Skip to content

Faithbook

თებერვალი 9, 2011

თანამედროვე ღმერთის ჩივილი

 

1. მე ვარ სტატუსი, თქვენ კი არ მალაიქებთ.

2. მე ვარ ფოტო, თქვენ კი არ მიკომენტებთ.

3. მე ვარ ფერმა, თქვენ კი არ მაფხვიერებთ.

4. მე ვარ ივენთი, თქვენ კი არ მესწრებით.

5. მე ვარ ლინკი, თქვენ კი არ მიზიარებთ.

6. მე ვარ ტესტი, თქვენ კი არ მავსებთ.

7. მე ვარ ფეთი, თქვენ კი არ მაბანავებთ (არც საჭმელს მაჭმევთ)

8. მე ვარ მაფია ვორსი, თქვენ კი ენერგიას არ მიგზავნით.

9. და თუ ამოგშალე ფრენდებიდან ნუ დამადნაშაულებ მე!

რად დამაჰაიდე ადამიანო?!  😦

რად არ გახსენი ჩემი ლოვე ბარათი?!

რად დაულაიქე ლეო ნაფტას სტატუსი?! ;(

მოიგონე, რომ შენს პეთს ვეფერებოდი.

მოიგონე, რომ გიჯიკე.

მოიგონე, რომ ნაძვის ხის სურათზე ვარსკვლავად დაგთაგე.

მოიგონე, რომ შენთვის დავალაიქე “მე მიყვარს ჩემი პატრიარქი.”

მოიგონე, რომ შენთვის შევქმენ იუზერი იესო ქრისტე.

მოიგონე, რომ შენთვის გავწევრიანდი ჯგუფში “ჯააან ძერსკები და შაყვარლები.”

მოიგონე, რომ სიტყვა დისლაიქი, სპამი, არ ვიზიარებ, არ ვესწრები, იგნორი, ჰაიდი, ოფლაინი, დამამცირებელი ვნებანი შენთვის ვიტვირთე.

მოიგონე, რომ შენთვის აკვარიუმი გავაუქმე.

-ოდნოკლასნიკიდან გადმოვედი, შენ რომ ამეყვანე აქ.

-კრედიტები გავიღე, რათა დაბადების დღე მომელოცა.

-დეკემბერში დაბადებულთა სურათზე თავი დავითაგე, ოცდამეხუთე უჯრაში. (ზოგთათვის იანვარის მეშვიდეში)

– შენ სპამზე თავი მე დავირეპორტე.

-შენ დერვიშებს აგინე და ბანი მე დავიდე.

– საქართველოს ბანკის კონკურსში შენი მეგობრების ძაღლები(იშვიათად კატები) ვალაიქე.

– ეს სიყვარულმა და გულმოწყალებამ ჩამადენინა!

– ვერ მოვითმენდი შენს ესევითარ ტანჯვას;

– ნუთუ უარყოფ ჩემს საჰაერო კოცნებს?!

-იუთუბის ნაცვლად მაივიდეოს დამიდებ?!

-ჩემს მაგივრად ანინას ბლოგს კითხულობ?

-ჩემს მაგიერ გიპასუხია კითხვაზე, „რა ზომა მკერდი აქვს შენს მეგობარს?“

-თეა თუთბერიძეს ეძებ? ენდე  ჩემს ფრენდებში დგა.

– ნიკო გომელაურის ვიდეოს ეძებ? ამ წუთას დავაშეარე.

– შენ ფოტოებს ეძებ? ახლავე დაგთაგავ.

– რატომ, რისთვის არ მიმატებს ფრენდებში?

– ნუთუ ვერ ბედავ ფრენდ რიქვესთის გამოგზავნას? თვით იუდა მოღალატე ისკარიოტელი-ც კი არ დამიიგნორებია.

-იქნებ სპამების სიმრავლისა გრცხვენია? ჩემი რისაიქალ ბინი გაცილებით დიდია.

„მოვედით ჩემდა ყოველნი ნეოლიბერალნი და მმკ-ს წევრნი  და მე დაგამატოთ თქუენ“.

სვიტოი ბორგეზი და მატვეი.

 

ორიგინალი ტექსტი, ავტორი ტიხონ ვორონეჟელი: http://www.orthodoxy.ge/tserilebi/voronejeli.htm

Advertisements
22 Comments
  1. Ana bell permalink

    მათე : )))))
    თავიდან შევიცხადე მერე ნელნელა გავიღიმე და ბოლოს მოვკვდი სიცილით!! შე უღმერთო : ))

  2. longbowman permalink

    netai tqven ar afrendet wyvilwyvilad 😀

  3. WDC permalink

    ლოლ :)))))))) კაი იყო :))))))

  4. მათეეე:)))))))))))))) ცუდად ვარ რამდენი ვიცინე:)))))))))))))))))))))))))))))))

  5. tanamedrove terminebshic ki rogor gesmis gmertis… :)))))))))) cheshmariti qristianiviT :))))
    dzalian magaria.. :)))) yochag :))))

  6. Freddie Krueger permalink

    mkrexelo! 😆

    FB_s niuansebshi ver verkvevi bolomde, mara mainc kargia, mainc megimeboda DASABUTEBULAD.. 😀
    daaxloebit igive pontia chem shemtxvevashi, aizek azimovis wignebs ro kitxulob da fizika ar ici, mara mainc ro gevaseba. :))

  7. fmagellan permalink

    ოოო ოოოო :დ
    კაი ხარ, მამა, როგორც ლომინაძე იტყოდა

  8. ამასაც ხო მოფიქრება უნდა არა?!… 🙂 😉 მე იუმორს უფრო ვხედავ ვიდრე მკრეხელობას… ისე არ გამიკვირდება “მართმადიდებელ-მშობელთა-კავშირმა” კოცონზე რო დაგწვან… 😉 😉

    • მართლაც რომ სწორად ხედავ :)) მკრეხელობა და დაცინვა რელიგიის მიმართ მგონი არაა პოსტში 🙂 ვერ დამწვავენ, მეც მორწმუნე ვარ, მართლა. :დ

  9. Borgez permalink

    რისთვის გავათენეთ ღამე ბიჯო.. 😀 😀 მარშუტკაში ჩამეძინა და სარაჯიშვილზე გამეღვიძა შემთხვევით წეღან 😀 😀

  10. iirkola chi permalink

    ende xom gamogividat 😀 vis tadzarshi sheiqmna eg ? 😀 ghirda gateneba 😀

  11. vampirate permalink

    ლოვე ბარათი

    კარგი რაა

  12. ანი permalink

    მათეეე შენ შუამავალი ხარ ჰო? :)))))))))))))))) ძაან ბევრი ვიცინი :))))

  13. ძალიან მომეწონა ეს ფოსტი 🙂

  14. Syd permalink

    კარგია 🙂

  15. რა ძალიან მაგარია :))))))

  16. ჩემი კომენტარი ახლა აქ ისეთივე არაფრისმთქმელია, როგორც პანაშვიდზე დამკრუგავი ვინცხა კაცი – მიცვალებულისთვის 😀 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: