ჭაობი
ატალახდა მთელი ეზო. მოდის და მოდის ონკანიდან წყალი.
ონკანი დიდია, თანაც დღენიადაგ მოშვებული. წყალი დასალევად არ ვარგა, ცუდი რაღაცები მოყვება და მომწამვლელია.
ეზოში ცალკე კიდევ დგას სამი ონკანი, იქიდან ყოველთვის ერთი და იგივე გადმოდის. ხალხი ამ სამებას მედიას უწოდებს, მითიური მედეას საპატივსაცემოდ, ვინაიდან თავდაპირველად ამ ონკანს სამკურნალო თვისებები გააჩნდა. აქ მოდიოდნენ სასოწარკვეთილი ადამიანები, ჭრილობაზე წყალს ისხამდნენ და ახალი სასო ამოსდიოდათ. მედიამ ერთ დროს დიდი როლი ითამაშა ეზოს დაჭაობებისგან გადარჩენაში და მას გამარჯვებული ხალხის ონკანი უწოდეს. მაგრამ ეხლა ყველაფერი შეიცვალა, როგორც ამბობენ მედიას ბოროტი ბაყბაყდევი დაეპატრონა და ხალხს წამლავს.
მედიის ონკანიდან გამოსული წყალი განსაკუთრებით საშიშია ჯანმრთელობისთვის და არა მარტო. აქედან გამოსული წყალი ყველაზე ადვილად შედის მიწასთან კონტაქტში და მის მიერ წარმოქმნილი ტალახი უფრო დიდ ხანს ძლებს. ეზოს მაცხოვრებლების უმრაველოსობა მოიწამლა მედიიდან წყლის დალევის შედეგად. მოწამვლის სიმპტომებია: კრიტიკული აზროვნების დაკარგვა, ილუზიურ სამყაროში ცხოვრება, ჰალუცინაციები და ფანატიზმი. ეს უკანასკნელი ვლინდება ხშირი მიღების შემთხვევაში. მოწამვლას ასევე ახასიათებს მიჩვევა, გარკვეული დროის შემდეგ აღარ იგრძნობა საწამლავის გემო და წყალიც ერთი შეხედვით ჩვეულებრივად ეჩვენებათ.
მეცნიერთა დაკვირვების შედეგად, ზოგიერთ დაინფიცირებულს დაუდგინდა მიდრეკილება სახოტბო ლექსების წერისკენ, რომლის ობიექტიც ვინმე წმინდა მიქაელია.
როგორც ამ ეზოს მკვიდრნი აცხადებენ, ფაქტობრივად შეუძლებელი ხდება მოწამლულებთან ურთიერთობა. მათ უჭირთ განსხვავებული აზრის მოსმენა და მყისვე ეწყებათ ჰალუცინაციები. ჭაღარა მოხუცი კაცი ელანდებათ, რომელსაც ბრეტელებიანი მაიკა აცვია და დაბრუნებით იმუქრება. არსებობს მეორე სახის ჰალუცინაცია, ერთი დაბალი, ნახევარად მელოტი მკაცრი გამომეტყველების მამაკაცის სახით, რომელიც მეზობელი ეზოს გამგეა და ატალახებული ეზოს მიერთების სურვილი კლავს. თუმცა ძირითადად საავადმყოფოები, გზები, ახალი ქალაქები, სამართალი, სამუშაო ადგილები, მდგრადი ეკონომიკა, ახალი ფაბრიკა–ქარხნები, ინვესტორები და 2 მილიონი ტურისტი ელანდებათ.
ზოგიერთი იმასაც ამბობს, რომ ეს წყალი მოედინება მდინარე განგიდან და მომწავლავ ნივთიერებას პროპანს შეიცავს. ამიტომ ამ სამ ონკანს „პროპან–განგი“–ს სახელითაც მოიხსენიებდნენ, სიტყვამ დროთა განმავლობაში ასიმილაცია განიცადა და ჩამოყალიბდა როგორც “პროპაგანდა.” მოწამლულები უარყოფენ წყალში მომწავლავი ნივთიერების შემცველობას. ვინც ჭკუა ისწავლა თავს არიდებს წყლის დალევას, თუმცა მათი რიცხვი მცირდება, ვინაიდან უჭირთ მოწამლულებთან ურთიერთობა და ირიყებიან საზოგადოებისგან.
საკვირველია და ეზოს მცხოვრებთა ძალიან მცირე ნაწილი ცდილობს ონკანების გადაკეტვას. მათ არ სურთ ატალახებულ ეზოში ცხოვრება, მაგრამ როგორც მოაგახსენეთ ყველა ონკანი დიდია და შესაბამისად მის დაკეტვასაც დიდი ძალა სჭირდება, რომელიც ამ მცირე ნაწილს არ გააჩნია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ დრო და დრო მცირდება ონკანის გადაკეტვის მსურველთა რიცხვი, და შესაბამისად მცირდება ტალახის ამოშრობის შანსი. ამის მიზეზი შიშია, ონკანებიდან მოვარდნილი წყლის შიში. ბევრი ადამიანი, ვინც სცადა ონკანის გადაკეტვა, წყალმა წაიღო და ტალახში ჩაეფლო, საიდანაც დღემდე ვერ ამოსულან. შეიძლება ითქვას თავისუფლება შეეზღუდათ და ტალახის პატიმრობაში იმყოფებიან. თუმცა დარჩა მცირე ნაწილი, რომელიც დღემდე უშედეგოდ ცდილობს ეზოს გადარჩენას დაჭაობებისგან.
ეზოში კიდევ ერთი კატეგორიის ხალხი ცხოვრობს, რომლებსაც არ აინტერესებთ არც ეზო, არც ონკანი, არც წყალი. ცხოვრობენ თავისი ცხოვრებით, ერთობიან, სწავლობენ, მუშაობენ. თუმცა ისინი ყველაფერს ხედავენ. ხედავენ როგორ უტალახდებათ ეზო და უჭაობდებათ მათი საყვარელი მინდორი და არაფერს აკეთებენ მის გადასარჩენად, რადგან ტალახს ჯერ მათი პირადი ეზოსთვის არ მიუღწევია. ისინი არაფერს არ აშავებენ, აივლიან–ჩაივლიან, მაგრამ უმოქმედობით მაინც სჩადიან დანაშაულს, რა არა? ისევე როგორც ვინმე გია და რეზო, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება უმოქმედობაში გამოიხატებოდა და ამის შესახებ ეზოს მცხოვრებლებმა ღრმა ბავშვობაში გაიგეს, თუმცა ვერ გაიაზრეს.
ვინც პრობლემების გადასაჭრელად არაფერს აკეთებეს, ხელს უწყობს ისედაც ატალახებული ეზოს კიდევ უფრო ატალახებას.
ეზოს მცხოვრებთა სამარცხვინოდ უნდა ითქვას, რომ ისინი ბოლო რამდენიმე ასეული წელია ტალახში და ჭაობში ცხოვრობენ. იბადებიან ბავშვები ჭაობში და ამაში მათ მშობლებს ადანაშაულებენ, რატო არ დააშრეთ ჭაობი თავის დროზეო. თუმცა იმას ვერ აცნობიერებენ, რომ თუ თვითონ არ ცდიან ონკანის გადაკეტვას მათი შვილებიც ისეთივე უკმაყოფილონი იქნებიან საკუთარი მშობლებით, როგორც თვითონ.
მოდის წყალი და თან მოჰყვება, ნაწამები გვამები, დენის და ნაგვის ქვითარი ერთად, რაღაცა ყვითელი, რომელსაც აწერია 80 თ. უმუშევრად დარჩენილი ხალხი და ა.შ.
მოჭრილი ხეები და გამჭირვალე შენობებიც მოყვება წყალს, რომლის კიბეებიდანაც ხალხი ცვივა.
ცოტა ხნის წინ უცნაური კანონ–პროექტი მოყვა, რომელმაც მთლიანად მოიცვა მინდორი და ეზოს მაცხოვრებლებს ისედაც შევიწროვებული მოქმედების არეალი კიდევ უფრო შეუვიწროვა.
დღემდე გრძელდება ატალახების პროცესი და იქამდე გაგრძელდება სანამ არ იქნება ონკანების გადაკეტვის ერთიანი სურვილი, სანამ ხალხი არ იგრძნობს პასუხისმგებლობას საკუთარ ეზოზე და არ იქნებიან უმოქმედოები, ისევე როგორც არიან ვინმე გია და რეზო, რომელთა დანაშაულებრივი ქმედება უმოქმედობაში გამოიხატებოდა და ამის შესახებ ეზოს მცხოვრებლებმა ღრმა ბავშვობაში გაიგეს, თუმცა ვერ გაიაზრეს.
არადა წყლის სისტემა უეჭველად შესაცვლელია.
ექსპერტის ექსპერიმენტი
ექსპერტი არის პიროვნება, რომელიც საყოველთაოდ აღიარებულია, როგორც გარკვეულ სფეროში ცოდნის, ტექნიკისა თუ უნარ-ჩვევის სანდო წყარო, და რომლის არგუმენტაცია ავტორიტეტითა და სტატუსით სარგებლობს საზოგადოებისა თუ ინდუსტრიის შესაბამის წრეებში. ექსპერტებს აქვთ ხანგრძლივი და ინტენსიური გამოცდილება მოცემულ სფეროში პრაქტიკისა და/ან შესაბამისი განათლების წყალობით.
სპეციფიურ სფეროებში ექსპერტის მცნება ზედმიწევნით არის განსაზღვრული კონსენსუსით და შესაბამისად, პიროვნების ექპერტად აღიარებისთვის ამ სფეროში პროფესიული ან საგანმანათლებლო კვალიფიკაციის ქონა აუცილებელი კრიტერიუმი არ არის. ამ განსაზღვრებით, მწყემსი, რომელიც ფარას 50 წელი მწყემსავდა საყოველთაოდ ჩაითვლება მეცხვარე მწევრების გაწვრთნისა და ცხვრის მოვლის ექსპერტად.
ტერმინი ხშირად გამოიყენება არაფორმალურ დებატებშიც, სადაც ადამიანებს ექსპერტის ტიტულს ანიჭებენ მათი მოსაზრების მნიშვნელობის გაზრდის მიზნით, მაშინ როცა რაიმე ობიექტური კრიტერიუმი ამ ადამიანთა ექპერტობისა არ განსაზღვრულა. ამგვარად აკადემიური ელიტიზმი წარმოიქმნება, როცა “ექსპერტები” თვითდარწმუნებული ხდებიან იმაში, რომ საკუთარი შესწავლის საგანი მხოლოდ თავად ესმით.
„ქართველი ექსპერტი“ – ეს ცნება საზოგადოებაში უკვე იწვევს, არაპროფესიონალიზმის, ზედმეტად თავდაჯერებულობის, ძალით დაყენებული „ვაჟნი როჟის,“ ან უბრალოდ მუცლით მეზღაპრის ასოციაციას.
თუმცა, ეს ძირითადად იმ გაურკვეველი მიმდინარეობის ექსპერტებს ეხებათ, რომლებიც წლიდანწლამდე რუსეთში–რევოლუციას და საქართველოში ევოლუციას წინასწარმეტყველებენ. რა ქნან აბა? ოჯახი ხრამია, ბავშვებს ლუკმა–პური უნდათ, მე ვაფასებ მათ როგორც კარგ მშობლებს, ვინაიდან აცნობიერებენ რა, რამხელა სიყალბეს სჩადიან, მაგრამ საკუთარი შვილების დასაპურებლად უკან არაფერზე არ იხევენ. :ცრემლი: დასაფასებელი, მაგრამ ამავდოულად ცხოველური ინსტიქტია.
ის ამბავი, რომელსაც მე გიამბობთ არ ეხება იმ ექსპერტებს, ვინებიც ტოტალიზატორში ოცდაოთხ საათ მჯდომ საშუალო ასაკის გაზეთებსა და პროგრამაში თავჩაქინდრულ მამაკაცებს გვანან, რომლებიც ბოლომდე დარწმუნებულები უეჭველ ორ კუშს გეუბნებიან და იქვე დასძენენ, რომ გუშინ ერთმა გაუსხა და დღეს ასტონ ვილის მაგრად სჯერა. ტოტალიზატორის და ტელევიზორის ექსპერტებს შორის მხოლოდ ერთი განსხვავებაა, ტოტალიზატორის ლომებს მართლა სჯერათ ასტონ ვილის. აი „ექსპერტებს“ კი ადვილად შეატყობთ სიყალბეს, რომელსაც უნიჭოდ ნიღბავენ დამაჯერებელი მიმიკებითა და მეტყველებით. ხოლო მსმენელების უმრავლესობა მათ ნათქვამს აინუნშის მაგივრად ბანზე აგდებს.
არც თუ ისე შორეულ წარსულში, დაახ. 5–6 წლის წინ ზაფხულის ძალიან წვიმიან ღამეს უბანში ვაბირჟავებდით. (გადახურულში რა თქმა უნდა) გავყურებდით წყალწაღებულ ქუჩას, ველოდებოდით წვიმის გადაღებას რათა სახლამდე მეტნაკლებად მშრალებს მიგვეღწია. გორში ერთი კაცი ცხოვრობს ან ცხოვრობდა(ცოცხალია თუ არა არ ვიცი) რომელსაც არცერთი ფეხი არ ქონდა, რაღაც ბორბლებიან ფიცარზე იჯდა და ხელში მომარჯვებული აგურების მეშვეობით გადაადგილდებოდა. სწორედ ამ კაცმა ჩამოიარა. ქუჩაზე გადასვლას ლამობდა, როდესაც მოულოდნელად თეთრი ოცდაოთხის წინა ბამპერი ზუსტად თავში დაეჯახა. რა თქმა უნდა მთელი ბირჟა უმალ გავცვივდით დასახმარებლად. გონება დაკარგული ეგდო საცოდავი კაცი, მაგრამ ჯერ კიდევ სუნთქვდა. 5–7 წუთში პატრულიც მოვიდა თავისით. მაშინ ახალი შექმნილი იყო ეს ინსტიტუტი და ხალხი მათ სუპერგმირებად აღიქვამდა, მაგიური გადაცემის „პატრულის“ გადამკიდე. ყველანი შევციცინებდით პატრულის ფორმაში გადაცმულ სუპერ გმირებს, მაგრამ იმედი მაშინ გაგვიცრუვდა როდესაც სასწრაფოს ნაცვლად, პირველ რიგში ტელეკამერები გამოძახეს, თუმცა გასაგებია, მათაც სურდათ საკუთარი საგმირო საქმეები ფართო აუდიტორიისთვის ემცნოთ და კამერასთან წარმოეთქვათ საკრალური ფრაზა „ვმოძრაობდი ჩემ კვადრატში.“ (თუმცა ყველა სუპერგმირი ხომ პოპულისტია, მიუხედავად მათი ანონიმურობისა) მოვიდა გადამღები ჯგუფი და სუპერგმირებმაც აიხდინეს წადილი. დაახლოებით 20 წუთში სასწრაფოც გამოჩნდა, გაუსინჯეს პულსი და გადაიყვანეს რეანომობილში. გვეგონა რომ ყველაფერი დასრულდა, მაგრამ ჰოი საოცრებავ! აქ უკვე ახალი სუპერგმირი გამოჩნდა ასპარეზზე, სამოქალაქო მანქანიდან გადმოსული ჩემოდნიანი ქალბატონის სახით. ქალბატონის მოსვლა და პატრულის მიერ დაყვირება „ექსპერტი გაატარეთ ხალხო“ ერთი იყო, უცბად თვალწინ წარმომიდგა სცენა, ჰოლუვიდურ ფილმებში ნანახი, როდესაც ხელთათმანებით, პინცეტებითა და პატარა ცელოფანებით აღჭურვილი CIA-ს ან FBI-ს ექსპერტები დანაშაულის ადგილს იკვლევენ. გამიხარდა ასეთი ექსპერტის პირადად ნახვის საშუალება რომ მომეცა.
გამოვარდა ზემოთხსენებული ქალბატონი, გახსნა ჩემოდანი, დიდხნიანი ქექვის შემდეგ კვლავ დახურა, მეგონა ხელთათმანს, პინცეტს და ცელოფანს ეძებდა, მაგრამ ხელცარიელი დაბრუნდა. ალბათ ვერაფერი გამოსადეგი ვერ ჰპოვა. ამ ჩემმა სანატრელმა ექსპერტმაც მალევე გამიცრუვა იმედი, მეც და სხვა დანარჩენებსაც როდესაც მობრუნდა ხალხისკენ, ხელები აღმართა და იყვირა „ხალხოოო, ხალხოოო ცარცი არა გაქვთ ხალხოოოო?“
ალბათ ეგონა ხალხი დაფაცურდებოდა, ცხრა მთას და ცხრა ზღვას გადალახავდნენ რათა როგორმე ცარცი მოეპოვებინათ ყოვლისშემძლე ექსპერტისთვის, მაგრამ ხალხის თვალებში კითხვაზე კითხვითივე პასუხი: „შენ ქალო შიგ ხომ არა გაქვს“ იკითხებოდა.
რაღა დაგიმალოთ და ეგ კითხვა მეც დამებადა, კი ვიცი, რომ ცარცი საჭიროა შემთხვევის ადგილას. ფილმებში მაქვს ნანახი მკვდარ კაცს გარშემო ცარცით რომ ხაზავენ, მაგრამ მეეჭვება ამერიკელი ექსპერტები თავსხმა წვიმაში აკეთებდნენ ამას, თან მაშინ როდესაც მხვერპლი ადგილზე აღარ იმყოფება და რეანომობილში წევს.
ერთმა ჩემმა მეგობარმა ვერ მოითმინა „ექსპერტის“ უტიფრობა და მიაჭრა პირდაპირ, ჯერ იქიდან დავიწყოთ რომ ექსპერტი ხარ და ცარცი შენ უნდა გქონდესო, მეორეც კიდე კაცი უკვე წაყვანილია და სად ჩემ ფეხებზე უნდა შემოატარო ეგ ცარციო და მესამე კიდე გაახილე თვალები წყალს მიაქვს მთელი ქალაქი და პულივიზატორი თუ გიშველის ახლა მარტო შენო.
რა თქმა უნდა „ექსპერტმა“ ვერ მოითმინა დილეტანტის ჩარევა ესოდენ პროფოსიონალურ საკითხებში და მყისვე განრისხდა, რამდენს ბედავ შე ლაწირაკო ჩემი საქმის მე ვიცი და გირჩევნია სადმე ცარცი მიშოვოო. ამასობაში პატრულის ფორმაში გადაცმული სუპერ გმირიც გამოხტა თავისი მეგობარი სუპერგმირის დასაცავად, აი როგორც დისი კომიქსებშია, ბეტმენი გასაჭირში როა და უცბად რობინი რომ გამოჩნდება ზუსტად ისე. ოღონდ პატრულის ფორმიანმა უფრო უხეშ მეთოდებს მიმართა პარაზიტების თავიდან მოსაცილებლად, ყვირილი ატეხა და ქეჩოთი გაათრია ჩემი დილეტანტი და სხვის საქმეში ცხვირის ჩამყოფი მეგობარი. ჩვენც დავშოშმინდით, ჯანდაბამდე გზაც გქონიათო ჩავიბურდღუნეთ და გავცილდით, აღარ დაველოდეთ წვიმის გადაღებას და სახლებში წავედით თავიდან ბოლომდე გალუმპულები.
ცოტა გატეხილში ვიყავი, გამიტყდა ჩემს ქალაქში მოქმედმა სუპერგმირებმა იმედი რომ გამიცრუვეს, მას შემდეგ აღარ მჯერა მათი და აგენტ სმეკერის დარ პროფესიონალებს ვნატრულობ, თუმცა იმას კი ვხვდები, რომ ასეთები მხოლოდ ფილმებში გხვდებიან.
ფანჯრის საძმო (მოთხრობა)
– მოგვიყევით თქვენი საქმიანობის შესახებ.
– ლევანი მქვია, მეგობრები კასტროს მეძახიან, ვარ 21 წლის. ვსწავლობ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, იურიდიულ ფაკულტეტზე, მეოთხე კურსზე ვარ. თავისუფალ დროს ძირითადად მეგობრებთან ვატარებ, ხანდახან ფილმებსაც ვუყურებ და თქვენ წარმოიდგინეთ ვკითხულობ კიდეც.
– მე გითხარი მოგვიყევით თქვენი საქმიანობის და არა შენი საქმიანობის შესახებ – მეთქი!!!
– დაწყნარდი სამართალდამცავო, რა გაყვირებს? მეგონა ზრდილობიანი იყავით თქვენი კოლეგებისგან განსხვავებით და თქვენობით მესაუბრებოდით. ჩვენი საქმიანობის შესახებაც მოგიყვები. კარგ ამინდში ვსეირნობთ, ცუდ ამინდში ბარში ვსვამთ, მუსიკას ვუსმენთ ან კინოში დავდივართ, თუ სახლში მარტო ყოფნა მომიწია ან მე ან იმას, შიგადაშიგ სექსითაც ვკავდებით, სულ ესაა რა, ჩვენი სიყვარული საერთაშორისო სტანდარტებს აკმაყოფილებს, ქართულს ვერა.
– ნერვებზე ნუ მეთამაშები შე ნაბიჭვარო!!! იყვირა პოლიციელმა – უკვე საკმარისად გამაბრაზეს შენმა მეგობრებმა და მთლიან ჯავრს შენზე ვიყრი იცოდე.
– კარგი რა, დამშვიდდი. რა საჭიროა ამხელა ვაივიშის ატეხა, ხომ ხედავ ზედმეტი წონა გაწუხებს და შენთვის ნერვიულობა არ შეიძლება, გულზე რამე არ დაგემართოს. ჩემი მეგობრები უკვე ყველაფერს მოგიყვებოდნენ, არავისთან დასამალი არაფერი არ გვაქვს, უკანონოს არაფერს ვაკეთებთ, რით ვეღარ შევიდა თქვენ ტვინში?
– რამდენს ბედავ წვერებიანო ლაწირაკო? – უფრო ღმამაღლა იყვირა სახეაწითლებულმა მსუქანმა პოლიციელმა და ორივე მუჭი მაგიდაზე დააბრახუნა. მომიყევი ყველაფერი, თორე სექსი საერთოდ ვეღარ გექნება მაგას რო მოგაჭრი!!!
– არა უშავს, ირმას მაინც ვეყვარები, თან კუნილინგუსიც არსებობს, ალბათ არ გსმენია მაგრამ არსებობს. შენ რა, გგონია ჩემში პენისი უყვარს? მაგ ლოგიკით შენ ცოლი სათოფეზე არ უნდა გეკარებოდეს, გამიგია მსუქნებს პატარა ბალაყან..
კასტროს წინადადების დამთავრება არ აცადა პოლიციელმა და დუბინკა შემოარტყა. ლევანი ცოტა შეიშმუშნა და ლაპარაკი განაგრძო. – ხო გითხარი ყველაფერს მოგიყვები დასამალი არაფერი მაქვს–მეთქი და შენ მაინც მირტყამ, თუ ეგრე გააგრძელებ საერთოდ არაფერს არ გეტყვი.
– კარგი ხო, მაპატიე მწყობრიდან გამოვედი, მომიყევი, მამა–შვილურად გთხოვ, მომიყევი.
– აი მასე არ ჯობს? ერთმანეთი უნივერსიტეტში გავიცანით, ჩვეულებრივი ძმაკაცობა გვქონდა სანამ ერთმა მიზანმა არ გაგვაერთიანა.
– რა მიზანმა?
– ერთ ჩვეულებრივ დღეს გაირკვა, რომ ხუთივენი ლექტორის გაჟიმვაზე ვოცნებობდით, გადავწყვიტეთ ოცნება აგვეხდინა და სამოქმედო გეგმა დავწერეთ. გეგმა ძალიან მარტივი იყო, ლექცია არ უნდა გაგვეცდინა, კარგად უნდა გვესწავლა და ლექტორებთან ახლო ურთიერთობა დაგვემყარებინა. მერე ჯგუფის სახელით ქეიფს მოვაწყობდით, იქ დავპატიჟებდით ჩვენთვის სასურველ ლექტორებს, დავათრობდით და გავჟიმავდით, სულ ეს იყო. წარმოიდგინეთ რა მაგარია, 17 წლის ღლაპი პროფესორს რო უბერავ.
– მერე რა გამოვიდა მანდედან, გაჟიმეთ ვინმე?
– ვერა, მარტო ერთმა შეძლო ამის გაკეთება და იმასაც შეუყვარდა, ეხლა ერთად ცხოვრობენ აბასთუმანში, ჭლექი აღმოაჩნდა საცოდავს. თუმცა ჯერ ფარ–ხმალი არ დაგვიყრია, ისევ კარგად ვსწავლობთ, ლექციებს არ ვაცდენთ.
– „ფანჯრის საძმო“ რატომ დაირქვით, მგონი არანაირი კავშირი არა აქვს თქვენს მიზნებთან?
– ეგ სახელი ჩვენ არ დაგვირქმევია, ჯგუფელებმა დაგვარქვეს. მარტო მაშინ ვაბირჟავებთ უნივერსიტეტთან როდესაც ლექცია არ არის და მაგიტომ, უფრო სწორად უნივერსიტეტის უკან ვაბირჟავებთ.
– უკან რატომ?
– უფრო მოხერხებული ადგილია. შემოდგომის სემესტრის ფანჯრებში ვეწევით, გაზაფხულის სემესტრის ფანჯრებში – ვსვამთ, ეხლა გაზაფხულის სემესტრია და ჩემ ფეხებს ამომიგდებს თქვენი ნარკოტესტი. უკვე ყველაფერი მოგიყევით და თუ შეიძლება გამიშვით, ლექციაზე მაგვიანდება, ეს ჩემი უკანასკნელი შანსია და უნდა გამოვიყენო.
– ეგრე ადვილად ვერ გაგიშვებ, ჯერ მითხარი რატომ სცემე პირველკურსელი ზაზა მაღლაფერიძე.
– ვცემე? ღმერთო ჩემო რა სისულელეა. ერთი შემოვატყი მარტო, მგონი დიდი ტკივილი არ უნდა გამოეწვია და ისეთი დარტყმა რომელიც ტკივილს არ იწვევს ცემა არ არი, ყოველშემთხვევაში სისხლის სამართლის კოდექსი ასე ამბობს.
– კარგი, მაშინ რატომ დაარტყი?
– რაღა რატომ, მოვიდა ჩემთან და ესე მითხრა გამაწევრიანე შენს „ფანჩრის საძმოშიო“ ფანჩარი კიდე, მოგეხსენებათ სალანძღავი სიტყვაა, მე ეს ვერ მოვითმინე.
– კი მაგრამ ზაზა, ხომ ენაბლუა?
– ხო ეგ მერე გავიგე, ბავშვებმა მითხრეს, არ ვიცოდი თორემ არ დავარტყამდი. აქედან რო გავალ ლექციის მერე ბოდიშს მოვუხდი, მაგრამ საძმოში მაინც არ მივიღებ.
– რატომ?
– ამას მარტივი მიზეზი აქვს, მგზავრებს უსმენს და გიგი დედალამაზიშვილს ბაძავს. მოწევა შეიძლება?
პოლიციელმა სიგარეტი გაუწოდა და ორივემ ერთდროულად გააბოლა.
– ეგ გოიმობად ითვლება? ჩემი შვილი სულ მაგას უსმენს, დავუშალო?
– არ მომწონს სიტყვა „გოიმობა,“ დაკავებისას დისკი რომ მქონდა ის წაუღე შენ შვილს, მოეწონება, დაშლით კიდე არაფერი დაუშალო, ის აკეთოს რაც უნდა.
– დიდი მადლობა ლევან, ჩემი ვანიკო რო მოეწყობა ყურადღებას ხო მიაქცევ?
– კარგი რა სამართალდამცავო, არ გინდა ეგ სენტიმენტები. გამიშვი, ბოლო შანსი უნდა გამოვიყენო.
– გაგიშვებ, ოღონდ ჯერ ხელწერილი დამიწერე, რომ ზაზას ბოდიშს მოუხდი.
– ხოო მოვუხდი აბა რას ვიზამ, ეს ღირსების საკითხია, ღირსება კიდე ხელწერილებით არ საბუთდება.
– რა კარგი ბიჭი ყოფილხარ, მაპატიე თუ რამე გაწყენინე, წადი ეხლა თავისუფალი ხარ, ოღონდ ჯერ მითხარი კუნილინგუსი რა არის, ჩემი ცოლი მართლა არ მეკარება, იქნებ მაგან მიშველოს.
– კუნილინგუსი, ერთგვარი ფსიქოლოგის სახეობაა, ცოლ–ქმრის და ზოგადად წყვილის პრობლემებს ტკბილი ენით ჭრის. თუ ცოლი მაგის მერეც არ მოგეკარება სხვა მოიყვანე, ან საერთოდ დაიკიდე, არ ყოფლა ეგ შენი ღირსი.
– კიდევ ერთხელ დიდი მადლობა, თან ჭლექი აქვს ჩემს ცოლს, 3 წელია არ მინახავს, აბასთუმანში ცხოვრობს. ხო მართლა, ბოლო თხოვნაც, შეგიძლია შენ მეგობარს თხოვო ჩემი ცოლის ამბავი გაიკითხოს?
– თუ შესაძლებელია რატომაც არა, გაიკითხავს. კარგად იყავი, თორემ მართლა დამაგვიანდა ლექციაზე, სხვა დროს გავაგრძელოთ საუბარი, დონატებზე დაგპატიჟებ.
– კარგად კასტრო, წარმატებები ლექტორთან და არა მარტო.
მარტო დარჩენილმა პოლიციელმა ცოლის სურათი ამოიღო, ცრემლები წასკდა. კუნილინგუსის ნომრის ძიებას შეუდგა და აბასთუმანში წასვლა გადაწყვიტა.
პ.ს. პოსტი დაწერილი დავალების ფარგლებში, ყოველგვარი მუზისა და ზეციური კარნახის გარეშე.
ქართული კანონმდებლობა, როგორც ანიმალიზმის შვიდი მცნება
წინა პოსტში მოგიყევით რიგითი უსამართლობის ამბავი, ხოლო ამ პოსტში სამართლებრივ უსამართლობებზე გესაუბრებით, იმ უსამართლობებზე, რომელებსაც კანონის სახელით ჩადიან და უძლური ხარ კანონითვე შეებრძოლო.
იურიდიულ ფაკულტეტზე 4,5 წლიანი სწავლებიდან, ერთადერთი ალბათ ის დამრჩა თავში, რომ კანონი შესასრულებლად სავალდებულოა, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სამართლიანია. ნორმა შეიძლება იყოს უსამართლო. სწორედ ასეთი უსამართლო ნორმატიული აქტებით გვზღუდავენ: დენს + ნაგავი, გონივრული ეჭვის ნიადაგზე, რეზინის ტყვიები, მანიფესტაციების შეზღუდვა, ახალი კონსტიტუცია, პოლიტიკური ორგანიზაციების დაფინანსებები (იმ ქვეყანას რა ვუთხარი სადაც ხაბაზები პურის ცხოვის ნაცვლად კანონპროექტებს წერენ) და ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი.
შევარდნაძის ეპოქისგან, დენის, გაზის, ტრასების და შეღებილი ფასადების გარდა, ეს მთავრობა იმითაც განსხვავდება, რომ უსამართლობას აკანონებს. იმ დროს, ავად თუ კარგად, კანონთან მაინც იყავი მართალი და თავს მაგით დაიმშვიდებდი, ეხლა კი მხოლოდ საკუთარ თავთან და საზოგადოების იმ ნაწილთა თუ იქნები „პრავი,“ რომელიც სამთავრობო პროპაგანდის მსხვერპლი ჯერ კიდევ არ გამხდარა და რომელთაც კრიტიკული აზროვნება კვლავ შემორჩათ ამ ზომბირებულ ქვეყანაში.
უსამართლო სამართლებრივ აქტებს მიაქვს ქართული საკანონმდებლო სისტემა, ამ პოსტში ერთ მაგალითს განვიხილავ, რომელიც ნათლად ასახავს ჩვენი „არჩეული“ მთავრობის მიერ კანონმდებლობის მორგებას პროცესს საკუთარ ტანზე.
საქმე ეხება სერტიფიცირებული მასწავლებელსა და სკოლის დირექტორს შორის დადებულ შრომით ხელშეკრულებას.
2008 წელს, სერტიფიცირებული მასწავლებლები სხვა დასაქმებულებთან შედარებით უკეთეს დღეში იყვნენ, ვინაიდან, მათი გათავისუფლება ყოველგვარი მიზეზისა და პრეტენზიის გარეშე შეუძლებელი იყო, ამას განსაზღვრავდა 2007 წლის მინისტრის 979–ე ბრძანება, რომელის მეათე მუხლშიც ნათქვამია:
მუხლი 10. შრომითი ხელშეკრულების მოქმედება და მისი მოქმედების
შეწყვეტა
1. შრომითი ხელშეკრულებით უნდა განისაზღვროს, რომ სკოლის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს სკოლის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომში – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება და დამატება.
2. სკოლის დირექტორი ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, საკითხის ირგვლივ გამოიკვლიოს ყველა გარემოება, და მხოლოდ ამ მუხლის მე–5 პუნქტით განსაზღვრული პროცედურის დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება შრომითი ხელშკრულების მოშლის თაობაზე. (8.04.2008 N 313)
3. თუ სკოლასა და მასწავლებელს შორის დადებული კონკრეტული შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ იქნება გათვალისწინებული, სკოლასა და მასწავლებელს შორის შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს ხანგრძლივი შრომისუუნარობისას, თუ მასწავლებლის შრომისუუნარობის ვადა აღემატება ზედიზედ 30 კალენდარულ დღეს, ან 6 თვის განმავლობაში საერთო ვადა აღემატება 50 კალენდარულ დღეს და ამასთანავე, მასწავლებელს გამოყენებული აქვს ამ დანართის მე–7 მუხლით განსაზღვრული შვებულება. (14.01.2008 N37)
4. მასწავლებელთან დადებული შრომითი ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს:
ა) სერტიფიცირებული მასწავლებლის სტატუსის შეწყვეტისას;
ბ) ხელშეკრულების პირობების დარღვევის, სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენის ან კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით არაკვალიფიციურობის დადასტურების შემთხვევაში;
გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
5. სკოლის დირექტორი, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტის «ა» ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა, ვალდებულია, მასწავლებელთან დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე, განახორციელოს შემდეგი ქმედებები: (8.04.2008 N 313)
ა) მასწავლებელს გააცნოს წერილობითი მოტივირებული პრეტენზია, სადაც მითითებულ უნდა იქნას მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზი და სკოლის დირექტორის პრეტენზია.
ბ) მასწავლებელს მისცეს შესაძლებლობა გამოთქვას თავისი წერილობითი მოსაზრება/დასაბუთება სკოლის დირექტორის მიერ წარდგენილ პრეტენზიასთან დაკავშირებით,
გ) შეხვდეს და გაესაუბროს მასწავლებელს მის მიმართ არსებულ პრეტენზიასთან დაკავშირებით.
6. შეხვედრაზე უნდა დაიგეგმოს მასწავლებლის მიმართ არსებული პრეტენზიისა და ხარვეზის გამოსწორების გზები და განისაზღვროს დამატებითი გონივრული ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად. შეხვედრის თაობაზე უნდა შედგეს შეხვედრის ოქმი, რომელსაც ხელს აწერს ოქმის შემდგენი, სკოლის დირექტორი და მასწავლებელი. თუ რომელიმე პირი უარს აცხადებს ოქმის ხელმოწერაზე, აღნიშნულის თაობაზე უნდა აღინიშნოს ოქმში. (8.04.2008 N 313)
7. თუ დამატებით გონივრულ ვადაში მასწავლებლის მიერ არ ან ვერ იქნება გამოსწორებული ხარვეზი, მაშინ სკოლის დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულების მოშლის თაობაზე, რომელიც უნდა იყოს დეტალურად დასაბუთებული და რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე. (8.04.2008 N 313)
8. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ქმედებების განხორციელების შემდეგ დირექტორის მიერ წერილობით იქნება დასაბუთებული, რომ მასწავლებლის მუშაობაში არსებული ხარვეზის გამოსწორება შეუძლებელია და მას არ ექნება დადებითი ეფექტი სკოლის ინტერესებზე, დირექტორი უფლებამოსილია, სამეურვეო საბჭოს თანხმობის შემთხვევაში, არ განსაზღვროს ხარვეზის გამოსწორების გზები და დამატებითი გონივრული ვადა. ამ შემთხვევაში, შესაძლებელია სკოლის დირექტორმა მასწავლებელთან შრომითი ხელშეკრულება მოშალოს დამატებითი ვადისა და ხარვეზის გამოსწორების გზების განსაზღვრის გარეშე, რომლის შესახებაც მასწავლებელს წერილობით უნდა ეცნობოს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტამდე არანაკლებ ერთი კვირით ადრე.
თუ ბრძანების წაკითხვა დაგეზარათ, მოკლედ გეტყვით, რომ დამსაქმებლის ინიციატივით შრომითი ხელშეკრულების მოშლამდე დირექტორი ვალდებულია გამოიკვლიოს საკითხის ყველა გარემოება. მასწავლებელს გააცნოს წერილობითი პრეტენზია და საშუალება მისცეს გამოთქვას წერილობითი მოსაზრება. მასწავლებელს უნდა მიეცეს ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად, თუ იგი ხარვეზებს ვერ აღმოფხვრის, ან სკოლის დირექტორი და სამეურვე საბჭო გადაწყვეტს, რომ მათი აღმოფხვრა შეუძლებელია, ამ შემთხვევაში დირექტორი უფლებამოსილია შეწყვიტოს ხელშეკრულება და სამსახურიდან დაითხოვოს მასწავლებელი.
ალბათ დამეთანხმებით მშვენიერი ბრძანებაა, ვერაფერს დაუწუნებ. დასაქმებულის ინტერესები ნამდვილად გათვალისწინებულია, მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ კარგი ამბავი დიდ ხანს არ გრძელდებაო, როგორც იტყვიან და ბრძანებამ 2010 წელს ცვლილება განიცადა, კერძოდ, ბატონმა შაშკინმა ბრძანა, რომ:
„საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების დამტკიცების შესახებ” საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 11 ოქტომბრის №959 ბრძანებით დამტკიცებულ (სსმ Ш, 19.10.2007 წ., №146, მუხ.1643) საჯარო სკოლის დირექტორსა და მასწავლებელს შორის დადებული შრომითი ხელშეკრულების სავალდებულო პირობების მე-10 მუხლის მე-2; მე-5; მე-6; მე-7 და მე-8 პუნქტები ამოღებულ იქნეს.“
და გილოცავთ! ბრძანება შეცვლილია! შაშკინის ბრძანება – გაათავისუფლე მასწავლებელი ახლა უკვე ერთი ხელის მოსმით!
კანონის შეცვლის შემდეგ, სამუშაო ადგილი ათეულობით პედაგოგმა დაკარგა.
ისმის კითხვა, რატომ შეიცვალა ბრძანება? ამაზე პასუხი მარტივია: იმიტომ რომ, სამსახურიდან გააგდონ ან გაგდებით დაემუქრონ ყველას, ვინც არ წავა „სარკოზობაზე,“ ვინც არ იყვირებს მიშა, მიშას! ვინც არ შემოხაზავს ხუთიანს, ვინც იქნება „ოპოზიციური განწყობის“ (ეს მაგარი ტერმინი მოიფიქრეს) ყველას, ვინც იტყვის, რომ მიშა არც თუ ისე მაგარია, ვისაც პოლიტიკა არ აინტერესებს, მაგრამ მისი რომელიმე ოჯახის წევრია „ოპოზიციური განწყობის,“(არა, მაინც რა მაგარი ტერმინი მოიფიქრეს, ჰა?) ყველას ვისაც არ მოსწონს ნოდარიკო მელაძე, შერონ სტოუნი, ტოტო კუტუნიო, იგლესიასების გენიალოგიური ხე, ვისაც არა აქვს სილქნეტი და ვისი ტელევიზორიც იჭერს მაესტროს და ა.შ.
რისთვის არსებობს კანონი? იმისათვის, რომ მან დაარეგულიროს საზოგადოებრივი ურთიერთობები და დაიცვას ხალხი, მაგრამ დღევანდელი ნორმატიული აქტები მხოლოდ ხელისუფლების წარმომადგენლების და მათი ნათესავების უსაფრთხოება– კეთილდღეობას უზრუნველყობს.
ქართული კანონმდებლობის წარამარა ცვლილება და ერთეულებზე მორგება ძალიან ჰგავს ანიმალიზმის შვიდ მცნებას, ცხოველების ფერმიდან, რომელიც დაიწერა ცხოველების მიერ მოწყობილი რევოლუციის შემდეგ და მოდიფიკაცია განიცადა ღორების გაბატონების და ერთპიროვნული მმართველობის დამყარებისას. როდესაც ღორებმა ადამიანური თვისებები აიღეს, ალკოჰოლის დალევა, საწოლში ძილი და ა.შ. მყისვე შეცვალეს კანონი, ისე, რომ დანარჩენი ცხოველები ვერც კი ამჩნევდნენ. ზოგი ამჩნევდა, მაგრამ ხმის ამოღების ეშინოდათ, ან კი რა უნდა ექნათ? კანონის წინაშე უძლურები იყვნენ.
“ანიმალიზმის” შვიდი მცნება:
I. ორ ფეხზე მოსიარულე ყველა არსება მტერია.
II. ყველა ოთხ ფეხზე მოსიარულე ან ფრთოსანი არსება მეგობარია.
III. არცერთი ცხოველი არ ჩაიცვამს ტანსაცმელს.
IV. არცერთი ცხოველი არ დაიძინებს საწოლში, თეთრეულით.
V. არცერთი ცხოველი არ დალევს ალკოჰოლს დიდი რაოდენობით
VI. არცერთი ცხოველი არ მოკლავს სხვა ცხოველს უმიზეზოდ
VII. ყველა ცხოველი თანასწორია, ზოგი ცხოველი უფრო თანასწორი.
(გაბოლდებული ნაწილი მცნებებში შეტანილი ჩასწორებებია)
და მაშინ, როდესაც ღორებიც ადამიანებს დაემსგავსნენ და ორ ფეხზე სიარული დაიწყეს, გაჩნდა ლოზუნგი, „ოთხი ფეხი კარგია – ორი უკეთესი“
ძალიან ბევრი პარალელის გავლება შეიძლება „ცხოველების ფერმასა“ და საქართველოს შორის. ცხოველთა ლიდერი, ნაპოლეონი, წარამარა ახსენებს ცხოველებს იმ საშინელ ყოფას, რომელშიც ისინი იმყოფებოდნენ და საიდანაც მან იხსნა. აშინებს წარსულის დაბრუნებით. ყავს ზონდერ ბრიგადები ძაღლების სახით, რომელნიც უსწორდებიან ყველას ვინც ბელადის წინააღმდეგ წავა და ა.შ.
როგორც კრიტიკოსები აღნიშნავენ, ორუელისეულ ცხოველების ფერმაში, სსრკ იგულისხმება, მაგრამ დიდი დაკვირვება არ სჭირდება მკითხველს რათა მასში საქართველოც ამოიცნოს.
საქართველო ცხოველების ფერმაა. ქათმები ბიზნესმენები არიან, რომლის დადებულ კვერცხებსაც ღორები ეპატრონებიან. ცხვრების კატეგორიას ის დაბალი ფენა განეკუთვნება, რომელის წარმომადგენლებისც ყველაფერს იჯერებენ და პროტესტის გრძნობა არა აქვთ, ძაღლები – პოლიციელები, ცხენები კი სხვადასხვა სოციალური ფენის წარმომადგენლები არიან, ხოლო საქართველოს მთავრობა კოლტია – ღორების ჯოგი, თუმცა ამის შესამჩნევად „ცხოველების ფერმის“ წაკითხვა არაა აუცილებელი, ისედაც დღესავით ნათელია.

ალბათ გაგიჩნდათ ლოგიკური კითხვა, “რა ვქნათ, როგორ ვებრძოლოთ დაკანონებულ უსამართლობას?”
ამისათვის ერთადერთი კანონიერი გზა დარჩა, გამოვიდეთ და მოვითხოვოთ მათი შეცვლა, გამოვიყენოთ ჩვენი უფლებები სანამ გვაქვს.
რიგითი უსამართლობის ისტორია
ერთი უსამართლობის ამბავი მინდა მოგიყვეთ, რომლის მსგავსი ამბებიც ჩვენს გარშემო, თითქმის ყოველ ნაბიჯზე, ყოველ ქალაქში თუ დაბაში ხდება, მაგრამ ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ან პირიქით, ვამჩნევთ და არ ვიმჩნევთ. სხვისი პრობლემების მიმართ ინდეფერენტულობა ქართველების მოგონილი თუ არა წარმატებით ათვისებული მაინც არის, ამაზე ერთი კარგი ანდაზაც გვაქვს „სხვისი ჭირი ღობეს ჩხირი.“
როგორც სურათიდან მიხვდით, საქმე ეხება ქ. გორის მეცხრე საჯაროს სკოლის, ქართული ენისა და ლიტერატურის სერტიფიცირებული პედაგოგის, ია ბჟალავას, იგივე დედაჩემის სამსახურიდან დათხოვნის ფაქტს, რომლის ოფიციალური მიზეზიც უცნობია, ხოლო არაოფიციალურ, მაგრამ რეალურ მიზეზებზე მე ვისაუბრებ.
ია ბჟალავას სკოლიდან გათავისუფლების პირველი მცდელობა 2011 წლის ზაფხულში იყო, მაგრამ იმჟამინდელი დირექტორი, ქალბატონი მარინე მახარაშვილი არ დაემორჩილა „ზემოდან“ გაცემულ ბრძანებებს და სკოლიდან არ დაითხოვა „ზევით დაწუნებული“ კადრები.
ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო მას, იმისათვის, რომ შეინარჩუნა ღირსება და არ მოაწერა ხელი უსამართლობას. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, დღევანდელ საქართველოში ღირსეული ადამიანები არავის ჭირდება. ქალბატონი მარინესაც ღირსების დაცვა და უსამართლობის არჩადენა თანამდებობის დაკარგვის ფასად დაუჯდა. მოულოდნელად „გენ–ინსპექციამ“ ფინანსური ხარვეზები „აღმოაჩინა“ სკოლის ბიუჯეტში, რასაც დირექტორის გადაყენება მოყვა (დამატებითი ინფორმაცია იხილეთ აქ) შემდეგ მოვიდა სხვა დირექტორი, ქალბატონი ელენე ხაჩიძე, რომელმაც პირნათლად შეასრულა პარტიული დავალება და სამსახურიდან დაითხოვა ერთ–ერთი ყველაზე დატვირთული პედაგოგი, რომელიც სერტიფიცირებული მასწავლებლების მცირე ჯგუფს მიეკუთვნება (ასეთი პედაგოგების რაოდენობა მეცხრე სკოლაში სულ ექვსია)
ყველაფერი ამის მიზეზი კი რა თქმა უნდა პოლიტიკურია.
მიზეზი პირველი:
ბოლო არჩევნებზე ია ბჟალავა ერთ–ერთ უბანზე საარჩევნო კომისიაში იყო. მან მხარი არ დაუჭირა, მეტიც, წინააღმდეგობა გაუწია ნოღაიდელის პარტიის მიერ მიღებული ხმების გაბათილების იდეას (მიუხედავად იმისა, რომ ანტიპათიით არის განწყობილი ხსენებული პარტიის მიმართ, რასაც ინტერვიუშიც აღნიშნავს)
მიზეზი მეორე:
მისი მეუღლე, იგივე მამაჩემი და იგივე თამაზ მაყაშვილი, არის პოლიტიკური ორგანიზაციის, „თავისუფალი დემოკრატები“–ს წევრი, რომელიც 2009 წლის 8 აპრილს სრულიად უსამართლოდ იქნა დაკავებული და მიესაჯა 10 დღით თავისუფლების აღკვეთა (შეგახსენებთ, რომ 9 აპრილს იმართებოდა ოპოზიციური პარტიების აქცია)
ეს არ არის არც პირველი და არც უკანასკნელი დისკრიმინაცია პოლიტიკური ნიშნით. ადამიანის უფლებების დარღვევა მოხშირდა. ყველაფრის საწყისი კი იმაშია, რომ ჩვენში ცოტა მარინე მახარაშვილი და ბევრი ელენე ხაჩიძეა.
ბავშვს ჰკთხეს რა გატირებსო? გამდის და ვტირიო, ამ ბავშვს მაგონებს ჩვენი ხელისუფლება, რომელსაც ყველაფერი გასდის იმიტომ, რომ ჩუმად ვართ!
არა, მე მარტო ხელისუფლებას არ ვადანაშაულებ.
მე ვადანაშაულებ ყველა ელენე ხაჩიძეს!
მე ვადანაშაულებ ყველა არა მარინე მახარაშვილს!
მე ვადანაშაულებ ყველას, ვინც უსამართლობას ჩადის!
მე ვადანაშაულებ ყველას, ვინს უსამართლობაზე თვალს ხუჭავს!
მიუხედავად იმისა, რომ გერმანელი პასტორის, მარტინ ნიმიოლერის ფრაზას თითქმის ყოველი მეორე ხმარობს სტატიაში და ცოტა გაცვდა კიდეც, არ დაუკარგავს აქტუალობა, უფრო მეტიც გაეზარდა კიდეც.
„თავდაპირველად ისინი გასანადგურებლად მიადგნენ კომუნისტებს და მე ხმა არ ავიმაღლე, რადგან კომუნისტი არ ვიყავი. შემდეგ პროფკავშირებს მიადგნენ! არც მაშინ ავიმაღლე ხმა, რადგან პროფკავშირში არ ვიყავი. მერე ებრაელებზე გადავიდნენ, მაგრამ არც მაშინ ვიყვირე, რადგან არც ებრაელი ვიყავი. ბოლოს კი მე მომდგნენ, მაგრამ აღარავინ იყო დარჩენილი, ვინც ხმას აიმაღლებდა ჩემს დასაცავად.“
ელექტრიკი ტაქსისტის ამბავი
პოსტი იწერება ამბის მოხდენიდან ერთი თვის შემდეგ, თუ რატომ ამას პოსტშივე შეიტყობთ.
4 დეკემბრის მთელი ღამე მე და ჩემმა მეგობრებმა მუშაობაში გავათენეთ. კონკურსს “სპილო ოთახში” ვიღებდით მონაწილეობას და ჩვენი გუნდის აქცია 5 დეკემბერს უწევდა. მუშაობას არ წინა დღეებში გავურბოდით და ღამეში სულ რაღაც 4-5 საათი მეძინა მე პირადად.
აი ბოლო ღამე კი რაღაც განსაკუთრებული გამოდგა, ვაკეში შევიკრიბეთ და დავამზადეთ ყველა საჭირო მასალა აქციისთვის. ძალიან დავიღალეთ, გვშიოდა, გვციოდა, გვეძინებოდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ძალიან სასიამოვნოდ დამღლელი პროცესი გამოდგა გუნდური მუშაობა. უკვე იმ კონდიციამდე მივაღწიეთ, უძილობისგან ტვინი რო გეთიშება და ყველაფერზე უაზროდ, რომ იცინი.
ღამის 3-4 საათზე დავასრულეთ ყველანაირი სამუშოა და დადგა ნანატრი ჟამი შინ წასვლის და გამოძინებისა. სამნი ვიყავით, მე, მარიამი და კახა, მარიამი ვაჟას ძეგლთან მიდიოდა, კახა დიდ დიღომში, მე გლდანში.
გავაჩერეთ პირველივე ტაქსი და ვაჟას ძეგლამდე 4 ლარად შევუთანხმდი, ჩაჯდომისთანავე ვკითხე რამდენის დამატება მოგვიწევდა დიდ დიღომში და გლდანშიც რო გაგვევლო. არ ვიციო მიპასუხა მძღოლმა, სულ 10 ლარს მოგცემთ-მეთქი, ვიცი რო 10 ლარი ამ მარშუტისთვის არაადეკვატური თანხაა, მაგრამ თუ თავიდან ცოტა არ უთხარი, მერე უსაშველოდ დიდ “კუშს” ითხოვენ ხოლმე, ჰოდა დაველოდე მძღოლის ჩაღიმებას და თავისი “სტავკის” დასახელებას, მაგრამ ჩემდა გასაკვირად :თუ ეგრე ღირს იყოს ათი ლარი, ჩემი რა მიდისო”, თქვა მძღოლმა და სიარული განაგრძო, გამიკვირდა.
ჭავჭავაძეზე საახალწლო განათებები ახალი დაყენებული იყო, რუსთაველის ნაპროსპექტალ ჭაღებს მიქონდა იქაურობა. რა გიჟია ეს ჩემისა როგორ გაანთა აქაურობაო იძახის მძღოლი და ისტერიული სიცილი უვარდება, ვაიმე რა გიჟია რა გიჟიო, სიცილ-სიცილით იმეორებს. არც ჩვენ ვაკლებთ გაღიმებას, ხო გითხარით ისე ვიყავით ყველაფერზე გვეცინებოდა. ამ სიცილ-სიცილში წითელზეც გაიარა, გულწრფელად რო გითხრათ გამიხარდა, უფრო მალე მივიდოდი, მაგრამ ის აღარ გამხარებია მწვანეზე რომ გააჩერა. ჩემი მოკრძალებული შენიშვნის მერე “მწვანე ბრატ წავიდეთ” ვაი ვაი იზვინიო და წავიდა და ისე აგრძელებდა იმ “გიჟის” დაცინვას ვინც ჭავჭავაძე გაანათა.
აუ რა გიჟია, კაროჩე შარშან ვმუშაობდი რუსთაველის განათებაზე, ელექტრიკოსი ვარო, ჰოდა მოვიდა და გვეუბნება, მე უნდა გავანათო ყველაფერი, ერთი “კნოპკა” მომეცით, რომელსაც დავაჭერ და მთელი რუსთაველი აინთებაო,ამას ყვება და თან ძალიან გულიანად იცინის, მე უკვე ყველაფერს მივხვდი, რას გამომაპარებდა ბევრი მინახავს მაგ დღეში.
ჰოდა რა გვექნა ბიჯო მაგრად დავიძაბეთ, მოდი და ნუ გაუკეთებ დაგვერხეოდა ყველასო, გავუკეთეთ ერთი ვიკლუჩაწელი, რომეზეც ნათურა იყო შეერთებული და პადვალში ინთებოდაო, ამ ნათურასთან ერთი მუშა დავაყენეთ, რომელსაც “რუბელნკები” უნდა აეწია, ამის გარდა კიდე ყველა ჩამრთველთან გადავნაწილდით, პირველი ჭაღი რო აინთებოდა ჩვენც უნდა აგვეწია “რუბელნიკები” და ასე ვიყავით ჩამწკრივებულები ყველა სტოლბასთანო, ამ დროს მოვიდა დაცვა და მეუბნება აქ დგომა არ შეიძლება პრეზიდენტმა უნდა გამოიაროსო (ისევ ისტერიულად იცინის) მე ვუთხარი აქ რო არ ვიდგე შენც დაგერხევა და მეც მაგრა გამტისკავენ, წადი თავი დამანებე მეთქი და რო ავუხსენი რაშიც იყო საქმე გამშორდაო.
ამ ამბის მოსმენის შემდეგ ოთხივენი შევთანხმდით, რომ “გამნათებელი” მართლა გიჟია.
ამასობაში მძღოლმა უკვე მეორედ გააჩერა მწვანეზე და კიდევ ერთხელ მომიწია იმის შეხსენება, რომ მწვანეზე გაჩერება არ შეიძლება. ამ დროს უკვე “ვინუჟდენი” გახდა გამომტყდომოდა და ჩუმად გადმომჩურჩულა უკან მსხდომების არგასაგონად, აუ იზვინი ბრატ მაგარი დაბოლილი ვარო.
არ გამკვირვებია, ამას მანამდეც მივხვდი, აბა ფხიზელი კაცი 10 ლარად წაგვიყვანდა?
ამასობაში ვაჟაზეც გავედით, აქ ეტყობა ჯერ არ გამოუვლია იმ გიჟს განათება არ აყენიაო, თქვა მძღოლმა და ისევ აუტყდა სიცილი. დაიწყო ახალი ამბის მოყოლა:
“ამს შენობის განათებაც ჩვენი გაკეთებულიაო და ხელს იშვერს მოდულისკენ, სამუშაოდ რო შევდიოდით ყველაფერი ჩამოგვართვეს: პლოსკო, რეზაკი, კლუჩები, იარაღის შეტანა არ შეიძლებაო, მე ვუთხარი გიჟები ხო არა ხართ კაბელი როგორ გადავჭრა-მეთქი? კბილებითო. მე ვუთხარი ელექტრიკი ვარ ვირთხა კი არა-მეთქი(ამ დროს იცინის ყველაზე ხმამაღლა და ჩაბჟირებით, თავს აქანავებს წინ და უკან)
თან გვეუბნებიან სამ დღეში უნდა გააკეთოთო, როგორ უნდა გავაკეთოთ სამ დღეში ამხელა შენობის განათება გიჟები ხო არა ხართ-მეთქი, არა კაროჩე ფეხებზე გვკიდია უნდა გააკეთოთო. რა გვექნა? ავდექით და გავაკეთეთ. გამოვიდა უხარისხო, ოთხი ბოლტის მაგივრად ერთით ვამაგრებდით ნათურებს.
გლდანის გამგეობის შენობას რო ვაკეთებდით ზუსტად იგივე პონტი იყო, ერთი ბოლტით დავამაგრეთ ოთხის მაგივრად, ჰოდა ეხლა რამდენჯერაც არ უნდა გაიარო ის ნათურები აყლისთავებული დგას (სტილი დაცულია) წარამარა გვიძახებენ და გვასწორებინებენ, იმას კი ვერ მოიფიქრებენ სამი დირკაც რო დავამატოთ და კარგად დავამაგროთ, ფეხებზე კიდიათ, ყველაფერს ერთი კაცისთვის აკეთებენ, ისიც რა გიჟია (ამ სიტყვის წარმოთქმაზე ისევ ისტერიული სიცილი უვარდება) როგორ ვერ ხვდებაო.
ამასობაში მარიც ჩამოვსვით და კახაც. დიდი დიღომი-გლდანის გზაზე ვიდექით. მოვრჩით იმ “გიჟზე” ლაპარაკს და ეხლა უკვე მოსაწევზე მებაზრებოდა, ლეგალიზაციას აწვებოდა, კიდევ ერთხელ გადაიკვეთა ჩვენი აზრები.
გზაში რამდენჯერმე დაიჩივლა, აუ 6 საათამდე რა გაძლებსო. თავიდან უზრდელობად მივიჩნიე ჩავძიებოდი, მაგრამ კიდევ რო გაიმეორა მივხვდი, რომ უნდოდა მეკითხა რა გინდა 6მდე შენი ნება არ არი წადი დაიძინე მეთქი, ჰოდა მეც არ გავუტეხე და ვკითხე, აი როგორ ვკითხე:
-შენი ნება არ არი? წადი და დაიძინე.
-”ის გოგო” 6ზე ამთავრებს და უნდა გავუარო.
-კლიენტია?
-არა რა კლიენტი, სტრიპტიზიორია. შენ რა გგონია მე ტაქსისტი ვარ? პროსტა საღამოს რო გამოვდივარ მიმყავს სამსახურში, გზაში მაგრად ვჟიმავ და გამოსვლის მერე კიდე მე მირეკავს, მოდი გამჟიმეო. ეს ტაქსის ზნაკი კიდე ცოლის პონტში დავადე, რო მეკითხება ღამე სად მიდიხარო, ვტაქსაობ მეთქი ვეუბნები, ისიც ბედნიერია და მეც.
ეს ბოლო ამბავი ცოტა არ მესიამოვნა.
ამასობაში გლდანშიც მივედით, მივეცი კუთვნილი ათი ლარი, ესეც შაურმის ფულიო, ჩამომსვა და იქვე საშაურმესთან მიაყენა.
საბოლოოდ კარგი სიცილ-კისკისიანი მგზავრობა გამოგვივიდა, მაგრამ მერე რო დავფიქრდი სულაც არ იყო სასაცილო არცერთი ისტორია.
იმედია ეს პოსტი არ დაანგრევს ელექტრიკი-ტაქსისტის ოჯახს და არც ნარკოლოგიურში ამოყოფს თავს ჩემი პოსტის გამო, მაგრამ თავი მაინც დავიზღვიე და გვიან გამოვაქვეყნე, ეხლა უკვე გასული იქნება შარდიდან მარიხუანა. (თუ კიდე არ დაამატა რა თქმა უნდა)
იმედია არც ზემოდან შეაწუხებენ და საერთოდ ვერ გაიგებენ ვისზეა საუბარი.
უბრალოდ ძალიან საინტერესო ამბები მომიყვა და ჩვენც ხო უნდა ვიცოდეთ რა და როგორ კეთდება საქართველოში? მერე რო აღარ გაგვიკვირდეს რა მალე ფუჭდება ყველაფერი. ახალგარემონტებული ”პლეხანოვს” ე.წ. პარიზს რატო დაერხა, ლეგოს სათამაშოსავით წარამარა რატო იწყობა და იშლება ევროპაში ყველაზე გრძელი ხიდი და ა.შ. ჩვენ ხომ ყველანი სოფლელები ვართ, პოწიომკინის სოფლელები.
გილოცავ გალა!
გამარჯობა გალა! გილოცავ, მრავალს დაესწარი! ალბათ სვამთ ბიჭები და თავს არ შეგაწყენ, უბრალოდ მინდა მოგილოცო. არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ პოსტს წაიკითხავ, მაგრამ ცდა ბედის მონახევრეა, გულს მაინც მოვიფხან. ცოცხალი რო იყო ვოლზე დაგიპოსტავდი “ჰბ გალაქშენ–”მეთქი, მარა მოკვდი და მიწევს წერილის მოწერა. დღეს ისე აღარ ხარ მოდაში როგორც უწინ. პოსტმოდერნმა გადაგვიარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი საზოგადოდ აღიარებული უნდა უარყო, თუ გინდა რომ დამკვიდრდე საზოგადოებაში. არაუშავს,დრო იცვლება და პირდაპირ გეტყვი, ნუ იქნები ისევ ისეთი ქედმაღალი და ამპარტავანი. მეფეები მომრავლდნენ, შენ კიდე მარტო სკოლის სახელმძღვანელოებში დარჩი, თანაც ძალიან ცუდად. ბავშვებს სულ ძალით ატენიან თავში, თითქოს შენ მერიზე ანძრევდი და ის ლექსიც ვითომ მაგას მიუძღვენი, არადა მე ხო ვიცი რო ეს ასე არაა. იცოდე, დარჩა მინიმუმ ერთი ადამიანი მაინც, ვისაც ხანდახან მაინც ესმის შენი და ვისიც ყოველთვის გესმის შენ. ამ ბოლო დროს ცოტა დაგივიწყე, შენ ლექსებს აღარ ვკითხულობ, მაგრამ მაინც მახსოვხარ, ალბათ გავიზარდე და მაგის ბრალია, აღარ მეფიქრიანება იმ ქვეყანაზე, სიკვდილზე, სიცოცხლეზე, ღმერთზე. უფრო მეტიც, მკიდია, მაგრამ მაინც მახსოვხარ, ან კი როგორ არ უნდა მახსოვდე? მთელი ორი წელი ერთად გავატარეთ, ზუსტად იმ მომენტში გამოჩნდი როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდი და როცა ყველაზე მეტად მინდოდა შენი დახმარება. არა, განა შენს შესახებ ბავშვობიდან არ ვიცოდი? ვიცოდი. შენი ლექსებიც ზეპირად ვიცოდი, მაგრამ ეს არ იყო საკმარისი მათ გასაგებად, ცოტა რო წამოვიზარდე, მაშინ დაგამუღამე. კაცურად თქვი, რომ იგ ლექსები ბავშვებისთვის არ დაგიწერია, გადმოდექი და თქვი, სულ ტყუილად აძულებენ ბავშვებს შენ თავს, როდესაც აიძულებენ დაიზეპირონ თოვლი, მე და ღამე და ა.შ. ისინიც საცოდავად იზეპირებენ და მაინც არ ესმით შენი, მათთვის ლურჯა ცხენები უბრალოდ ლურჯა ცხენებია და დროშებიც–წითელი.
ეხლა როცა ამ სტრიქონს ვწერ, შუაღამე არც იწვის და არც დნება, სახლში ვზივარ და საშინლად ცივა. შენ ალბათ თბილად ხარ. გამიგია ჯოჯოხეთში სითბო იცისო. წესით კარგად უნდა იყო, აღარ შეგეკითხები. წარმომიდგენია როგორ დადიხართ შენ და შარლი ღვინით გაჟღენთილები და არღვევთ საზოგადოებრივ წესრიგს ჯოჯოხეთის ქუჩებში, მანდ ხო სულ თრობის საათია?! “ვით სამოთხიდან ალიგიერი, შენც ჯოჯოხეთი ხარ დაფარული.”
იმედია მანდ მაინც გაქვს ნორმალური უერთიერთობა შენი ბიძაშვილის ძმაკაცებთან, არ არიან ცუდი ბიჭები და ძალიან მწყის, რომ არ ძმაკაცობთ, თუმცა გასაგებია, სისტემის გეშინია. ზუსტად მაგ შიშით ვცხოვრობთ ეხლაც, ბევრი არაფერი შეცვლილა, ისევ ბელადები და ისევ რეპრესიები.
ერთი შეკითხვა მაქვს მხოლოდ: ბიძინა ივანიშვილი შენც ხო არ გეხმარებოდა? აუ თუ გეხმარებოდა ეხლა უარი არ თქვა რა, ტეხავს. ვიცი, დაგაძალებენ, დაგაშანტაჟებენ, მაგრამ შენ ხო ძლიერი პიროვნება ხარ, სადაც ამდენს გაუძელი, ეხლაც გაუძლებ. ბოლობოლო სიკვდილს ზავი დაუდე და სული თეთრ აკლდამაზე შესვი, შენ ერთადერთი ხარ ვინც ჯვარს ეცვა და ამაში შვება ჰპოვა, ეხლაც მოიფიქრებ რამეს. თავს გაუფრთხილდი, ხუმრობა აღარა 120 წელი. ისე, ერთ მოგობრულ რჩევას მოგცემ, რო შეგეკითხებიან გალა, გალა რამდენის გახდიო 119 უპასუხე, 120–ს ცუდად გაგირითმავენ, თან ვიცი ის ჩემის წერეთელიც მანდ იქნება და მაგას უყვარს უშნო და უკბილო ხუმრობები. კი, ვიცი, შენც საკადრის პასუხს გასცემ, მარა მაინც თავიდან აირიდე უსიამოვნება. გამოუშვი დემონი, მანდ გამოგადგება.
წავედი ეხლა, ცოტას დავლევ, ვიცი გიყვარდა და მოგაგებოს, მაგრამ ისე ვერ დაგემშვიდობები ერთი საყვედური არ გითხრა, ის სირი მესაფლავე სად ნახე? მაგარი აფერისტი გამოდგა, მაგისი თეორია ყველა მიცვალებულის დავიწყებასთან დაკავშირებით, შეგვიძლია შენ მაგალითზე გავაბათილოთ, ასე რომ ყველას ბრმად ნუ ენდობი. აბა ჰე! მომავალ შეხვედრამდე, ჯოჯოხეთში!
პატივისცემით მათე მაყაშვილი.
![]()





