Skip to content

Swim Hiking ანუ ღრმა წყლები და მაღალი მთები

სექტემბერი 12, 2010

2010 წლის ზაფხული რაღაც ნამეტანი ცხელი და უნალექო გამოდგა, ზოგმა ზღვას შეაფარა თავი და წყალში გრილდებოდა, ზოგმა კიდენა ზურგჩანთა მოიგდო და ჩეროს ქვეშ დასცა კარავი, ზოგმა ორივეც მოასწრო (მათ შორის მეც) ვინც ზღვაზე ვერ წავიდა გულის სიღრმეში მაინც სურდა პლიაჟზე წამოწოლა, ვინც ტყის ჩრდილში ვერ წამოწვა,  ისინიც ფიქრობდნენ, რომ მთაში დასვენება აუცილებელია, მოკლედ ბევრი რო არ გავახურო, ხალხის ამ ორ კატეგორიას ერთმანეთის შურდათ, ხოდა გამოჩნდა ერთი კეთილი კაცი, სახელად პიტერი, ვინც ამ შუღლის აღმოფხვრის საშუალებას მიაგნო.

თუ თქვენ წყალში ტანტალიც გინდათ, მაღალ მთაში დასვენებაც და შვებულება მხოლოდ ერთი “პაეზდკისთვის” გყოფნის, მაშინ swim hiking-ი თქვენთვის ყოფილა შექმნილი, პიტერს უმადლოდეთ!

Swim hiking-ი არის ერთგვარი ნოუ ჰაუ, ერთმა ადამიანმა რომელსაც ცურვაც და ტყე-ტყე წანწალიც უყვარდა, გადაწყვიტა ეს ორი ჰობი შეერთებინა და ორმაგი სიამოვნება მიეღო, გამოიგონა რა სპეციალური ზურგჩანთა,  წავიდა წლიანი მთების დასალაშქრად, ბევრი იარა თუ ცოტა იარა შეხვდა მდინარე, რწყილი ახტა-დახტა გადაახტა მდინარეს, ხოლო პიტერმა შემოიცვა საცურაო კოსტიუმი, ტანისამოსი წყალგაუმტარ ჩანთაში ჩააწყო და დაიწყო ლაშქრობა მდინარეში, გადალახა მდინარე, ამოვიდა, გაიმშრალა და განაგრძო გზა, ისე, რომ არც ღორისთვის მიუტანია ქრთამი, არც მუხასთან მისულა სამათხოვროთ და არც ყვავს დაუჩოქა.

საცურაო ზურგჩანთას პიტერმა სვიმზაკი უწოდა(swimsac) მისი დამზადება, არც თუ ისე დიდ სირთულესთან არის დაკავშირებული, საჭიროა: ზურგჩანთა, გვერდითა ჯიბეებით, წყალგაუმტარი ჩანთა, რომელსაც ათავსებთ მთავარ ჩანთაში, რამოდენიმე დამატებითი ღვედი და აი ის ბავშვებს რო უკეთიათ ხელებზე რაღაც გასაბერი მოწყობილობა  წყალში რო არ ჩაიძირონ ხოლმე.  აი ამ უკანასკნელს ათავსებთ რუგზაკის გვერდითა ჯიბეებში, ამაგრებთ დამატებითი ღვედებით,  მკერდზე დაიმაგრებთ ნაცვლად მხრებისა და ჰაიდა წყალში, (“პლავკის” ჩაცმა არ დაგავიწყდეთ) თვალსაჩინეობისათვის იხ. ფოტო.

მოკლედ, ძალიან კარგი სინთეზია  ეს სვიმჰაიქინგი, ზუსტად ჩემსთვისაა მოგონილი, რისთვისაც ბატონ პიტერს საჯაროდ ვუხდი მადლობას.

აუცილებლად გავუწევ აგიტაციას ამ “გამოგონებას” საქართველოში, შემომიერთდით და ერთად დავლაშქროთ ჯავახეთის ტბები, რომელნიც მართლაც, რომ ზედგამოჭრილია ამ საქმისთვის(სხვაში არაფერში უქმნია ღმერთს:დ) საქართველოში სამწუხაროდ მდინარეები არც თუ ისე დიდია სვიმჰაიქინგი, რომ მოვაწყოთ.

აი ამ გამოგონებით ამოძირკვა ღირსმა პიტერმა შუღლი მთაში დამსვენებლებსა და პლიაჟზე წამოტყლაწულებს შორის, დაე გადაეცეს ნობელის პრემია შუღლის ამოძირკვის დარგში.

ბოლოს კი იხილეთ ვიდეო, თუ როგორ ლაშქრავს წყლებს თავად ღირსი პიტერი. (სამწუხაროდ ბიბისის საიტი ურლს არ მიგდებს და პირდაპირ პოსტში ვერ ჩავსვი ვიდეო)

http://news.bbc.co.uk/2/hi/uk_news/7567448.stm

ეს კიდევ სვიმჰაიქინგის ოფიციალური საიტი, სადაც შეგიძლიათ იხილოთ სვიმჰაიქინგ ტურები და მრავალი სასარგებლო რამ.

http://www.swimsac.co.uk/

და ახლა უკვე მართლა ბოლოს ვადგენ სვიმჰაიქერების სიას:

1. მე

2. ბორგეზი

Advertisements
8 Comments
  1. Borgez permalink

    მიმამატე მაგ სიას, მიუხედავად იმისა რომ ცურვა არ ვიცი.. 🙂 😀 კარგი რამე ჩანს..

    პუ.სუ. მომწონს შენი ბლოგი… საინტერესოა.. 🙂

    • მაშინ, ჯერ ცურვა უნდა გასწავლო:დ

      მადლობა

      • Borgez permalink

        ერთ გაკვეთილში რამდენს იღებ?

  2. ეეე, ცურვის გაკვეთილებს თუ ჩაგვიტარებ მაშინ მეც მიმამატე 😀

    • არის უმფროსო :დ
      ბორგეზ შენ ხო შინაურის შეყვარებული ხარ? ხოდა რა გინდა

  3. მე მაპატიეთ, მიუხედავად იმისა რომ პოსტი მესიმპათიურება და მჯერა მათეს შესაძლებლობებისაც, ერთ რაღაცას ვერ ვხვდები.. ჩანთით თუ არ შეხვედი ტბაში ისე ვერ იბანავებ? რა მუღამი აქვს ჩანთით შესვლას? ალბათ მე ვერ გავიგე რაღაც 🙂

    • პახოდია ბიჯო ესა, ისედაც იბანავებ, მაგრამ რო დალაშქრავ და გზას გააგრძელებ, ორ-სამ დღეს ივლი, საბანაოდ კი არ მიდიხარ, ლაშქრობაზე მიდიხარ, საბანაოდ ჩადი ზღვაზე :დ

      • chiqo18 permalink

        სადა აქვს მაგას ძღვა შეჩემა 😀

        ისე მე მაგრად მომწონს იდეა და ჩემს ფინანსებს უნდა გადავხედო… იმედია არ შემბოკავს და შემოგირთდები ს უდავოლსტვიემ :*

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: