Skip to content

რატომ უნდა წახვიდეთ ლაშქრობაზე? ანუ 10 ყველაზე მაგარი შეგრძნება.

სექტემბერი 27, 2010

კითხვისას მოსასმენი მუსიკა

რა არის ლაშქრობა? მე და კიდევ რამოდენიმე ჩემნარ “მორფინისტს” თუ დაუსვამთ ამ კითხვას პასუხი აუცილებლად იქნება შემდეგი შინაარსის: “ლაშქრობა ყველაზე მაგარი რამეა რაც კი ოდესღაც ვინმეს მოუგონია”   “ლაშქრობა ემოციების დიდი საცავია”    “ლაშქრობა ყველაზე მაწიბალი ვეშია” “უდედისმ**&&^ლესი” და ა.შ.

ყველა გასვლას რათქმაუნდა თავისი ხიბლი აქვს და განსხვავებული კაიფი, სხვადასხვა შეგრძნებები. ბუნებრივი ექსპონატების ნახვას სხვა “მუღამი” აქვს, კულტურულ–ისტორიული ძეგლების ნახვას–სხვა, მაგრამ არის მთელი რიგი მომენტების რაც ყველა ლაშქრობას საერთო აქვს, რაც გახლავთ კიდეც მთავარი, რაც იწვევს შეჩვევას, ქუჩურად რო ვთქვათ შეჯდომას, ამ პოსტშიც სწორედ ამ საერთო ნიშან–თვისებებზე ვისაუბრებთ. მე არ დავყოფ მათ ადგილების მიხედვით, რადგან ვერ შევადარებ, ამიტომ მივყვები ქრონოლოგიურად.

1. სამზადისი.

დაგეგმვა, მარშუტის გაწერა, ხალხის მოგროვება, ბარგის ჩალაგება, აღჭურვილობაზე ჩალიჩი და ამ ნაჩალიჩარი აღჭურვილობით აღფრთოვანება.

აქ ბევრი რამე გავაერთიანე, და ერთიანობაში იქმნება სამზადისი ლაშქრობისა, მოლოდინი, იცი რო რაღაც საკაიფო უნდა მოხდეს უახლოეს მომავალში, იცი რო კაი პონტში იქნები და ადამიანს ბედნიერებისთვის ისიც კმარა,  იცოდეს მეორე დღეს კარგ გარემოში, კარგ ხალხთან ერთად კარგ ადგილას რო იქნება.

2. მგზავრობა

მატერებელი, ავტოსტოპი, მარშუტკა, ავტობუსი და სხვ.

მგზავრობა მეგობრებთან ერთად ალბათ ბევრ თქვენთაგანს უყვარს, გახსოვთ ექსკურსიებზე ბოლო ადგილებს რო იკავებდით და კლასის ყველაზე დეზლი სასტავი რო ისხედით, მღეროდით, წითელიყვითელიშავს თამაშობდით ხუმრობდით და ა.შ. ლაშქრობაზეც თითქმის ანალოგიური სიტუაციაა, ოღონდ სახეზე ჩაგვრადატყობილი თანაკლასელები წინიდან რეპლიკებს არ ისვრიან, არც მასწავლებლები გიშლიან დალევას და მოწევას, არც მიკროფონში ყვირიან მილიონჯერ გაცვეთილ “ხუმრობას”: “ვინც არ არის ხელი აწიოსო”, მოკლედ შენ უკვე დიდი ბიჭი ან გოგო ხარ  და თუ გინდა ყირაზე გადადი, კონტაქტობანა ითამაშე ან თუნდაც გზაზემიდის ან საერთოდ შკურაკზე გასრიალდი, დიდი და ლოთი სასტავისათვის რეკომენდირებულია, მატარებელი. დალევისთვის მოსახერხებელია, ასევე კარტის სათამაშოდაც გამოდგება, იმღერებ კიდევოც, კურილკაც გააჩნია, მოკლედ არ მოიწყენ თან თუ თბილისი–ბორჯომის ორლარიან მატარებელში ზიხარ.

ავტოსტოპი–აგდიხარ ტრასის ბოზივით შუა გზაზე, ან ცხელა ან წვიმს ან ცივა ან არავინ არ გიჩერებს, ცერა თითი გაქვს აწიკული და უცბად ერთი კაი ჯიგარი სავეცკი მაშინის მძღოლი ქართველი გიჩერებს, თუ ორგაზმი არ გაგიცდია არასდროს მაშინ ტრასაზე გადით და ცერა აღმართეთ.

მძღოლების ჟესტები, მე ამაზე ძალიან ბევრს ვხალისობ და შეიძლება ითქვას მათი უკვე ისე მესმის როგორც დედას მუნჯი შვილისას, ჟესტებიდან რამოდენიმეს გამოვყოფ: 1. ხელით გადასახვევზე მითითება, ეს იმას ნიშნავს რო მძღოლი იქვე უხვევს სადმე ან ყვიბისში მიდის. 2. ხელების გაფარჩხვა აქეთ–იქეთ და მხრების აჩეჩვა, ამ ჟესტს მე შევარქვი “სად ჩემ სლეზე დაგსვა.” ასევე შეგიძლიათ მძღოლის სულიერ სამყაროს ჩაწვდეთ მისი მანქანის საშუალებით, მაგ: თუ მოდის ტოიოტა პრადო, ნუ შეწუხდებით და ხელს ნუ აუწევთ, მაგით გაზულუქებული ჩინოვნიკები და ჟმოტები დადიან ძირითადად, ხოლო სავეცკი მანქანებით კეთილი გლეხები მოძრაობენ, რომელნიც უცილობლად თან წაგიყვანენ. ავტოსტოპს ერთი მინუსი აქვს, ძირითადად ორ–სამ ადამიანზე მეტი ვერ მოძრაობთ, მარა თუ გაგიმართლა და ყველა ერთ ტრანსპორტში აღმოჩნდით, მაშინ აი ეს არის უკვე მულტი ორგაზმი,  აქვე უნდა ითქვას, რომ კაი ნებისყოფა უნდა ტრასაზე დგომას, თუ გინდა, რომ მგზავრობაში ფული არ დაგეხარჯოს გამოიჩინე სულიერი სიმტკიცე, ან მოკლეკაბიან გოგოსთან ერთად იმგზავრე.

ერთი აუცილებელი პირობა, მძღოლზე უნდა დატოვოთ დადებითი შთაბეჭდილება, უნდა მოატყუოთ, რომ მიდიხართ ეკლესიის მოსალოცად, და რომ გიყვართ საქართველო, რათა მძღოლს ჩამოუყალიბდეს სტერეოტიპი კეთილშობილი ავტოსტოპერისა და სხვებსაც თამამად გაუჩეროს, შეიძლება თუმანსაც გამოჰკრათ ხელი და თუ გაგიმართლათ რესტორანშიც ამოყოთ თავი.

3. სიარული

ბევრს ეზარება, ბერვი წუწუნებს, ბევრი იღლება, ბევრს ფეხები სტკივა, ბევრი ბებერა გიჩნდება, მაგრამ იმდენად სასიამოვნო პროცესია ივიწყებ ყველანარ დისკომფორტს, ამხნევებთ ურთიერთს,  ტკბები ხედებით, სიმწვანით, ჩიტების ჟღურტულით და ა.შ. ბევრი რო არ გავატრაკო, ნუ შეუშინდებით გასავლელ მანძილს, აღმართ ან დაღმართს, დამერწმუნეთ უაღრესად ამაყი და საკუთარი თავით კმაყოფილი დაბრუნდებით, შეიცნობ შენ ძალებს.

4. “პერეკური”

ეს სიამოვნება მხოლოდ მწეველებს შეუძლიათ გამოსცადონ, მრავალი კილომეტრის დაფარვის  შემდეგ დაღლილ–გათანგულ–მისავათებული რო წამოწვები ჩეროში წყაროს პირას და “პაპიროზს” გაუკიდებ აი მანდ გენძრევა. ღრმა ნაფაზს რო ამოცხებ და მერე გამშრალ სასას ცივი წყაროს წყლით ჩაისველებ, არაფერია თუ არა მიახლოვება უზენაესთან.

5.  მისვლა

ბევრი იარე თუ ცოტა იარე მიხვედი დანიშნულების ადგილას, აღარ გაქვს სასიარულო, დაეგდები ხასხასა მოლზე, ზურგჩანთას მოიხსნი, ოფლს მოიწმენდ, ცივ წყალს შეისხამ სახეზე, სიგარეტს მოწევ და ბედნიერი ხარ ეს რომ შეძელი, ღრიალს იწყებ, ისვენებ, კარავს შლი, ზოგი შეშას აგროვებს, დაბანაკდები და იწყებ ადგილის მონახულებას.

6. დათვალიერება

სადაც არ უნდა წახვიდე, ტყეში, მთაში, უდაბნოში, ზღვაზე ან თუნდაც პერუში, მიდიხარ რაღაცის სანახავად, ეს რაღაცა შეიძლება იყოს ჩანჩქერი, ტბა, ეკლესია, ციხე–კოშკი, გამოქვაბული, მღვიმე და სხვ. ეს უკვე შემეცნებით მხარეა ლაშქრობის, გაიგებ ბევრ რამეს, დატკბები სილამაზით, გადახედავ აზიდულ მთებს, მოეფერები ციხი ქონგურებს, აძვრები გალავანზე, აკვირდები ეკლესიის ჩუქურთმებს, ხტები ტბაში, დგები ჩანჩქერის ქვეშ და ყველანაირად ითვისებ მიდამოს, იქაურობის ბრძანებელი გგონია თავი შენი, და კვლავ ღრიალებ, ოღონდ უფრო ხმამაღლა.

7. კოცნაობა

იშლება სუფრა, ინთება კოცონი, სხდებით კოცონის გარშემო, იწყება კოცნაობა, ყველა რაღაც ისტორიას ყვება, ხუმრობა–ანეკდოტები, ლაზღადარავი, სიმღერა და რაც მთავარია სმა! ეს უწმინდესი და უნეტარესი რიტუალია, მთელი დღის ნაგროვები დადებითი ემოციებისგან იცლები, ხვდები რომ შენი მეგობრები უფრო მეტად გიყვარს ვიდრე აქამდე გეგონა (ღმერთმანი რა სენტიმენტალური ვარ) სულიერად ისვენებ, გკიდია ქალაქში მევალეები რო გელოდებიან და ორ დღეში გამოცდა გაქვს, უბრალოდ დაფრინავ ზეცად და ღმერთთან ახლოს ხარ, გიხარია ადამიანად ყოფნა იმიტომ, რომ ადამიანი ყველაზე მაგარი ცხოველია, მან ხომ ცეცხლი მოიპოვა! იქვე ტურები გაჰკივიან, ბანს გაძლევენ, ეს ერთი–ორად ზრდის უკაცრიელ ადგილზე ყოფნისგან გამოწვეულ სიამოვნებას.

8. დილა

დილა იწყება ჩიტების ჭიკჭიკით, საშინელ პახმელიაზე ხარ ჩიტები გაღვიძებენ, ფოთლები შრიალებენ და პახმელიისგან გამოწვეული ყოველგვარი ბოროტება მყისვე ქრება, მაგას რა ჯობია როდესაც დათვს უშვებ და ბუზების ნაცვლად ჩიტები დაგტრიალებენ თავს, გამხნევებენ. აქ უკვე სამოთხეში გგონია თავი და ბწკენას იწყებ, რათა დარწმუნდე რომ ცოცხალი ხარ.

ეს ყელაფერი გვირგვინდება ანაკომის სუპით!  დიახ, დიახ სწორად გაიგონეთ არ მოგესმათ, ანაკომის სუპი, წვნიანი ბლუდა ტყეში, პახმელიაზე ცხელი კერძი და კიდევ ერთი ორგაზმი გარანტირებული გაქვთ, თან დილის ორგაზმი უფრო დიდ ხანს გრძელდება, როგორც წესი. ჩაი, ყავა, ცხელი შოკოლადი სიგარეტტან ერთად, ეს უკვე პოსტორგაზმული სიამოვნებაა.

9.  გამოგზავრება

აჯამებ რა განვლილ დღეებს და ბედნიერი ხარ, იხსენებთ გზაში ყველა “პრიკოლს” კიდევ ერთხელ ხალისობთ, გეგმავთ მომავალ გასვლას და გადადიხართ ყირაზე.

10.  დაბრუნება

ცხელი შხაპი, უნიტაზი, ძილი რბილ ლოგინზე, გემრიელი საჭმელი, უფრო აფასებ ქალაქს და კომფროტს, თუმცა რამოდენიმე ხანში ისევ გაქცევა გინდება, შეეჩეხები რა ცივილიზაციის მანკიერ მხარეებს.

პ.ს.  ფიცი დადეთ, რომ პოსტის წაკითხვიდან უახლოეს ორ კვირაში ტყე–ველად გაიჭრებით, თუ კარგძუძუიანი ან კარგკარვიანი ადამიანი ხარ, შემიძლია  წაგიყვანო.

პ.პ.ს პოსტი გამოქვეყნებულია რედაქტირების გარეშე, ყველა რედაქტორის თავზეც გავიარე!

თუ რამე გამომრჩა თამამდ შეგიძლიათ დაამატოთ, კომენტარის სახით.

Advertisements
45 Comments
  1. კარავი არა მაქვს და ძუძუებიანი ბიჭი გაწყობს? 😀 😀

    • ბალა შენთვის ჩემი კარვის ელვა შესაკრავი(ზმეიკა) ყოველთვის ღიაა : )))

  2. blumgardt permalink

    გუშინ ვიყავი სემი-ლაით-პახოდში ლაგოდეხში 😀

    მომეწონა, კიდევ მინდა 😀

    რაც შეეხება ძუძუებს და კარავს, არ მაქვს, სამაგიეროდ ვიცი ტვინის დღვნა 😀

  3. მანდედან ყველაზე მეტად დილის ამბავი მიყვარს. ნესტიანი (ეს უკეთეს შემთხვევაში და ისე ზოგადად სველი) კარვიდან რომ გამოყოფ თავს, ასევე ნესტიან ფეხსაცმელში რომ წაყოფ ფეხს, ასევე ნესტიან კურტკას რომ შემოიცმევ და წყლის ადუღებას რომ ელოდები. ადუღებას რა და გაცხელებას, იმიტომ რომ სადაა მაგდენი ცეცხლი ან გაზი, წყალი ადუღდეს. მერე ყავას ან ჩაის რომ დალევ, ანაკომის სუპს რომ შეჭამ, ამასობაში მზეც რომ ამოიწვერება და ქვაზე მიჯდები, და გრძნობ როგორ გიბრუნდება ცხოვრების ხალისი, პახმელიიდან გამოდიხარ და მზით და ბუნებით ტკბები! ყველაზე მაგარი შეგრძნება ეგაა.
    და დაბანაკების ამბავი მიყვარს _ კარავს კარგად რომ გაჭიმავ და პარალონზე სპალნიკს რო მიაფენ. 😉

  4. ise kargad agwere yvelaferi…
    arasdros vyofilvar, Tumca kargad mivxvdi rac unda iyos..

  5. ჯონ ლენონი მოვკალი permalink

    ყველაზე მაგარი კაიფი მე თუ მკითხავ სულ სხვა რამეშია, პირველ დღეს, რომ პახოდის ლომები გათრევენ აღმართებში და რაცარუნდა გაიხიო ვერ ეწევი და მაგრად გიტყდება, უკვე იმ მომენტამდე რომ მიდიხარ, როცა ფიქრობ რომ ამ პახოდის დედაც… რამ გამაგიჟა, ეხლა ხომ თბილად და კომფორტულად შემეძლო რომ ვყოფილიყავი და უცაბედად გამოჩნდება საბანაკო წალკოტი, რომელზეც ხვდები რომ ვერცერთი დალაგებული “გიდი” უარს ვერ იტყვის და უცილობლად იქ რჩებით, აი მასშინ უკვე გრძნობ თავს ადამიანად და ტკბილად იღიმები. ჩუმის ფიქრით კი ხვალინდელ აბაროტზე ფიქრობ, ლოგიკურია ყველა დაუსრულებელი აღმართის მერე დაუსრულებელი დაღმართია და იცი რომ იმ დაღმართის მბრძანებელი უკვე შენ ხდები 🙂 ეს ჩემი კონკრეტული მაგალითია და ჩემი ბედნიერებაც მაგაშია :)) მათე ვფიქრობ დაკარგვის ინსტიტუტზეც უნდა გეთქვა 1–2 სიტყვა რადგან მაგის გარეშე რაა პახოდი?!

  6. ნაპოლეონნნნნნნნნნნ!!!!!!!!!!! permalink

    ise yvelanaisi xumroba, rom axalcixis palosis kults mivabarot da seriozulad visaubrot, vpiqrob paxodi adamians an sicocxlis bolomde eyvareba an shezizgdeba. sashualo ar arsebobs da rom gaigo shen romel nawils ekutvni aucileblad unda waxvide paxodshi, paxodshi ogond isetshi ara pikniki rom upro metad qvia, unda waxvide da sikvdilamde bevri unda iaro, unda inano rom saertod waxvdei, unda daikargo ugran tyeshi, dilas svel karavshi unda gaigvodzo sashinel paxmeliaze da garet gamoxedvis unda geshinodis ise unda wvimdes, ai mashin sheidzleba kide igrdzno rom paxodshi yopilxar, magram realurad igrdznob im shemtxvevashi tu es yvelaperi sulier simshvides moganichebs. miuxedavad yvelanairi problemebisa, socialuri tu materialuri siduxchirisa ai iq,mtis wverze galumpul ganadgurebuli tu tavs igrdznob bednierad mashin shegidzlia chatvalo rom es sheni saqmea. me ase damemarta, sulier simshvides sxva rameshi vedzebdi da vpiqrobdi rom es sakmarisi iyo, axlaki vxvdebi rom mta da megobari ertad idealuri ramea, antidepresantia da zustad is aris rac me am wuts am dges da am cxovrebashi unda vaketo

  7. წამიყვანე პახოდში !!! :)))))) მართლა დავინტერესდი, აქამდე ასეთები არ მიზიდავდა :)))))) რასაც მეტყვი ყველაფერს გავაჩენ :)))))

    • წამოდი ლამაზო უშგულში აგიყვან :დ ოღონდ ძუძუები დაიზარდე ან კარავი იშოვე ან ჭაჭა :დ

  8. minda permalink

    ყველაზე მეტად მიყვარს ის მომენტი ღამე რო ცეცხლთან დავსხდებით ხოლმე და გულახდილი საუბრები რო იწყება. შეიძლება ძალიან დიდი ხანი იცნობდე ადამიანს მაგრამ ძალიან ბევრი რამე არ იცოდე, მაგ დროს კიდე ყველას ეხსნება და აი რაღაც გულით ვლაპარაკობთ ხოლმე. მაგიტო მომეწონა წითელი, ყვითელი და ლურჯი სკამების თამაში :))) და მეორე მეც დილა მიყვარს, აი ნუნისში რო ნამიანი იყო ბალახი და ფეხშიშველი დავტანტალებდი, ოქროს ციხეზე დილას რო წყალწყალა ცხელი შოკოლადი დავლიე მაგრამ ყველაზე გემრიელად, მანგლისში რო ყინულივით ცივ მდინარეში გავტოპეთ დილიდან და მერე ანაკომები რო დავხვრიპეთ, პროსტა ვერ გადმოვცემ ისე მაგრად მიყვარს. და კიდე ყველაზე ბედნიერი ვიყავი როცა მიშა და წიკო დავკარგეთ და მერე ვიპოვეთ და როცა იმ მწყემსმა გვითხრა რო სოფლამდე ერთი კილომეტრი იყო დარჩენილი, სიხარულისგან ვყვიროდი და აი ყვეეეელაზე ამგარი იყო!!!! და საერთოდაც მართალი ყოფილა რო ერთხელ თუ მოიწამლე პახოდებით მერე სულ გინდა ქალაქიდან გაღწევა და ის სიმშვიდე და ბუნება რომელიც აქ მაგრად გვაკლია 🙂

    • ჩამომსვით, კი არადა ამსვით :დ ჭეშმარიტებას ღაღადებ კნეინ.

  9. andria permalink

    მათე, მამა ხარ!

  10. მათე, შვილს ველოდები შენგან!

  11. tavadi permalink

    ყვიბისი ჩემი ტკივილია :)))

  12. მე-19 კომენტარიიიიიი, გილოცავ მათე 😀 😀 😀

  13. ალექსი სივკათი (ოსი) permalink

    კარავი მაქვს,
    ჭაჭა მაქვს,
    საძილე ტომრები მაქვს,
    სიგარეტი მაქვს (ჯერჯერობით).

    ძუძუც მაქვს (თანაც ორი ერთეული), მაგრამ შენთვის არ მემეტება.

    ველი პასუხს.

    • აჯდები ბიჭო ძუძუს? :დ ჩემი პასუხი ქე იცი შენ, კვირას ვისაუბრებთ დეტალურად. 🙂

  14. zura2 permalink

    ძუძუ და კარავი არ მაქვს
    მაინც სერგის ჯობია ლაშქრობაში წავყვე, არ ეწევა კი მაინც
    თუ არ იცნობთ სერგის, გაიცანით, კაი ტიპია
    http://www.facebook.com/profile.php?id=100000520960898

  15. აუ ყველაფერი ისე მიყვარს ვერც ერთს ვერ გამოვარჩევ ^^ განსაკუთრებით 4 ფუნქტიდან :))))))))))) 4ეს ჩათვლით :D:D

  16. უკვე მოვიწამლე და დავდე ფიცი მაგრამ მაისი მერე არსად არ ვყოფილვარ:
    პ.ს. არც კარავი მაქვს და არც პამელა ანდერსონი ვარ))))))))))))))))))))))))

  17. ლაშქრობა ჩემთვის ხეტიალია, ხეტიალი კიდევ ჩემი ცხოვრების სტილია.
    Nice to meet you 🙂

  18. longbowman permalink

    ყველაზე მაგარია როცა ტიპები შნე რუკზაკს ათრევენ როცა ცუდად ხარ და რამე (ალუზია ფიტარეთზე) ისე კი მოაქ რა სუფთა ჰაერზე ყველაფრის კეთებას 😀

  19. ნათია permalink

    აი, აქ, სადღაც ყელში მომწვა ლაშქრობაში წასვლის სურვილი, ჰოო, რაღაცნაირად მომინდა, მთელი არსებით! და ახლა თავი მძულს ვარკეთილის რომელიღაც მიკროში, პირქუშ კორპუსში რომ ვზივარ…

    ლაშქრობაში ერთხელ ვარ ნაყოფი, 2 წლის წინ, ძამას ხეობაში, დღემდე არადამიანური ნოსტალგიით ვიხსნებ იმ სამ დღეს, იმ დაღლას, ფეხების ტკივილს, პარალონის გარეშე დაძინებულ კარავში ატკიებულ გვერდებს, მოზიდულ ფიჩხს, კოცონის გარშემო მხიარულებას, წვიმაში გალუმპვას…

    წელს, ზაფხულში კი 2-ჯერ გავუშვი ხელიდან შანსი პახოდში წასვლის და დღემდე ვნანობ :S:S

    ექსკურსიებზე ხშირად გვიწევს ხოლმე სიარული, მაგრამ ლაშქრობაში ვერა და ვერ წავედით… არადა როგორ მინდააააააააა…. საერთოდაც, შესაძლებელი რომ იყოს ფეხით შემოვივლიდი მთელ საქართველოს, ზურგჩანთით, კარვითა და საძილე ტომრით აღჭურვილი!

    მთიანი საქართველოს ნახვა მინდა განსაკუთრებით, ვერც კი წარმომიდგენია ოდესმე თუ ამისრულდება ოცნება და თუშ-ფშავ-ხევსურეთში, სვანეთში წავალ… ასე მგონია სიხარულისგან მოვკვდები შატილს რომ დავინახავ, ემოციები დამახრჩობენ…

    ეს რა წავიკითხეეე, ახლა ისე მინდა სადმე ლასქრობაში რომ ცუდად ვარ, ძალიან კარგად წერ, მომწონს…

  20. ყველაზე კარგი კოცონთან გვიანობამდე ან გამთენიამდე შემორჩენაა. თავიდან არავინ არ აპირებს დაძინებას, მერე სიარულით დაღლილი, შემთვრალი და ძილის მოყვარული ადამიანები ფრაზით-,,თქვენი არ ვიცი, მაგრამ მე ვიძინებ’’-ის წარმოთქმით ტოვებენ დანარჩენებს და 2-3 საათიანი ძილის გამო აკლდებიან ყველაზე მაგარ სიამოვნებას.
    ხოო დავძენდი რომ, ბევრი წყვილი იქმნება ასეთი ლაშქრობების შემდეგ:)
    მომენატრა, სიარულისას წვიმაში გაწუწვა, მერე მობერილი ცივი ქარით გაშრობა და ისევ დასველება. ტრიალ მინდორში დაწყებული ჭექა-ქუხილი და შიშით გამორთული ტელეფონები. იმდენი რამე მომენატრა რომ ერთი პოსტი უნდა ალბათ მაგას ცალკე, მაგრამ ჯერ არ დამიწყია ბლოგერობა:):):)
    დილით წუწუნი: ,,ამისმა და იმისმა ხვრივამ არ დამაძინა’’, ,,ან ეს რა მოყევით ბიჭებო, მთელი ღამე ცალხელკაუჭიანი მანიაკი მესიზმრებოდა’’.
    ავტოსტოპით ორჯერ ვიმგზავრე, ერტხელ არაქართველმა გაგვიჩერა, მაგარი პიკაპი, მაშჳნ ორი გოგო და ერთიო ბიჭი ვიყავით და ყველაფერი სწორად იყო აღქმული. მეორედ თურქულმა ტრაილერმა და იმ პატარა კაბინაში ერთი გოგო (მე) და ორი ჩემი მეგობარი ბიჭი, დაზვერვებიდან ვბრუნდებოდით, 20 კმ-ზე მეტი გვქონდა გავლილი და საერტოდ არ მანაღვლებდა რას იფიქრებდა ის მძღოლი (კარგს მაინც არაფერს).

  21. katie permalink

    bevri nacnobi da zogi ucnauri momentic davichire.. 🙂 erti ram udaoa lashqrobas gansakutrebuli “pewi” aqvs.. 😀 martla narkotikivit icis michveva.. (kidev kargi rom boroti ukuchvenebebi ar axasiatebs) 😀 vui.. ise blogebis kitxvas ajobebs bargi avikra.. 🙂 xval (ukve dges) sxaltashi mivdivar.. tirim tirim.. 🙂

  22. ირინა permalink

    უჰ მათე დღეს კიდევ ერთხელ გადავავლე თვალი ამ პოსტს, ჩვენი ფილმისთვის ეგება რამე გამოვიყენოთ მეთქი და მთელი გეგმა შენს პოსტზე გვქონია აგებული, როგორც ჩანს :DDD როდის გავა ერთი კვირა (დანცე)

  23. sad sheidzleba wavidet lashqrobaze 1 dgit ) ) ) anu darcheniis gareshe

    • თბილისის შემოგარენში სადაც გენებოს, ბეთანია, არმაზი, ზედაზენი და ა.შ.

  24. ცხოვრებაში საერთოდ არაფერს ვნანობ, გარდა იმისა, რომ სულ ორ პახოდში ვარ ნამყოფი :ს
    ჩემი ცხოვრების საუკეთესო დღეების ჩამონათვალში აუცილებლად შედის პირველი პახოდი ❤

    მაგარი პოსტია მათე, მიყვარს შენი იუმორი )

  25. maiko mestumre permalink

    facebookze sul shemtxvevit wavawydi : ) da ise daviwye kitxva ar vicodi vis ra iyo da sadgac shua gzashi vifiqre iseti nacnobi shegrdznebbebia amastan ertad paxodshi namyofi xom ar vartqo .. gavixede gamovixede da turme endeblogze var .. ! vax mate ra : ( tavi gagixmes eseti kargi postis daweris gamo .. paxodshi minda ! :((((((((( dzalian dzalian dzalian tan!

  26. nina permalink

    karavi ar maq mara pirvel punqts vakmayofileb gadacharbebit :D:D:D haa? ?? :)))

  27. ნინო ურუშაძე permalink

    hm 🙂

  28. იმედია წინააღმდეგი არ ხარ ეს პოსტი ერთ ერთ ფეიჯზე რომ დავაშეარე : )
    ძალიან მაგარია და ზუსტად გაქვს აღწერილი მთელი ”კაიფი” იმისა რასაც ლაშქრობა ქვია : )

    • წინააღმდეგი ნამდვილად არ ვარ, უბრალოდ ავტორს და წყაროს თუ მიუთითებ კარგი იქნება : )

      • chorveni permalink

        ავტორი და წყარო არც მომიცილებია : ) პირდაპირ ილინკება შენს ბლოგზე : )))

  29. ამაკაწკაწწაააააა…….. ❤

    წამიყვანეთ, წამიყვანეთ წამიყვანეთ რააა..

    რა მნიშვნელობა აქვს მკერდის ზომას და კარვის სიკარგეს :დ ( ნუ ჩემს კარავს კიდე არაუშავს 😀 )

    მთავარია, რომ არ ვიწუწუნებ სიარულისას, სულ გავიღიმებ, ბეეევრ ფოტოებს გადავიღებ და სამსახსოვროდ დაგრჩებათ :დ
    კიიდო, საძილეში ძილი მიყვარს ისეე ისე, რომ ჩამოვდივარ ხოლმე ლაშქრობიდან, ლამის სახლშიც საძიელში დავიძინოოო :))) მარა უკვე რამდნეი წელია აღარ ვყოფილვარ ასე გემრიელ დიდხნიან ლაშქრობაზე და ჩემი სული ტირის :დდდდ

    ძალიან ბედნიერი ბიჭი ხარ შენ!!! ❤

  30. ხო, რედაქტირება არც ჩემv კომენტარს არ გაუვლია, ეტყობა შეცდომებზე.. 😐
    მაგრამ ძალიან ავჟიტირდი და ავკაწკაწდი :)))

  31. ავოიეეეეეეეე 🙂 რა გინდა, კარგი სასტავი ვართ, ავიყაროთ გუდა-ნაბადი და წავიდეთ, ვიაროთ ცხრა მთა და ცხრა ზღვა თუ არა, აქვე კახეთი შემოვიაროთ- ქიზიყი ძალიან ლამაზი მხარეა, ხო დააა შევხმიანდეთ, შევიკრიბოთ და ვისაც გეპახოდებათ დავსტარტოთ (Y)

Trackbacks & Pingbacks

  1. როგორ ვიმოგზაუროთ ევროპაში « Andria's Notes

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: