შიგთავსზე გადასვლა

ბატეთის ტბა

სექტემბერი 9, 2010

თქვენი ყურადღება მინდა მივაპყრო, ქარელის რაიონში, კერძოდ, ძამას ხეობაში მდებარე უმშვენიერეს ტბას, რომელშიაც წითელ წიგნში შეტანილი ტრიტონები “ხარობენ.”  ძამას ხეობა, მართლაც, რომ ერთ-ერთი ყველაზე მწვანე და ლამაზი ხეობაა, ხეობაში თუ სწორად მახსოვს 36 მოქმედი მამათა მონასტერია, უმრავლესობა ახალი აშენებული, მონასტრებს სახელები ტაოს მონასტრების მიხედვით ქვიათ, ტბეთი მახსოვს მარტო, მგონი ხახული და შატბერდიც უნდა იყოს.  ასევე იხილავთ, ქვათეთრისა და ქოზეფას ულამაზეს მონასტრებს. რაც შეეხება უშუალოდ ბატეთის ტბას, იგი ტბეთის მონასტრიდან 3 კმ-ში მდებარეობს, როდესაც ჯიუტად მიაპობ ტყის ბილიკებს, მოულოდნელად თვალწინ სამოთხე გეშლება, პირველივე დანახვისას კიმ კი დუკის წელიწადის დროები გახსენდება, შუაში რო ბაითი წამოჭიმო იმენა ის ბერი იქნები.

ტყე შერეულია, როგორც ფოთლოვანი, ასევე უფოთლო ხეები მრავლად არი, ერწყმიან ერთმანეთს მშვენივრად და როდესაც ტბის პირას წამოწვები წინ წიწვებს, ფოთლებს და არადაბალანსებულ სიმწვანეს უყურებ, მე ამას ერთფეროვანი მრავალფეროვნება დავარქვი, ტბაც ხომ მწვანეა, ოღონდ სხვანაირი მწვანე.

ბატეთის ტბა, როგორც პიზდეც გეოგრაფები იტყოდნენ, მეწყერული წარმოშობისაა, მოდიოდა თავისთვის, უდარდელად, წყნარად, საცოდავი ღელე, მოვარდა დაპალი მეწყერი, გადაკეტა მდინარე და იქმნა წალკოტი, თურმე კატაკლიზმებსაც მოაქვთ სარგებელი.

როგორც ზემოთ ითქვა, ტბაში ტრიტონები ბინადრობენ,  მოარული ხმები დადის, თურმე ერთ ცალი

70 მწვანეს ფასობსო, ხედავთ რამდენი სიმწვანეა ერთიბეწო ტბაში?

რამდენიც არ უნდა ეძებოთ, თევზს ვერ იპოვით, ასე, რომ აფერისტო “რიბაკებო” თუ ბატეთის ტბაზე წახვალთ სათევზაოთ, ნუ დაიწყებთ ტრაბახს ორი “ლახანკა” თევზი დავიჭირეო.

ტბას ერთი მრიდან ჭაობი აკრავს, ასეთი ლამაზი ჭაობი ცხოვრებაში არ მინახავსდიახ მეგობრებო, თქვენ, რომ ბალახი გგონიათ ჭაობია და ეს ხეებიც წყლიდან არიან ამოზრდილები.

თუ ჯერ არ გინახავთ ბატეთის ტბა, აუცილებლად ესტუმრეთ მას და გაითვალისწინეთ დიდი მოგზაურის რჩევა დარიგებანი!

1. აუცილებლად შემოუარეთ ტბას გარშემო.

2. თუ მწეველი ხარ, არამცდაარამც არ სთხოვო რაიმე სახის დახმარება მონასტრებში მყოფ მორჩილებს, თორემ მოვლენ და სიგარეტის მარაგს გაგიწყვეტენ.

3. აუცილებლად მოინახულეთ, ქვათეთრი და ქოზეფა.

4. დალიეთ მდინარის წყალი, სხვა წყალს ვერ ნახავთ.

5. წაიღეთ ბევრი არაყი, რათა ჩემი სადღეგრძელო შესვათ, ესოდენ დიად სიალამაზეს, რომ გაზიარეთ.

6. წაიღეთ ლიმონი, არაყზე ასწორებს.

7. წაიღეთ ანაკომის სუპი, პახმელიაზე ასწორებს.

ჩადით ქარელში ლარიანი მატარებლით, იქიდან დაიქირავეთ მიკრო ავტობუსი 40 ლარად კოდმანამდე და იქიდან ფეხით გაუყევით შარა-გზას.

ბედნიერ მგზავრობას გისურვებთ!

პ.ს. დიდი მადლობა მარიამ_მმ, რომელმაც შთამაგონა, თუ როგორ გამეფორმებინა ფოტოებით წერილი.

25 Comments
  1. ოქრო ხარ, მათე! ალალია შენთვის საზოგადოებრივი გეოგრაფიის მაგისტრის წოდება!

  2. ოხ, ახალი ბლოგერი წამოჩიტულა ჩემს აქ არ ყოფნაში! სადღაც დაბორიალობს თან! :O ქეთინოს უცოდინარი აქ არაფერი გაფაჩუნდება, არც აქ და არც ბატეთის ტბაზე რომ იცოდეთ! გადასარევად ვიცი, ვისთან ერთად იყავით, სად როდის და რამდენი ტრიტონი ნახეთ გოგოების კარავში კიდე! 😐 ხოდა, ბიგ ქეთინო ის ვოჩინგ იუ 😐

  3. ყოჩაღ ! შენს სტიქიაში ხარ 🙂 მომეწონა,მშრალი ფაქტები არ იყო,სახელოვანი გიდის სტილი იგრძნობა :დ

    წარმატებები,მეგობარო.

  4. ულამაზესი ადგილია. თავიდან ვერც კი მივხვდი, საქართველო რომ იყო 🙂
    მადლობა პოსტისთვის!

    • არაფრის 🙂 ვეცდები სისტემატიურად მოგამარაგოთ ასეთი ადგილებით 🙂

  5. chiqo18 permalink

    kidev erti odzeki chvens rigebshi… mshvenieria! siamovnebit cagikitxav xolme mateus :*

  6. minda permalink

    აუ ერთხელ კიდე წავიდეთ, გამახსენდა ეხა და მომინდა :)) ოღონდ შენს რჩევებს მიამატე მათე რო შეეცადონ კარგ ამინდში წავიდნენ, თორემ სულ დასველდებიან და მერე ჩემსავით მთელი გზა ხელით უნდა ეჭიროთ შარვალი, რომელიც როცა სველდება თურმე საშინლად დიდდება და გძვრება 😐

  7. ქარელის რაიონზე,ქოზიფა გამახსენდა…მაგარი ბუნებაა მაგ მხარეს!!!

  8. bluesbreaker permalink

    ოჰო, მაგარი პოსტია. შევატყობინებ საჭირო ხალხს რომ ჩასვან ეს მარშრუტი დღის წესრიგში 🙂

  9. ნათია permalink

    არასოდეს დამავიწყდება ბატეთის ტბა… ეს შოკი იყო… აღმართზე ავდიოდით, ვგრძნობდი რომ ცოტა ხანში გადავიქცეოდი, აღარ სემეძლო სიარული, მაგრამ არ ვიმჩნევდი… და უცბად… წინ ულამაზესი ხედია იშლება, მწვანე ტბა და სიჩუმე, საოცარი სიჩუმე… გაბრუებულივით დავდიოდი ტბასთან, არ მჯეროდა რომ ამ სილამაზეს მართლა ვხედავდი და ამდენი სიარულის შემდეგ ჰალუცინაციები არ დამეწყო…

    რა ძალიან კარგი დრო იყო, ვაიმე, მინდა აქ… ახლა ვიტირებ.. 😀

  10. ნათია permalink

    უი, კიდევ ის… ჩვენთან ერთად რომ გეოგრაფები იყვნენ გვითხრეს პირველად აქ რომ მოვდიოდით, რამდენიმე მოსახლემ გვითხრა თქვენ გიჟები ხო არ ხართ, სად მიდიხართო, ტბაში ურჩხული ცხოვრობსოოო 😀 😀 ეს ისე, გამახსენდა, ძალიან ვიხალისეთ 😀 😀

  11. ანდრო permalink

    რამდენი ლამაზი ადგილია მარტო საქართველოში რომ ნახო :ს

  12. ეს ფოტოები ამ ტბაზეა გადაღებული?

  13. დაგენანა ფოტოები? დაამატე კიდევ 🙂

    • პირველ პახოდზე, ანუ როდესაც ეს პოსტი დავწერე, ლენტიანი აპარატი გვქონდა და წვიმამ გაგვინადგურა, მეორე ჯერზე კარგი ფოტოები გადავიღეთ, მაგრამ დამატება დამეზარა : ))

  14. შენ გაიხარე მაინცდამაინც, კაკრას პატარა ლაშქრობას ვგეგმავდი და ბატეთი გადავწყვიტე და ვსერჩე და შენ შემრჩი 🙂

  15. ულამაზესი ადგილია მართლაც რომ,ამ ზაფხულს ვიყავი და ძალიან დიდი შტაბეჭდილება დატოვა 🙂

  16. tedo permalink

    nadirobis mxriv raxdeba mand? aris dashvebuli?

    • ნაკრძალი არ არი და ალბათ დაშვებული იქნება, შველი ჩემი თვალით მაქვს ნანახი : )

      • levani89 permalink

        შველიც არის და ღორიც, ნადირობა დაშვებულია თუმცა გადაჭარბებულ მეხორცეებს ვერ ნახავ, ასევე მდინარეშიც თევზჭერასაც თვითონ სასულიერო პირები აკონტროლებენ და დენით და წამლით არავინ თევზაობს. ძამის ყველა შენაკადში კალმახია( ბატეტის ტბის შენაკადის გარდა)

  17. levan permalink

    xalxo casvlas vapireb da ankesi cavigo? tevzi realurad ar aris tbashi tu ubralod ver icheren da izaxian ar ariso?

    • არ არის, მარტო ტრიტონები ცხოვრობენ.

    • levani89 permalink

      ქვემოთ ძამა სავსეა კალმახით, ოღონც კუს ტბის ”რიბაკები” ერთ ცალს ვერ დაიჭერენ 😀

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: