიდა მიმტანი და რას ინებებთო, კი ვეტყვი ერთი ლობიანი და ერთიც ფენოვანი თავისი კოკა-კოლით მეთქი მაგრამ, ვაი თუ დამცინონ. ეს რაღაც „ძერსკი“ ზავეძენია ჩანს-მეთქი ვფიქრობ, გადავწყვიტე, რომ კარტოფილი უეჭველი უნდა ჰქონოდათ, შევუკვეთეთ 2 ჩაი და 3 კარტოფილი „ფრი.“

შეკვეთა იგვიანებს, სალაპარაკოდ საკმაო დრო გვაქვს, გოგოები თავისთვის ლაპარაკობენ, ჩვენ ჩვენთვის ვიცინით, შიგადაშიგ ჩემს ჯეოსტარელ მეგობარს კითხვებს უსვამენ, „რა უნდა იმღერო შემდეგ ტურზე?“ და ა.შ.

ამასობაში ჩვენი შეკვეთაც მოვიდა: 2 ჩაი, 3 ფრი, კეჩუპი და პური.

„პური ვის უნდა?“ გაკვირვებისგან პირი დააღო და თვალები დააჭყიტა ახალმა გოგომ. „მე,“ მორცხვად ვუპასუხე და გავიღიმე. არასოდეს დამავიწყდება მისი მზერა, სახეზე ეწერა ეს გოიმი და სოფლელი ვინ არი, ამასთან ერთად რა მინდაო, აპრუწა ტუჩები და ჩანგალი ერთ საცოდავ კარტოფილს ჩაარჭო.

მიწა გამსკდომოდა მერჩივნა, არ ვიცოდი კარტოფილზე პურის შეტანება თუ გოიმობა იყო, ბებიაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა ბევრი პური ჭამე და მუსკულები გექნებაო.

რადგან ჩემი გოიმობის ლუსტრაცია უკვე მოხდა, გადავწყვიტე ცნობისმოყვარეობა მაინც დამეკმაყოფილებინა და მეკითხა ამ ჭაღარა კაცის ამბავი. საბედნიეროდ არ დამცალდა კითხვა და თვითონ ჩამოაგდეს საუბარი კოელიოზე, „იცი გოგო კოელიომ რა თქვა? ვინც მე არ წამიკითხავს ის გოიმიაო, არადა თავიდან ძალიან თავმდაბალი იყო, ეხა კიდე თავში აუვარდაო, მარა მაინც საყვარელია.“ ამ დიალოგის საფუძველზე დავასკვენი, რომ ეს ჭაღარა კაცი მწერალი უნდა იყოს, თან საკმაოდ პოპულარული, მაგის სახელობის კაფეც კი გახსნილა თბილისში. „მე არ მაქვს წაკითხული კოელიო-მეთქი“ რაღაც სითამამემ იმძლავრა ჩემში და ეს ფრაზა დასცდა ბაგესა ჩემსა, „უფრო მეტიც, საერთოდ არ ვიცი რა აქვს დაწერილი, პირველად გავიგე მეთქი.“  მეორე მზერა, რომელიც ორივე გოგომ ერთად მესროლა, უფრო დამთრგუნველი და აბუჩადამგდები იყო, სავარაუდოდ ასეთ მზერას მივიღებდი მაშინ, თუ ხაშს მოვითხოვდი ამ დიადი მწერლის სახელობის კაფეში. ამასობაში ჩემს ტანჯვასაც ბოლო მოეღო და ანგარიში მოვიდა, გავიბრიქე და მე გამოვართვი, ნაზად გადავშალე და მგონი სახეზე მჭმუნვარება არ შევიმჩნიე ისე ჩავდე ჩემი ბედკრული და დედისერთა ოცლარიანი, ხურდას აღარ დაველოდე, ან კი 20 თეთრი რა გამოსართმევი იყო, ეჰჰ… გავმძღარიყავი მაინც.

მთელი კვირა რითი ვიცოცხლო-მეთქი, წავიშინე ხელები, აი ასე დავრჩი უგზისფულოდ. თავს ვიმშვიდებდი, ზატო კაი სვეცკი გოგოები გაიცანი მათე ეგ არაფერი მეთქი, მაგრამ მეორე მე ჩამძახოდა, მაგ გოგოებს მაგრად კიდიხარ, შენ ხო კარტოფილს და პურს ერთად ჭამ და არც კოელიო იცი ვინააო. ასეთი კვირები კიდე მრავალი იყო ჩემ პირველსემეტრულ კარიერაში, მერე ცოტა გავიქექე.

და ამ ავბედითი დღის მეორე დღეს, მივაშურე უნივერსიტეტს, გადავაგდე ავტობუსი(მაშინ ფული მძღოლისთვის უნდა მიგეცა) მეორე კორპუსის კიბეზე ის გოგო დავლანდე წინა დღეს რომ გავიცანი, მარტო იყო სიგარეტს ეწეოდა და მუსიკას უსმენდა.

წინ გადავუდექი, გამარჯობა როგორ ხარ მეთქი, გაოგნებული მზერა უკვე მესამედ მესროლა, „რომეეეელიიი ხაარ?“ ენა დაება. ნაუშნიკი მოიხსნა და ოდნავ უკან გადაიხარა, ცისფერი ლინზები გაუკეთებია, არ უხდებოდა.

ავიქნიე ხელი, ზურგი შევაქციე და წამოვედი.

იმის მერე გამოხდა ხანი, წიგნების კითხვასაც მოვუმატე, მაგრამ ამ სიმპათიური მამაკაცის არაფერი წამიკითხავს, მან ხო საცოდავი ოცი ლარი დამცინცლა.

Advertisements
75 Comments
  1. ჯერ აღშფოთება დავაპირე, ეს პროვინციელების გაბიაბრუება რა წესია–მეთქი, მაგრამ მერეე 🙂 🙂 მომეწონა!! 🙂

  2. lomski permalink

    ძირს 11 წუთიანი ბოზი მარიას მეხოტბე!

    წამო ლობიანები ვჭამოთ 😀

  3. საინტერესო პოსტი იყო… რაღაც გულწრფელი ჩანდა…
    მაგრამ მაინც გეტყვი, რომ პროვინციელებმაც იციან, სად და რატომ აბარებენ… ხანდახან ზოგიერთ “საოცნებო ქალაქში” მცხოვრებზე უკეთაც…
    რაც შეეხება, დამკვიდრებას ახალ გარემოში, აქ თვითონ გარემო და შენი თვითშეფასება თამაშობს დიდი როლს… მე ვთვლი, რომ კარგი გარემო შემხვდა…

    • კი მარიამ, ეგეთებიც არსებობენ, მე ვიცნობ საკმაოდ ბევრს, მაგრამ ეს პოსტი ეხება ჩემნაირ ჩამოთრეულებს, ძირითადად ბიჭებს :))
      ეს იყო პირველ სემეტრში, მერე მეც კაი ხალხი გავიცნი და ახლაც ვმეგობრობ, უფრო მეტიც ყოველდღე ერთად ვართ 🙂

      • კარგი, წარმატებები “ძერსკობაში” კი არა, სწავლაში და ა.შ. 🙂

      • madloba mariam 🙂

  4. ვინ ჯეოსტარელი ძმაკაცი გყავს, ბიჭო?:))))

  5. ginger permalink

    karg iyo

  6. anushka permalink

    კარგიააა )) :
    ყოჩაღ

  7. აეეეეეეეე, მაგარი იყო ძალიან )))))

  8. ლოოლ : ))

    სხვისი არ ვიცი, მაგრამ თბილისში გავიზარდე და მთელი ჩემი დღე და მოსწრება, კარტოფილს პურს ვაყოლოებ… : ))

    უი, არ უნდა დამეწერა? 🙂

    • ვახთ, მეც პურით ვჭამ ყოველთვის და არც მე არ ვიცოდი გოიმობა თუ იყო. არა, მართლა არ ვიცოდი :/

    • mzime) permalink

      ფრიზეა ლაპარაკი:დ

  9. ივანე კოპაძე permalink

    მაგარი კაცი ხარ მათე! თავიდან მეც ოტა აღვშფოთდი მეთქი რას წერს ეს კაცი :))))) მართლა ძალიან მომეწონა. თან ხომ იცი მეც როგორც ასევე შენსავით პროვინციელს და შენ თანაქალაქელს არც ისე მეუცხოვება ის რაც შენ მოყევი :))))

  10. Borgez permalink

    😀 😀 აუ მაგარი რამეა. ბევრი ვიცინე.

  11. iirkola chi permalink

    hahaha koeliom dagtova mshieri? arada suls avsebs,achmevs da apurebso amboben 😀

    kai iyo ,kargad vicine 😀

  12. ჰაჰ, კარგი იყო 🙂

  13. ანი permalink

    ბებიაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა ბევრი პური ჭამე და მუსკულები გექნებაო :))))))))))))))) მათეე როგორც ყოველთვის მოწოდების სიმაღლეზე ხარ, ძააალიან ბევრი ვიცინე :*:*:*

  14. paxabni permalink

    mate she provincialo gatbilisebulooo, gamiswordaaaaa :))))))))

  15. კარგად ვიხალისე, გაიხარე და წერე კიდევ ბევრი 😉

  16. chiqo18 permalink

    oqro xar mate :*

  17. ჰეჰ ფრიად კარგი იყო, უბრალოდ ის მაინტერესებს იმ ერთ კვირას როგორ გაძელი?:)))))

    • ნათესავთან ვცხოვრობდი პეკინზე, საჭმლის პორბლემა არ მქონდა, პეკინიდან უნივერსიტეტში ხან ფეხით მივდიოდი ხან ავტობუსს ვაგდებდი :დ

  18. საქართველოში პურის დაყოლება თუ გაუკვირდათ არ ვიცი მე… ნამეტანი “თბილისელი” გოგოები იყვნენ ალბათ 🙂 კარგი პოსტია 🙂

  19. კარგად წერ:)

  20. :დდდდდ კარგი იყო :დ

  21. მეც არაფერი მაქვს კოელიოსი წაკითხული და არც ვაპირებ რამე წავიკითხო 😀

    შენ ჩანაწერზე კი ეს მოთხროვა გამახსენდა (ჩემი თარგმანია) http://wp.me/pMchR-6f

  22. გორელი ხარ, ბიჭო? :))

    ეგ კი არა, რამდენი რამ მეცნო..
    კოელიოსი მე, ოდესღაც, “ალქიმიკოსი” მაქვს წაკითხული და დღემდე ვერ მომინელებია ის ტყუილუბრალოდ დაკარგული სამი საათი.. 😦

    • გორელი ვაარ გორელი, მააშ!
      ოღონბ “ბიჭო” არა, “ბიჯო” გორში ასე ვიცით :დ

      • რა უბნელი ხარ, დსმა?!..

        ასე უნდა მეკითხა, გორიდანა ხაარ ბიჯოო?

        :დ

      • stalinis qucheli (emo)

  23. 😀 😀 😀 მომეწონაა :))))))) იმათი არ ვიცი მაგრამ, თბილისში დაბადებული და გაზრდილი ვარ, კარტოფილს დღემდე პურს დიდი სიამოვნებით ვატან და ძალიანაც მომწონს, ნუ მუსკულები არ დამდებია მაგრამ მაინც … :)))))) 😀 😀 😀

  24. koelios waukitxaobit didi araferi dagikargavs magram goridan chasuls aseti ram tu daemarteboda ver warmovidgendi )))
    gorelebi naxevar cxovrebas tbilisshi VATAREBT ))))
    warmomidgenia maRalmtiani acharidan chamosuls ra daemarteboda…..

  25. bluesbreaker permalink

    ეჰ, მე ის პურები მუსკულებში კიარა, ღიპში წამივიდა 😀 😀

  26. მომეწონა ისე ზოგიერთმა გოგომ მარტო “კოელიო” იცის და წაუკითხავს. გაასწორა.

  27. dato nozadze permalink

    იმის მერე გამოხდა ხანი, წიგნების კითხვასაც მოვუმატე, მაგრამ ამ სიმპათიური მამაკაცის არაფერი წამიკითხავს, მან ხო საცოდავი ოცი ლარი დამცინცლა.

    Fuck yea!!!

  28. მე ამ კაცის წიგნებმა 1 კვირა დამცინცლა სანამ შვიდივეს წავიკითავდი! : D არა მაინც პირველივეზე როგორ ვერ მივხვდი რა “ოცლარიანის დამცინცვლელიც” ბრძანდებოდა! : D ეეეჰ 20 ლარი დაკარგე ჯანდაბას! დროის დაკარგვას არ გირჩევ კოელიოზე.. ეხლა წავედი კარტოფილი უნდა ვჭამო და პური უნდა მივაყოლო ! 😀 (მართლა ოღონდ)

  29. keti permalink

    მომეწონა, ალბათ იმიტომ, რომ ძალიან ბევრი რამე ჩემთვის ძალიან ნაცნობია. ბევრმა “ჩამოსულმა” სტუდენტმა, მათ შორის ჩემმა მეგობრებმაც, რომლებმაც სამწუხაროდ ვერ გაიაზრეს რატომ იხდიდნენ მათი მშობლები 1500 ლარს წელიწადში და რა გზით ეშოვათ გზის ფული, იმ შემთხვევაში როცა მშობლების მიერ მიცემული “ჯიბის ფული” ათას სისულელში ჰქონდათ დახარჯული ბევრი შეცდომა დაუშვეს “ოცნების ქარხანაში”.
    P.S. იმედი მაქვს პერსპექტიული “პროვინციელი სტუდენტები” წაიკითხავენ და სულ ცოტათი მაინც დაფიქრდებიან მსგავს სიტუაციებში. 😉

    • eg shecdomebi sheidzleba damgupveli agmochndes, mec mag shecdomebis koriantelshi vtrialebdi 🙂
      gadavwyvite exla chemi gamocdileba gavuziaro da davicva “provincielebi” mosalodneli safrtxisgan 😀 😀

  30. keti permalink

    xo, msmenia Senze 😀

  31. keti permalink

    kargi, yvelafers ar davijereb =)))

  32. nino permalink

    hmmm saqartvelo erti didi provinciaa

  33. გაიხარე შენ, კარგად ვიცინე დილიდან და მადლობა, ასეთ ხასიათზე რომ დამაყენე:)

  34. იმ დღს სუპერმარკეტში შევედი და ჟურნალ–გაზეთებში რეიტინგს დავუწყე ძებნა. ხოდა ამ გაზეთების გვერდზე თაროებია და საბავშვო ზღაპრები და წიგნები ალაგია ორსულებზე 😀
    ამ დროს შემოდის ერთი გოგო, ჩაგვიარა მეც, ჟურნალ–გაზეთებსაც და ორსულებზე წიგნებსაც, მივიდა მუტრუკ დაცვასთან და ეკითხება:
    აუუ ვერონიკამ სიკვდილი გადაწყვიტა გაქვთ?
    ეს დაცვა დაიბნა, ვაიმე ეხლა შემეტყობა რო სურათებიანი წიგნები მევასებაო და აი რაც ალაგია ეგააო უთხრა.
    იმან:
    აუუ რა არი კოელიოსი არ გაქვთ არაფერიო?
    კოელიოზე მეტად მარტო მანჩესტერი მეზიზღება
    გული დამწყდა, იმდენი გამბედაობა არ მეყო ათი თითით დამეცინა 😀
    ხო,რეიტინგი არ ჰქონდათ.

    • დავალაიქებდი ამ კომენტარს მანჩესტერი რო აუგად არ გეხსენებინა :დ

  35. მე თუ მკითხავ თბილისიც ერთი დიდი პროვინციაა 😐

  36. ari ra mate ufro uket shegidzlia darcmunebuli var 🙂

  37. ნათია permalink

    პირველად რომ კოელიოზე ჩამოვარდა ლაპარაკი, მე ხმა არ ამომიღია, რა უნდა მეთქვა? არ მქონდა წაკითხული, მაგრამ არ შევიმჩნიე და ,,ინწელეკტუალური” სახით ვუსმენდი მსჯელობას 😀 😀

    მერე კი სასწრაფოდ მივაშურე ბიბლიოთეკას და გავიგე ვინ ყოფილა ამისთანა ეს კოელიო 😀 😀 ეს იყო დიიიიდი ხნის წინ,არც მახსოვს როდის 🙂

    არა რა, არ უნდა აყვეს ადამიანი ფსევდოინტელექტუალებს 🙂

  38. პროვინციელ გოგონებზე არაფერს დაწერ? : )))

  39. ,,უვიცი ახალგაზრდა'' permalink

    ესეიგი, რადგან კოელიოს არაფერი მაქვს წაკითხული, შესაძლოა გოიმად შემრაცხონ?!:დ:დ სხვათაშორის, მე აჭარიდან ჩავედი თბილისში და მინდა გითხრათ,რომ საერთოდ არ მქონია ისეთი მოლოდინი, როგორიც თქვენ მოიხსენიეთ:დ:დ თუმცა, აღვნიშნავდი, რომ ხალხი ძალიან განსხვავდება:დ:დ:დ პირველივე დღეს მივხვდი, რომ პოლიტიკაზე ავტობუსში კრინტიც არ უნდა დაძრა(თუნდაც მეგობარს ესაუბრებოდე), თორემ შესაძლოა ხიფათი შეგემთხვეს:დ:დ:დ
    თბილისელები საკმაოდ პოლიტიზირებულნი არიან:დ:დ

  40. გაიხარე, კარგი იყო,ბევრი ვიცინე.
    წარმატებები 🙂

  41. ვაიმეე:))) ძალიან მაგარი იყო.რამდენი ვიცინე:))))) ხო კოელიოზე კი ფულის და მითუმეტეს დროის ფლანგვა არ ღირს, მთავარია რომ ეს უკვე ვიცით :)))))

  42. snake permalink

    ხე ხე…მთავარია თავის რწმენა და იმის დაჯერებაა, რომ კაი ტიპი ხარ! 😀
    კოელიო წამიკითხავს ჰაა…ნიჩივო, წავა, გავერთე. არც კარგია, არც ცუდია…ანდა ასე – კარგიც არის, ცუდიც არიც, მაგრამ მთავარი ისაა, რომ მისი წაკითხვა-წაუკითხაობით აბსოლუტურად არაფერი იცვლება. ის გოგოები კი თბილისელები კი არა ვიტყოდი ახლა რეებიც ყოფილან, მარა ხალხია და ‘ტეხავს’! 😀

    მე ისეთები არა მაქვს წაკითხული, სირცხვილით გარეთ თავს ვერ უნდა ვყოფდე მაშინ!

  43. sofa permalink

    vaimee ramdeni vicine:))) rogori nacnobi situaciebiaa ese mec xshirad damipruwavs gakvirvebisgan tvalebi gansakutrebit mashin roca pirvel dges mivedin saswavlebelshi da gaocebisgan esga agmomxda tkven vapshe vineeeeeeeeeebi xaaaaaaaaaaaaaaaaart:))))))))))))))))))))

  44. yvelani chamotreulebi vart
    tbiliseli mxolod xoxobi iyo :))))

    posti momewona dzalian 🙂 kargi xar

  45. salome permalink

    au mec magari goimi vyofilvar,kartofils purs vayoleb:D:D kargi iyo

  46. Katie permalink

    vaimee.. 😀 😀 gaverte.. 😀 kai gmocdileba ki shegidzenia.. 😀 (და ჩანგალი ერთ საცოდავ კარტოფილს ჩაარჭო.) -am moments mdzime musika mouxdeboda soundtrack-ad 😀 ❤ ❤

  47. Tamo permalink

    Dzalian momecona 😀 🙂

  48. საღოლ “ბიჯო” საღოლ! 😀

  49. gvanca permalink

    statias araushavda, magram is, rom koelio mxolod sveck gogoebs moscont, chemi azrit stereotipulia, ubralod martivi sakitxavia, magram masshi chadebul azrs yvela ise ver gamoitans rogorc sachiroa. chemi azrit ki scored egaa mcerlis ostatoba, roca sheudzlia dzalian martivad ceros da misi motxrobebi cyalivit iyos sakitxavi da am dros karg ragaceebzec dagafiqros…

  50. მომავალი პინგვინები გაბრწყინებული თვალებით =) ველი პროვინციელი აბიტურიენტებისა და სტუდენტების ფსიქოლოგიურ პორტრეტებს =))

  51. salime permalink

    მნიშვნელოვანი მომენტები კარგად არის დაჭერილი, თუმცა ვფიქრობ ცოტა გამუქებულია ;)))

    • გაგიკვირდება და არცერთი მომენტი არ არის გაბუქებული : )

  52. ყოჩაღ ! კარგად დაწერილი იყო : )

  53. ნინო permalink

    mdaa:) me mgoni tviton es naweria saocrad goimuri

  54. gavartyi koelios 😀 shen tu magaze naklebad werde, me viyo tafa! ise arc me wamikitxavs, udides protests iwvevs chemshi “svecki” da”tuchapruwuli” mwerloba 😀 – “kidev erti provincieli studenti” 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: