Skip to content

ანაპურნა ანუ ბოდიში თქვენ გელით სიკვდილი

სექტემბერი 28, 2010

მაგარია არა? ჰო ესაა ანაპურნა I, სიმაღლით მეათე, “ტრუპებით” პირველი მწვერვალი მსოფლიოში.

მდებარეობა: ირმის ნახტომი, მზის სისტემა, დედამიწა, ევრაზია, აზია, ინდოჩინეთი,ჰიმალაი, ნეპალი, 28.595°N 83.819°E

ანაპურნას მთის მასივი მოიცავს 6 მთავარ მწვერვალს, რომელთა სიმაღლეც 7200 მეტრს აღემატება. ესენია:

ანაპურნა I(8091მ.), ანაპურნა II(7937მ.), ანაპურნა III(7555მ.), ანაპურნა IV(7525მ.), განგაპურნა(7455მ.) და სამხრეთ ანაპურნა(7219მ.)

ანაპურნას მიდამოები გამოირჩევა ნაყოფიერებით, რის გამოც მას ეწოდა სახელი ანაპურნა. ანაპურნა სანსკრიტიდან ითარგმნება როგორც, “საკვებით სავსე,”  ვაბშეტა ანაპურნა არის ნაყოფიერების ქალღმერთი ინდუიზმში და სახელიც მანდედან მომდინარეობს. (anna-საკვები, purna-სავსე)

თურმე ეს ჩვენი ქალღმერთი შივასტან დაახლოვებული პიროვნება ყოფილა ეს შივაც ხო თურმე ქართული ცასავით ღრმა ყოფილა და ერთხელ უთქვამს, რომ მატერიალური სამყარო ილუზიააო თავის საჭმელებითურთო, ამაზე გაფსიხებულა პარვატი და რას მიქვია ილუზიააო აბა მე რა ჩემი ფეხების ქალღმერთი ვარო, ჰოდა ერთ მშვენიერ დღესაც ნიშნის მოგების მიზნით  გაუქობია მთელი სურთსათ-სანოვაგე, სულს რო ღაფავდა ჩვენი “ვსემაგუში” შივა მერე მოუქრო ისევე საჭმელი და შემდეგ შივას გაახსენდა თავისი ღრმა სამყარო და წარმოთქვა ბრძნული ფრაზა: ” ეხლა მივხვდი, რომ მატერიალური სამყარო ძალიან გავს სულს, არ შეიძლება გაუჩინარდეს, როგორც ილუზია”  და მას შემდეგ პარვატს უწოდეს ანაპურნა და დანიშნეს როგორც სურსათ-სანოვაგის გამგე.

 

ეხლა გადავიდეთ უშუალოდ მწვერვალზე, არაფერს არ მივკიბ-მოვკიბავ, პირდაპირ გეტყვით, რომ 2005 წლისათვის მხოლოდ 103  წარმატებული ლაშქრობა იყო ანაპურნაზე დაფიქსირებული, (წარმატებულში ბოლომდე დალაშქვრა იგულისხმება), აქედან 56 ადამინი დაიღუპა, საშუალოდ ყოველი მესამე ადამიანი იღუპება, თუ მაინცდამაინც გადაწყვეტთ ანაპურნაზე ასვლას, მესამე ნუ იქნები! თორე იმხელა ზვავები იცის რომაა…

პირველი ასვლა დაფიქსირდა 1950 წელს და იმ მომენტისათვის ითვლებოდა ყველაზე მაღალ დალაშქრულ მწვერვალად, მართალია მანამდე ევერესტის 8500 მეტრზე ავიდნენ, მაგრამ ის არ ითვლება, ნიჩურტი ქონდათ, ბოლომდე არ ასულან.

ყველაფერი დაიწყო მაშინ როდესაც 1950 წელს ფრანგებით დაკომპლექტებულმა ჯგუფმა შეუტია ანაპურნას, ეს გახლდათ პირველი 8000-ზე დიდი მწვერვალი რომლის დაპყრობასაც ლამობდნენ, მაგ სულელებს ეგონათ რადგან რვაათასიანებში ყველაზე დაბალი მწვერვალია, მარტივად ავიდოდნენ, ჩემი ფეხები. ძლივს ჩამოაღწიეს ცოცხლებმა.

1970 წელს უკვე ბრიტანელებმა შეუტიეს სამხრეთ ფერდობიდან, კრის ბონინგტონის მეთაურობით, ავიდნენ დაიპყრეს გაბლატავდნენ, თავში აუვარდათ, დაშვებისას მწვერვალმა გამოაჩინა კლანჭები და ერთი ყინულის ლოდი მოარტყა თავში ერთ-ერთ წევრს იან ქლოუს, საწყალს მეტი კი არ უნდოდა, იქვე განუტევა სული.

1978 ში ამერიკელმა ქალებმა გადაწყვიტეს მწვერვალის აღება, თუმცა ქალღმერთმა არც თანასქესელები აუშვა უმსხვერპლოდ, სად მიდიოდნენ, რომ მიდიოდნენ, ქალი მე ვიცი “კუხნაში.” წადი რა ქალო ქმარს ნასკი გახადე, სად მიეთრევი? პირველმა გუნდმა წარმატებით დაძლია დაბრკოლებები და ოთხის ნახევარზე უკვე მწვერვალზე იყვნენ, მაგრამ მეორე გუნდი კი… ეჰ საწყალი მეორე გუნდი ;( ვერა ვოტსონი და ელისონ ჩედვიკი, საწყლები, დაშვებისას მაინც მომკვდარიყვნენ მწვერვალს მაინც იხილავდნენ, მაგრამ ეტყობა ქალრმერთმა იცის ვის უნდა აჩვენოს თავის სილამაზე და ვის არა. საცოდავი ვერას გაყინული გვამი კი მისმა მეუღლემ გამოიტანა.

კიდევ ბევრი რამის დაწერა შეიძლება ანაპურნაზე, მაგრამ ეხლა მეჩქარება, გაგრძელება აუცილებლად იქნება.

Advertisements
12 Comments
  1. დიმიტრი permalink

    ანაპურნა ანაპურნა…
    პირველი რვაათასიანია.
    თუ არ გაქვს წაკითხული, (ალბათ არ გაქვს, იმიტომ რომ აუცილებლად ახსენებდი) აუცილებლად წაიკითხე მორის ერცოგის “ანაპურნა”.
    სადაც გინდა იშოვე და წაიკითხე, არ მაინტერესებს.

    საჯაროში ექნებათ

    კრძალვით დიმიტრი

    P.S. კაი ბლოგია. ცოტა ადრე დაგეწყო წერა შე კაცო

    • არ ვიცოდი მაგის არსებობის შესახებ, აუცილებლად წავიკითხავ, მადლობა დიტო.

  2. ვივა “მაწიბალი”!
    “მაწიბალი” ფორევერ!
    მაგარი მასტი ხართ, თქვე ჩვენავ :))))

  3. minda permalink

    მართალია ყოველი მესამე კვდებაო მარა მე მაინც მგონია რომ მიმიშვებდა სანახავად ეგ მწვერვალი :))) ასე რომ თუ წახვალთ წამიყვანეთ:D

  4. Di@ permalink

    მომწონს მათუს შენი ბლოგი. :*

  5. აქ ამაცოცა…

  6. “თანასქესიანები” 😀
    თანასქესელები უფრო კაი იქნება 😀
    ისე კი, აი სურათზე როა სულ მაღლა წკიპზე დამაყენა და მერე თუ გინდა ყოველი მესამე კი არა ყოველი მეორე ჩახოცილა 😀

  7. “Machapuchare “ეს არის ამ მწვერვალის სახელი 🙂

  8. და ის 6993 მეტრია. ასერომ შეეშვით ანაპურნას.
    არ არის ეს

  9. “vabsheta” ” turme es chveni qalgmerti ” magra gvegadavebi 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: