Skip to content

Moral VS. Zakon

თებერვალი 5, 2011

როდესაც შევაღე ცოდნის ტაძრის იურიდიული ფაკულტეტის კარი, მეორე დღესვე უზენაეს სასამართლოში წაგვიყვანეს ექსკურსიაზე. იქ კოტე გველოდა ლექციის წასაკითხად. ისაუბრა რა სამართლის სამართლიანობაზე, ბოლოს კითხვების ჯერიც დადგა; მორცხვად ავიწიე ხელი, ხალხმა იფიქრა, რომ ვაპირებდი მეთქვა “ჩინჩლავს”, მაგრამ არაა,  ერთი ფრიად უაზრო შეკითხვა დავსვი (მეპატიება, მაშინ 16 წლის ბაღანა ვიყავი!). კოტეს ვკადრე შემდეგი სიტყვები, რა ხდება მაშინ, როდესაც მორალი და კანონი ერთმანეთთან შეუსბამობაში მოდის-მეთქი. ამაზე კოტემ ჩაიქირქილა და ლომურ მელოტს შეახო ბრჭყალი, ძირითადად კანონი მორალიდან გამომდინარეობსო და საზოგადოდ დამკვიდრებული ნორმებიდანო, თუმცა კი არის სიტუაციები, როცა ეჯახებიან ერთმანეთსო; მოსამართლე ცდილობს ყველაზე სამართლიანი გადაწყვეტილება გამოიტანოს და შეიძლება კანონიც დაირღვესო. ამის დასადასტურებლად კოტემ ერთი მაგალითი მოიყვანა: ერთი მოხუცი დევნილი ცხოვრობდაო სადღაც, მერე ის შენობა ვიღაც შ.პ.ს-მ თუ ს.ს.-მ იყიდაო, ჰოდა მოსამართლემ დაავალა შპს-ს საცხოვრებელით უზრუნველყო ეს მოხუცი დევნილიო. აგაშენა ღმერთმა-მეთქი, ჩავილაპარაკე და ოდნავ უფრო ბედნიერი გამოვედი შენობიდან.

მაგრამ კოტემ არ იცოდა ტყუილის მოკლე ფეხების არსებობის შესახებ. რად მომატყუე კონსტანტინ? და თუ არ მომატყუე, აბა ის დევნილები რატომ არიან უსახლკაროდ? ააა, რომელი დევნილები? აი, ისინი, 4 თვის წინ რომ სახლიდან გამოყარეს და ახლა ღია ცის ქვეშ რო ათევენ ღამეს, აი ისინი სამშობლოსთვის რო იბრძოდნენ, თუმცა სულ დამავიწყდა თქვენ ხო სამშობლოსთვის მებრძოლები მაგრად გკიდია, სულ ახლახან არ დაარბიეთ ვეტერანების უშფოთველი აქცია? პრინციპში, შენ რა შუაში ხარ, აქ მთავარი ბოროტმოქმედი კობაა, რომელიც უსინდისოდ იძახის, მაგ დევნილებს სახლიც აქვთ და კოპენსაციაც აიღეს, ეხლა კიდევ “სვერხუ” ჩალიჩობენო. არა, კობა, გეშლება, ხალხში რომ მაგ დევნილების მიმართ უნდობლობა დანერგო, უნდა სთქვა, რომ ეგენი რუსეთის აგენტები არიან, სახლები მივეცი, გაყიდეს და მაყუთი ესპანეთის მთავრობას გაუმაზეს, რუსეთში მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომ მხარი დაეჭირაო. კომპენსაციაც მივეცი და მაგით კიდე დიმა ბილანს უმესიჯებდნენ ევროვიზიაზეო, მაგრამ კარგი ტყუილის მოფიქრებაც არ შეგიძლია როგორცა სჩანს.

ნუ ეხლა, კობასაც რას ვერჩი, პრინციპში, მაგას სიკეთის კეთების მოტივაცია აღარა აქვს, უკვე “გაიპრავა” სამოთხე სტიქარის ტარებით, დაიბევა ფაფუკ ღრუბელზე ქნარი და რბილი “კრესლო.” მაგრამ, კობა, მისმინე ვაჟკაც, სანამ ღმერთთან მიხვიდოდე, ჯერ ხალხის სამსჯავრო უნდა გაიარო.

ხალხი კიდე მოგკლავს, მოგკლავს რა, შვილიშვილს ეგრე ეტყვი, დამხვრიტეს ბაბუო.

როდესაც კობას უსირცხვილო განცხადება გაჟღერდა, ამან, რა თქმა უნდა, დევნილების განრისხება გამოიწვია, მაგრამ დევნილებს კობამ უთხრა, მე ეგ არ მითქვამს, თუ გინდა შევიგინებიო. არა, კობა, არ შეიგინო, დაიგინე! მარა ალბათ ეგეც არ იცი, რომ დაგინებით საქმე არ წყდება. არ სწავლობდი, არ სწავლობდი, ქუჩაში მაინც დამდგარიყავი, იქ მაინც გაიგებდი რაღაცას.

ალბათ ისიც არ იცი, რომ მაგ ხალხს ბრძოლისუნარიანობას ვერ დააკარგვინებ. მათ მაშინ არ დაუხევიათ უკან, როდესაც შიმშილის და სიცივის მახეში იყვნენ მთების გადმოკვეთისას. ალბათ ისიც არ იცი, რომ მშობელი შვილის გამო ყველაფერზე წამსვლელია, მებრძოლებს ვერ შეაშინებ და ორჯერ ორი ოთხია.

ნეტა შენს გულში ჩამახედა, როდესაც სამინისტროში შედიხარ და კარებზე დაკიდებულ იმ ქალბატონის სურათს უყურებ, ვის სიკვდილშიც დამნაშავე ხარ. ხო, კობა, თავი იმიტომ დაიწვა ქალმა, რომ სახლი არ ჰქონდა, თვითმკვლელობამდე მიყვანა კიდე სისხლის სამართლის დანაშაულია (იხ. სსკ 115-ე მუხლი: “თვითმკვლელობამდე ან თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა მსხვერპლისადმი მუქარით ან  სასტიკი მოპყრობით ანდა მისი პატივის ან ღირსების სისტემატური დამცირებით,-ისჯება თავისუფლების შეზღუდვით ვადით სამ წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.”)

ბავშვობაში წმინდა ნინოს მედალიონი მქონდა, რომელსაც არასოდერ არ ვიხსნიდი. დედაჩემი მეუბნებოდა, ნათლობის დროიდან გიკეთიაო (3 თვის ასკში მოვინათლე). მედალიონს არ ვიხსნიდი არც ბანაობისას, არც მაშინ მომიხსნია, როდესაც დამემსხვრა თავსმოხვეული მითები ღმერთზე და მართლმადიდებლობაზე. მე უბრალოდ მიყვარდა, როგორც ნივთი, რომელსაც მთელი 15 წლის განმავლობაში ვუფრთხილდებოდი. ბოლოს როდის ვიტირე იცით? აი მაშინ, ეგ მედალაიონი რომ შთანთქა მდინარე აბაშამ და მთელი დღეები უშედეგოდ რომ ვეძებდი. დარწმუნებული ვარ, რაღაც ეგეთი ნივთი ყველას გექნებათ, რომელზეც მზე და მთვარე ამოგდით. ხოდა, წარმოიდგინეთ, რომ მოვიდეს კობა სუბელიანისნაირი ტიპი და იმას, რასაც ნახევარი ცხოვრება ელოლიავებოდი, გართმევს. დევნილებმა, ასე თუ ისე, მოიწყვეს ცხოვრება, საარსებო მინიმუმს შოულობენ, აქ ჰყავთ მეგობრები, ვისი იმედიც აქვთ გაჭირვების ჟამს. ზოგი მათგანი საერთოდ თბილისში გაიზარდა, აქ დაამთავრა სკოლა, აქ სწავლობს უნივერსიტეტში და ესენი კიდე ეუბნებიან ფოცხოეწერში წადითო, სადაც არც სკოლაა, არც საავადმყოფო, არსებობისთვის ზუგდიდში უნდა იაროს ყოველდღე კაცმა, ზუგდიდამდე მგზავრობა კიდე 4 ლარი ღირს. აბა, აქვთ ეხლა დევნილებს დღეში რვა ლარი? არა!
ალბათ არ იცის კობამ, რომ გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მიხედვით, ყველა ბავშვს აქვს განათლების მიღების უფლება, რომელიც სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს და სახელმწიფო უზრუნველყოფს ამას ფოცხოეწერში? ვერა!
თუმცა, თქვენ თქვენი კანონები გაქვთ, რისი მიხედვითაც დევნილები არაფრის ღირსები არიან და დიდი ძმა ყოველთვის მართალია.
მარაა კარგად დაიმახსოვრე ერთი კაი ფშაველის მიერ ნათქვამი:
ზაკონ ვერ მასდრეკს ვაჟკაცსა,
ზაკონ რა ჩემი **ე არი!

ნუ დარჩები გვერდით, შემოგვიერთდი!

http://www.facebook.com/home.php?sk=group_125390484196064&notif_t=group_activity

 

 

 

Advertisements
10 Comments
  1. sundro permalink

    yvelaze magari posti am temaze!! mateus kai kaci xar

  2. Freddie Krueger permalink

    “რად მომატყუე კონსტანტინ?”

    😀

    lamazad da azrianadaa natqvami.

    mara DIDI bidziebi xom tyuilis gamo chanan didebi. ar chaamateben yoveldgiurad tyuilis dozas da დაიჩუტებიან…

  3. ყველაზე კარგი პოსტია რაც ამ თემაზე წამიკითხავს, მართლა:) ამ ბიჭს როცა უნდა გადასარევად იცის დასერიოზულება:)

    • მადლობა ირი :* დასერიოზულება ბოლომდე არასდროს არ გამომდის :დ

  4. gio_hyena permalink

    მალადეც შეჩომა,მე შენში სულ სხვა ადამიანი დავინახე=))

  5. unknown permalink

    აბა რომელი დევნილია უსახლკაროდ, შეგიძლიათ მიმითოთოთ? პირადად თქვენ სადმე გინახავთ უსახლკარო დევნილი? რომელიც ქუჩაში ათევს ღამეს? იცით კი, ვინ საიდან და რატომ გამოასახლეს? საკუთარი ქულების დაწერისთვის და საკუთარი თავის მაღალზნეობრივ ადამიანად წარმოსაჩენად არ არის საჭირო დემაგოგია და არასწორი ინფორმაციის გავრცელება. აბა ვინ თბილისში 20 წლის ინტეგრირებული დევნილი გადაიყვანეს ფოცხოში? ერთი მაინც დამისახელეთ.

    • თქვენ საერთოდ თუ გსმენიათ იმ ქალბატონზე რამე რომელმაც სამინისტროსთან თავი დაიწვა?
      არც ის არ გახსოვს თამარაშვილის ქუჩიდან რო გამოასახლეს დევნილები და კარავში რომ ცხოვრობდნენ თვეობით სამინისტროსთან?
      მე მახსოვს, იმიტომ, რომ მათთან ვიყავით.
      გამოასახლეს იმიტომ, რომ ის შენობა გაიყიდა, შარშან მთელი ზამთარი კარვებში გაატარეს.
      მერე საპატრიარქომ შეიფარა.
      მაგ პერიოდში უამრავი ბლოგერი წერდა დევნილთა პრობლემებზე, შეგიძლია იმათ პოსტებსაც გადახედოთ.
      თითოეული ფაქტი სწორია და ამაზე პასუხს ვაგებ, ჩემი ყურით ვისმენდი ყველაფერს და იქ ვიმყოფებოდი.
      იქნებ კარგად გაეცნოთ დევლინთა ამჟამინდელ მდგომარეობას და შემდეგ გამოხვიდეთ დიდაქტიკური სიტყვით?

      თვალებ დახუჭული სიარული არას გვარგებს, შეიძლება რამეს დავეჯახოთ. ფართოდ უნდა გაახილოთ თვალი.

      თუ კიდე გექნებათ რამე შეკითხვები შეგიძლიათ მკითხოთ, მანამდე კი გადახედეთ შარშანდელი ზამთრის ქრონიკებს.

  6. სუპერპოსტი 🙂

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: